Sunday, April 21, 2019

ხო ძმები ვართ? 5 მეგავატიანი ჰესის გამო ფორმაში ადამიანებს ქვები ესროლეთ? ასე არ შეიძლება" - გახარია პანკისელებს

5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის გამო ფორ­მა­ში ადა­მი­ა­ნებს ქვე­ბი ეს­რო­ლეთ? ასე არ შე­იძ­ლე­ბა" - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პან­კი­სე­ლებს. მი­ნის­ტრი პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჩა­ვი­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ერთი რამ მი­თხა­რით, გა­სა­ყო­ფი რა გაქვთ? ჰე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თუ ვართ, ჩვენ ხო ერთი ვართ, ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ხო ძმე­ბი ვართ? ძმუ­რად გვი­ცხოვ­რია? 5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის გამო ფორ­მა­ში ადა­მი­ა­ნებს ქვე­ბი ეს­რო­ლეთ? ასე არ შე­იძ­ლე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.
გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად 15 პო­ლი­ცი­ე­ლია და­შა­ვე­ბუ­ლი.
"მე ვფიქ­რობ, რომ რო­დე­საც შსს-ს ჰყავს 15 მო­სამ­სა­ხუ­რე დაზ­რა­ლე­ბუ­ლი, რო­დე­საც ტექ­ნი­კა იწ­ვის, ახლა სხვა რა­მე­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ და ჰეს­ზე ვი­სა­უბ­როთ შემ­დეგ... თი­თო­ე­უ­ლი ძა­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც დღეს აქ დგას, იცავს ყვე­ლას ინ­ტე­რესს, მათ შო­რის სო­ფელ ბირ­კი­ა­ნის მო­სახ­ლო­ე­ბის ინ­ტე­რეს­საც. მოხ­და რა­ღაც ექ­სცე­სი, რის გა­მოც და­ი­ძა­ბა სი­ტუ­ა­ცია და მო­ვე­რე­ვით ყვე­ლა­ფერს. ისე მივ­ხე­დავთ, რო­გორც სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.
პან­კი­სის ხე­ო­ბის სო­ფელ ბირ­კი­ან­თან მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი იყო. პო­ლი­ციამ რე­ზი­ნის ტყვი­ები და ცრემლსა­დენი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა პო­ლი­ცი­ელბს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს. ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­დნენ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც. და­ზი­ან­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.
ambebi.ge

პოლიციის დამტვრეული მანქანები, ცეცხლმოკიდებული სამშენებლო ტექნიკა - ფოტოები პანკისიდან

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში სო­ფელ ბირ­კი­ან­თან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და ად­გი­ლობ­რი­ვებს შო­რის შე­ტა­კე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ყე­ნეს ცრემლსა­დე­ნი გაზი. და­შავ­და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ისე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი პო­ლი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხედ­ვად, ხელ­კე­ტე­ბით და ქვე­ბით ცდი­ლო­ბენ პო­ლი­ცი­ის გა­ძე­ვე­ბას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან. და­ზი­ან­და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მო­ბი­ლი, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნე­ბი.


👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბის დროს შპს "ფე­რის" კუთ­ვნილ ტექ­ნი­კას ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ისი­ნი ასე­ვე ცდი­ლო­ბენ შსს-ს მან­ქა­ნე­ბის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბას და ცე­ცხლის წა­კი­დე­ბას. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ არ აპი­რე­ბენ გა­ჩე­რე­ბას და ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დარ­ჩე­ბი­ან ად­გილ­ზე და არ მის­ცე­მენ უფ­ლე­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ვიდ­ნენ. ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის და­მა­ტე­ე­ბი­თი ჯგუ­ფე­ბი მო­დი­ან.

ფოტო: ნა­თია წი­თე­ლა­უ­რი

ექსპერტების თქმით პანკისში ჰესის აშენება გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს

პანკისში ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ექსპერტები საუბრობენ. მათი განმარტებით, ჰესი, რომლის მშენებლობაც პანკისში იგეგმება, გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, მოსახლეობისთვის რამე ზიანის მოტანა კი გამორიცხულია, რადგან ამ ჰესის სიმძლავრე 5 მეგავატი იქნება, რაც მცირე და უმნიშვნელოა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ლევან ვეფხვაძის, გია არაბიძისა და პაატა ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება და სახელმწიფოს მხრიდან ამ რესურსის გამოყენება, რათა სახელმწიფო ეკონომიკურად გაძლიერდეს.
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ჩიქოვანის თქმით კი, „ხადორი 3“ არის მცირე ჰესი და მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო.
„ენერგეტიკისა და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი. მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას“, - ამბობს გიორგი ჩიქოვანი. 
„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის, მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისი განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა, ზოგადად, არის ყველაზე უსაფრთხო და გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანი. „ეს მთელ მსოფლიოში მიღებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგიის წყარო. „ხადორი 3“-ს აქვს გარემოსდაცვითი შეფასება, მისი ანალიზი მოხდა მრავალი სპეციალისტის მიერ. ამაში ჩართული იყო მოსახლეობა. დაახლოებით ერთი წელია მიდის დიალოგი მოსახლეობასთან და ახსნა-განმარტება, თუ რა სასარგებლო შედეგები შეიძლება მოიტანოს “ხადორი ჰესის“ მშენებლობამ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი, თუმცა, არიან ადამიანები, ვისთანაც, ალბათ, საჭიროა კიდევ დამატებითი კომუნიკაცია“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. 
ცოტა ხნის წინ პანკისში ჩავიდა შს მინისტრი გიორგი გახარია. მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.
imedinews.ge

პანკისში რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ავტომანქანებიც

პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებისას სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციელები. ასევე დაზიანდა შსს-ს კუთვნილი და მოქალაქეების ავტომობილები. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პანკისელებმა დაზიანებული მანქანები, ჯერ ხელკეტებით დაამტვრიეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მათ ასევე მანქანაში არსებული ტექნიკა და ნივთები დააზიანეს.
მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა მოლაპარაკებაში ჩაერთოს.
ხეობაში ახლა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ელოდებიან. ვითარების ხელახლა ესკალაცია ხეობაში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანამ გამოიწვია.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დღეს დაპირისპირება უკვე მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმებოდა.
imedinews.ge

ხარაჩოის კულტურა

კავკასიის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილი პირველი კულტურა იყო შულავერის კულტურა (ძვ.წ. 6300 - 4350 წწ.), ის შეცვალა ლეილა-თეფეს კულტურამ (ძვ.წ. 4350 - 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

4000 წწ.), ხოლო ლეილა-თეფეს კულტურა შეცვალა მტკვარ-არაქსის კულტურამ (ძვ.წ. 4000 - 2200 წწ.). შემდგომ ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა მაიკოპის კულტურა (ძვ.წ. 3700 - 3000 წწ.), რომელიც სწორედ ლეილა-თეფეს ხალხმა ჩამოაყალიბა. მაიკოპის კულტურის შემდგომ ფორმირდა თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. 2200 - 1500 წწ.) 
🙏 საქართველოს საპატრიარქო
და შემდეგ ჩამოყალიბდა განჯა-ყარაბაღის კულტურა (ძვ.წ. 1300 - 600 წწ.)
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 ამ კულტურებიდან არცერთი არ ვრცელდებოდა საქართველოს შავიზღვისპირა ზოლზე, როგორც ჩანს იქ უხსოვარი დროიდან რაღაც სხვა დიდი კულტურა ჰყვაოდა, რომელსაც ჩვენ კოლხური კულტურის სახელით ვიცნობთ და რომლის საკითხებიც სიღრმისეულადაა შესასწავლი ხოლო მისი გავრცელების არეალი დასადგენია. შესაძლოა იგი ევროპამდე და ევროპის ტერიტორიაზეც კი ვრცელდებოდა. რაც შეეხება დღევანდელ ვაინახების ტერიტორიას - ჩეჩნეთ-ინგუშეთს, პირველი დასახლებები აქ ჯერ კიდევ ძვ.წ. 8000 წელს ჩნდება. პირველი კულტურა ამ ტერიტორიაზე იყო სწორედ პროტო-ქართული მტკვარ-არაქსის კულტურა, შემდგომ იგი შეცვალა კაიაკენტის კულტურამ (ძვ.წ. 3000 - 1800 წწ.) შემდეგ ხარაჩოის კულტურამ და ბოლოს ყობანის კულტურამ (ძვ.წ. 1100 - 400 წწ.)...ხარაჩოის კულტურა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, დღევანდელი ვაინახების მიწებზე სწორედ ძვ.წ. 1800 წლიდან იწყება და ძვ.წ. 1100 წლამდე გრძელდება. სწორედ ამ პერიოდში მოხდა ვაინახების შემოსვლა სამხრეთიდან და დასახლება ჩრდილოეთ კავკასიის იმ ტერიტორიებზე, სადაც ახლა არის ჩეჩნეთ-ინგუშეთი. ბევრ სერიოზულ მკვლევარს, როგორიცაა ამჯად ჯაიმუხა, გიორგი ანჩაბაძე და სხვ. სწორედ ხურიტები მიაჩნია ვაინახების პირდაპირ წინაპრებად. კაიაკენტის კულტურის იბერო-კავკასიელ ხალხთან შერევით სამხრეთიდან მთებში მიგრირებულმა ხურიტებმა დღევანდელი ვაინახების ფორმირება დაიწყეს და შექმნეს მაღალი კულტურა ამ ტერიტორიაზე. ხარაჩოის კულტურაში ძალიან კარგად იყო განვითარებული ვაჭრობა, ამ კულტურის ბრინჯაოს ნივთები უკვე მთლიანად ხურიტულის ასლია. როგორც ჩანს მათ თავიანთი ცოდნა და კულტურა გადაიტანეს და მისცეს კაიაკენტის კულტურის დამხვდურ ხალხს. სწორედ ხარაჩოის კულტურა იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-10 საუკუნისთვის რკინამ სრულად ჩაანაცვლა ქვის, ბრინჯაოს და სპილენძის გამოყენება ინდუსტრიისათვის. ეს ევროპის სხვა ტერიტორიებზე მხოლოდ მოგვიანებით მოხდა.
intermedia.ge

შსს პანკისზე: უწყება უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
"შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
პანკისშია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შს მინისტრის მოადგილემ პანკისელებს დიალოგისკენ მოუწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ხეობაში ჩასულმა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
"გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, წავიყვანოთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ თემაზე. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შეჩერებულია. დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.
პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ადგილზე მოსახლეობა დაგეგმილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მშენებლობის დაწყება დღეს იგეგმება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ხომალდი შევიდა

გემი სახელწოდებით HMS_Echo, შავ ზღვაში 21 დღის განმავლობაში იქნება და ბოსფორის სრუტის გავლით, გემების გადაადგილებას გააკონტროლებს. ინფორმაცია twitter-ზე გავრცელდა. 
აღსანიშნავია, რომ გასული თვეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის კუთვნილი ხომალდი შავ ზღვაში უკვე მეორედ შევიდა.
ბოლო ასეთი გადაწყვეტილება ლონდონში მას შემდეგ მიიღეს, რაც 25 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში, რუსულმა გემებმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს. მთავრობაში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში ბრიტანული სადაზვერვო გემის შესვლა მოსკოვისთვის მკაფიო სიგნალი იყო.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Saturday, April 20, 2019

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 მოწამლული ბავშვი შეიყვანეს - ისინი სავარაუდოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან

ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით 10 ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ერთი შვი­დი თვის გო­გო­ნაა. ბავ­შვე­ბი ზუგ­დიდ­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და აღ­ნიშ­ნულ ბი­ნა­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„წუ­ხელ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ათი არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა, ზო­გა­დი სი­სუს­ტე. სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­აგ­ნო­ზი არის და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. პა­ცი­ენ­ტებს გა­ე­წი­ათ შე­სა­ბა­მი­სი დახ­მა­რე­ბა და კვლე­ვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის პე­დი­ატრმა მზია გერ­გე­და­ვამ.
მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კის არი­ან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 7 თვის, ხოლო უფ­რო­სი 11 წლი­საა. დღეს მათ სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში, კერ­ძოდ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, უწყე­ბა­ში შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2019 წლის 8 აპ­რილს მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც თან ახ­ლდა 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.
„შს სა­მი­ნის­ტროს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10-ვე ბავ­შვი ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას. 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს.
ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინ­გის ნიშ­ნებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა - ტრე­ფი­კინ­გი), რის ფარ­გლებ­შიც ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს ხომ არ აქვს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.
ambebi.ge

26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

26 აპრილამდე საქართველოში არამდგრადი, უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„26-27 აპრილიდან ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და ნალექიც შეწყდება. სააღდგომოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ტემპერატურაც მოიმატებს - დასავლეთ საქართველოში +25+27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში- +23+25 გრადუსი, თბილისში - +22+23 გრადუსი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს, ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.
„აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია ზოგან ნისლი იყოს, მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. 21 აპრილს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +18+17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში +8+13 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს, ხვალ თბილისში იწვიმებს, იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ-ში. მაქსიმალური ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
interpressnews.ge

ექიმი - ზუგდიდიდან ქუთაისში გადმოყვანილი ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს, ყველას ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აქვს

ზუგდიდში მოწამლული ბავშვების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. ამ დროისთვის დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“ 7 ბავშვია მოთავსებული.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„კატასტროფის ჯგუფმა ზუგდიდიდან 7 ბავშვი შემოიყვანა. დაფიქსირდა კვებითი ინტოქსიკაცია. ბავშვების თანმხლები ქალი ამბობს, რომ ბავშვებმა სოსისი მიიღეს და ყველას ინტოქსიკაციის ერთნაირი ნიშნები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, –განაცხადა თემურ ნადირაძემ.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფება ბავშვების დედაც. კლინიკაში კიდევ 3 ბავშვს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.
„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.
interpressnews.ge

დაობლებული ბელები თბილისის ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან

იცოდით, რომ თბილისის ზოოპარკში დაობლებული ბელები გადიან რეაბილიტაციას?

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


“რეაბილიტაცია ხანგრძლივი, ურთულესი პროცესია. წარმოიდგინეთ: დედებს მოწყვეტილი ბელები მათთვის უცხო გარემოში ხვდებიან. სათამაშოებად ქცეულები საჭირო უნარებს ვერ იძენენ, ისტრესებიან და ნერვული, სტერეოტიპული ქცევები უყალიბდებათ. ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემები უფრო მწვავდება. ბელები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ გარემოში იზრდებიან და ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებენ ოდესღაც დაკარგულ დათვურ ქცევებს”, - აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ფეისბუკგვერდზე.
ამჟამად თბილისის ზოოპარკში 5 ბელი გადის რეაბილიტაციას. თუ გსურთ, დაეხმაროთ, დაობლებულ დავთის ბელებს - ბარნის, მუნოს, გარინჩას, კოპალასა და ჩოფიკას, გადარიცხეთ თქვენთვის სასურველი ოდენობის თანხა ბელების რეაბილიტაციის ფონდში.
ghn.ge

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ „ლი­ბერ­თი ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 24 სა­ათ­ში გახ­სნა. საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში ბრი­ფინ­გი მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კახა სა­ბა­ნა­ძემ გა­მარ­თლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 აპ­რილს დი­ლის სა­ა­თებ­ში სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პირი თავს და­ეს­ხა ლი­ბერ­თი ბან­კის ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ალს, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­ი­ტა­ცა თან­ხა 2 030 ლა­რამ­დე და მი­ი­მა­ლა. ყა­ჩა­ღებ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ბან­კში მყოფ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
ცხელ კვალ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, კერ­ძოდ: საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ­ლებ­მაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს და­ნა­შა­უ­ლის მზა­დე­ბის და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბით, ოდო­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სი­სა და იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად და­კა­ვე­ბულ იქნა 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­რამ ხვა­და­გი­ა­ნი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ამი­რან ლაკ­ვა­ხე­ლი­ა­ნი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.
პო­ლი­ცი­ამ ბან­კი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ პო­ლი­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.
უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა და­კა­ვე­ბა ხდე­ბა დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლურ ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი, რაც გარ­და­უ­ვალს გახ­დის თი­თო­ე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვე პი­რის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კითხს.
ambebi.ge

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა ავღანეთის დედაქალაქში საინფორმაციო სამინისტროს შენობასთან, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე (ადგილობრივი დროით 11:40) გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან. 
აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ინფორმაცია imedinews-ისთვის ამ წუთებში გახდა ცნობილი.
imedinews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ. 
ადგილობრივებმა კახა კალაძეს მიმართეს თხოვნით, რათა დედაქალაქის მერიამ დროულად მოახდინოს საკითხზე რეაგირება. 
მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შემთხვევაში ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ის უკვდავია! დედამიწის 12 ბინადარი, რომელიც ადამიანზე დიდხანს ცოცხლობს!

როდესაც ადამიანი 90 წლამდე ცხოვრობს, ეს უკვე საოცარ მოვლენად გვეჩვენება, თუმცა დედამიწაზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც უფრო მეტხანს ცოცხლობენ ვიდრე ადამიანები. წარმოგიდგენთ ამ 12 ბინადარს:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტუატარა ახალ ზელანდიაში მობინადრე ქვეწარმავალია. ისინი ძალიან გვანან ხვლიკებს, თუმცა სინამდვილეში დინოზავრების ნათესავები არიან. სამწუხაროდ ტუატარას სახეობა, დღეს გადაშენების პირას დგას. ისინი 110 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ნარინჯისფერი იმერატორის თევზი ნელა იზრდება, მაგრამ დიდხანს ცოცხლობს. მათი ცხოვრების საშუალო ასაკი 149 წელია, სამწუხაროდ უყურადღებო თევზაობის გამო სახეობას გადაშენება ემუქრება
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მდედრ სკალოფს შეუძლია 5 მილიარდამდე ქვირითის დადება, ისინი მარტივად მრავლდებიან, თუმცა მხოლოდ 10% თუ ახერხებს განვითარებას. ყველაზე ასაკიანი სკალოფსი 168 წლისაა.
ეს არსება მხოლოდ წყნარის ოკეანის სანაპიროებთან ბინადრობს, არ მოსწონს ტალღები და ცოცხლობს 200 წლამდე.
ლურჯი ვეშაპივით პოპულარულები არ არიან, მაგრამ გააჩნიათ უნიკალური თვისებები. უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა სამყაროში ყველაზე დიდი პირით გამოირჩევა, და რაც მთავარია 210 წელზე მეტხანს ცოცხლობენ
ზოგადად კოის თევზები 50 წლამდე ცოცხლობენ, თუმცა ამ სახეობის ოქროსფერი ჰანაკოს კოიმ რეკორდულ ასაკს მიაღწია, ამ თევზმა 226 წელი იცოცხლა. მეცნიერების აზრით, თევზი გრძნობდა სიყვარულსა და ბედნიერებას, აქედან გამომდინარე შეძლო ამ ასაკამდე მიღწევა
ალდაბრას კუები პოპულარულები არიან როგორც ზომებით, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობით. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ედვაიტამ რეკორდი დაამყარა და 256 წლამდე იცოცხლა. მეცნიერებმა ქვეწარმავალის სიცოცხლის საიდუმლოს ახსნა დღემდე ვერ მოახერხეს.
როგორც საშიში, ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გვევლინება გრენლადიის უსასტიკესი ზვიგენი. ერთ-ერთი უძველესი სახეობის ბინადარი, რომელიც მინიმუმ 150 წელს ცოცხლობს, თუმცა მეცნიერების დასკვნით, მათი ასაკის საშუალო მაჩვენებლი 400 წელია.

უკვდავი" მედუზა კრიზისულ პერიოდში კვლავ ახერხებს გაცოცხლებას. დედამიწაზე მობინადრე სხვა ცოცხალ არსებებისგან განსხვავებით, ამ სახეობის მედუზას უჯრედების განახლება შეუძლია, რაც მათ უკვდავს ხდის. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა სხვა არსებამ შეჭამოს ის ან კიდევ დაბინძურებულ წყალმა გაანადგუროს.
intermedia.ge