Tuesday, March 19, 2019

რა შემთხვევაში რჩებათ ექიმებს პინცეტი და დოლბანდი პაციენტის მუცლის ღრუში - კოტე მათითაშვილი შემთხვევებზე და პრევენციაზე

ქი­რურ­გი­ის ის­ტო­რია არა­ერთ ისეთ ფაქტს იც­ნობს, როცა ოპე­რა­ცი­ის დროს მუც­ლის ღრუ­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ჩარ­ჩე­ნია უცხო სხე­უ­ლე­ბი - პინ­ცე­ტი, მაკ­რა­ტე­ლი, ლან­ცე­ტი, დოლ­ბან­დი, მარ­ლის ტამ­პო­ნი და ხში­რად მათ ადა­მი­ა­ნის სხე­ულ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე "უცხოვ­რი­ათ"... და რომ არა რა­ღაც მი­ზე­ზით გა­კე­თე­ბუ­ლი ექოს­კო­პია, ან ოპე­რა­ცია რო­მე­ლი­მე ორ­გა­ნო­ზე, მის არ­სე­ბო­ბას ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რა­ტომ და რა მი­ზე­ზით ხდე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი, ამა­ზე ექი­მი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი - კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა. რეს­პონ­დენ­ტის თქმით, უცხო სხე­უ­ლით სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია - ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა უცხო სხე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ომში ტყვი­ის ან ყუმ­ბა­რის ნამ­სხვრე­ვის სა­ხით მოხ­ვედ­რი­ლა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქო­ნია ადა­მი­ანს
თუმ­ცა, არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ უცხო სხე­უ­ლის ჩარ­ჩე­ნა ფა­ტა­ლუ­რა­დაც დას­რულ­დეს. მარ­ლამ ან სხვა სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტმა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფექ­ცია, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა, ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი ოპე­რა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა და სიკ­ვდი­ლიც კი.
.

მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა კარ­გად იც­ნობს მსგავს შემ­თხვე­ვებს. მა­გა­ლი­თად, ვის­კონ­სი­ნის ჰოს­პი­ტალ­ში, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მუც­ლის ღრუ­ში ქი­რურ­გი­უ­ლი რეტ­რაქ­ტო­რი ჩა­უ­ტო­ვეს.
კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 15-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი მე­ტა­ლის მომ­ჭე­რი დარ­ჩათ ექი­მებს მა­მა­კა­ცის ორ­გა­ნიზ­მში. ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი კი ისაა, რომ ამ მა­მა­კა­ცის მუც­ლის ღრუ­ში მომ­ჭე­რი მე­ო­რედ დარ­ჩათ.
ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ამე­რი­კე­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის საშ­ვი­ლოს­ნოს ამოკ­ვე­თის დროს სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­თათ­მა­ნი ჩა­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ერთ მა­მა­კაცს კი გუ­ლის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მუც­ლის ღრუ­ში 5-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი სკალ­პე­ლი და­უ­ტო­ვეს.
მსგავ­სი შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მოხ­და. 2 წლის გო­გო­ნას ნე­ნეს ოჯა­ხი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას ოპე­რა­ცი­ის არას­წო­რად ჩა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს კლი­ნი­კა­ში ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, რა დრო­საც სხე­ულ­ში დოლ­ბან­დი ჩა­უ­ტო­ვეს. ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებ­და, რომ დოლ­ბან­დი ფრან­გმა ექი­მებ­მა ბავ­შვის გაჭ­რის შემ­დეგ ღვიძლზე მიკ­რუ­ლი იპო­ვეს.
კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ოპე­რა­ცი­ი­სას ასე­თი ფაქ­ტე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან უკვე არ­სე­ბობს ნორ­მა­ტი­ვე­ბი, გზამ­კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ცი­ის (სა­შუ­ა­ლო თუ მსხვი­ლი მას­შტა­ბის) დროს სა­ო­პე­რა­ციო ექთა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რაა ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, ვალ­დე­ბუ­ლია, მა­გი­და­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ხარ­ჯი მა­სა­ლა (მარ­ლის სა­ფე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­ხის საშ­რო­ბი, რაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ჭრი­ლო­ბა­ში სის­ხლის და სი­თხე­ე­ბის ამო­საშ­რო­ბად) რო­გორც ოპე­რა­ცი­ამ­დე, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ და­ით­ვა­ლოს. დათ­ვლა კი ოპე­რა­ცი­ის ბო­ლოს, მა­შინ უნდა მოხ­დეს, როცა ჭრი­ლო­ბა იხუ­რე­ბა.
გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლა პირ­და­პირ ნაგ­ვის ურ­ნა­ში არ იყ­რე­ბა, არა­მედ სპე­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, სა­დაც სა­თა­ნა­დო პერ­სო­ნა­ლი დე­ტა­ლუ­რად და სა­თი­თა­ოდ ით­ვლის მა­გი­და­ზე და­წყო­ბი­ლი მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბას. სა­ო­პე­რა­ციო „ველ­ზე“ შე­ტა­ნი­ლი მა­სა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა უნდა ემ­თხვე­ო­დეს გა­დაყ­რილ და­ბინ­ძუ­რე­ბულ ან დარ­ჩე­ნილ, მა­გი­და­ზე გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ მა­სა­ლას. ამ ტაქ­ტი­კი­სა და წე­სე­ბის დაც­ვის პი­რო­ბებ­ში, შემ­თხვე­ვი­თო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლია
შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გამო მოხ­დეს მსგავ­სი რამ. მა­გა­ლი­თად, ექი­მი სრუ­ლი­ად სხვა რა­ღა­ცა­ზე ფიქ­რობ­დეს, შვი­ლი ჰყავ­დეს ავად და ერთი ცალი ტამ­პო­ნი თვლა­ში გა­მო­ე­პა­როს. ასე­თი რამ ბუ­ნებ­რი­ვია. ეს ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, რო­გორც თვითმფრი­ნავ­ში პი­ლოტ­მა და­ა­ცე­მი­ნოს და იმ დროს ღი­ლაკს არას­წო­რად და­ა­ჭი­როს ხელი, მძღოლს სათ­ვა­ლე ჩა­უ­ვარ­დეს ფე­ხებ­თან, ჩა­ი­ხე­დოს და იმ დროს ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­დეს - ეს ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რია, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენს თუ მოხ­დე­ბა, ინ­სტიქ­ტუ­რად ხდე­ბა.
- ოპე­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში ამ ყვე­ლა­ფერს ვინ აკონ­ტრო­ლებს?
- ამ პრო­ცესს სამი ადა­მი­ა­ნი აკონ­ტრო­ლებს - ქი­რურ­გი, სა­ო­პე­რა­ციო ექთა­ნი, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ით­ვლის და მე­სა­მე ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც სტე­რი­ლურ ზო­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ გა­დაყ­რილ მა­სა­ლას სა­თა­ნა­დო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით გა­და­ა­ნა­წი­ლებს. ვი­მე­ო­რებ, ეს წესი და­ცუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა - სა­შუ­ა­ლო და დიდი მო­ცუ­ლო­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას.
თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ არ­სე­ბობ­დნენ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ წე­სებს არ იცა­ვენ და მხო­ლოდ ექთან­თან კი­თხვის დო­ნე­ზე შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან - ხომ არ გვაქვს ზედ­მე­ტი სალ­ფეტ­კი სად­მე ჩარ­ჩე­ნი­ლი? ასე­თი მიდ­გო­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ხან­და­ხან იმ ადა­მი­ა­ნურ შეც­დო­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა დოლ­ბან­დის სხე­ულ­ში ჩა­ტო­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.
- მსგავს ფაქ­ტებს მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კაც საკ­მა­რი­სად იც­ნობს...
- დიახ, ასეა. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში უამ­რა­ვი ასე­თი ფაქ­ტია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და კვლა­ვაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში პრო­ტო­კო­ლე­ბი­სა და წე­სე­ბის მიმ­დე­ვარ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა, ასე­თი რამ იქ ქი­რურ­გი­ის დიდ კო­რი­ფე­ებ­საც მოს­ვლი­ათ. თუ მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ხდე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი არ არის, ხოლო თუ ექი­მი ნას­ვა­მია, ან ნა­ბა­ხუ­სე­ვი და ამის გამო რამე ხდე­ბა, ეს უკვე და­ნა­შა­უ­ლია.
არის კი­დევ გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია, როცა მა­გა­ლი­თად, მიმ­ღებ­ში რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად 5-7 და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, ფორ­სმა­ჟო­რია, შე­საძ­ლოა, არ­ტე­რი­ი­დან სის­ხლიც ას­ხამ­დეს და ა.შ. ასეთ დატ­ვირ­თულ მდო­მა­რე­ო­ბა­ში მაკ­რა­ტე­ლი, პინ­ცე­ტი და ლან­ცე­ტი ჭრი­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა მოხ­ვდეს, მით უფრო, რომ ისი­ნი ქსო­ვი­ლებ­ში ად­ვი­ლად იმა­ლე­ბა.
დათ­ვლის გარ­და თუ არ­სე­ბობს რა­ი­მე უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლონ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი?
- არ­სე­ბობს ასე­თი უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა - სა­ო­პე­რა­ციო მა­სა­ლებ­ში არ­სე­ბობს რენტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი მა­სა­ლა. ეს იგი­ვე დოლ­ბან­დე­ბია, რო­მე­ლე­ბიც ქი­რურ­გი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი დამ­ცა­ვი რენტგე­ნო­კონ­ტრას­ტუ­ლი ზოლი აქვს, რო­გორც დო­ლა­რის და ლა­რის კუ­პი­უ­რას. თუ ქი­რურგს ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ ყუ­რა­დღე­ბა გა­ებ­ნა და ვერ დათ­ვა­ლა, ან უბ­რა­ლოდ ეჭვი შე­ე­პა­რა, რომ სა­დღაც კუ­თხე­ში რა­ღაც ჩა­ტო­ვა, რენტგე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვა მო­მენ­ტა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებს მის იქ არ­სე­ბო­ბას, რისი ამო­ღე­ბაც ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
- ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა გა­ი­კე­რე­ბა, თუ მას მერე?
- თუკი ეჭვი აქვს, რომ უცხო სხე­უ­ლი ჩარ­ჩა, ან ვთქვათ, ჭრი­ლო­ბა არ ხორ­ცდე­ბა, ან მუც­ლის ღრუ­ში რა­ღაც აბსცე­სი ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მის მო­სა­ძებ­ნად ჭრი­ლო­ბის გახ­სნა არ სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი რენტგე­ნოგ­რა­ფი­უ­ლი კვლე­ვით გა­მოჩ­ნდე­ბა. თუ იქ არის, მერე უკვე ჭრი­ლო­ბა უნდა გა­იხ­სნას.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ქი­რურ­გე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა, რომ მა­გის გამო რამე მომ­ხდა­რი­ყოს, უამ­რავ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის, სა­ზღვარ­გა­რეთ და ასეთ ფაქტს მარ­თლა ვერ ვიხ­სე­ნებ.
- არც თქვენს პრაქ­ტი­კა­ში გქო­ნი­ათ მსგავ­სი რამ?
- ერთხელ მქონ­და, - პა­ტა­რა პრო­ცე­დუ­რის დროს მარ­ლის სა­ფე­ნი არ გა­და­ვა­კონ­ტრო­ლე და გა­და­ვა­ყო­ლე, თუმ­ცა დრო­უ­ლად მივ­ხვდი, შე­ვა­მოწ­მე და ჭრი­ლო­ბის კუ­თხე­ში პა­ტა­რა დოლ­ბან­დი მარ­თლაც იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი. ზე­და­პი­რუ­ლი ჭრი­ლო­ბა გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად კონ­ტრო­ლირ­დე­ბო­და - მუც­ლის ღრუ არ იყო და­ხუ­რუ­ლი. ესეც სიმ­ბო­ლუ­რია და ესეც იმას ნიშ­ნავს, რომ როცა ქი­რურ­გი სა­ო­პე­რა­ცი­ო­დან სხვა ოთახ­ში შე­დის, თავ­ში მუდ­მი­ვად უტ­რი­ა­ლებს, რო­გორ ჩა­ი­ა­რა პრო­ცე­დუ­რამ და რო­გორ იქ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტი. ეს არის სწო­რედ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment