Thursday, May 31, 2018

ხორავას ქუჩის საქმის 4-თვიანი განხილვა - როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც უამრავი კითხვა დატოვა

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის ოთხთვიანი განხილვა დასრულდა - მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, ამიტომაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, პროცესი დახურული იყო. მას ესწრებოდნენ ბრალდების მხარე, ბრალდებულები, მათი ადვოკატები და დაზარალებულები (მოკლული მოზარდების მშობლები). შესაბამისად, მედია პროცესის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მათგან იღებდა და ჟურნალისტები მოკლებულები იყვნენ შესაძლებლობას, დასწრებოდნენ პროცესს და უშუალოდ „პირველწყაროებისგან“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ ხორავას საქმის გარშემო შექმნილი მდგომარეობა.
მოდით, გადავავლოთ თვალი ხორავას ქუჩის ტრაგედიის ქრონოლოგიას და ვნახოთ, რა კითხვებს გაეცა პასუხები და რა დარჩა ისევ ბუნდოვანი საქმეში.
2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ტრაგედია დატრიალდა. სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით გაგრძელდა და ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამართალდამცველებმა ჯერ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, შემდეგ კი ბრალი მეორე მოზარდსაც წაუყენეს და იმ დროისთვის მიმალვაში მყოფი გ.ჯ. პასუხისგებაში მისცეს, თუმცა ის პოლიციას მალევე ჩაბარდა. ბრალის დადგენილების თანახმად, საგამოძიებო ორგანო პირველივე დღეს დაკავებულ გ.ბ-ს ორივე მოზარდის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, ხოლო გ.ჯ.-ს მხოლოდ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. მკვლელობის საქმის გარდა, ცალკე წარმოებად გამოიყო დანაშაულის დაფარვის საქმე, რომელზეც პასუხისგებაში 5 პირი მიეცა. ბრალდებულთაგან სამი ერთი ოჯახის წევრები - კალანდიები იყვნენ. ოჯახის უფროსი თენგიზ კალანდია კი შსს-ს თანამშრომელი იყო.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

რჩევები ავიაბილეთების იაფად შესაძენად

ბილეთების ღირებულებას ავიაკომპანიები ხშირად ცვლიან. მიზეზი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: სეზონი, თარიღი, დღესასწაულები, უქმე და სამუშაო დღეები, რამდენად დიდია მოთხოვნა ამა თუ იმ მიმართულებაზე და ა.შ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა სხვა ქვეყნებში გამგზავრების მსურველებს შესთავაზა რამდენიმე რჩევა, რათა მათ ავიაბილეთების შედარებით დაბალ ფასად შეძენა შეძლონ.
1. დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ - მოიფიქრეთ, რომელი ქალაქის ნახვა გსურთ და თვალი ადევნეთ ავიაკომპანიის ვებგვერდს. თუ ბილეთის შეძენა დაბალ ფასად გსურთ, ამაზე გაფრენამდე მინიმუმ 3-5 თვით ადრე მაინც უნდა იზრუნოთ.
2. გამოიწერეთ სიახლეები ავიაკომპანიის ვებგვერდიდან - ამ გზით, ელფოსტის მეშვეობით მუდმივად მიიღებთ შეტყობინებებს სპეციალური შეთავაზებების შესახებ და დიდი შანსია, რომ თქვენთვის ხელსაყრელი ტარიფი არ გამოგრჩებათ.
3. თვალი ადევნეთ მნიშვნელოვან თარიღებს - აღდგომა, ახალი წელი, ვალენტინობა ან თუნდაც ავიაკომპანიის დაბადების დღე - როგორც წესი, ასეთ თარიღებში ავიაკომპანიები მსხვილ-მსხვილ ფასდაკლებებს არ იშურებენ. 
4. იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით - კარგად გაიაზრეთ, გჭირდებათ ერთ კვირაში 3 კაბა, 4 შარვალი და რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი? მოიშორეთ ზედმეტი ნივთები, შეიმსუბუქეთ მგზავრობა და დაზოგეთ ფული.
5. გაწევრიანდით ფასდაკლების კლუბში - ავიაკომპანიების უმეტესობა განსაკუთრებულ ტარიფებს სთავაზობს მათ, ვინც ხშირად მოგზაურობს. ამიტომ მოიძიეთ ინფორმაცია ვებგვერდზე, გაწევრიანდით ფასდაკლების კლუბში და სხვაობას თავადაც დაინახავთ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ზუგდიდში დავით სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

,,აღსრულდეს სამართლიანობა“, ,,ვაპროტესტებ უსამართლობას", ,,ხელს ნუ აფარებ მკვლელს" - ამ ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია დაიწყო ზუგდიდში. ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან ზუგდიდის რაიონულ პროკურატურამდე მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ სარალიძეების ოჯახს, იზიარებენ მათ პროტესტს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორებს შორის არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.
თბილისში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება. ამასთან, ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე საზოგადოებას მისი მხარდაჭერა და აქციაზე მისვლა სთხოვა.
დღეს  ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. პროკურატურა განაჩენს სააპელაციოში გაასაჩივრებს.  სასამართლო გადაწყვეტილებაზე განცხადებები გააკეთეს  დაზარალებულების და ბრალდებულების ადვოკატებმაც. 
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

წერეთლის გამზირზე მკვლელობა მოხდა, დაჭრილია ქალი

წერეთლის გამზირზე ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად მოკლულია მამაკაცი, ხოლო დაჭრილია ქალბატონი. 

როგორც “ინტერპრესნიუსს” დაჭრილი ქალბატონის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობა დაჭრილი ქალბატონის ბინაში მოხდა, სადაც ის ქირით ცხოვრობდა. მისივე ინფორმაციით, ქალბატონი სახლში მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე. მეუღლემ მას კარების გაღება მოსთხოვა, თუმცა ქალბატონმა ყოფილ მეუღლეს კარი არ გაუღო, რა დროსაც მან ადგილზე გამოიძიხა ბინის მეპატრონე. ასევე ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მეზობლის თქმით, შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. 

„ქალბატონი ჩემი მეზობელია. მე არაფერს შევსწრებივარ. თუმცა, როგორც გავიგე შემთხვევა პატრულის თანდასწრებით მოხდა. ეს ქალბატონი ყოფილ ქმარს კარებს არ უღებდა, რა დროსაც კაცმა ბინის მეპატრონეს დაურეკა. ასევე გამოძახებული იყო პატრული. ყოფილი ქმარი მათთან ერთად შევიდა სახლში. ამ დროს კი ქალბატონი მეგობარ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. ყოფილმა ქმარმა ქალბატონის მეგობარ მამაკაცს უთხრა, რომ მასთან არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, უბრალოდ ბავშვის მამა ვარ და ბავშვის სანახავად მოვედიო. როგორც ვიცი, ამ დროს მოხდა ყველაფერი. დაჭრილია ქალბატონი და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო გასროლის შედეგად მისი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა. ქალის მეგობარი მამაკაცი კი, როგორც გავიგე, არის უბნის ინსპექტორი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მეზობელმა. 

წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძოებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11-პრიმა-19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამასთან  შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, 111 19-109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ერთი პირი ცხელ დააკავეს. 
interpressnews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ზიდანმა "რეალი" დატოვა: "ამ გუნდს ცვლილებები სჭირდება, რათა გამარჯვებები გააგრძელოს"

ზინედინ ზიდანმა მოულოდნელად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა...

ფრანგი სპეციალისტი ფლორენტინო პერესთან ერთად პრესკონფერენციაზე წარსდგა და ამის შესახებ საზოგადოებას ამცნო.

"ამ გუნდს ცვლილებები სჭირდება, რათა გამარჯვებები გააგრძელოს" - განაცხადა ზიზუმ პრესკონფერენციაზე.
Madridista.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ივნისში დიდი წარმატება ელოდებათ

კურო

2018 წლის ივნისი ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დიდი მოგების მომტანი იქნება, ვინაიდან კუროს ფულის სახლში მზე და მერკური შევლენ. კუროებს ფინანსურად ახლობელი ადამიანებიც დაეხმარებიან. ფრთხილად იყავით ივნისის ბოლო კვირას: ამ დროს ერიდეთ ფულად ხარჯებს, ვინაიდან შეიძლება უსარგებლო ნივთები შეიძინოთ, ანდა გაუთვალისწინებელი 
ხარჯები ყუპები
...13 ივნისს მერკური ტყუპების ფულის სახლში გადაინაცვლებს, ამიტომაც ისინი ამ პერიოდიდან ფინანსურად წარმატებულები იქნებიან. ტყუპებს შემოსავლები სხვადასხვა წყაროებიდან ელით. ამავდროულად საეჭვო ინვესტიციებში და ხელუკუღმა არ უნდა ხარჯოთ ფული. სხვა ადამიანებს თქვენზე გავლენის გავრცელების საშუალება არ მისცეთ.


ლომი
2018 წლის ივლისში ლომების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუკი ძლიერი პიროვნებების მფარველობის ქვეშ იქნებით, მაშინ მნიშვნელოვან თანხებს იშოვით. 2018 წლის ივნისში შესაძლოა, თქვენი მუდმივი შემოსავალიც გაიზარდოს.


ქალწული
თავისი პროფესიული უნარების გამო ქალწულები 2018 წლის ივნისში ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ. მნიშვნელოვან თანხას სამუშაოდან აიღებთ, მაგრამ ასევე ნათესავებიდან და საყვარელი ადამიანებისგან ფულადი გზავნილებიც შესაძლოა. ყველაზე მომგებიანი სხვა ადამიანებთან ურთიერთობა და ონლაინბიზნესია.


მერწყული
ფულის კუთხით მერწყული ძალიან იღბლიანი იქნება და საკუთარი ინტუიციით დამატებით შემოსავალს გაიჩენს. გარეშეთა დახმარებით ფინანსურ პრობლემებს გადაჭრით. მხოლოდ ცოტა მოთმინება გამოიჩინეთ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ.
imedinews.ge

Wednesday, May 30, 2018

ბესტსელერის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი თბილისში დღეს ჩამოვა

ბესტსელერის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი თბილისში დღეს ჩამოვა. მწერალი "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში“ საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა. 
ავტორი თბილისში მკითხველთან საჯარო შეხვედრას ორჯერ გამართავს:
31 მაისს, 14:00 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სცენაზე.
1 ივნისს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“.
ჰოლი სმეილი Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელი ბრიტანელი მწერალია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც.
„გიკი გოგოს“ სერიის წიგნების პრეზენტაციას საქართველოში წიგნის მაღაზიასთან თინეიჯერთა უზარმაზარი რიგებიც მოჰყვა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ცხოვრობს


მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ცხოვრობს, – ამის შესახებ ანგარიშს Save the children-ი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 1,2 მილიარდი ბავშვი ზემოთ აღწერილი სამი ჩამონათვალიდან ერთ-ერთს ებრძვის. 153 მილიონი კი სამივე მათგანის მსხვერპლია.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, გლობალური მასშტაბით, ვითარება გარკვეულწილად გამოსწორდა, სტატისტიკა მაინც არ შეცვლილაანგარიშის მიხედვით, 240 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ქვეყანებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 575 მილიონი მცირეწლოვანი გოგო კი იმ ქვეყანებში იმყოფება, სადაც ქალის დისკრიმინაცია უდიდესი პრობლემაა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების დაცვის მიხედვით ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა.
Save the children-ის სიაში პირველი ადგილი ერთდროულად სინგაპურსა და სლოვენიას უჭირავს, მათ ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი მოჰყვება. სიის ბოლოში კი კვლავ აფრიკული სახელმწიფოები, მალი, ნიგერია და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ. 
ანგარიშის მიხედვით საქართველოს 36 ქულა მიენიჭა და რაც ბავშვთა შრომის უკეთესი რეგულაციის დამსახურებაა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კალაძე: 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოიწერა


კახა კალაძემ „თბილისის პარკინგის“ მუშაობის შედეგები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი თქმით, სატრანსპორტო კომპანიის მიერ ეფექტიანად ხორციელდება მუნიციპალური პარკირების მენეჯმენტი და სათანადოდ ხდება დარღვევებზე რეაგირება.
„პარკირების წესების დარღვევაზე გამოწერილია 36 816 ჯარიმა, რაც თანხობრივად 368 160 ლარზე მეტს შეადგენს, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან შესყიდულია 20 800 საშვი და გადახდილია 520 000 ლარი. აქაც გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო. გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა და ჩვენ ვერ განვახორციელებდით პარკირების მენეჯმენტს. სატრანსპორტო კომპანიას მადლობა ვუთხრა, რომ ის წარმატებით ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაიბარა
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

HP გეიმერებისთვის გამაგრილებელი სისტემის მქონე ყურსასმენებს წარადგენს


ამერკული ტექნოლოგიური კომპანია HP გეიმერებს სიურპრიზს ჰპირდება. გამაგრილებელი სისტემით აღჭურვილ ყურასმენს კომპანია 2018 წლის მეორენახევარში წარადგენს. ამის შესახებ Engadget-ი წერს
სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს მოწყობილობაში ვენტილატორი ან გამაგრილებელი გელი არ გამოიყენონ. მათი თქმით, მოწყობილობაში არის თერმოელექტრო მოწყობილობა, რომელიც აკუსტიკური კამერიდან ატარებს და იღებს სითბოს. 
ამის შესახებ კომპანიამ პეკინში გამართულ HP Gaming Festival-ზე განაცხადა და ღონისძიებაზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ HP-ის ახალ კომპიუტერში Amazon-ის ხმოვანი ასისტენტი იქნებოდა ინტეგრირებული. ახალ პროდუქტს კომპანია წლის ბოლოდე გამოუშვებს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბათუმში 450-ის ნაცვლად 225 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმში ახალი სატრანსპორტო რეგულაციები ამოქმედდება. ქალაქში 450-ის ნაცვლად 225 მიკროავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მიკროავტობუსებში დამონტაჟდება ჯიპიარესები და მგზავრთა ჩასხდოა-გადმოსხდომისმიზნით, მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან.
დაიწყება მუნიციპალური ავტობუსების ოპტიმიზაციაც. ჭავჭავაძის, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე მოეწყობა სპეციალური გზა ავტობუსისთვის, სადაც მარტო საქალაქო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს.
სოფლიდან მომავალი მიკროავტობუსები ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეღარ იმოძრავებენ, მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩით გადაადგილდებიან. რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე საათობრივი საპარკინგე სისტემა იმუშავებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

მედია: ბუფონმა პსჟ-სთან კონტრაქტის პირობები შეათანხა

ჯანლუიჯი ბუფონი უახლოეს მომავალში "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას წამყვანი გამოცემა წერს
მედიის ცნობით, ბუფონმა საფრანგეთის ჩემპიონ გუნდთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ის ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და ხელფასის სახით ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს მიიღებს.
40 წლის ბუფონმა "იუვენტუსი" ახლახანს დატოვა და ახალ გუნდს ეძებს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა არც პსჟ-ს და არც ბუფონს აქვს მოგებული და ტრანსფერის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ფეხბურთელი და გუნდი მომავალ სეზონში ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდებიან
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

თბილისი-კიოლნის მიმართულებით „აირზენა“ ავიარეისებს აღარ შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways-ი პირველი ივნისიდან თბილისი-კიოლნის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამის მიზეზი დატვირთვის შემცირებაა, თუმცა უფრო კონკრეტულ დეტალებზე კომპანიაში განმარტებას არ აკეთებენ. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. 
Georgia Airways-მა ახალ მიმართულებებზე, მათ შორის კიოლნის მიმართულებით, ფრენის ნებართვა 2018 წლის იანვარში მიიღო, რეისების შესრულება კი 25 მარტიდან დაიწყო.
თბილისი-კიოლნი-თბილისის ავიარეისი კვირაში 2-ჯერ, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს სრულდებოდა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Tuesday, May 29, 2018

ექიმიდან რომ დავბრუნდი, ვერ მოვითმინე და მაინც მოვინდომე ელეტლის გამოყვანა და საოცარი რამ შემემთხვა..."

სოციალურ ქსელში კატოს თოფურია საოცარ ამბავს ყვება, რომელიც ცოტა ხნის წინ შეემთხვა.დღეს დილით ექიმთან მექანიკური ეტლით წავედი ( ელ-ეტლი საკმაოდ მძიმეა და რთულია არაადაპტირევული სადარბაზოდან მისი გაყვანა... ) ექიმიდან რომ დავბრუნდი, ვერ მოვითმინე და მაინც მოვინდომე ელ-ეტლის გამოყვანა... მოკლედ დღეს პირველად ვიბოდიალე ელ-ეტლით მარტომ ქუჩებში და ერთი საოცარი რამ შემემთხვა... სახლში რომ ვბრუნდებოდი, ერთმა ასაკის კაცმა გამაჩერა და მითხრა "ბაბუ, ეტლის ბორბალი დაშვებულია, გადამძვრალა და თუ არ შეკეთდა ეტლი გაფუჭდება". ძალიან შევწუხდი, არც ყავარჯენი მქონდა რომ ეტლიდან ავმდგარიყავი, არც ის ვიცოდი ეტლი სად უნდა წამეღო და ძალიან დავიბენი... ეს ადამიანი მოვიდა, ეტლს მუხრუჭი ჩაურთო, მაღაზიიდან სკამი გამოიტანა, მოვიდა და ეტლიდან სკამზე გადამაჯინა.... შემდეგ ეტლი გადააბრუნა, დაუწყო დათვალიერება და მითხრა "ბაბუ, ამას ნასოსი უნდა".... მარტო ის მოვიფიქრე, რომ სახლში დამერეკა და მეთქვა ბორბალი გაფუჭდა და დამეხმარეთთქო.... სანამ მე ტელეფონზე ვსაუბრობდ, ჯერ ნასოსი მოიკითხა გარშემო, როცა მიხვდა რომ ვერავინ დაგვეხმარებოდა, მეორე ასაკის კაცი მოუყვანა, დამეხმარეო უთხრა, ეტლს ხელი მოკიდეს და საბარგულში ჩადეს.... ისე დავიბენი, კითხვაც შემრცხვა სად მიგაქვთ ეტლი მეთქი.... მოკლედ დავრჩი ასეეე, მოლოდინის რეჟიმში და ველოდებოდი..... ასე გავიდა დაახლოებით 2 საათი. ამ 2 საათში უამრავმა ნაცნობმა გამოიარა და მაგრად ვიხალისე მათ რეაქციებზე.... ჯერ გაოცებული მეკითხებოდნენ "შენ ხარ?" დადებითი პასუხის მერე კი კითხვების შემდეგი ნაკადი მოდიოდა "აქ საიდან გაჩნდი?", "ეტლი და ყავარჯენი სადაა?", "აქ როგორ აღმოჩნდი?" ჩემი პასუხი კი ასეთი იყო " პარდაპირ ციდან ჩამოვვარდი" ცოტახანში გავიხედე და მორბის ბიძაჩემი, ნასოსით ხელში. გაოგნებული სახით მიყურებს და მეკითხება "ეტლი სად არის, აქ საიდან მოხვდი, ეტლი თუ არ არის?" (მოკლედ ავუხსენი რაც მოხდა)გავიდა დაახლოებით 2 საათი, ან მეტი ( ზუსტად არ მახსოვს) და გამოჩნდა 
კეთილი ადამიანის ჯიპი. გადმოიღეს ეტლი და მეუბნება ეს უკეთილშობილესი ადამიანი; "ბაბუ, ეტლის ბორბალი გახეთქილი იყო, აკეთებდნენ და რომ ვერ გააკეთეს, შემდეგ ახალი დავაგებინე, ამიტომ დამაგვინდა..." ამას ამბობს ისეთი სახით, თითქოს სრულიათ უცნობი კი არა, მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი..... გაასწორა, ეტლი, ჩადო სავარძელში ზურგის მაგარი ბალიში და მეუვნება "აბა მოდი, ჩაგაჯენ დ ნახე ხომ არაფერი მოუვა მართვის დროს?" მოკლედ ჩამაჯინა და მეუბნება "წადი ახლა მშვიდად, არაფერი არ დაემართება ეტლს, რამდენიც გინდა იარე".... მე დარცხვენილი და შეწუხებული ვუყურებ და მადლობას ვუხდი.... ამ დროს ჩემებიც მოვიდნენ, მადლობა გადაუხადეს და კითხეს საბურავების ფასი, რომ აენაზღაურებინათ... ამ საოცრად კეთილმა და სათნო კაცმა კი ასეთი რამ თქვა "არაფერი ხარჯი არ გამიწევია, დღევანდელი დღის ვალი მოვიხადე"... დამლოცა, დამემშვიდობა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა .მე კი ვიდექი ბედნიერებისგან გაღიმებულ - გაოცებული და ვფიქრობდი "ამ კაცს შიგნიდან მზე ანათასებს, სამყაროსხელა გული აქვსთქო....

...პ.ს ჰო და ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ არ მჯეროდეს, რომ დედამიწას სიკეთე და სიყვარული ატრიალებს? ზუუუუსტად სიკეთე და სიყვარულია ჩვენი უპირველსი მოვალეობა ამ ქვეყნად! მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს!"
Dainteresdi.ge

თბილისის მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იწყება

30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის რიგით მე-11 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.
ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „არგონავტები“, რომელიც 1935 წელსაა გადაღებული.
ქართული და უცხოელი მაყურებლისთვის ამ ფილმის ჩვენება საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით მოეწყობა. ქართული კინოს 110 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კინოსტუდია ქართული ფილმის“ მხარდაჭერით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული ფილმების აფიშების გამოფენა.
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 3 ივნისს განახლებული თეატრში „სპარტაკი“
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კიმ კარდაშიანი სამეცნიერო სტატიის თანაავტორია

ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი და ბიტკოინის შემქმნელად მიჩნეული სატოში ნაკამოტო სამეცნიერო სტატიის თანაავტორები აღმოჩდნენ, რომელიც ჟურნალ Drug Designing & Intellectual Properties International-ში გამოქვეყნდა. 
სტატიას Wanion: Refinement of Rpcs ჰქვია (wanion - ძველი ინგლისური სიტყვა, რომელიც ჭირს გულისხმობს). ტექსტში წერია, რომ ავტორებმა ასე დაარქვეს ონლაინ-ალგორითმების მეთოდოლოგიას. 
სტატიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ Wanion-ი მომავალი პროგრამული ენაა, ხოლო მისი პოტენციური ნაკლი არის არქეტიპის შეუძლებლობა, რომელსაც დასწავლა სჭირდება. 
კარდაშიანს კიდევ ერთი სტატიის თანაავტორად მოიხსენიებენ, რომელიც "ინტერნეტ-პროტოკოლს IPv4"-ს ეხება. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. 
მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
"აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას", - განაცხადა დავით დონდუამ.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.
„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ფაქტს Twitter-ზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძეც გამოეხმაურა. 
„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, რუსეთის მანიპულაციის შედეგად, ასადის რეჟიმის მიერ, არის კიდევ ერთი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმისა. ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.
ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ოლეგ მოროზოვი - რუსეთზე ზეწოლის სურვილის საკითხი თუ გადაწონის, საქართველოს ნატოში მიიღებენ

ნატომ შესაძლოა, დაარღვიოს თავისი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნებისადმი და საქართველო ალიანსში მიიღოს რუსეთზე ზეწოლისთვის. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის წევრმა ოლეგ მოროზოვმა განუცხადა.
„ეს არანაირად არ არის დამოკიდებული საქართველოზე. როგორც ცნობილია, ნატოს წესებით, ალიანსში არ ღებულობენ ქვეყნებს, რომლებიც დამძიმებულები არიან ტერიტორიული პრობლემებით და გადაუწყვეტელი სამხედრო კონფლიქტებით. აქ ამის სრული ნაკრებია“, - განაცხადა მოროზოვმა.
თუმცა, მისი თქმით, მსოფლიო წესრიგის ბოლო ტენდენციის გათვალისწინებით, ამაზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა რუსეთზე დამატებითი ზეწოლის სახელით. „ამიტომ - ფორმალურად არ შეიძლება, მაგრამ თუკი რუსეთზე ზეწოლის სურვილი გადაწონის, ასეთი ვარიანტი მოიძებნება. თუმცა, ეს ვერ გახდის რეგიონს უფრო უსაფრთხოს“, - განაცხადა მოროზოვმა.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

როგორ გამოიყურება ქალაქი, სადაც ბინებს უფასოდ არიგებენ, მაგრამ იქ ცხოვრება არავის უნდა

უცნაური ქალაქი, სახელად ტიკსი, იაკუტიაში მდებარეობს. ზამთრის მოახლოებისთანავე, ადამიანები აქედან უკანმოუხედავად გარბიან, რათა იქ აღარასოდეს დაბრუნდნენ. იანვარში ტიკსიში ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსის ფარგლებშია, ხოლო ივლისსა და აგვისტოში, ანუ წელიწადის ყველაზე ცხელ დროს, +7 გრადუსს არ აღემატებტიკსიში ზამთარი 
სექტემბრის პირველ ნახევარში დგება და ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.  იხილეთ  15  ფოტოსურათუი
ქალაქში თოვლის საფარი ხშირად რეკორდულ სიმაღლეს აღწევს და ტონობით თოვლის გატანაა საჭირო, რომ ადამიანებმა სახლებიდან გამოაღწიონ.   იხილეთ  15  ფოტოსურათუი
...
2013 წლის თებერვალი ტიკსის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცივი აღმოჩნდა. ამ დროს ჰაერის ტემპერატურამ -39.2-დან -49.5 გრადუსს მიაღწია, თოვლის საფარის სიმაღლემ კი - ერთ მეტრს.  იხილეთ  15  ფოტოსურათუი

ქალაქში უამრავი ცარიელი სახლია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ბინა უფასოდ მიიღოს, თუმცა აქ ცხოვრება არავის უნდა. ღამით, თოვლში ჩაძირული სახლების ფანჯრებიდან გამოსული შუქით მიხვდებით, რომ ამ ღვთისგან დავიწყებულ ადგილზე ჯერჯერობით კიდევ არიან ადამიანები.   იხილეთ  15  ფოტოსურათუი

როცა ცუდ ამინდსა და სიცივეებზე წუწუნს დაიწყებთ, გაიხსენეთ, რომ არსებობს ტიკსი - მარადიული ზამთრისა და სიცივის სამყარო
Dainteresdi.ge