Tuesday, January 26, 2016

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის აბიტურიენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის აბიტურიენტებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს.
კერძოდ, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა შედეგების გამოქვეყნების შემდეგაც შეეძლებათ და ამასთან ერთად რეგისტრაციის ვადა უფრო ხანგრძლივი იქნება, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ გარდა ფაკულტეტების ჩამონათვალისა ასევე ცვალონ არჩევითი საგნებიც.
“2016 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცედურაში. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე (ესეტაპი ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდება) აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება შეეძლებათ.
შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში (ერთი თვე ან თვენახევარი) შეეძლება მითითებული არჩევითი საგნის შეცვლა (მაგ.: აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ შემდეგ ისტორიის ჩაბარება გადაწყვიტა). ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულ ენაზე შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზრებაიჯანულ, სომხურ და ა. შ. ენებზე). ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება.
საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი  სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ”,- განუცხადეს Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცვლილების შესახებ და რეგისტრაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს მაია მიმინოშვილმაც ისაუბრა
„წელს მოგეხსენებათ მნიშვნელოვან სიახლეს ვთავაზობთ როგორც აბიტურიენტებს ისე სხვა აპლიკანტებს. სიახლე შეეხება რეგისტრაციის პროცესსაც, თუ გადავალთ ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე, რაც დაგეგმილია, რეგისტრაციის პროცესი უფრო ხანგრძლივი შეიძლება იყოს და ექნებათ შესაძლებლობა აბიტურიენტებს, თავის არჩევანი, არამხოლოდ ფაკულტეტების და უმაღლეს სასწავლებლების ჩამონათვალის (რაც ადრეც ასე იყო), არამედ საგნების ჩამონათვალიც ცვალონ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.სიახლე გულისხმობს სწორედ იმას, რომ ჩვენ წინა წლებში შეზღუდულები ვიყავით რეგისტრაციის ვადით. ეხლა შეგვეძლება რეგისტრაციის ვადები უფრო გავზარდოთ და აქედან გამომდინარე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ცვალონ არამარტო ფაკულტეტების ჩამონათვალი, არამედ არჩეული საგნებიც კი“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა გადაცემაში “გამოცდებიდან გამოცდებამდე”.
მისივე თქმით, რაც შეეხება აბიტურიენტთა რეგისტრაციას, პროცესი თებერვლის პირველ ნახევარში დაიწყება და აბიტურიენტების 2016 წლის ცნობარიც თებერვალში გამოქვეყნდება.

დეტალური ინფორაცია ვადებისა და პროცედურების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge  გამოქვეყნდება და დაიბეჭდება ცნობარში.
მიმინოშვილმა სამაგისტრო, საგრანტო და პედაგოგთა გამოცდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ასევე თებერვალშივე იქნება შესაძლებელი.
edu.aris.ge

იმ სკოლების სია, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა

განათლების სამინისტრო იმ სკოლების სიას აქვეყნებს, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაცია თამარ სანიკიძის უწყებამ ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა. უცვლელად გთავაზობთ სკოლების ჩამონთავალს: 
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №1 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №2 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბუს საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთი საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელნაქალაქარის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელხევსურთსოფლის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელსიმონიანთხევის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელღულელების საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელზარიძეების საჯარო სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის N11 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N27 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N29 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N31 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №1 საჯარო სკოლა
რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლა
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლა
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №6 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლა
აჭარისწყლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლა
დაბა ქედის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კვაშტის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორცვის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აქუცის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლა

Saturday, January 23, 2016

რეკომენდაციები სკოლებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მოამზადა მარიკა ჰედუ@ კიკალიამ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სკოლებისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გრიპის ვირუსის სეზონური გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ავრცელებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს  სკოლებში პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების მიზნით:
  • გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;
  • სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი  ყოველი შესვენებისას;
  • სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;
  • გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ექიმის მიერ  სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი  დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სკოლას ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს აღნიშნული ინფორმაცია,
ამასთან, სკოლებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ გრიპის გავრცელების რისკი.

20-21 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი არ აღემატება 16%-. დასწრების მონიტორინგი და ინფორმაციის შეგროვება გაგრძელდება  8 კალენდარული კვირის მანძილზე და გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მოამზადა მარიკა ჰედუ@ კიკალიამ

Monday, January 18, 2016

ქცევის კოდექსი სკოლაში, მოამზადა მარიკა @ჰედუ კიკალიამ

რა ევალება სკოლაში მოსწავლეს

საქართველოს საჯარო სკოლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №79/ნ ბრძანებით, მოსწავლის ქცევის კოდექსი მოქმედებს, სადაც მეორე თავში მოსწავლის ქცევის წესებია მოცემული.
კოდექსი განსაზღვრავს, როგორ უნდა იქცეოდეს მოსწავლე მასწავლებლებთან და სხვა მოსწავლეებთან მიმართებაში. რა აქვს მას აკრძალული და რა სანქციები არსებობს, თუ არ მოიქცევა წესების შესაბამისად.
კოდექსის მიხედვით, მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
კოდექსი განსაზღვრავს ასევე მოსწავლის ჩაცმის წესსაც. მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მოსწავლის კოდექსი ადგენს ასევე მოსწავლის ქცევას სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს: მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე.  გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოსწავლის ქცევის კოდექსში მოცემულია ასევე სკოლაში აკრძალული ნივთების ჩამონათვალი. მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: თამბაქოს ნაწარმი; ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; სანთებელა ან ასანთი; ალკოჰოლური საშუალებები; ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; აზარტული თამაშის საშუალებები; უხამსობის ამსახველი ნივთები; ნარკოტიკული საშუალებები; ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

სკოლის დირექტორის ქცევის წესები
სკოლის დირექტორის ქცევის წესები განისაზღვრება სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით.

1.პროფესიულ კომპეტენტურობა

კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორი თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. თავისი საქმიანობის შესრულებისას სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითია. ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. იჩენს თანაბარ ყურადღებას მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. უზრუნველყოფს სასკოლო დისციპლინის დაცვას ისეთი მეთოდების საშუალებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. არჩევს სკოლის პერსონალს კანონმდებლობით დადგენილი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის მიხედვით. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელს უწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების დანერგვას. არ ეწევა რელიგიურ (გარდა იმ სკოლების სკოლის დირექტორებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას. არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. არ იყენებს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. უფრთხილდება და კეთილსინდისიერად განკარგავს სკოლის ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს და უზრუნველყოფს მათ მიზნობრივ გამოყენებას. არ ავრცელებს მცდარი ინფორმაციის შემცველ საჯარო განცხადებებს სკოლის საქმიანობის ან/და მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების თაობაზე. ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს დაპირისპირებულ მხარეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. არ აყენებს მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს რაიმე სახის შეურაცხყოფას და არ ახდენს მათზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. ზრუნავს მისი თანამდებობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე. ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და გასაგები ენით.
2.მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა

სკოლის დირექტორი თანასწორად, პატივისცემით ეპყრობა მასწავლებლებს და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა.თანამშრომლობს ყველა მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან, ითვალისწინებს მათ აზრებს სკოლის განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ითავსებს მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების გადასალახად და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად აწვდის თავის შენიშვნებსა და შეთავაზებებს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს. ხელს უწყობს მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს პროფესიულ განვითარებაში. უქმნის ყველა პირობას დამწყებ მასწავლებლებს სასკოლო გარემოში ინტეგრაციისთვის. უზრუნველყოფს მასწავლებლების დროულად ინფორმირებას ზოგადი განათლების სფეროში სიახლეების, დამხმარე პროფესიული ლიტერატურისა და პროფესიული განვითარების პროგრამების შესახებ. ხელს უწყობს მასწავლებლებს ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან, ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და რეაგირებს მასზე.
3.მოსწავლეებთან ურთიერთობა

სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება. ხელს უწყობს მოსწავლეს დემოკრატიული, სამოქალაქო და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებაში. პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. არ უწევს საკუთარი სკოლის მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოების და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს.
4.მშობლებთან ურთიერთობა

სკოლის დირექტორი ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასწავლო პროცესში. მშობლის სურვილის შემთხვევაში, განმარტებებს აძლევს მშობლებს სასკოლო სასწავლო გეგმის შესახებ. თანამშრომლობს მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მშობელთან ურთიერთობას თავაზიანად და თანამშრომლობის ფორმით წარმართავს.
სკოლის დირექტორის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანების მიხედვით დამტკიცებული მასწავლებლის ეთიკის კოდექსი პედაგოგისგან პირველ რიგში მოითხოვს  პროფესიულ კომპეტენტურობას, რომელიც გამოიხატება შემდეგში: მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მოსწავლეებთან ურთიერთობას ცალკე თავი ეთმობა მასწავლებლის ეთიკის კოდექსში.

მოსწავლესთან ურთიერთობისას მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

ეთიკის კოდექსით განსაზღვრულია რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა მშობლებთან ურთიერთობისას:
მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას. ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ. თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება. ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში. დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა.

სკოლის დირექციასთან, მასწავლებლებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობისას მასწავლებელი თანაბარი პატივისცემით ეპყრობა სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა. უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან. მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში.

მოამზადა მარიკა @ჰედუ კიკალიამ

ოსლოს უნივერსიტეტი სტუდენტებს ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის სტიპენდიის პროგრამას სთავაზობს


ოსლოს უნივერსიტეტი სტუდენტებს ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის სტიპენდიის პროგრამას სთავაზობს. ოსლოს უნივერსიტეტი 1811 წელს დაარსდა და ის ნორვეგიაში პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. სტიპენდიის მოპოვება ოსლოს უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზეა შესაძლებელი. 2016 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტი 50 კანდიდატს დააფინანსებს. განაცხადის შეტანა, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულ დაფინანსებაზეა შესაძლებელი. სრული დაფინანსება სწავლების, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს ფარავს. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 1 თებერვალია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები გამოაქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა იანვარში ჩატარებული მასწავლებელთა საგნის გამოცდის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სწორი პასუხები შედეგებთან ერთად მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ცენტრის განმარტებით, იანვარში მასწავლებელთა გამოცდები და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური პარალელურად ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, იმისათვის, რომ მოესწროს ოლიმპიადის მომდევნო ტურის დროულად ჩატარება და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ გაემგზავრონ საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პირველ რიგში დასკანირდება და გასწორებისათვის მომზადდება მოსწავლეთა ნაშრომები, შესაბამისად, პედაგოგების გამოცდის მონაწილეთა ნაშრომების გასწორება მცირე დაგვიანებით დაიწყება.

Sunday, January 17, 2016

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე და დიდ დ ი ღ ო მ შ ი! 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო,
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო 
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის! 
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ–მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!
დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge; 
ბლოგი: www.iHEDUge.blogspot.com
ვებგვერდი: www.Hedu.Ge. 
H ause of EDU cation

200 000 ხმა ერთ ღამეში ბერას დახმარებით


რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება “ოლ სტარზე” მომხვედრი კალათბურთელების ვინაობა.
გუშინ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კვლავ მე-8 ადგილზეა და მესამე ადგილოსანს, დაახლოებით, 200 ათასი ხმით ჩამორჩება.
ქართველმა მომღერალმა, ბერა ივანიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ მისი მეგობრის დახმარებით ფაჩულიამ ერთ დღეში შეძლო 200 ათასი ხმის დაგროვება, ზუსტად იმდენის, რამდენიც ზაზას სჭირდება.

ამის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფაჩულიას 3-ეულში შესვლის ძალიან რეალური შანსი აქვს.

Monday, January 11, 2016

სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017

განათლების საერთაშორისო ცენტრი ახალ სასტიპენდიო პროგრამას აცხადებს:

განათლების საერთაშორისო ცენტრი 11 იანვარს ახალ სასტიპენდიო პროგრამას - „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“ აცხადებს. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ. 
სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.
პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი. 
კონკურსში გამარჯვებული პირი დამოუკიდებლად აწარმოებს ჩარიცხვის პროცედურებს საფრანგეთში, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში/ებში პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამაზე.

განაცხადების წარმოდგენის ვადაა 11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ), 2016.
დაინტერესებული პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტარციო ფორმის მეშვეობით https://app.iec.gov.ge/
ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. ელ. განაცხადი და შესაბამის დოკუმენტაცია 11 თებერვლის ჩათვლით (19:00 სთ) უნდა აიტვირთოს სააპლიკაციო ფორმაში. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.
ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოდგენის კონტროლი კონკურსანტის ვალდებულებაა. ელ. განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
კონკურსის საბოლოო შედეგები 2016 წლის 11 მარტამდე გახდება ცნობილი.
საკონკურსო განაცხადების განხილვისას მხედველობაში მიღებული იქნება სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

დაინტერესებულ პირებს საკონკურსო პირობებისა და მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე - http://iec.gov.ge/4268

Friday, January 8, 2016

ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა

გუშინ, 7 იანვარს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა NBA ALL-STAR-ის გამოკითხვის შუალედური შედეგები. სასიხარულოა, რომ ზაზა ფაჩულია რეალურ კანდიდატად იქცა - თუკი აქამდე ის გამოკითხვის შედეგებში საერთოდ არ ჩანდა, ახლა დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა 194 421 ხმით. ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის გამოკითხვაში მერვე ადგილზე გადავიდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად კალათბურთელმა სოციალურ ქსელში გააკეთა. "ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ, რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი, რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ჰქვია", - დაწერა ზაზამ. აღსანიშნავია, რომ მე-13 პოზიციას იკავებს ფაჩულიას თანაგუნდელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი, რომელსაც ზაზაზე ორჯერ ნაკლები, 99 681 ხმა დაუგროვდა. იხილეთ ინგლისური ვერსია - "I felt the power of Georgian people" - Zaza Pachulia moves to 8th place in NBA All-Star game poll
sportall.ge

Thursday, January 7, 2016

სკოლისათვის მოსამზადებელი პროგრამა განათლების სახლში

პროგრამაზე მიიღებიან ის ბავშვები, რომლებიც 2016 წლის სექტემბერში შედიან სკოლაში.

პროგრამა ხუთთვიანია: სწავლა დაიწყება 2016 წლის 1 თებერვალს და გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს 16:00 საათიდან 18:00 საათამდე. 
დღეში ჩატარდება 3 გაკვეთილი, თითო გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი. ჯგუფში ბავშვების რაოდენობაა - 5.

ჩატარდება შემდეგი მეცადინეობები:

* მეტყველება
* სახალისო ქართული ენა
* სახალისო მათემატიკა
  • წიგნიერება
  • სახალისო ინგლისური ენა
  • სახალისო სამაგიდო და სპორტული აქტივობები და სხვა.

სწავლის საფასურია თვეში 100 ლარი. ამ ფასში შედის სრულად საჭირო მასალა: რვეულები, ფანქრები, კალმები, გამოსაჭრელი და გასაფერადებელი მასალა, საძერწი საშუალებები და ა.შ.

რეგისტრაციის მსურველები დაგვიკავშირდით:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
ელფოსტა: hedu.ge@gmail.com 

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 

მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

საშობაო ეპისტოლე

საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

,,დღეს ყოველი დაბადებული იშვებს და იხარებს,
რამეთუ ქრისტე იშვა ქალწულისაგან”
(სადღესასწაულო)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!

დღეს ხარობს ყოველი სულდგმული, ცა და ქვეყანა, ხარობს ჩვენი სულები და სამყაროც ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.

_ რა არის მიზეზი ამ საოცარი სულიერი ზეიმისა?

_ ის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა სამოთხისეული ნეტარების მოპოვებისა, დაკარგული სიწმინდის აღდგენისა და სულიერი განახლებისა. დღეს ძე ღვთისა განხორციელდა, რათა ადამიანი ღმერთამდე აღამაღლოს!

“საიდუმლო უცხო და დიდებული ვიხილოთ, ქუაბი ცათა ემსგავსა, ქალწული - ქერუბიმთა, ხოლო ბაგა სახე იქმნა სამყაროისა, რამეთუ დაიტია დღეს ქრისტე ღმერთი, დაუტევნელი, რომელსა ვადიდებთ” (სადღესასწაულო).

მაშ, მივეგებოთ ახლადშობილ ყრმას და გავხსნათ კარნი გულისანი, რათა ჩვენშიც იშვას ქრისტე.

_ ვართ კი ღირსნი, რომ იესო მოვიდეს და დაემკვიდროს ჩვენს გულებში? 
_ რა თქმა უნდა, არა და არც არასდროს ვიქნებით მზად ამ დიდი საიდუმლოსათვის, მაგრამ მოწყალება და სიყვარული ღვთისა იმდენად მიუწვდომელია და უნაპირო, რომ ეს სასწაული სრულდება. ოღონდ ამას თავისი აუცილებელი პირობაც ახლავს.
_ კერძოდ?
_ ადამიანი თანაზიარი უნდა გახდეს ღვთაებრივი სიყვარულისა.
_ როგორ შევძლოთ ეს?
_ წმ. პავლე მოციქული მიუთითებს, რომ ღმერთთან კავშირისათვის ადამიანს უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული. ამათ შორის კი უპირატესად სახელდებს სიყვარულს (I კორ. 13.13), რადგან რწმენა და სასოება, მხოლოდ ამქვეყნად არსებობს და ჩვენი მიწიერი ყოფისთვისაა აუცილებელი, ხოლო სიყვარული ჰგიეს უკუნისამდე.
_ როგორია ღვთაებრივი სიყვარული?
_ ახალმა აღთქმამ განაცხადა საოცარი რამ, _ ,,ღმერთი სიყვარულია”(ინ.4,8).
ამის სრული სისავსით უწყება ვერ შეძლო ვერცერთმა რელიგიამ. ქრისტემდეც და შემდგომაც ადამის მოდგმას არ უხილავს ღმერთი, რომელიც მისთვის მსხვერპლად გაიღებდა თავის თავს და ცხონების ერთადერთ გზას გაუკვალავდა. 
,,შეიყვარეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ” (ინ. 13,34); ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დასდებს თავისი მოყვასისათვის (ინ. 15,13.), _ ბრძანებს იესო.
ქრისტიანობამ აბსოლიტურად სხვა გაგება შესძინა მოყვასის ცნებას. მართლმორწმუნეთათვის მოყვასია ყველა, _ მისი ერის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, ნაცნობი თუ უცნობი, დამნაშავე თუ უდანაშაულო, მდიდარი თუ ღარიბი, კეთილისმყოფელი თუ მტერი! 
,,მე გეუბნებით თქვენ, გიყვარდეთ თქვენი მტერნი, დალოცეთ მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენს მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამისა თქვენისა ზეციერისა” (მთ. 5.44-45).
ეს არის მანამადე არსმენილი და არგაგონილი სიტყვები, მანმადე არსად და არასდროს გაცხადებული სიმაღლე ღვთაებრივი სიყვარულისა. 
ასეთი სიყვარულით აღსავსე იყო ჩვენი ხალხი საუკუნეთა მანძილზე. ამიტომაც, თავგანწირვით იცავდა იგი მოყვასს, სამშობლოსა და ჭეშმარიტ რწმენას და, ამავე დროს, სისხლით მორწყულ თავის მიწა-წყალზე სითბოს არ აკლებდა უცხოტომელთ. ჩვენს დევიზად იქცა რუსთველის უკვდავი სიტყვები:
,,მე იგი ვარ...ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად...” ,,სიყვარული აღგვამაღლებს.”
ასეთმა დამოკიდებულებამ, ცხოვრების ასეთმა წესმა გადაგვატანინა ათასგვარი ქარტეხილი და დღემდე მოგვიყვანა. ჩვენ კი როგორ ვცხოვრობთ?
აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს. ასეა აქაც.
სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს ხანმოკლე დროით ეწვევა ხოლმე, დღეს სიყვარულს უწოდებენ. იგი, პირველ რიგში, ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია, საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამა თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება.
ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან. 
მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხიმგებლობაზე და `ახალი სიყვარულის” ძებნას იწყებენ.
ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანხმოება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ. 
აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. 
მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?
ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება სულიერი და ხორციელი ერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განღმრთობა.
ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას, რაც ოჯახურ ყოფაში ვლინდება ღვთის სადიდებლად ურთიერთმსხვერპლშეწირული სიყვარულით, განსაცდელთა ერთობლივი დათმენით და მოყვასისადმი მსახურებით.
რა თქმა უნდა, განღმრთობის მიღწევის სურვილი არის ბერ-მონოზვნური ცხოვრების მთავარი აზრიც, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულყოფის პროცესი განსაკუთრებულ მოღვაწეობას გულისხმობს. იგი უფრო რთული გზა არის და ნურავინ იფიქრებს, რომ ეგოისტურად მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. ბერ-მონოზვნობა არის ასკეტური მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის ამ სიტყვის ფართო გაგებით.
წმინდა წერილი ბრძანებს: ,,შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” (დაბ.1.27), _ როგორი დიდი აზრია ჩადებული ამ წინადადებაში, რომელიც გვიცხადებს, რომ უფლის სადიდებელად მოწოდებული მარტომყოფობაც და ცოლ-ქმრის თანაცხოვრებაც დალოცვილია და ცხოვრების ამ წესის დარღვევა, მოშლა, ან დამახინჯება არ შეიძლება.
უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ _ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ, მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება.
ეს არც არის გასაკვირი. ჯერ კიდევ ბრძენი სოლომონი წერდა: ,,ღვთისმგმობელის დამრიგებელი დამცირებას მიიღებს, ბოროტეულის მამხილებელი, _ შეურაცხყოფას” (სიბრძნ. სოლ. 9,7).
როგორც აღვნიშნეთ, ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. რა თქმა უნდა, მას უყვარს ძე შეცდომილიც, ოღონდ მონანული, მაგრამ სძულს ცოდვა. ქრისტე მკვეთრ ზღვარს ავლებს სიკეთესა და ბოროტებას შორის და ამბობს: ,,არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა” (მთ. 10.34).
გავიხსენოთ პავლე მოციქულიც: ,,ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს... ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი” (Iკორ. 6.9-10).
მათდამი ჩვენი სიყვარული იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ვეცადოთ, როგორმე დავანახოთ მათი ცდომილება. ერთი პიროვნების სწორ გზაზე დაყენებაც კი, კეთილისმყოფელის მრავალ დანაშაულს დაჰფარავს. თუმცა ამის მიღწევა ადვილი არ არის, მით უმეტეს დღეს, როდესაც ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას. 
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ხშირად სხვაში ვხედავთ გამოსასწორებელ ნაკლს და საკუთარი თავი გვავიწყდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ამბობდნენ: ,,შეიცანი თავი შენი;” რომაელებიც იმეორებდნენ: "NOSCE TE IPSUM" სახარებაც გვარიგებს: ,,რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?” (მთ.7.3).
საკუთარი თავის შეცნობა ზოგიერთს ადვილი ჰგონია და არ იცის, რომ სინამდვილეში პიროვნების სამსახოვნებასთან აქვს საქმე: 1. როგორადაც თვითონ ხედავს იგი საკუთარ თავს. 2. როგორც სხვები ხედავენ მას და 3. როგორიცაა ის სინამდვილეში.
ყველაზე რთული ამ მესამე მდგომარეობის აღმოჩენაა, რადგან ჩვენში არსებული ამპარტავნებით სავსე ეგოისტური ,,მე” ჩვენს სისუსტეებსა და მცდარ ნაბიჯებს მუდმივად გამართლებას უძებნის და შემწყნარებელია მათ მიმართ; ეს კი რეალობის შეგრძნებას გვიჩლუნგებს.

გონიერია ის, ვინც სწორად განსჯის უნარს შეიძენს და თავის შინაგან სამყაროში ჩახედვისას არაფრის შელამაზებას არ მოინდომებს. 
მაშინ მიემსგავსება იგი იმ ჭეშმარიტ მჭვრეტელს, რომელიც უკვე ნათლად ხედავს თავისი სულის აქამდე ბუნდოვან, ან თუნდაც სრულიად უცნობ, ფრიად დაზიანებულ სამყაროს და მისი აღდგენისა და განახლებისაკენ ისწრაფვის.
ჩვენი ნამდვილი ,,მე-ს” დამახინჯების მიზეზი არასწორ ქმედებებთან ერთად ცუდ-მეტყველება და ცუდი აზრებია.
საერთოდ, სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი მისდამი ზერელე დამოკიდებულებას ვიჩენთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ მას მარადიულ სიკვდილ-სიცოცხლესთან ღრმა კავშირი აქვს.
რატომ აქვს სიტყვას ასეთი დატვირთვა?
წმინდა იოანე მახარებელი მაცხოვარზე საუბრით იწყებს თავის სახარებას და ასე წერს: ,,პირველითგან იყო სიტყვა” (ინ. 1.1).
დიახ, მოციქული, რომელმაც განგვიცხადა, რომ ღმერთი სიყვარულია, სიყვარულთან ერთად, მას სიტყვადაც სახელდებს, რითაც ხაზს უსვამს მაცხოვრის საღვთო, ბუნებით ძეობას და ამასთან ცხადყოფს მამის და მხოლოდშობილი ძის, სიტყვის, შემოქმედებით ძალას, რადგან ძე, როგორც შემოქმედი, მამისაგან ცალკე არ განიხილება: ,,სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა...და ყოველივე მის მიერ შეიქმნა”(ინ. 1.1-3).
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: ,,თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი...და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნელად...და იქმნა ასე“(დაბ. I. 3,6,7,14,15)...
ანუ სიტყვით ხდება დაბადება, ქმნილებათათვის სიცოცხლისა და ფუნქციის მინიჭება, რაც ღმერთის თვისებაა!
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა-სახელს, როგორც პიროვნებისათვის, ისე საგნისა თუ მოვლენისათვის, რადგან მასში ჩადებული შინა არსი ბევრ რამეს განსაზღვრავს. სახელდება თავდაპირველად ყოვლადწმინდა სამების მიერ მოხდა:
,,ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე,...მყარს ღმერთმა უწოდა ცა, ხმელეთს, _ მიწა (დაბ.1.5.8.10), ადამსაც სახელი მან დაარქვა...
შემდეგ კი ღმერთმა მეტყველების უნარი და სახელდების უფლება, ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთს, თავის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს უბოძა, როგორც შესაქმის გვირგვინს.
ადამმა სახელი დაარქვა პირუტყვებს, ცის ფრინველთ და ველის ცხოველთ, ასევე მის შემწედ შექმნილ ქალს; დაცემის შემდგომ ადამიანმა სახელები უწოდა თავის შთამომავლთ, საგნებს, გარემო-სამყაროს და ა.შ.
სამოთხეში ურთიერთობა ღმერთსა და ჩვენს პირველმშობლებს შორის სრულიად დაუბრკოლებელი იყო და პირველმშობლები ერთიმეორეს აზრისმიერად ეზრახებოდნენ. ცოდვით დაცემის შემდგომ კი ეს კავშირი დაირღვა; ჩვენი გრძნობების გამოსავლენად და ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად აუცილებელობა გაჩნდა მატერიალური სიტყვისა.
ღმერთის მსგავსად, ადამიანის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც ძალა აქვს. ოღონდ, უფლისგან განსხვავებით, მისი ძალა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. 
იცოდეთ, არცერთი სიტყვა უკვალოდ არ ქრება და ღვთის წინაშე ჩვენი მეტყველების გამოც განვისჯებით. ამიტომაც წერს მათე მახარებელი: ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს, რადგან ჩვენივე სიტყვებით განვმართლდებით და ჩვენივე სიტყვებით გავმტყუნდებით (მთ.12,36).
ჩვენ კი როგორი უგულისხმონი ვართ! ფუჭ საუბარზე რომ აღარაფერი ვთქვათ ნახეთ, როგორი შემწიკვლებულია ჩვენი ბაგეები დაცინვით, რისხვით, შეურაცხყოფით, ცილისწამებით, სიცრუით, სიტყვის გატეხვით, უმადურობით, ცრუ ფიცით, წყევლით, გინებით... 
,,ენა მცირე ასოა, და დიდად კი მძლავრობს; აჰა, რა მცირე ცეცხლი ბუგავს დიდ ტყეს” და ,,სავსეა მომაკვდინებელი გესლით” (იაკ.3,5, 8). 
,,ენით ვაკურთხებთ ღმერთს და მამას და ენითვე ვგმობთ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილ კაცთაც” (იაკ. 3;9). ამიტომაც, თუ ვინმეს ,,ღმრთისმოყვარე ჰგონია თავი და ლაგამს არ ამოსდებს ენას, იცოდეს, ფუჭია მისი ღვთისმოსაობა” (იაკ.1, 26).
ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა: იცი რა უთქვამს შენზე შენს მეგობარს?
სოკრატემ კითხვა შეუბრუნა: ,,დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
_ ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რადგან სხვისაგან მოვისმინე.
_ რაც უნდა მითხრა, კარგი ამბავია?
_ არა, პირიქით.
_ ე.ი. შენ უნდა მითხრა რაღაც ცუდი, და არც იცი, ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. სარგებლობის მომტანი თუ მაინც არის?
_ ვფიქრობ, არა.
_,,თუ ინფორმაცია, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო, რა აზრი აქვს მის თქმას?!” _ უპასუხა სოკრატემ და განეშორა მოსაუბრეს.
დღეს ასე ცოტა ვინმე თუ მოიქცევა.
ჩვენმა ყოფამ ინტრიგას დიდი გასაქანი მისცა, ფაქტობრივად, ცხოვრების წესად აქცია იგი და ადამიანი სრულიად დაუცველი დატოვა. ეს ქვეყანას ძალიან დააზარალებს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ის სამწუხარო ფაქტიც, რომ დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის.
საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის. 
აი, როგორ გვარიგებს მოციქული: ,,უჭირს რომელიმე თქვენგანს? ილოცოს; ხარობს ვინმე? ფსალმუნი იგალობოს...რწმენის ლოცვა იხსნის სნეულს...და თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, მიეტევება; ილოცეთ ერთმანეთის გამო...ბევრი რამ ძალუძს მართლის ლოცვას”(იაკ. 5. 13, 15-16).
მართალში კი მაცხოვრის მცნებებით მცხოვრები პიროვნება იგულისხმება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით იქნება შემოსილი, რადგან ,,სიყვარულია სიმტკიცე სრულქმნილებისა” (კოლ.3,15).
ასეთი ადამიანი სხვათაგან დიდად განირჩევა. იგი ,,სულგრძელია და ტკბილი. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ შეჰხარის უსამართლობას, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (Iკორ. 13.4-9). სიყვარულის გარეშე კი, ღვთის წინაშე, ნებისმიერი სათნოება აზრს კარგავს და უქმდება. აი, რა სულისშემძვრელ სიტყვებს ამბობს წმ. პავლე მოციქული:
,,კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე...წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს სრული რწმენა ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ...მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო გლახაკთათვის, და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არარას მარგია” (I კორ.13.1-3).
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთაებრივი სიყვარული მოვიპოვოთ. ეს უნდა იყოს კაცთა მოდგმის ცხოვრების მიზანი. ამიტომაც ბრძანებს წმინდა წერილი: ,,გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, _ აი, უპირველესი მცნება და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მარკ.12.30-31). 
როგორც წმინდა იოანე ოქროპირი წერს: ,,ღმერთმა მრავალი გზა დასახა მასთან მისასვლელად. ზოგნი ქალწულებით ბრწყინავენ, სხვანი ქორწინებით განდიდნენ, კიდევ სხვანი ქვრივობაში უბიწოების დაცვით შეიმკვნენ, ვიღაცამ მიწიერი სიკეთენი სრულად უარყო, ზოგმა, _ სანახევროდ; 
ცოდვამ გძლია? სინანულით, აღსარებითა და ზიარებით განიწმინდე.
მდიდარი ხარ? _ მოწყალება უხვად გაეცი. 
თუ გიჭირს და სხვას მატერიალურად ვერ შეეწევი, ავადმყოფს მიხედე, პატიმარი მოინახულე, ჭიქა წყალი მწყურვალს მიაწოდე, მწირი შეიფარე, მტირალთან იტირე, ვინმე სიტყვით ანუგეშე...
თუ ისეთი ღატაკი ხარ და დავრდომილი, რომ ვერავის დაეხმარები, უდვრტვინველად გადაიტანე ეს ყველაფერი და მართალი იობივით უდიდეს ჯილდოს მიიღებ.
ამგვარი იყო სახარებისეული ლაზარეს სათნოება. მას თავისთვის საზრდოც არ ჰქონდა, ვერც ავადმყოფს შეეწეოდა და ვერც საპყრობილეში მყოფს, რადგან უძლურების გამო, წამოდგომის უნარიც არ ჰქონდა, ამასთან ხედავდა სასტიკთა და უსჯულოთა პატივსა და განცხრომას და ერთი სიტყვაც არ დასცდენია გულისწყრომისა, არამედ მხოლოდ მადლობდა ღმერთს ყველაფრისათვის. 
აი, ასეთი ცხოვრების გამო დაიმკვიდრა მან აბრაამის წიაღი.” 
რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ხორცისა და სულის ტკივილს გაუძლო ისე, რომ განკითხვაში არ ჩავარდე; ეს მოწამეობის ტოლფასია და სათნოებათა მწვერვალი. ჩვენს დროში ბევრი გაჭირვებულია და დავრდომილიც და თუ ვინმე შეძლებს წმინდა ლაზარესავით უდრტვინველად, მადლობით მიიღოს განსაცდელი, დიდების გვირგვინს მოიპოვებს.
ამ ეპისტოლეში ჩვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხეთ მხოლოდ. ბუნებრივია, პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს, ამას ემატება მთელს მსოფლიოში შექმნილი ფეთქებადსაშიში მდგომარეობა, ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი, დევნილთა სიმწარე და ხვალინდელი გაურკვეველი დღის მოლოდინი...რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეტად მძიმეა, მაგრამ უფრო საშიში ხორცის მოკვდინება კი არა, სულის წარწყმედაა! 
უფალი მოწყალეა. მთავარია, შევიცნოთ თავი ჩვენი, გავაცნობიეროთ, სად არის ოქროს შუალედი, სადამდე უნდა ჰქონდეს ზღვარი ჩვენს ქმედებას, ჩვენს თავისუფლებას, რომ იგი უარყოფითი შედეგის მომტანი არ იყოს. მოვუსმინოთ ერთმანეთს, უარი ვთქვათ კატეგორიულ აზროვნებაზე, უარი ვთქვათ ჩვენს სისუსტეებზე, რათა შევძლოთ სულიერად განახლებული ცხოვრება დავიწყოთ, რომ ჩვენზეც აღსრულდეს პავლე მოციქულის სიტყვები:
,,ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ცოდვის მონა იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმინდეთ, მაგრამ განმართლდით უფლის ჩვენი იესო ქრისტეს სახელით და ღმერთის ჩვენის სულით.” (Iკორ.6,11)
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ანთებული სანთლით კვლავაც მივეგებოთ ბეთლემს მიმავალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს. დავითის ქალაქს უკვე უახლოვდებიან მოგვნი, სადაცაა მწყემსებიც მოისმენენ ანგელოზთა საგალობელს. მაშ, ჩვენც ნუ დავყოვნდებით, სულით მივეახლოთ ახალშობილ ყრმას და მუხლმოდრეკით შევთხოვოთ: შენი ვარ, გვაცხოვნე ჩვენ!
ყველას გილოცავთ შობა-ახალწელს და გისურვებთ, რომ ამ დღეების მადლით მოხდეს ჩვენი განწმენდა, განახლება და სიკეთით აღვსება. შევიყვაროთ და გავიხაროთ ერთმანეთით; მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და გვაცხოვნებს. 
ღმერთმა დაგლოცოთ და სულიერად აღგამაღლოთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II 
სრულიად საქართველოს 
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, 

შობა ქრისტესი, 2015-2016 წელი