Wednesday, October 29, 2014

დოკუმენტური ფილმის "სამშვიდობო ექსპრესი" ჩვენება თსუ-ში

თსუ-ში ქართულ-ოსური სტუდენტური ფილმის „სამშვიდობო ექსპრესის“ ჩვენება გაიმართებაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ჰოლში, ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი გამართავს UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის" ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმის "სამშვიდობო ექსპრესი" ჩვენებას. 

ჩვენება ხვალ, 18:00 საათზე შედგება. ასევე გაიმართება ფოტოგამოფენა და პროგრამის შედეგების პრეზენტაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ფორუმი მშვიდობისათვის" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პროექტი ამ ფორმატით პირველია მთელს მსოფლიოში და მას ანალოგი არ ჰყავს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ქართველი და ოსი სტუდენტები დღემდე ერთმანეთს არ შეხვედრიან მსგავს პროექტში, არ ჰქონიათ ასეთი გრძელვადიანი კომუნიკაცია და არაფორმალური ურთიერთობა, არ უცხოვრიათ ერთად 17 დღის განმავლობაში.

"განსაკკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროპელი ახალგაზრდები უშუალოდ გაეცნენ ქართველ და ოს სტუდენტებს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრობლემები, შეხედულებები, ფასეულობები და გამოცდილება.

პრეზენტაციაზე ახალგაზრდები ისაუბრებენ იმ შთაბეჭდილებებზე, რაც მიიღეს ოს თანატოლებთან ერთად პროექტის მსვლელობისას. აღნიშნულ შეხვედრაზე მოეწყობა დისკუსია ქართულ-ოსური ურთიერთობების, კონფლიქტისა და ამ საკითხის ირგვლივ ქართველი ახალგაზრდების ინფორმირებულობის შესახებ. ფილმის პრეზენტაციას დაესწრებიან კონფლიქტოლოგები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები. დისკუსიის პროცესში სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას ოს ახალგაზრდობაში არსებული განწყობების შესახებ და უკეთ გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ქართულ-ოსური ურთიერთობების პრობლემატიკით დაინტერესებას.

შეხვედრა იმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და თანამონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილი-მაისის პერიოდში ქართველმა და ოსმა სტუდენტებმა 17 დღის განმავლობაში ერთად იმოგზაურეს ავტობუსით 5 ქვეყანაში (თურქეთი, საბერძნეთი, მაკედონია, სერბეთი და კოსოვო), სადაც შეხვდნენ ადგილობრივი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პროექტში მონაწილეობდა 10 ქართველი და 10 ოსი ახალგაზრდა.

პროექტის მხარდამჭერები აგრეთვე იყვნენ სს "საქართველოს რკინიგზა", "ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი" და კომპანია "ბადაგონი""
,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


news.ge

პროექტის პრეზენტაცია გაიმართება სტუ-ში



31 ოქტომბერს, 15:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და  დიზაინის ფაკულტეტზე შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში (სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი) გამარჯვებული პროექტის „3D მოდელირების, ელექტრონული სწავლების და ისტორიული რარიტეტების დიგიტალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია (AP/10/13)“ პრეზენტაცია.


მისამართი: კოსტავას . №72, I c  კორპუსი, 405- აუდიტორია.

Monday, October 27, 2014

Deutsche Welle Akademie იწვევს ჟურნალისტებს ვორქშოფებზე

Deutsche Welle Akademie იწვევს ჟურნალისტებს ვორქშოფებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც ნოემბრის თვეში ყვარელში, თბილისსა და ბათუმში გაიმართება
 
ვორქშოფები მიზნად ისახავს ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის სამართლებ-რივი საფუძვლების, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ვალდებულებების, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სამართალთან ადაპტაციის პროცესის გაშუქებისთვის ჟურნალისტების მომზადებასა და მათი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებას.  
 
3-7 ნოემბერს ყვარელში იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში გაიმართება ვორქშოფი თემაზე "თავისუფლება და პასუხისმგებლობა - მედიის თავისუფლების საზღვრები".
ვორქშოფს გაუძღვებიან გერმანელი ტრენერები, განხილული იქნება ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები მედიაში, განსაკუთრებით ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მეათე მუხლის ფარგლებში: სად მთავრდება სამართალი/კანონი და სად იწყება ეთიკა. გამოყენებული იქნება ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების მაგალითები (cases). სემინარის ერთ-ერთი თემა ასევე იქნება სიძულვილის ენა, მისი განსაზღვრება ჟურნალისტების და იურისტების მიერ და მისი გამოყენება ჟურნალისტიკურ პრაქტიკაში.
 
6-8 ნოემბერს თბილისში, ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი 1) ჩატარდება მეორე ტრენინგი: "რეპორტაჟი სამართლებრივ საკითხებზე", სადაც გერმანელი და ქართველი ექსპერტები ისაუბრებენ კონსტიტუციურ სამართალზე და ყურადღებას გაამახვილებენ სასამართლო პროცესების გაშუქების სპეციფიკაზე. მონაწილეები გაეცნობიან რთულ სამართლებრივ თემებზე მსმენელის, მაყურებლისა და მკითხველისთვის გასაგებ ენაზე  რეპორტაჟის მომზადების და სამართლებრივი ორგანოების საქმიანობის კრიტიკული შეფასების სპეციფიკას. 
 
10-15 ნოემბერს  ბათუმში გაიმართება ტრენინგი "ინტერვიუ სამართლებრივ საკითხებზე". სემინარზე განხილული იქნება ინტერვიუს სხვადასხვა ფორმები და შეკითხვების დასმის ტექნიკა, მონაწილეები მიიღებენ სამართლებრივ საკითხებზე ექსპერტთან ინტერვიუს მომზადების შესაძლებლობას.
სემინარების სამუშაო ენა არის გერმანული ქართული თარგმანით.
 
დაინტერესებულ ჟურნალისტებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი30 ოქტომბრის 13. 00 საათამდე პროექტის კოორდინატორის, თამუნა გურჩიანის სახელზე (tamuna_gurchiani@yahoo.com). დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 595 38 44 68
 გთხოვთ, მიუთითოთ, რომელ ტრენინგზე გსურთ მონაწილეობის მიღება.
 
ტრენინგებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ორგანიზატორები თავის თავზე იღებენ. 

Saturday, October 25, 2014

საუკეთესო ცხოვრებისეული რჩევები


საუკეთესო ცხოვრებისეული რჩევები
ბედნიერება
0
1. გარს შემოიკრიბეთ ადამიანები , რომელთაც აქვთ ოცნებები, მიზნები, ძალა, სურვილი და ამბიცია. მათი ენთუზიაზმი ძალას შეგმატებთ და დაგეხმარებათ საკუთარი სურვილების ასრულებაში;
2. არასოდეს დაკარგოთ იმედი, იმ შეთხვევაში კი, თუ სხვა ყველაფერს დაკარგავთ.
3. არაფერია შეუძლებელი, ვიდრე ჩვენ არ მივიჩნევთ მას შეუძლებლად.
4. რაც უფრო მეტად პოზიტიური ხართ, მით უფრო მეტად პოზიტიურები არიან ადამიანები თქვენს მიმართ;
5. კარგ დამოკიდებულებას შეუძლია შეცვალოს ცუდი სიტუაცია უკეთესობისკენ.
6. ნურასოდეს დაიჩივლებთ იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლიათ.
7. შეიძლება ყოველდღიურად მნიშვნელოვანი რამ არ მოხდეს, მაგრამ ყოველი დღე შეიძლება გახადოთ მნიშვნელოვანი;
8. გჯეროდეთ თქვენი იდეებისა და ნაბიჯების. მიჰყევით მათ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე;
9. თუ გჯერათ საკუთარი თავის, სხვა ადამიანებიც დაგიჯერებენ;
10 აკეთეთ ის, რაც გსურთ და არა ის, რაც სხვა ადამიანებს სურთ თქვენგან;
11. შეწყვიტეთ ფიქრი იმაზე, თუ რა ხდება თქვენს თავს. იფიქრეთ რა შეიძლება გააკეთოთ.
12. ყველაფერი რასაც აკეთებთ, წარმატებით არ დასრულდება,  თუმცა წარმატებაც მოვა, თუ ცდას არ შეწყვეტთ;
13.გასხვავება მარცხსა და წარმატებას შორის, ისევ ცდაა დამარცხების შემდეგ;
14. შესთავაზეთ დახმარება ადამიანებს, როდესაც შეგიძლიათ. ნუ დაივიწყებთ მათ ვინც გეხმარებოდნენ;
17. გიყვარდეთ და შეგიყვარებენ; გაიღიმეთ და სამყაროც თქვენთან ერთად გაიღიმებს!

Friday, October 24, 2014

საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივესრიტეტში გაიხსნა საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციაევროპა-აზიის სატრანსპორტო ხიდი”.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, პოლონური, ინგლისური და რუსული.

კონფერენციის სამუშაო თემებია:
რკინიგზის ტრანსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
საავტომობილო ტრანსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
სამრეწველო ტრანსპორტი, საბაგირო გზები და მილსადენები;
მუნიციპალური და ველოსიპედური ტრანსპორტი;
ინტერმოდალური, მულტიმოდალური და კომბინირებული ტრანსპორტი;
მოძრაობის უსაფრთხოება;
სატრანსპორტო ლოჯისტიკა, ტრანსპორტის მართვა და ეკონომიკის საკითხები;
სატრანსპორტო საშუალებების წარმოება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა;
დინამიკური მოვლენები სატრანსპორტო და სამრეწველო დანიშნულების მანქანებში;
მანქანების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
ხახუნის კვანძები, კონსტრუქციული და შემზეთი მასალები, ხახუნის მოდიფიკატორები;
ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;
ტრანსპორტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ერგონომიკის საკითხები და გარემოს დაცვა;
სატრანსპორტო განათლების პრობლემები;
სატრანსპორტო იურისდიქცია.

კონფერენცია 24 ოქტომბერს დასრულდება.

Thursday, October 23, 2014

კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიები

კონრად ადენაუერის ფონდი აცხადებს სტიპენდიების კონკურსს სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლით. ზემოაღნიშნული სტიპენდიით სტუდენტებს ეძლევათ ცოდნის გაღრმავებისა და გერმანიის უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომის აღების, ასევე დოქტორის ხარისხის დაცვის შესაძლებლობა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 ნოემბერი, 12:00 საათი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

25 %-იანი ფასდაკლება 1 ნოემბრამდე - მაღალკვალიფიციური მომზადება

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო,
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო გამოცდებისთვის! 1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ–მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!
დარეკეთ და გახდით წარმატებული:
T.: 2 14 80 24, 599 201096, 570 502915

ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
www.iHEDUge.blogspot.com
www.Hedu.ge

ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი გადმოაგდეს


ყვითელი ავტობუსიდან მგზავრებმა შავკანიანი მამაკაცი გადმოაგდეს
მწერალ ლელა კოდალაშვილის განცხადებით, ყაზბეგის გამზირზე შავკანიანი ბიჭი ავტობუსიდან მძღოლმა და მგზავრება ებოლას ვირუსის საშიშროების გამო ჩამოაგდეს. 


ამის შესახებ კოდალაშვილი "Facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"ქართველების დიდი ნაწილი ხომ ისედაც ფიზიოლოგიური ზიზღით უყურებდა შავკანიანებს და მათთან ტრანსპორტში უნებურად შენახებ ადგილებს სახლში მოსვლისას სპირტით იწმენდდა... ახლა კი, ამ ებოლათი დაბოლილმა ქართველებმა საბოლოოდ აიწყვიტეს... დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს... მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან"... მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას"... ამის მერე კი ავტობუსი ამერიკული ბოევიკის პერსონაჟი "კადილაკივით" მოწყდა ადგილს და გაუჩინარდა. დავარდნილი ბიჭი სანამ წამოდგებოდა, იქ მდგომნი შემოეცალნენ და, ვითარცა ქართველთ წესია, როგორც უცხო, ბინძურ, აქოთებულ ცხოველს, ისე დაუწყეს შორიდან ამრეზით ყურება...", - წერს ლელა კოდალაშვილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.

მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდება


თამარ სანიკიძე 2014 წლის აბიტურიენტებისთვის მეორადი ჩარიცხვების შესაძლებლობას ადასტურებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდება. აღნიშნული ინფორმაცია თამარ სანიკიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

" ჩვეულებრივად მეორადი ჩარიცხვების გზით მივდივართ. შარშან გავაკეთეთ გამონაკლის იმიტომ რომ ვცადეთ სიახლე დაგვენერგა. მეტი დრო დასჭირდათ აბიტურიენტებს სიახლის გასააზრებლად. გარკვეული, მცირე კონტიგენტი ახლაც აღმოჩნდა ვინც ვერ გაითავისა ეს სიახლე. ამიტომაც, წელსაც გავაკეთეთ გამონაკლისი. სიახლე ეხებათ იმ სტუდენტებს, ვინც ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თუმცა ვერცერთ სასწავლებელში ვერ მოხვდნენ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

შესაბამისი ცვლილება "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანებაში შევიდა. 

" აბიტურიენტებს, რომლებმაც 2014 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოთხოვნის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში გაიარონ განმეორებითი რეგისტრაცია თავისუფალ ადგილებზე,"- ნათქვამია ბრძანებაში. 

აბიტურიენტების საყურადღებოდ: მეორადი ჩარიცხვის პროცესში მათ არ აქვთ უფლება გაიარონ რეგისტრაცია იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის სავალდებულო და არჩევითი საგნები არ ემთხვევა აბიტურიენტის მიერ 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ სავალდებულო და არჩევით საგნებს.

პროცედურა კი ასეთია, მას შემდეგ, რაც თავისუფალ ადგილებზე მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ეროვნულ გამოცდებზე გასული იმ სტუდენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უგზავნის. რის შემდეგაც სიები ხვდება განათლების სამინისტროში და მტკიცდება მინისტრის მიერ. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ სია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

როგორც საკანონმდებლო მაცნეშია განმარტებული, აბიტურიენტები სწავლის უფლებას 2015 წლის იანვრიდან მოიპოვებენ.

ეკა არის© წივწივაძე

სიახლე - 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები

2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეა2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არჩევითი საგნების სია ფართოვდება. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, არჩევითი საგნების სიას სამოქალაქო განათლება დაემატება. 

"ჯერ–ჯერობით ერთადერთი სიახლე არჩევითი საგნების ჩამონათვალშია. დაგვემატა სამოქალაქო განათლება. არჩევით საგანზე გადაწყვეტილება კონკრეტულმა უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოს, იქნება თუ არა ეს საგანი სავალდებულო კონკრეტულ ფაკულტეტზე. სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები დაგეგმილი არ არის,"– განაცხადა მიმინოშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგამოცდო პროექტები ჯერ არ დაუმტკიცებია, აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ნიმუშების გამოყენება მაინც შეუძლიათ. 


ეკა არის© წივწივაძე

Tuesday, October 21, 2014

CERN-ის წარმომადგენლები სტუ-ში

21 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა გრიდ და ქლაუდ (Grid & Cloud ) ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია. ღონისძიება სტუ- რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. კონფერენციის სტუმრებს, ასევე, მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე

ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობნენ სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები და მოწვეული ექსპერტები ცერნიდან - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან (CERN).

კონფერენციის მიზანია მეცნიერებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

ცერნთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, გახდეს ცერნის ასოცირებული წევრი ახლო მომავალში.  ცერნი მხარს უჭერს სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ატლასის დეტექტორის კვანძების დამზადების შესაძლებლობას, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროექტებისა და გრიდის (კომპიუტერული ქსელის) კლასტერის განცვითარებას საქართველოში. ითვალისწინებს, ასევე, ქართველ მეცნიერთა და მასწავლებელთა სტაჟირებას ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, აუტისტი ბავშვებისთვის ადრონიდული თერაპიის პროექტების დამუშავებას და სხვ


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება გრიდის (კომპიტერული ქსელი) კლასტერის დაფუძნება, რომელიც ცერნის ერთ-ერთი გამოთვლითი რესურსი იქნება და უზრუნველყოფს გრიდ და ქლაუდ ტექნოლოგიების რესურსებზე ქართველი მკვლევრების მიერ შესაბამისი აპლიკაციების შემუშავებას.

დიდი ფასდაკლება ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის!

ა ქ ც ი ა პირველ ნ ო ე მ ბ რ ა მ დ ე:
დიდი ფასდაკლება ინგლისური ენის შესწავლის მსურველთათვის!
მობრძანდით განათლების სახლში და კვალიფიციურად შეისწავლეთ ინგლისური ენა 45 %-იანი ფასდაკლებით - თვეში 45 ლ ა რ ა დ!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წარმატებულია!
დაგვიკავშირდით და გახდი წარმატებული:

ტელ.:599 201096, 214 8024;
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com

მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43 (პროფკავშირების კულტურის ცენტრი მეტრო „დელისთან“), 
კაბინეტი  #215.

სტუ-ში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია “ნანოტექნოლოგიები” ნანო – 2014

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-3 საერთაშორისო კონფერენციანანოტექნოლოგიები” (ნანო – 2014) გაიხსნაღონისძიება გახსნა სტუ- რექტორმა  არჩილ ფრანგიშვილმა.  ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობენ კანადელი, ამერიკელი, თურქი, უნგრელი და უკრაინელი მეცნიერები

სამეცნიერო კონფრენეციის თემატიკა ითვალისწინებს  ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნანომასალების მიღების მეთოდები, მათი სტრუქტურის, ქიმიური, ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებების გამოკვლევა, ნანომასალების გამოყენება ტექნიკაში. კონფერენცია შეაფასებს ნანომასალების შესახებ დაგროვილი ცოდნის დონეს, განიხილავს აღნიშნულ სფეროში მიღებულ ახალ მიღწევებსა და ნანოტექნოლოგიის განვითარების პერსპექტივებს

კონფერენციის განმავლობაში დაგეგმილია ზეპირი და სტენდური სესიების ჩატარება, რომლებიც დაეთმობა როგორც ნანოსისტემების ექსპერიმენტული შესწავლის შედეგების, ისეამგვარი სისტემების მოდელირებისადმი თეორიული მიდგომების წარმოდგენას

ზეპირი და სტენდური სესიები დაეთმობა შემდეგ მიმართულებებს: ნანოსისტემებისა და ნანოსტრუქტურებული მასალების მიღება, ნანომასალების ანალიზი, ნანოფიზიკა, ნანოქიმია, ნანობიოსამედიცინო მეცნიერება, ნანოინჟინერია, ნანოტექნოლოგია ინდუსტრიაში, ნანოტექნოლოგიის სოციალური ასპექტები, ნანოტექნოლოგიის სწავლება. 


კონფრენეცია 24 ოქტომბერს დასრულდება.