Monday, March 18, 2019

არ მეგონა, თუ ძაღლებს ჩახუტება შეეძლოთ..." - გაიცანით მაშველები, რომლებმაც ლეკვები ძლიერ ხანძარს გადაარჩინეს

დიდ დი­ღომ­ში სა­წყო­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან, სა­დაც ძლი­ე­რი ხან­ძა­რი იყო, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად ორი ლეკ­ვიც გა­და­არ­ჩი­ნეს. ემო­ცი­ური ფო­ტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რმა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც გა­ირ­კვა ლეკ­ვებს პატ­რო­ნი მალე გა­მო­უჩ­ნდა. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბი მას უვ­ნებ­ლად ჩა­ა­ბა­რეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Ambebi.ge იმ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებს ესა­უბ­რა, რო­მელ­თა ამ­ბავ­მა და ფო­ტომ "ფე­ის­ბუ­ქი" მო­იც­ვა:

ემ­ზარ გო­გა­ვა, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:
- ად­გილ­ზე ძა­ლი­ან დიდი ხან­ძა­რი დაგ­ვხვდა. ამას ემა­ტე­ბო­და ისიც, რომ ძლი­ე­რი ქარი იყო, რაც ცე­ცხლს აძ­ლი­ე­რებ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სა­ა­თი ცე­ცხლის მა­ღა­ლი კე­რე­ბის ჩაქ­რო­ბა გვი­წევ­და. შე­ნო­ბი­დან ერთი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. საკ­მა­ოდ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. რო­დე­საც ხან­ძრის მთა­ვა­რი კე­რე­ბი ჩა­ვაქ­რეთ, იქ ერთი პა­ტა­რა ლეკ­ვი შევ­ნიშ­ნეთ, კუ­თხე­ში იყო მი­ყუ­ჟუ­ლი და ტი­რო­და... ხან­ძრის ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ჩანს ერთი ად­გი­ლი, სა­დაც ბი­ჭე­ბი ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ კე­დელს ჭრი­ან, იქ იყო ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის მე­ო­რე კერა და მე­ო­რე ლეკ­ვი სწო­რედ იქ ვი­პო­ვეთ... ორი­ვე ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო, სა­ცო­და­ვად კუ­თხე­ში იყ­ვნენ მი­ყუ­ჟუ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი წკმუ­ტუ­ნებ­დნენ...
- ლეკ­ვე­ბის დედა იქ არ იყო?
- დედა ლეკ­ვე­ბის გა­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, ხან­ძრის კე­რის შუ­ა­ში ვი­პო­ვეთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხან­ძრის გამო და­იბ­ნა, შვი­ლებს ვერ მი­აგ­ნო, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბა არ და­ტო­ვა, რად­გან შვი­ლე­ბი იქვე ეგუ­ლე­ბო­და... აქამ­დე ძაღ­ლის ასე­თი მე­ტყვე­ლი სახე და თვა­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს. ფაქ­ტობ­რი­ვად, დაგ­ვი­ნა­ხა თუ არა მიშ­ვე­ლე­თო, გვი­თხრა... სი­ტყვე­ბი აღარ იყო სა­ჭი­რო... სა­ბე­დი­ე­როდ, ისიც და­უ­ზი­ა­ნებ­ლად გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ძა­ლი­ან მინ­დო­და სახ­ლში წა­მეყ­ვა­ნა, ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებ­საც უნ­დო­დათ, მაგ­რამ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, სამ­სა­ხურ­ში წაგ­ვეყ­ვა­ნა. მალე პატ­რო­ნიც გა­მოჩ­ნდა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ მათი ლეკ­ვე­ბი გა­და­ვარ­ჩი­ნეთ..
მე­რაბ ქო­ბე­საშ­ვი­ლი, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი:
- ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ძლი­ე­რი ცე­ცხლი დაგ­ვხდა. საკ­მა­ოდ მძი­მე სუ­რა­თი იყო, კი­დევ კარ­გი ხალ­ხი არ იყო, თო­რემ პა­ნი­კა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და... რო­დე­საც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გა­დავ­ლა­ხეთ, კუ­თხე­ში პა­ტა­რა ლეკ­ვი შევ­ნიშ­ნეთ, ერთს ფეხი აკ­ლდა, ანუ სამი ფე­ხით და­ბა­დე­ბუ­ლა. ბავ­შვი­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. მი­უდ­გო­მელ ად­გი­ლას, ხან­ძრის კე­რას­თან ახ­ლოს იყო და დრო­უ­ლად რომ არ მივ­სუ­ლი­ყა­ვით, დიდი ალ­ბა­თო­ბით და­იწ­ვე­ბო­და. ჯერ ვცა­დე შო­რი­დან მო­მეხ­მო, მაგ­რამ ისე­თი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, ვერ ინ­ძრე­ო­და. შემ­დეგ ახ­ლოს მი­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, ბავ­შვი­ვით ტი­რო­და...
მივ­ხვდით, რომ იქვე ახ­ლოს დე­და­ლი ძაღ­ლიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. თან თა­ნამ­შრო­მელ­მა თქვა, დიდი ძაღ­ლის ყე­ფის ხმაც მეს­მო­დაო. ხან­ძრის სივ­რცე­ში უფრო ღმრად რომ შე­ვე­დით, დე­დაც შევ­ნიშ­ნეთ. საკ­მა­ოდ დიდი ცხო­ვე­ლია და შე­მე­შინ­და, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ იყოს და არ მი­კ­ბი­ნოს-მეთ­ქი. თუმ­ცა ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, შე­ვამ­ჩნიე, ძა­ლი­ან სა­ცო­და­ვი სახე ჰქონ­და. რა­ღაც ყუ­თი­ვით იდგა და იმა­ში იყო შემ­ძვრა­ლი, ავა­ყი­რა­ვეთ და ისე გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. შეღ­რე­ნა კი არა, ურე­აქ­ცი­ოდ იყო.
- სა­დღაც მა­მა­ლი ძაღ­ლიც იპო­ვეთ არა?
- დიახ, მას შემ­დეგ, რაც დე­და­ლი ვი­პო­ვეთ მა­საც მი­ვა­გე­ნით. მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად შე­ი­ყა­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დით მათ რე­აქ­ცი­ებს, არ მე­გო­ნა, თუ ძაღ­ლებს ჩა­ხუ­ტე­ბა შე­ეძ­ლოთ. ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნე­ბი­ვით გა­მო­ხა­ტავ­დნენ... ასე­თი რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე და მე­გო­ნა რა­ღაც ფილ­მს ვუ­ყუ­რებ­დით.

ambebi.ge

No comments:

Post a Comment