Friday, March 22, 2019

"ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი..." - ბათუმის კლინიკაში 28 წლის პაციენტი გარდაიცვალა

ბა­თუ­მის კლი­ნი­კა­ში 28 წლის პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, 28 წლის პა­ცი­ენ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ის ექი­მებ­მა სახ­ლში მალე გა­წე­რეს. გარ­დაც­ლი­ლის დე­დის თქმით, ექი­მებ­მა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, რა­საც მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შვილმკვდა­რი დედა ამ­ბობს, რომ მისი შვი­ლი მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბით ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა სახ­ლში გა­წე­რეს. დე­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 28 წლის გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეს­ვე დამ­ძიმ­და და იგი კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" გა­და­იყ­ვა­ნა ოჯახ­მა, სა­დაც პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.
გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის დას­ჯას და საქ­მის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.
მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძე ცოტა ხნის წინ და­ი­ნიშ­ნა და ზა­ფხულ­ში ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" მისი მე­გო­ბა­რი წერს:
"ეს გო­გო­ნა ფო­ტო­ზე ბედ­ნი­ე­რი რო­მაა, გუ­შინ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბა და უცო­დი­ნა­რო­ბა გახ­და. ბრმა­ნაწ­ლა­ვით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ­სად არ იღუ­პე­ბი­ან, არ იღუ­პე­ბი­ან ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში! ივ­ნის­ში ქორ­წი­ლი ჰქონ­და ამ წყვილს და­გეგ­მი­ლი. ფოტო ნიშ­ნო­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი" - წერს და­ღუ­პუ­ლის მე­გო­ბა­რი ზურა ბა­უ­ჟა­ძე.
კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში" აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენტს შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.
"18 მარტს პა­ცი­ენ­ტი შე­მო­ვი­და კლი­ნი­კა­ში სა­ერ­თო სი­სუს­ტით და მუც­ლის არე­ში ტკი­ვი­ლე­ბით. ავად­მყო­ფის გად­მო­ცე­მით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი და­ე­წყო 5 დღით ადრე. პა­ცი­ენტს მე­დცენ­ტრში ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა: მწვა­ვე აპენ­დი­ცი­ტი პერ­ფო­რა­ცი­ით და პე­რი­ტო­ნი­ტით.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­დი­ო­და შე­სა­ბა­მის ინ­ტენ­სი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას, ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და 21 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე პროგ­რე­სი­რე­ბა­დი უკ­მა­რი­სო­ბის გამო, სეპ­ტი­უ­რი შო­კის ფონ­ზე" - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა "მე­დცენ­ტრში".
ambebi.ge

No comments:

Post a Comment