ჩინელმა ტურისტმა გოგონამ მესტიის სასტუმროში დაკარგული ფული და პირადი ნივთები დაიბრუნა. გოგონა სასტუმროს მეპატრონეს მზიური ჯაფარიძეს დღეს ესტუმრა. როგორც ჯაფარიძე Ambebi.ge-ს უყვება, ტურისტი გოგონა მასთან ორდღიანი ლოდინის შემდეგ ჩავიდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"ძალიან გახარებული და მადლიერი იყო. ჩამეხუტა, გადამკოცნა, უამრავი მადლობა გადამიხადა. საერთო სურათიც გადავიღეთ", - თქვა მზიური ჯაფარიძემ.
მესტიაში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ მზიური ჯაფარიძემ სახლის დალაგების დროს მოულოდნელად საფულე იპოვა, სადაც პირადობის მოწმობა, საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერი და დიდი რაოდენობით თანხა აღმოჩნდა. მან ჩინელ ტურისტთან დაკავშირება მოახერხა და დაკარგული საფულის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment