Friday, March 22, 2019

განაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, წერს - გამოცემა mynewsgh
ავტოკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ტრასაზე ტამალე-კინტამპოს ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავარიის მიზეზიც ეს გახდა.  
შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტობუსი არხში ჩავარდა, რომლის მგზავრების ნაწილიც გადარჩა. მეორე ავტობუსს კი ცეცხლი გაუჩნდა და ხანძრის შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა. ცეცხლის ჩაქრობას 30 წუთი დასჭირდა.
გამოცემა წერს, რომ მსხვერპლის ამოცნობა გარეგნული ნიშნებით, შეუძლებელია. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა, ამ დორისათვის ვერ სახელდება. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment