Saturday, August 15, 2020

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

 






გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 89 ადამიანს გამოუვლინდა. 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge









საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა

 

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. არსებული რეკომენდაციების საფუძველზე, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.

 

რეგისტრაცია სასურველი საგნების შესასწავლად, ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
  • სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:
  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები);
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
  • სკოლებმა მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლია დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაგეგმვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე კერძო, თუ საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების შემუშავებისას გაზიარებულია სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რაც გულისხმობს როგორც თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ასევე აკადემიური სტანდარტის დაცვას.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სამინისტროს მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.

 

განათლების სამინისტრო აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდ-ვითარებით.
mes.gov.ge

Wednesday, November 6, 2019

"მამაჩემის რჩევას დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ გამდიდრდა ღარიბი ინდოელი ბიჭი

„ჩემი, რო­გორც მე­წარ­მის წარ­მა­ტე­ბა, მა­მა­ჩე­მის ერთი რჩე­ვის შე­დე­გია“ - ამ­ბობს ინ­დო­ე­ლი ბჰა­ვინ ტუ­რა­ქია, რო­მელ­მაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბა ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო. 1990-იან წლებ­ში, რო­დე­საც ინ­დო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბის „ბუმი“ და­ი­წყო, ძმას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა - ისი­ნი მომ­ხმა­რებ­ლებს ვებ ჰოს­ტინ­გი­სა და დო­მე­ი­ნის სა­ხე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას სთა­ვა­ზობ­დნენ. „მა­მა­ჩე­მი ყო­ველ დღე დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის 9 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, რომ რო­გორ­მე თავი გვერ­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა გა­მაჩ­ნია, მა­მა­ჩე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის ბავ­შვო­ბა­ში მუდ­მი­ვად მი­მე­ო­რებ­და ერთ რჩე­ვას - იმ­დე­ნად ხში­რად, რომ ვპა­სუ­ხობ­დით „ვი­ცით, მამა!“ რჩე­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, სულ ერთი წი­ნა­და­დე­ბა - „ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ, თუ გო­ნე­ბა­ში კარ­გად ჩა­ი­ბეჭ­დავ, რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და“. თუ ამის გა­თა­ვი­სე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ, მა­შინ­ვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით, ფი­ზი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვის გარ­და ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ გო­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­წყობ“, - ამ­ბობს ტუ­რა­ქია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


კო­დი­რე­ბა მან 10 წლის ასაკ­ში ის­წავ­ლა. სა­ჭი­რო წიგ­ნე­ბით მამა ამა­რა­გებ­და. „სა­გა­ნი ერთი ნახ­ვით შე­მიყ­ვარ­და, უამ­რავ დროს ვა­ტა­რებ­დი კომ­პი­უ­ტე­რის ოთახ­ში სკო­ლა­ში, მა­შინ არ გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რი სახ­ლში გვქო­ნო­და.“ პირ­ვე­ლი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის დროს შექ­მნა. „რო­დე­საც სრუ­ლი­ად ახალ იდე­ა­ზე ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას სულ სხვა სივ­რცე­სა და ინ­დუსტრი­ა­ში, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მაქვს, ყო­ველ­თვის მაქვს ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა, რომ ყვე­ლა­ფერს მი­ვაღ­წევ, თუ გო­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გან­ვა­წყობ“. სა­კუ­თა­რი და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად ტუ­რა­ქი­ამ 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ახლა ის ორი უმ­სხვი­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია.
ambebi.ge

Friday, August 30, 2019

საქართველოში წვიმა და შტორმია მოსალოდნელი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის ბოლოდან 31 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
akhalitaoba.ge

წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. 👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ. "2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა. გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას. "ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა. შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. interpressnews.ge

წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როგორც მან აღნიშნა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.
"2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ კურსებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
გორგოძის თქმითვე, აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ შედეგები ნიშნავს მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვებას და არა - ჩარიცხვას.
"ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.
ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ წლის მთავარ სიახლეს წარმოადგენდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი არჩევითი საგანი მონიშნა და ერთ-ერთ მათგანში ჩაიჭრა, ან რომელიმე მათგანზე არ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო - მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.
interpressnews.ge

Sunday, August 25, 2019

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს, ამის შესახებ france24-ი წერს. 
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა. 
1944 წლის 18 აგვისტოს საფრანგეთის კომუნისტური ძალების (FFI) ხელმძღვანელმა ანრი როლ-ტანგმა აჯანყების ბრძანება გასცა. მეორე დღეს შარლ დე გოლის ფრაქციამ ანალოგიური ბრძანება გასცა. 19 აგვისტოს მეტრო და რკინიგზა გაიფიცა. აჯანყებულებს შეუერთდა საფრანგეთის პოლიციაც. ხალხის მცირე ჯგუფები თავს ესხმოდნენ ნაცისტებს. ქუჩაში სისხლისმღვრელი დაპირისპირებები გახშირდა. 
პარიზში 1944 წლის აგვისტოში 16 000 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფებოდა და 80 ტანკი. 8 დღიანი დაპირისპირების შემდეგ გერმანელები დანებდნენ. პარიზის გათავისუფლებისათვის ბრძოლებში 3 200 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა. საფრანგეთის მხარეს კი 156 და 600 მშვიდობიანი მოქალაქე. 
შარლ დე გოლი 25 აგვისტოს პარიზის მერიაში მივიდა და თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა.
imedinews.ge