Tuesday, March 19, 2019

მეცნიერები უცხოპლანეტელების დუმილის მიზეზს არკვევენ

ფრანგი მეცნიერები ეძებენ პასუხს კითხვაზე, ათწლეულების განმავლობაში ძებნის მიუხედავად, რატომ არ აწვდიან ადამიანებს სიგნალს უცხოპლანეტელები? ერთ-ერთი ჰიპოტეზაა ის, რომ უცხოპლანეტელებს ასეთი ხასიათი აქვთ, - წერს გერმანული გამოცემა Die Welt. 
ფრანგი მეცნიერები პროექტ (SETI) ფარგლებში, კოსმოსურ სივრცეში უცხო ცივილიზაციებს ეძებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ 10 წლიანი კვლევის შედეგად ჯერ უცხოპლანეტელები არ აღმოუჩენიათ. 
ეს საკითხი იმდენად აინტერესებთ მეცნიერებს, რომ ბოლო ორი წელია თემის განხილვის მიზნით, პარიზში იკრიბებიან. 
კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ ფიზიკოსები, ბიოლოგები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები, გასულ კვირას პარიზის მეცნიერების და ინდუსტრიის მუზეუმში ჩატარდა. 
ამერიკელი ასტრობიოლოგი დუგლას ვაკოჩი აცხადებს, რომ უცხოპლანეტელებისგანმხოლოდ სიგნალის პასიური მოლოდინი საკმარისი არ არის: „ არ არსი გამორიცხული, რომ უცხოპლანეტელები ჩვენ გვაკვირდებიან ისე, როგორც ჩვენ ვაკვირდებით ცხოველებს ზოოპარკში“. 
პარიზის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი დენიელ ბრიოტი ეჭვობს, რომ გონიერი არსებები სხვა პლანეტებიდან არ მოგვცემენ თავის აღმოჩენის საშუალებას, მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შესახებ იციან: „ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სხვადასხვა კულტურების შეხვედრა შესაძლოა ორივე მხარისთვის საშიში აღმოჩნდეს. ამიტომ მაღალგანვითარებული კოსმოსური ცივილიზაცები არ ეცდებიან ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლას.    

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უცხოპლანეტელებს კოსმოსში გზავნილი 1979 წელს მეცნიერებმა ფრენკ დეირიკმა და კარლ საგანმა გაუგზავნეს. სადაც დაშიფრული იყო ადამიანის სახე და მზის სისტემის სტრუქტურა. ხოლო 1977 წელს პლანეტათა შორის გაგზავნილი სადგურის ბორტზე იყო ოქროს ფირფიტა, სადაც 100-ზე მეტი გამოსახულება და ხმების იყო ჩაწერილი, (გულის ცემა, ზღვის ტალღების ხმაური) რომლის ხანგრძლივობაც 12 წუთს შეადგენდა. 
„როცა უცხოპლანეტელები ნახავენ ამ ფირფიტას ალბათ გაეღიმებათ “- ამბობენ მეცნიერები, თუმცა აქვე აცხადებენ, საინტერესოა აქვთ თუ არა უცხოპლანეტელებს ღიმილის უნარი. 
მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ უცხოპლანეტელები, შესაძლოა იმიტომ არიან ჩუმად, რომ არ მოგვაყენონ ზარალი. ჟან-პიერ როსპარი, რომელიც კვლევით სამუშაოებს ხელმძღვანელობს, უცხოპლანეტელების დუმილს ასე ხსნის: „ისინი ხვდებიან, რომ თუ ჩვენ გავიგებთ მაღალი ცივილიზაციების, არამიწიერი კულტურების არსებობის შესახებ , ეს გამოიწვევს ჩვენი განვითარების ვარდნას.“
მკვლევარები თანხმდებიან ერთ აზრზე, რომ უცხოპლენეტელების ტექნოლოგიები უფრო კარგად არის განვითარებული ვიდრე დედამიწის. „თუმცა არ მინდა ვიფიქრო, რომ ჩვენ მივაღწიეთ განვითარების მაქსიმალურ დონეს“-წერს Die Welt როსპარზედაყრდნობით. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment