Tuesday, March 19, 2019

ინგლისს 25 წელიწადში სუფთა წყლის დეფიციტი ემუქრება

კლიმატის ცვლილებისა და მოსახელობის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო ინგლისი 25 წელიწადში შესაძლოა სუფთა წყლის მწვავე უკმარისობის წინაშე დადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ ინგლისი წყლის მოხმარების ტემპს არ შეანელებს, მალე ქვეყანას აღარ ექნება სუფთა წყლის ის რაოდენობა, რაც ყოველდღიური საჭიროებებისთვის არის აუცილებელი. 
ბრიტანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პოპულაციის ზრდის პარალელურად წყალზე მოთხოვნა გაიზრდება, კლიმატის ცვლილების გამო კი წყლის რესურსებთან დაკავშირებით პრობლემებია მოსალოდნელი. 
არსებული პროგნოზით 2050 წლისთვის დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა 67 მილიონიდან 75 მილიონამდე გაიზრდება, ადამიანის მიერ წყლის მოხმარების დღიური ნორმა კი 20 წელიწადში, სავარაუდოდ 140 ლიტრიდან 100 ლიტრამდე შემცირდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment