Tuesday, November 20, 2018

გველის თუ არა "რევოლუცია" მეორე ტურის შემდეგ?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცი­ას თუ არა, სულ მცი­რე დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ელი­ან. არე­უ­ლო­ბის მო­ლო­დინ­ში მმარ­თვე­ლი ძალა სხვა­დას­ხვა ტრი­ბუ­ნი­დან სულ უფრო აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებს გან­ვი­თა­რე­ბა არ ექ­ნე­ბა.
აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ეს პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის, რომ­ლის შემ­დე­გაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოპო­ზი­ცი­ის და­გეგ­მილ არე­უ­ლო­ბას აა­ნო­ნებს. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ მსგავ­სი ში­შე­ბი 2014 წლი­დან დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა, წინა წლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­შებს თა­ვად ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი და პო­ლიტ­ტექ­ნო­ლოგ ვი­ტა­ლი შკლი­ა­რო­ვის არ­ჩევ­ნე­ბი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ბლო­გიცკვე­ბავს.
რუსი ბლო­გე­რი და პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი ბლოგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურს აჯა­მებს და ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ცო­ტას სჯე­რო­და, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი პირ­ველ ტურ­ში ხმე­ბის თით­ქმის იმა­ვე რა­ო­დე­ნო­ბას და­აგ­რო­ვებ­და, რამ­დენ­საც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რი­ლი კან­დი­და­ტი.არის შან­სი, რომ დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოს. არის შან­სი, რომ მოხ­დე­ბა არა მო­რი­გი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლა, არა­მედ მშვი­დო­ბი­ა­ნი და ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის "რე­ვო­ლუ­ცია". რე­ვო­ლუ­ცია, სა­დაც ქვე­და ფე­ნას, ისე­ვე რო­გორც ზედა ფე­ნას უკვე არ სურთ და აღარც შე­უძ­ლი­ათ ძვე­ლე­ბუ­რად ცხოვ­რე­ბა.რე­ვო­ლუ­ცია, რო­მელ­შიც არ იქ­ნე­ბი­ან და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ახა­ლი ტი­პი­სა და ახა­ლი თა­ო­ბის "ქვე­ყა­ნა-სა­ხელ­მწი­ფო", თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში კი - ეს გან­ვი­თა­რე­ბი­სა და მისი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერ­თა­დერ­თი გზაა" - ნათ­ქვა­მია შკლი­ა­რო­ვის ბლოგ­ში.
მო­სა­ლოდ­ნელ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ ვა­რა­უ­დებს, სწო­რედ ამ წყა­რო­ე­ბით ამ­ყა­რებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე.
"ეს იკ­ვე­თე­ბა ყვე­ლაფ­რი­დან, ეს იკ­ვე­თე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის და მათი რუსი პიარ ტექ­ნო­ლო­გე­ბის ფრა­ზე­ბი­დან. პირ­და­პირ სა­უბ­რობ­და მა­გა­ლი­თად, რუსი შკლი­ა­რო­ვი იმა­ზე, რომ მზად­დე­ბა რე­ვო­ლუ­ცია, ასე­ვე სა­უბ­რობ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს რე­ვო­ლუ­ცია, ის მი­ი­ღებს რე­ვო­ლუ­ცი­ას. პირ­და­პირ სა­უბ­რო­ბენ ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი იმა­ზე, რომ მათ აქვთ და­გეგ­მი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი, თუმ­ცა ვი­ცით რომ მათ ჰქონ­დათ ასე­თი სცე­ნა­რე­ბი 2016 წელს, სხვა დრო­საც, თუმ­ცა ისი­ნი ბუ­ნებ­რი­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და რე­ვო­ლუ­ცი­ას ვერ ეღირ­სე­ბი­ან" - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.
მმარ­თვე­ლი ძალა მუ­ქა­რის შემ­ცველ კონ­ტექსტს ხე­დავს პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის გრი­გოლ ვა­შა­ძის მიერ გა­მო­ცე­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ ფრა­ზებ­შიც:
ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს ჩემს შე­კა­ვე­ბას, რომ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო. მსურს შევ­ხე­დო ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, როცა მე მო­ვუ­წო­დებ 50 ან 100 000 თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს ქუ­ჩებ­ში გა­მოს­ვლი­სა და ჩემს პრო­ტესტთან შე­ერ­თე­ბის­კენ. ვინ და­უდ­გე­ბა ამას წინ? უბ­რა­ლოდ წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა სა­ხის დე­მონ­სტრა­ცია იქ­ნე­ბა ეს. ამი­ტომ ე.წ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მარ­თა­ლია, რო­დე­საც აწარ­მო­ებს სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლას ამ პოს­ტის­თვის, თუმ­ცა ისი­ნი ამ ბრძო­ლა­ში უკვე და­მარ­ცხდნენ" - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
თა­ვად ოპო­ზი­ცის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რა­ი­მე სა­ხის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ურ სცე­ნარს გა­მო­რი­ცხა­ვენ. ნა­წი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებს ბოდ­ვას უწო­დებს და ამ­ბობს, რომ "ოც­ნე­ბამ" ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბა ამ გზით უკვე არა­ერ­თხელ სცა­და. თუმ­ცა, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი.
"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ გვი­ა­ნონ­სებს რა­ღაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. ჯერ იყო ჭი­კა­ი­ძის სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, შემ­დეგ იყო "რუს­თა­ვი 2"-ის ეზო­ში რო­გორ იგეგ­მე­ბო­და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ა.შ. ამი­ტომ ამ ბოდ­ვა­ზე სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბას ამ ბოდ­ვით, უკვე მე­რამ­დე­ნედ" - გა­ნა­ცხა­და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ოთო კა­ხი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში და გან­მარ­ტა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და, რომ ამა­ში არა­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი და დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­ცვე­ლი არ არის.
იმას, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას უწო­დებს, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რად ცხელ 2019 წელს აა­ნონ­სებს. თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ვი­თა­რე­ბა დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას არ მი­აღ­წევს და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარს გა­მო­რი­ცხავს.
თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ინი­ცი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, იქ­ნე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნა, რა­ღაც ეტაპ­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ა­კაშ­ვი­ლიც გა­მოჩ­ნდე­ბა არე­ნა­ზე და უფრო აქ­ტი­უ­რად და ინ­ტენ­სი­უ­რად იმოქ­მე­დებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მუდ­მი­ვი რყე­ვი­სა და ტურ­ბუ­ლენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში...
არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა­ში ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ მუდ­მი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი პრე­სინ­გი იქ­ნე­ბა. ასე­თი დი­ნა­მი­კა გაგ­რძელ­დე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მუდ­მი­ვი პრე­სინ­გის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა. ეს ცუდი სუ­ლაც არ არის - იმი­ტომ რომ სხვა­ნა­ი­რად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­მო­ფხიზ­ლე­ბა და სის­ტე­მურ პრობ­ლე­მებ­ზე სის­ტე­მუ­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ასე კი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­საძ­ლოა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, იმოქ­მე­დოს სა­ხელ­მწი­ფო პრობ­ლე­მე­ბის გა­და­წყვე­ტის კუ­თხით" - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.
იმა­ში, რომ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოპო­ზი­ცია ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბას და­ი­წყებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი ზაალ ან­ჯა­ფა­რი­ძე.
"თუ არ­ჩევ­ნებს ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე მო­ი­გებს, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე შე­ეც­დე­ბა არ გა­ამ­წვა­ვოს სი­ტუ­ა­ცია, რად­გან ეს არ იქ­ნე­ბა კარ­გად აღ­ქმუ­ლი და­სავ­ლე­თის თვალ­ში, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რაც ასე ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­დე­ბა მისი აღი­ა­რე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად.
რო­დე­საც და­ი­კა­ვებს პრე­ზი­დენ­ტის პოსტს, მის ირ­გვლივ შე­მოკ­რე­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი და­ი­წყე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვას, და­ი­წყებს იმ და­პი­რე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რა და­პი­რე­ბე­ბიც გას­ცა და რა­ზეც ძა­ლი­ან ღიად ილა­პა­რა­კა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან" - რომ მოხ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით" - აღ­ნიშ­ნავს ან­ჯა­ფა­რი­ძე.
ექ­სპერ­ტი თვლის, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში 700 ათა­სი ხმის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო, არც ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ინი­ცი­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო 200 ათა­სი ხმის მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.
საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი კან­დი­და­ტის და­მარ­ცხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექ­სპერ­ტე­ბი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას ელი­ან, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ამ­ჟა­მად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მუხ­ტი არ არ­სე­ბობს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ სცე­ნა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებს არ აყ­ვე­ბი­ან.
თუმ­ცა, რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა და ან­ჯა­ფა­რი­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­დეს, მოვ­ლე­ნე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის დღე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იმა­ზე, თუ რა დას­კვნას და­დე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი პრო­ცე­სის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
ambebi.ge

შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე ბასლეინების დახაზვა დაიწყო

სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა დაიწყო. ბასლეინები გზის ორივე მხარეს მოეწყობა.
თბილისის მერიამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ბასლეინების ორივე მიმართულებით დახაზვის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანიის,  „სისტრას“ რეკომენდაციით მიიღო, რომელიც თბილისის ახალ სამარშრუტო სქემაზე მუშაობს. რაც შეეხება რეაბილიტირებულ მონაკვეთს, მასზე საგზაო მოძრაობის ახალი სქემა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა ბრიტანული კომპანიის, „მოტ მაკდონალდსის“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა. 
თბილისის მერიის ცნობით, დასავლელი სპეციალისტების შეთავაზებით, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემების შედგენისას პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას მიენიჭა. 
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე სამოძრაო ზოლების გამოყოფამ კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე ავტომობილების პარკირების ადგილების 238-დან 170-მდე შემცირება გამოიწვია. ევროპელი ექსპერტების შეფასებით, სანაცვლოდ, თბილისის მერიას  შესაძლებლობა ექნება, შეუფერხებლად და კომფორტულად მოემსახუროს იმ 150 000 მგზავრს, რომელიც კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება.  
ბასლეინების დახაზვის შემდეგ, 21 ნოემბრიდან ჩვეულ მარშრუტებს უბრუნდებიან ავტობუსები N51 და N91, ასევე, მიკროავტობუსები 145 და 202. ისინი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნის“ მიმართულებით კვლავ კოსტავას ქუჩით იმოძრავებენ. შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა ბასლეინების დახაზვის სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება. 
imedinews.ge

თურქეთში ვიკინგების ხმალი იპოვეს

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში მდებარე ანტიკურ ქალაქ პატარაში არქეოლოგიური გათხრებისას ხმალი იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
აკდენიზის თანამედროვე არქოლოგიის უნივესიტეტის პროფესორი ფეიზულა შახინი მიიჩნევს, რომ ეს ხმალი ვიკინგებს ეკუთვნოდათ. კერძოდ ის იმ ვიკინგის საკუთრება იყო, რომელიც ბიზანტიურ არმიაში დაქირავებული მებრძოლი იყო.
მისივე თქმით, ეს ვიკინგების მეორე ხმალია, რომელიც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
imedinews.ge

ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შესაძლოა თაღლითობაში ბრალი მეორედ წარუდგინონ

ისრაელის პოლიცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდების წარდგენის რეკომენდაციით გამოდის. ინფორმაციას The Times of Israel-ავრცელებს
ისრაელის პოლიციის გამოძიების ცნობით, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი არიეჰ დერი ეჭვმიტანილია თაღლითობაში. ნდობის დარღვევაში, სასამართლო პროცედურის შეფერხებაში, ფულის გათეთრებასა და საგადასახადო სამართალდარღვევებში, რომელიც მილიონობით შეკელს მოიცავს.
ისრაელის მედია წერს, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. გამოძიების მასალები რამდენიმე დღეში პროკურატურას გადაეცემა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არიეჰ დერიმ, 1990-იან წლებში, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ქრთამის აღებისთვის 2000-2002 წლები ციხეში გაატარა. ის ამ პერიოდში ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო
imedinews.ge

მთავრობით უკმაყოფილო პოლიციამ პაპუა-ახალი გვინეას პარლამენტი შტურმით აიღო

პაპუა-ახალ გვინეაში პოლიციელებმა პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამართალდამცველების თქმით, „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში ჩატარებული ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოსთვის პოლიციელებსა და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, პაპუა-ახალი გვინეის მთავრობა სახელფასო დანამატს დაჰპირდა. თითოეულ პოლიციელს, საერთაშორისო სამიტზე უსაფრთხოების დაცვის სანაცვლოდ, 100 დოლარი უნდა მიეღო.
უკმაყოფილო პოლიციელები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და ავეჯი დაწვეს. პოლიციელები მთავრობას  კორუფციაშიც ადანაშაულებენ.
„აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი პაპუა-ახალ გვინეაში გასულ კვირას გაიმართა. ადგილობრივ პოლიციელებს უსაფრთხოების დაცვაში ავსტრალიელი და ახალზელანდიელი სამართალდამცველები ეხმარებოდნენ.
imedienews.ge

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი დასრულდა

ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმით „სანამ მამა დაბრუნდება“ დაიხურა. ფილმის შეფასების შემდეგ კი, გაიმართა კინოფორუმის შემაჯამებელი დისკუსია „ქართული კინო დღეს“.
სულ ფორუმის ფარგლებში დამსწრე აუდიტორამ 5 სრულმეტრაჟიანი და 12 მოკლემეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმი იხილა.
ქუთაისი რამდენიმე დღის მანძილზე კინომოყვარულთათვის ნამდილი ეპიცენტრი გახდა. ქალაქში თავი მოიყარეს ცნობილმა ქართველმა რეჟისორებმა, მსახიობებმა, პროდიუსერებმა, კინომცოდნეებმა და მედიის წარმომადგენლებმა. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ ის ქართული ფილმები, რომლებიც ახლახანს დასრულდა და ჯერ ფართო ეკრანებზე არ გამოსულაწელს ღონისძიება ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. კინოფორუმი 16 ნოემბერს გაიხსნა და 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
imedinews.ge

ტაქსის მძღოლს რომ არ დაენახა, მეორე დღეს მკვდარს ვიპოვიდით" - მიხეილ გიორგაძის მეგობარი ავარიის დეტალებს ჰყვება

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე ორი დღის წინ ავა­რი­ა­ში მოყ­ვა. ის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით ინ­გო­როყ­ვას სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. რა გახ­და ავა­რი­ის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მე­გო­ბარს, კახა კან­დე­ლაკს და­უ­კავ­შირ­და:
- ცოლ-შვი­ლი ლო­პო­ტა­ზე ჰყავ­და და ერთი დღით თვი­თო­ნაც ჩა­ვი­და. მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, პი­ჯა­კი თან არ ჰქონ­და და ამი­ტომ ღა­მის 11 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. თურ­მე გზა შე­ე­შა­ლა, რად­გან ბნე­ლო­და... სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უხ­ვია და ორ­მო­ებ­ში ჩა­ვარ­და... ეტყო­ბა, ჯერ თავი და­არ­ტყა და გა­ი­თი­შა, შემ­დეგ ბა­ლი­შე­ბი გა­იხ­სნა და ამან ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრია. რო­გორც ჩანს, რო­დე­საც გა­ი­თი­შა მან­ქა­ნა­ში აქეთ იქეთ ეხეთ­ქე­ბო­და და ამ დროს მი­ი­ღო ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. მთა­ვა­რია ხერ­ხე­მა­ლი და ტვი­ნი არ აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ფილ­ტვი აქვს შე­კუმ­შუ­ლი, ახლა მთა­ვა­რია სწო­რედ ფილ­ტვის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, არ სვამს და იმე­დი გვაქვს, რომ ეს გა­და­არ­ჩენს. კრი­ტი­კუ­ლი 48 სა­ა­თი სა­ღა­მოს გა­დის.
- ნას­ვა­მი იყო თუ გა­დაღ­ლი­ლი?
- სა­ერ­თოდ არ სვამს, და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც კი. ბავ­შვო­ბი­დან ასეა, გა­დაღ­ლი­ლიც არ ყო­ფი­ლა, შუ­ა­დღით თურ­მე და­ი­ძი­ნა კი­დეც. უბ­რა­ლოდ იმ გზა­ზე რომ მოხ­ვდა, ამი­ტომ და­შავ­და. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ მან­ქა­ნის მი­ნაც კი არ არის ჩამ­ტვრე­უ­ლი, ხე­ე­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბია. უკან ტაქ­სის მძღო­ლი მო­დი­ო­და და იმას და­უ­ნა­ხია, რომ იმ გზა­ზე შე­ვარ­და და მა­გან გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, თორე მე­ო­რე დღეს მკვდარს ვი­პო­ვი­დით.
- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?
- მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა, რად­გან ფილ­ტვი აქვს შე­კუმ­შუ­ლი, დიდი დატ­ვირ­თვა რომ არ ჰქონ­დეს, ამის გამო ჰყავთ გა­თი­შუ­ლი. გუ­ლის კუნ­თე­ბი ამუ­შავ­და, წნე­ვაც და­უ­რე­გუ­ლირ­და და ახლა მტა­ვა­რია ეს კრი­ტი­კუ­ლი სა­ა­თე­ბი უნდა გა­და­ლა­ხოს აუ­ცი­ლებ­ლად.
ambebi.ge

დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დიდი ტაიმ-აუ­ტის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლოა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი ლი­დე­რი ირაკ­ლი ალა­სა­ნია დაბ­რუნ­დეს. სა­უ­ბა­რია ე.წ მე­სა­მე პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში მის გა­მო­ჩე­ნა­ზე. გია ხუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათი "კარი" ალა­სა­ნი­ას­თვის ღიაა.
თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კის ძველ­მა სა­ხე­ებ­მა რიგ-რი­გო­ბით გა­მო­ა­ცხა­დებს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კას "უძღე­ბი შვი­ლი" და­უბ­რუნ­დეს.
პო­ლი­ტი­კა­ში შე­საძ­ლო დაბ­რუ­ნე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე გა­ა­კე­თეს ალა­სა­ნი­ას ყო­ფილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა - ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, ბრუნ­დე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყო­ფილ პო­ლი­ტი­კურ თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე მი­ი­ღო.
მას შემ­დეგ რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ძველ გვარ­დი­ას" უხმო, პო­ლი­ტი­კი­დან წა­სულ­მა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის ქვეყ­ნის და­სახ­მა­რებ­ლად.
რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, სა­უ­ბა­რია ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრში მის ხილ­ვა­ზე, რომ­ლის შექ­მნა­საც პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი აპი­რებს. თუმ­ცა, კუ­ლუ­ა­რებ­ში ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ალა­სა­ნია შე­საძ­ლოა არა ხუ­ხაშ­ვილ­თან, არა­მედ პუბ­ლი­ცისტ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ ახალ პარ­ტი­ა­ში - "კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი" ვი­ხი­ლოთ.ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად AMBEBI.GE ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია ვა­შინგტონ­ში, ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს.დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის. პო­ლი­ტი­კას­თან დღეს შე­ხე­ბა არ მაქვს, არც სურ­ვი­ლი, რად­გან სხვა საქ­მით დავ­კავ­დი. მო­მა­ვალ­ში თუ რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბა, მზად ვარ" - უთხრა AMBEBI.GE-ს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.
ალა­სა­ნი­ას­თან არ უსაბ­რია გია ხუ­ხაშ­ვილს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფილ ლი­დერს პო­ლი­ტი­კის­თვის სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.
"მე არ ვქმნი გუნდს, უბ­რა­ლოდ პრო­ცესს შე­ვუ­წყობ ხელს. ირაკ­ლი ალა­სა­ნია დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს, ამი­ტომ არ ვიცი სა­ი­დან მო­დის ეს სა­უ­ბა­რი. პო­ლი­ტი­კა­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბა-არ დაბ­რუ­ნე­ბა არის მისი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია. მას აქვს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია, მაგ­რამ ეს ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის" - გვი­თხრა გია ხუ­ხაშ­ვილ­მაა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხუ­ხაშ­ვილ­თან ერ­თად ე.წ მე­სა­მე ცენ­ტრში ერთ-ერთ ლი­დე­რად მო­ი­აზ­რე­ბა თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი. ის ამ­ბობს, რომ ისურ­ვებ­და პო­ლი­ტი­კა­ში ალა­სა­ნი­ას ხილ­ვას.
"არ მი­სა­უბ­რია მას­თან, თქვენ­გან მეს­მის პირ­ვე­ლად. ირაკ­ლი ალა­სა­ნია წე­სი­ე­რი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­სურ­ვებ­დი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში იყოს. მაგ­რამ მას­თან ამ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რა არ მქო­ნია ამი­ტომ ვე­რა­ფერს გე­ტყვით. ბო­ლოს 3-4 თვის წინ ვნა­ხე, რა­ღაც წვე­უ­ლე­ბა­ზე. მას მერე აღარ მი­ნა­ხავს, თუ თბი­ლის­ში იქ­ნე­ბა შევხდე­ბი რა­ტო­მაც არა. კარ­გი კა­ცია ნამ­დვი­ლად!" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ელი­საშ­ვილ­მა.
ambebi.ge

კანადაში საავადმყოფოში მიყვანილმა პატიმარმა ერთი პირი დაჭრა


კანადაში, ქალაქ კინგსტონის საავადმყოფოში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. კანადური მედიის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ მიყვანილმა მსჯავრდებულმა თანმხლებ ოფიცერს იარაღი გამოსტაცა და ორჯერ გაისროლა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცველებმა დამნაშავისთვის იარაღის წართმევა შეძლეს.
დაჭრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
imedinews.ge

შშმ ბავშვების მშობლები მთავრობას საარსებო მინიმუმის ოდენობით დახმარების დანიშვნას სთხოვენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოს მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ისინი საარსებო მინიმუმის ოდენობის ფულადი დახმარების დანიშვნას ითხოვენ. 
"შშმ პირთა ეს სპეციფიური ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს საქართველოში, რადგან ეს ბავშვები სრულიად დამოკიდებულნი არიან მშობლებზე (ძირითადად დედებზე) კვების, გადაადგილების, ტუალეტის, კომუნიკაციისა და სხვა ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დროს.
შესაბამისად, დედები შვილის მუდმივი მზრუნველობის საჭიროების გამო, უმრავლეს შემთხვევაში იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ მუდმივ სიღარიბეში და შშმ შვილის პენსია - 180 ლარი - მოვახმაროთ, როგორც შვილის ძვირადღირებულ აუცილებელ საჭიროებებს, ისე საკუთარ თავს. ჩვენთვის დასაქმებაზე ფიქრიც კი ზედმეტია, რადგან დღის ცენტრებში და სკოლებში ბავშვის დატოვებაც გარკვეული დროით შეგვიძლია, რამდენიმე საათით სამსახურის მოძიება კი ურთულესი ამოცანაა. დასაქმების შემთხვევაში კი ანაზღაურება იმდენად მცირეა რომ შშმ ბავშვის მომვლელის დაქირავებასაც კი არ ჰყოფნის, რომ არაფერი ვთქვათ სხვა საჭიროებებზე.
ეს მძიმე ტვირთი მზრუნველების ზურგზე გადადის, იდება უდიდესი შრომა და რესურსი დედების მხრიდან, რასაც ეწირება ჩვენი ჯანმრთელობა. შშმ შვილის მოვლა, რომელსაც 24-საათიანი მეთვალყურეობა ესაჭიროება, მშობლებისაგან ყოველდღიურად მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას, გამძლეობას, თუნდაც იმ სიმძიმეების აწევის მხრივ, რაც ახლავს ბავშვის გადაადგილებას. წლებთან ერთად შშმ ბავშვთა მზრუნველებს გვიუარესდება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობაც, ქვეითდება ჩვენი უნარები, ვბერდებით. ამას სდევს თანდათანობით უფრო და უფრო გაღარიბება. 
საქართველოში მცხოვრები 30 000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მზრუნველთა სახელით, რომლებისთვისაც არათუ თქვენამდე მოღწევა, ზოგადად სახლიდან გამოსვლაც კი არ შეუძლიათ შშმ პირის/ბავშვის ზრუნვის აუცილებლობის გამო. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ ხედვა ამ პრობლემების გადასაჭრელად, რაც მოიცავს მძიმე და ღრმა გონებრივი ჩამორჩენის და/ან მრავლობითი დარღვევები მქონე პირების სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას. კერძოდ:
1. ყველა ის პირი (მშობელი, მეურვე, მხარდამჭერი), რომელიც ზრუნავს სხვა მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე შშმ ბავშვზე და/ან სრულწლოვან პირზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი აქვს და ასევე საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ იქნას, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფი. რაც შესაბამისი ხელშეწყობის მხარდაჭერით აისახება შშმ პირის სოციალურ პაკეტში;
2. აღნიშნული ჯგუფის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მასზე დამოკიდებული შშმ ბავშვის/პირის გამო უმუშევარნი არიან, დაენიშნოთ ფულადი დახმარება, ე.წ. ,,მზრუნველის დახმარება“, საარსებო მინიმუმის ოდენობით. 
3. იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მეურვე/მზრუნველი დასაქმებულია, განთავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ოჯახის წლიური შემოსავალი არ აღემატება 17000 ლარს.
გთხოვთ, დაგვეხმაროთ შევქმნათ ისეთი სოციალური დაცვის სისტემა და შესაბამისი სერვისები, რომ ოჯახებს სადაც მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება ქველმოქმედების ობიექტებად არ დარჩნენ. ეს ცვლილებები ჩვენს ოჯახებს ტვირთს შეუმსუბუქებს და დაიცავს, როგორც შშმ ბავშვებს/პირებს, ისე მზრუნველ ოჯახის წევრებს, და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ეს ერთგვარი პრევენციაა, რომ წლების შემდეგ შშმ პირები არ აღმოჩდნენ ინსტიტუციებში ან თავშესაფრებში. 2 თვის წინ ამავე მოთხოვნებით, მთავრობის კანცელარიაში შემოტანილ წერილს თან დავურთეთ პეტიცია 5000-მდე მოქალაქის ხელმოწერით.
გთხოვთ, ამ თემაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდების მიზნით შეგვხვდეთ რამდენიმე მშობელს", - წერია შშმ ბავშვთა მშობლების მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში.
მენტალური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების ოჯახის წევრებმა და უფლებდამცველებმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ღია წერილით ნოემბრის დასაწყისში მიმართეს. მაშინდელ წერილში ეწერა ო, ადამიანებზე, რომლებიც დღემდე სახელმწიფო მიერ დაფინანსებულ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობენ. ასეთი სულ 730 ადამიანია. 
ნოემბერშივე ცნობილი გახდა, რომ შშმ პირებისთვის სოციალური პაკეტის 20 ლარით გაზრდაა დაგეგმილი.
imedinews.ge

ქართველ ებრაელთა სათვისტომო სააკაშვილის ანტისემიტურ განცხადებას გმობს

ქართველ ებრაელთა სათვისტომო მიხეილ სააკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" ისრაელელი პიარკონსულტანტის მოშე კლუგჰაფტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სათვისტომო სააკაშვილის ამ განცხადებას ანტისემიტურს და დისკრიმინაციულს უწოდებს და გმობს მას.
"ჩვენ, ქართველი ებრაელები, აღშფოთებულები ვართ და ვგმობთ მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ და დისკრიმინაციულ განცხადებას მოშე გლუკჰაფტის მიმართ.
სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის.
ქართველ და ებრაელ ერს შორის არსებობს 26 საუკუნოვანი სამაგალითო და-ძმობა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ამას ვერაფერი დააზიანებს, მითუმეტეს ვიღაცის კერძო, არაკორექტული გამოხტომები.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ებრაელების მიმართ სიძულვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული.
სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება დაგმობს და გაემიჯნება სააკაშვილის განცხადებებს და ყველას კიდევ ერთხელ დაანახებს ორ ერს შორის მეგობრობის ღირსეულ მაგალითს", - წერია ქართველ ებრაელთა სათვისტომოს განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" პიარსპეციალისტ მოშე კლუგჰაფტს „ებრაელი აფერისტი“ უწოდა. 
"აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 
სააკაშვილის ეს განცხადება 19 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც დაგმო. 
imedinews.ge

Thursday, November 15, 2018

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო.
სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს.
„2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა,“ – იხსენებს დავითი.შემთხვევის დროს გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილ გემ  M.T. SEAPOWER-ის ბორტზე 16 მეზღვაური იყო – 14 საქართველოს, 1 უკრაინის და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. წელს ამ ნომინაციაზე M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟი მალტის მთავრობამ წარადგინა, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვ, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.
დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.
batumelebi.net.gazeti.ge

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ის­ში ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ძო­წე­ნი­ძემ 14 ნო­ემ­ბერს "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქუ­თა­ის­ში, მღვდლის ანა­ფო­რა­ში ჩაც­მუ­ლი პირი ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბას შე­ე­ცა­და. პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ორა­სამ­დე გა­ზი­ა­რე­ბა და ამ­დე­ნი­ვე კო­მენ­ტა­რი, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ შე­შინ­დნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო.
ძო­წე­ნი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის დე­და­ზე დაყ­რდნო­ბით წერს და რომ შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მოხ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.შემ­თხვე­ვა ოთხი დღის წინ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გრანდ მოლ­ში მოხ­და". მღვდლის ფორ­მა ეცვა და თავ­სა­ბუ­რა­ვი ეკე­თაო. თით­ქოს უნ­დო­და უცხო­ე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა, მაგ­რამ დედა რომ და­ე­დევ­ნა, ჩა­მო­ვარ­დნია თავ­სა­ბუ­რა­ვი და ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ყო­ფი­ლა. დე­დამ მი­მარ­თა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და და­ი­წყო შეს­წავ­ლა. აღარ სა­უბ­რო­ბენ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე, რად­გან ეში­ნი­ათ მათ­ზე თვალ­თვა­ლი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს" - აცხა­დებს ის.
თუმ­ცა, ძო­წე­ნი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს მას შემ­დეგ, რაც დე­დამ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, ად­გილ­ზე მისი თან­დას­წრე­ბით მოხ­და ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლა. ჩა­ნა­წე­რებ­ში კი მღვდლის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი არ­სად ჩან­და. კად­რებ­ში და­ი­ნა­ხეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დე­დამ და­ზუს­ტე­ბით ვერ ამო­იც­ნო, იყო თუ არა მის მიერ აღ­წე­რი­ლი "გამ­ტა­ცე­ბე­ლი" და მო­ხუ­ცი ქალი ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა და ეჭ­ვიც გა­მოთ­ქვა, რომ, შე­საძ­ლოა, "რა­ღაც არას­წო­რად გა­ი­გო".
"ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ცი­ამ, მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­ა­მოწ­მა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვს იტა­ცებ­და. შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, არ და­დას­ტურ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ.
გარ­და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბი­სა, პო­ლი­ცი­ა­ში იმე­რეთ­ში ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის ან ადევ­ნე­ბის არც ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.
ambebi.ge

მილანის მეტროში 14 ადამიანი დაშავდა

მილანის მეტროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებRai News-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელმა ერთ-ერთ სადგურზე მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
imedinews.ge

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს



აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანენ და მათ დროებითი საცხოვრებლით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. 
„სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი. მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა მოახდენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს. 
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
imedinews.ge

ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია - მომხდარზე საუბრისას დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა:
„ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი", - განაცხადა კახა კალაძე
newsposts.ge

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა.

კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში გაიმართა იმ მეცნიერების მონაწილეობით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიასთან ერთად, განიხილეს თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები.
“ქართული ღვინის ფორუმს“ ორგანიზება გაუწია ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა „საფერავის ფესტივალი“ და ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის. 
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.
ნოდარ კერესელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის.
„ამ სამი დღის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ქართული ღვინო და ღვინის კულტურა წარგვედგინა ღვინის პროფესიონალების და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ თვალსაზრისით აშშ არის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ბაზარი“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
imedinews.ge

პერუს ციხეში ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა

პერუში პატიმრებმა ბუნტის დროს ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის პენიტენციური სამსახური Twitter-ზე წერს.შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტაკნაში ჩალიაპალკას ციხეში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება პატიმრებს შორის დაიწყო. შედეგად 1 მათგანი დაიღუპა, კიდევ 1 კი დაშავდა.
მოგვიანებით მსჯავრდებულებმა დაცვის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ამ დროისთვის სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს
imedinews.ge

Wednesday, November 14, 2018

სინგაპურის სამიტზე პუტინი მეტალის დეტექტორში გაატარეს

სინგაპურში სამიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეტალის დეტექტორში გაატარეს, როდესაც ის შენობაში შედიოდა. კორესპონდეტმა ანდრეი კოლესნიკვმა თქვა, რომ პუტინს დეტექტორში გასვლა არ უნდოდა, თუმცა ის „აკურატულად გააჩოჩეს“. აღსანიშნავია, რომ მეტალის დეტექტორის ჩარჩომ პუტინის გავლის შემდეგ ბგერა გამოსცა, თუმცა რუსეთის ლიდერი აღარ შეამოწმეს.

ზუგდიდში კაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსების თქმით, კაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.
imedinews.ge

ესპანეთში სამოქალაქო ომისას მოკლულთა საერთო საფლავებს იკვლევენ

ესპანეთში, პატერნას მუნიციპალიტეტში არქეოლოგები სწავლობენ საერთო საფლავებს, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომისას მოკლული ადამიანების ცხედრებია დამარხული. ამის შესახებ Aljazeera წერს. 
ესპანეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიკაციის შემდეგ მათ კვლავ დაკრძალავენ. 
ესპანეთის სამოქალაქო ომი 1936 წლიდან 1939 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმმა 110 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათგან 2 ათასზე მეტი ადამიანის ცხედარი პატერნაში, საერთო საფლავებშია დამარხული. 
imedinews.ge

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებები. ანგარიშს კენჭი სულ რამდენიმე წუთის წინ უყარეს. 
თუმცა სანამ პროცედურა დაიწყებოდა რუმინელი პოლიტიკოსი ვიქტორ ბოშტი-ნარუ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს საპრეზიდეტნო არჩევნებს და გაიმეორა, რომ საბჭოთა დიპლოამტისთვის მანდატის გადაცემა პრობლემური იქნება.
ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი 9 ოქტომბერს დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
imedinews.ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს. მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო
„დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზის სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზის სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო".-განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა. 
ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი არასწორ პოლიტიკას აწარმოებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასის"და სხვა ღაზის სექტორის დაჯგუფებების  წინადადებას დასთანხმდა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას "ჰამასი" მიესალმა და ღაზის სექტორის გამარჯვება უწოდა. 
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბრის ღამეს ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა
imedinews.ge

თბილისის მერიის შენობა, სავარაუდოდ, გაიყიდება - სად გადავა მერის ადმინისტრაცია

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის შე­ნო­ბას საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ ამ­ზა­დე­ბენ. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ამ დრო­ის­თვის გა­ნი­ხი­ლე­ბა ოთხი სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მე­რია შე­საძ­ლოა, გა­და­ვი­დეს.
ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლის შეს­წავ­ლაც მე­რი­ას უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს.
„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რი­ის გან­თავ­სე­ბის­თვის ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ე.წ. მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა.
არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის მე­რია ამ­ჟა­მა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­როს გან­თავ­სე­ბაა და­გეგ­მი­ლი.
ambebi.ge