Sunday, April 30, 2017

ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში, საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალბატონს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებილი თავის ტრავმებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განაცხადეს, ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ipn.ge

ზესტაფონის ქ. #19ა-ში მდებარე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის ქ. #19ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ განუცხადა, ევაკუაციის მიზეზი კორპუსში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოებია. 
”დღეს კეთილმოწყობის სამსახურმა დაიწყო კორპუსის გამაგრების სამუშაოები, რის შემდეგაც საჭირო გახდა, რომ მოქალაქეების ევაკუაცია მომხდარიყო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. 
სპეციალური აპარატურით სამუშოებმა გამოიწვია გარკვეული ნგრევები. გამგეობის თანამშრომლები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მიმდინარეობს მოსახლეობის აღწერა. ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს”, - განაცხადა გამგებელმა. 
მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ იქნება ცნობილი, თუ რა დროში მოხდება კორპუსის სრული გამაგრება. 
ipn.ge

მასწავლებლის სახლში საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში  საგრანტო კონკურსში  გამარჯვებულმა „ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ“,  „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა“, „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ“ და „ასოციაცია-ბიომ“ მათ მიერ განხორციელებული კვლევების პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრას ცენტრის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული საგნობრივი ასოციაციები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საგნობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტის და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შედარებითი ანალიზი და შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომლის გათვალისწინებითაც განახლდება მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.

2016 წელს ნომბრის თვეში პირველად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გამოცხადდა საგრანტო კონკურსი „მასწავლებელთა საგნობრივი გაერთიანებების ჩართულობა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში“. პროექტის მიზანი იყო პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი ასოციაციების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს გარე ფაქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.

ცენტრი სამომავლოდ არაერთ ღონისძიებას გეგმებას საგნობრივი ასოციაციების თუ სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლების ჩართულობის გაზრდისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის გასამრავალფეროვნებლად.
edu.aris.ge

შენი კარიერული მეგზური

ვებგვერდი შექმნილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ მხარეზე პასუხისმგებელია ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი (PMC).

„მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოში პირველად შეიქმნა  ვებგვერდი პროფორიენტაციის საკითხებზე და მომზადდა კარიერული კონსულტაციის პირველი სახელმძღვანელო, გზამკვლევი ,,აირჩიე პროფესია“ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია, ან სურს მისი შეცვლა.

ვებგვერდი www.myprofession.gov.ge ახალგაზრდებს დაეხმარება მათი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად, აირჩიონ მომავალი პროფესია. ამ ვებგვერდისთვის სპეციალურად ადაპტირდა კარიერული კონსულტაციის სფეროში კლასიკად მიჩნეული „ჰოლანდის თვითსაკვლევი კითხვარი“, პროფესიული გადაწყვეტილების მიღების კითხვარი“ (ოსიპოვი) და შეიქმნა პიროვნების საკვლევი კითხვარი კარიერული კონსულტაციისათვის და  ,. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვებგვერდზე განთავსებული ტესტების შევსება, შედეგების ხილვა და მასზე დაყრდნობი გადაწყვეტილების მიღება.

სახელმძღვანელო ,,აირჩიე პროფესია“ ასწავლის ახალგაზრდებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების გაცნობიერებასა და მათზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებას. წიგნი დაგეხმარებათ აირჩიოთ პროფესია, რომელიც თქვენი პოტენციალის სრულად რეალიზების საშუალებას მოგცემთ.

 ვიდეო


WWW.MYPROFESSION.GOV.GE
შენი კარიერული მეგზური

ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!

წლების წინ, ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნას საფუძვლად დაედო 1991 წლის პირველი საგაზაფხულო გაწვევა. იმავე წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის შექმნის პროცესიც დაიწყო,- თავდაცვის სამინისტროს საბოლოოდ ჩამოყალიბებას ხელი ე.წ. თბილისი ომმა შეუშალა... 1992 წლის ზამთარში, უწყების ჩამოყალიბების პროცესი განახლდა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ჩამოყალიბებას არ მოჰყოლია ისეთი ენთუზიაზმი, როგორც თავდაცვის სამინისტროსა და მის შიდა სტრუქტურებსა ერგოთ. როდესაც ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოს სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა მიეცათ, გამწვევ პუნქტს ათასობით ადამიანი მიაწყდა...



გზა სამხედრო დოქტრინიდან დასავლურ მოდელამდე

ირაკლი ძნელაძე, "ჯეი 3" უფროსი: - საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, იქმნებოდა შეიარაღებული ძალები, თავიდან ეროვნული გვარდია იყო, რომელიც არაფორმალურადაც ითვლებოდა, რადგან საბჭოთა კავშირი ბოლომდე არ იყო დაშლილი... ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ წევრიანდებოდნენ იქ ახალგაზრდები, რომლებიც მართლაც სამშობლოს სიყვარულით იყვნენ გულანთებულნი. მაშინ ტერიტორიული მთლიანობა ეჭვის ქვეშ არც იდგა, თუმცა, იყო ლოკალური კონფლიქტები... დამოუკიდებელი საქართველოს პირველი აღლუმი ეს დაუვიწყარი განცდა იყო. არადა, ძირითადად, გაუმართავი იარაღი და არასტრუქტურირებული ფორმირებები გვქონდა. მეთაურობასა და ხელმძღბანელობას პროფესიული განათლება და გამოცდილება აკლდათ, მაგრამ ძალიან დიდი პატრიოტიზმი და მოტივაცია ჰქონდათ... ასეთი იყო, ჯარის მშენებლობის საწყის, მაგრამ შემდეგ დაიწყო შიდა კონფლიქტები და ჩამოყალიბების პროცესში მყოფს ძალებს ორგანიზებულ საომარ მოქმედებებში ჩართვა მოუხდათ... მაშინ მიზერული ძალებით შეუძლებელი შევძელით, - ჯერ ქვედანაყოფებად დაკომპლექტდა, შემდეგ კი, სტრუქტურულად გაშლა...

ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად, ახალციხისა და ქუთაისის ბაზაზე არსებული შეიარაღება და ტექნიკა გადმოგვეცა. მართალია, მოძველებული იყო, მაგრამ მაინც... 1992 წელს შეძლებისგვარად სტრუქტურიზებული ჯარი, თუმცა საბჭოთა მოდერნის სახით ჩამოყალიბდა. შეიქმნა, სახმელეთო, საზღვაო და ავიაციის სარდლობა. ასევე, კორპუსები, მათ დაქვემდებარებაში ბრიგადები და შესაბამისად, ამუშავდა შტაბები. ცუდი ის იყო, რომ არმიას მშენებლობა და ბრძოლა ერთდროულად უწევდა, რაც განვითარებასა და სწორი მიმართულების წასვლას ხელს უშლიდა. მთელი რესურსი და ენერგია საბრძოლო მოქმედებებს მიჰქონდათ... ანუ ჯარი დაიბადა ბრძოლებში. 2000-იანი წლების დასაწყისში სხვა რელსებზე გადავედით, - ანუ თუ მანამდე საბჭოთა მოდელით, რუსული საბრძოლო დოქტრინებითა და წესდებით ვხელმძღვანელობდით, ამის შემდეგ, თანდათან დასავლურ მოდელისკენ ავიღეთ გეზი.

შემდეგ, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში ამერიკასთან დაიდო ხელშეკრულება, ამუშავდა სპეციალური, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ქართული ქვედანაყოფები ბატალიონებად დაიყო... თუ რამდენად განსხვავებული იყო იმ დროს შეიარაღებულ ძალებში არსებული სხვა ბატალიონებისგან ის პირველი ბატალიონი, რომელმაც ეს პროგრამა დასავლური სტანდარტით გაირია, დაკომპლექტდა და მოემზადა. ეს იყო სრულიად სხვა დონეზე მომზადებული საბრძოლო მზადყოფნის ქვედანაყოფი, რომელიც შემდეგ, მაგალითი იყო სხვა ბატალიონებისთვის... ამას მოჰყვა წვრთნისა და შენარჩუნების პროგრამები, რის შემდეგაც, სხვა ქვედანაყოფები ისე მოემზადნენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად და კოალიციური ჯარების შემადგენრლობაში მივიღეთ მონაწილეობა...

პირველი იყო კოსოვოს, შემდეგ კი, ერაყის სამშვიდობო მისია...

ამ მისიებიდან დაბრუნების შემდეგ, მიდგომები აშაკრად შეიცვალა, თავად ჯარისკაცებმა გადააფარეს ყველაფერი, თუ მანამდე მაინც მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ, ამის შემდეგ, ნახეს თუ როგორ არის მომზადებული ამერიკელი ჯარისკაცი, როგორ ატარებს ფორმას, როგორ უჭირავს იარაღი,... ეს ჩვენი ბიჭებისთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ჯარში კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი შინაგანი, ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა.

შემდეგ, 2008 წელს, უკვე, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აშკარად ჩაერთო ბრძოლებში და მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რაც მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის კი არა, ქვეყნის განვითარებისთვის იყო ზიანის მომტანი. ამის შემდეგ, ხელახლა დაიწყო შეიარაღებულო ძალების გადაჯგუფება და მშენებლობა.

უცხოელი პარტნიორების შეფასებები

არ არსებობს არც ერთი საერთაშორიოს დონის შეხვედრა, სადაც ქართველი ჯარისაკცების მონდომებასა და თავდადებაზე არ ისაუბრონ. ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე, აშშ-ს ახლადდანიშნეულმ თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა, აღნიშნა, - "ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ერთგულება პარტნიორების მიმართ ბრძოლის ველზე, სანდოობა და და მეგობრობა". იმ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების ყველა მინისტრი იჯდა...

ზვიად ჩადუნელი, ვიცე-პოლკოვნიკი: - როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული არმია იქმნებოდა, მაშინვე წავედი. 1991 წლის თებერვალი იყო. ჩემს უბნელებთან, მეგობრებთან ერთად ვიყავი. ძალიან კარგად შეგვხვდნენ, ყოჩაღ ბიჭებოო! ამან მოტივაცია შეგვძინა... სამედიცინო კონტროლს რომ გავდიოდით, გვითხრეს, რომ 1,75 მეტრზე მაღალ ბიჭებს არჩევნდნენ. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ცოტა დაბალი იყო და შეეხვეწა, ამიყვანეთო, მართლაც ძალიან კარგი ფიზიკური აგებულება ჰქონდა. საცდელი ვადით, ერთი კვირით დაგტოვებთო, უთხრეს, მართლაც დატოვეს, მაგრამ მერე მაინც არ აიყვანეს.. ლამის იტირა ისე დაწყდა გული... ფორმებიც დაგვირიგეს, მაგრამ ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო. გალიფეს შარვლები იყო, აი ისეთი, ჩვენს ბაბუა-პაპებს რომ ეს ეცვათ საბჭოთა ჯარში. ჩექმებიც დაგვირიგეს და ე.წ. პარტიანკებიც, რომლის ფეხზე შემოხვევაში დახმარება მამაჩემს ვთხოვე... 

გლდანში, მილიციის სკოლასთან ვიყავით შეკრებილები წვევამდელები და იქიდან სახლში ტაქსით წამოვედი. მძღოლმა მკითხა, - რა გაცვიაო. ეგონა, საბჭოთა ჯარიდან ვიყავი ჩამოსული - საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალები იქმნება და ჩავეწერე, იქიდან მოვდივარ-მეთქი... ძალიან გაუხარდა, - თქვენ გენაცვალეთო... ლამის იტირა, მე რუსეთში მომიწია მსახურებამო... მგზავრობის თანხა არ გამომართვა... ერთი სიტყვით, რამდენიმე თვის შემდეგ, "მეტრომშენის" დასახლებაში გადავედით, სადაც როგორც მახსოვს კადეტთა სკოლა იყო. მერე სხვა ახალწვეულებიც მოიყვანეს და მეცადინეობებიც დაიწყო, - სერჟანტები უნდა გავმხდარიყავით. იარაღები დაგვირიგეს და მასთან ურთიერთობსაც გვასწავლიდნენ. მწყობრით სიარული, მწობრიდან გამოსვლა და მეთაურთან მისვლა, კროსით სირბილი, მხედრული სალამის აღება, ფიზიკური მომზადებები, ათეულში მოქმედებები, ასეთი ტიპის პირველი ნაბიჯები იქ გავიარეთ. 

- "შავნაბადას" ბატალიონში როგორ მოხვდით?
- ცოტა ხნის შემდეგ, ჩამოყალიბდა ბატალიონები და ერთ-ერთი იყო "შავნაბადა". ჯერ შავბანადას მონასტერთან ვიყავით. თუ არ ვცდები, იქ ადრე კომკავშირის პიონერთა ბანაკი იყო... იქიდან კი, ძალიან მალე ფოთში გადავედით, სადაც ჯარისკაცის ინდივიდუალურ მომზადებასაც ვაძლიერებდით... მოტივაცია ძალიან მაღალი იყო. მეთაურობა ხომ გვასწავლიდა და რაღაცეებს თავადაც ვახერხებდით, - სამხედრო სამეცნიერო წიგნებს ვეძებდით და ვკითხულობდით. იმ დროს უკვე სერჟანტი ვიყავი და ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ათეული ჩამაბარეს. მწყობრში სირბილი და სინქრონში მოქმედება, ახალი იყო ჩვენთვის და ყველა ვცდილობდით, სწრაფად აგვეთვისებინა... თანდათან მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს. რა თქმა უნდა, ყველანაირი იარაღი რუსული იყო... ვსწავლობდით ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას. ანუ არეალი ფართოვდებოდა... შემდეგ მოგვიწია ცხინვალის ომი, - მცირე, ლოკალური ომები გვქონდა იმათაც და ჩვენც. პირველი დენთის სუნი იქ ვიგრძენით. 

ერთი ამბავი მახსენდება, - ჩვენთან ახლოს ბიბლიოთეკის შენობა იყო. ეს ის პერიოდი, რომ გიყვებოდით, თავადაც ვცდილობდით სამხედრო ლიტერატორის მოძიებას მეთქი, ჩემმა მეგობარმა ლევან ბერიამ, იმ ბიბლიოთეკიდან სამხედრო წიგნები წამოიღო... ის კონფლიქტი მასშტაბური არ ყოფილა და შეცდომებს გვპატიობდა... ასევე, ჩვენ ინფორმირებული ვიყავით, ანუ ვიცოდით, რომ მცირე ომებიდან უცებ მასობრივ ომებში არ გადაიზრდებოდა. ჩვენს ზურგში, საჰაერო სადესანტო ნაწილები არ აღმოჩნდებოდნენ... შეიძლება ითქვას, რომ როგორც სამხედროები ვიზრდებოდით და ყოველდღე რაღაცას ვსწავლობდით, თუმცა, ლიდერის ცნება საერთოდ არ არსებობდა, მხოლოდ მეთაური იყო. თუ პრობლემებსა და სამხედრო სპეციალობებზე ვისაუბრებთ, პრობლემა ყველგან იყო. სამხედრომ არ იცოდა, დაჭრილისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება როგორ უნდა აღმოეჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი ამის გამო დაგვეღუპა. ელემენტარულად, სისხლდენა ვერ შევუჩერეთ... რაც შეეხება, შეცდომებს, ყველა რგოლში იყო პრობლემა, - თუმცა ამას უფრო ფართო განხილვა სჭირდება...

2000-იანი წლების დასაწყისში, უკვე გვესმოდა, "ევროპა" და "ნატო"... გვინდოდა წვრთნებში მიგვეღო მონაწილეობა და ისინი ჩამოსულიყვნენ. თანდათან, ინგლისური ენაც შემოვიდა და შეიარაღებულ ძალებში, იქაური ოფიცრებიც ვიხილეთ... ახლაც მახსოვს, 90-იანი წლებში ერთმა ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ლაჟვარდი ბოლქვაძემ გვითხრა, - თქვენ ახლა 18-19 წლის ბიჭები ხართ და ბევრი თქვენგანი დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში გააგრძელებს სწავლას და საქართველოს თავდაცვას ევროპული განათლებით დაუბრუნდება, მაშინ კი ყველაფერი კარგად იქნებაო... მას სხვებმა დასცინეს, - ოცნებობ და ამ პატარა ბიჭებსაც ატყუებო... 

26 წელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მშენებლობისთვის, არც ისე დიდი დროა, თუმცა, ცოტაც არ არის. რაღაცები უკეთესად შეიძლებოდა, ყველა სფეროს პროფესიონალი ხელი სჭირდება, რაც გვაკლია და ეს ყოველდღიურად იგრძნობა...

ოფიცერი, თავის მოვალეობას ასრულებს, აქვს განათლება და სამხედრო გამოცდილება, მაგრამ სჭირდება, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და სხვა საშუალებები, რათა მის მიერ დაგეგმილი ამოცანა წარმატებით შეასრულოს, რაც უკან გვხევს. ნატოს სტანდარტებზე გადასვლა, მოიცავს სრულ სპექტრს, - სერჟანტისა და ჯარისკაცის მომზადება, მისი წვრთნა, აღჭურვა, მოვლა, სავარჯიშო კომპლექსებისა და ზოგადად, ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა... მხოლოდ ოფიცრების მომზადება არ ნიშნავს, რომ ნატოს სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. თუმცა, ფაქტია, რომ თანდათან წინ მივდივართ... 

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE



იაპონელებმა ფეხზე შემოსაკრავი სპორტული ფეხსაცმლი გამოიგონეს

სპორტული ფეხსაცმლის არჩევისას, მთავარი კრიტერიუმი მისი კომფორტულობაა. იაპონური ტრადიუცია ფუროშიკი (სხეულზე ტანსაცმლის შემოხვევა) დიზაინერის მასაია ჰასიმოტოს ინსპირაცია გახდა. მომხმარებელს ახალი ფეხსაცმლის კომფორტულობის განსაზღვრა ფეხზე მისი შემოკვრით, თავად შეუძლია. „შესაფუთი“ ფეხსაცმლის შეძენა მომხმარებელს დაახლოებით 144 დოლარად შეუძლია.








newposts.ge

ახალი ინიციატივა საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტებისათვის

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეები "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" დაფინანსებას მიიღებენ.

ფონდი იმ კონკურსანტს, რომლის მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიის (მოხსენების) რეზიუმესაც საერთაშორისო კომისიის წევრები დადებითად შეაფასებენ, სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსებს კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს. ამისათვის დაინტერესებულმა პირებმა მოხსენების მოკლე რეზიუმე (აბსტრაქტი) პირველი ივნისის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.

საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია გამორჩეული სტუდენტებისათვის ასევე აცხადებს კონკურსს ფრენსის ოტობრის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. მაქსიმუმ 2500 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდია მიეცემათ საგანმანათლებლო შეფასებების მიმართულებით (ან მომიჯნავე სფეროში) მომუშავე დოქტორანტ სტუდენტებს, რომლებიც 2017 წლის 30 აპრილამდე წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს.

"საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის" 43-ე კონფერენცია 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. მისი მთავარი თემა იქნება: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

ასოციაცია საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანზიაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და  საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს (http://www.iaea.info/index.aspx). ორგანიზაციის მისია არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვაა.
naec.ge

განათლების სახლის უფასო გაკვეთილები

განათლების სახლი დიდ დიღომში სთავაზობს ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს და საკითხით დაინტერესებულ პირს უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა საგანში (ხანგრძლივობა - 2 სთ).

ორშაბათს, 1 მაისს, 18:00 საათზე ქ ა რ თ უ ლ ი ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ქალბატონი მაკა მიდოდაშვილი ჩაატარებს ღია გაკვეთილს და უპასუხებს თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვას.

გვეწვიეთ! დასწრება თავისუფალია!

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

Saturday, April 29, 2017

მეცნიერები: მეორე ენის შესწავლა ტვინის დაბერების პროცესს ანელებს

მეორე ენის შესწავლა თავის ტვინზე ზრდასრულ ასაკშიც კი დადებითად მოქმედებს, - ამ დასკვნამდე ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. მათ 11 წლის ასაკში ექსპერიმენტში მონაწილე 262 ადამიანის ტვინის სხვადასხვა ფუნქცია შეისწავლეს და შედეგები მრავალი წლის შემდეგ იმავე ადამიანების ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს შეადარეს. აღსანიშანვია, რომ მეორე ექსპერიმენტის დროს მონაწილეები 70 წლის ასაკში იყვნენ. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ როგორ იცვლებოდა მათი შემეცნებითი უნარები ამ წლების განმავლობაში.
დასაწყისში კვლევის ყოველი მონაწილე ერთ ენას ფლობდა. 262-დან 195-მა მონაწილემ მეორე ენა 18 წლის ასაკში შეისწავლა, ხოლო დანარჩენები სხვა უცხო ენით უფრო დიდ ასაკში დაინტერესდნენ.
შედეგების თანახმად, ისინი, ვინც ორ ან მეტ ენას ფლობს, უფრო განვითარებული გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევიან. ეს უნარი განსაკუთრებით კითხვის და ანალიზის დროს ვლინდება.
ამასთან, მტკიცებულება ერთნაირად სწორია მათთვის, ვინც მეორე ენა 18 წლამდე შეისწავლა და მათთვის, ვინც მისი შესწავლა მოგვიანებით გადაწყვიტა.
წინამორბედი კვლევის შედეგების მიხედვით, ორი ენის შესწავლა დემენციით დაავადების რისკს რამდენიმე წლით აჩერებს.
მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მეცნიერები კამათობდნენ, ენის შესწავლისა და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიზეზ-შედეგობრივ კავშირში მდგომარეობდა. საინტერესო იყო რომელი ფაქტორი რომლიდან გამომდინარეობდა -მეორე ენის შესწავლა აუმჯობესებდა გონებრივ შესაძლებლობებს თუ პირიქით, უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანები იყვნენ მიდრეკილნი ენების შესწავლისკენ?
კითხვაზე პასუხი ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას ბაკმა იპოვა. მისი თქმით, კვლევაში მონაწილეებს ექსპერიმენტის შემდეგ გაუუმჯობესდათ კონცეტრაცია, ყურადღება და ზეპირი მეტყველება და ეს აიხსნებოდა არა საერთო გონებრივი განვითარებით, არამედ მეორე ენის შესწავლით.
მიღებულ შედეგებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულება, - დარწმუნებულია პროფესორი ბაკი, - მსოფლიოს მასშტაბით მილიონი ადამიანი სწავლოს მეორე ენას ზრდასრულ ასაკში. ჩვენ კვლევა გვიჩვენებს, რომ ბილინგვიზმმა, რა ასაკშიც არ უნდა მოხდეს ენის შესწავლა, შეიძლება პოზიტიურად იმოქმედოს ტვინის დაბერებაზე.
-ამასთან, კვლევამ სხვა ბევრი კითხვაც გააჩინა. მაგალითად, შეუძლია თუ არა მეორე ენის შესწავლას იგივე დადებითი ეფექტის მოხდენა ადამიანის კოგნიტურ ფუნქციაზე სიბერეში და აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა მათ, ვინც აქტიურად საუბრობს მეორე ენაზე იმათთან შედარებით, ვინც პასიურად იყენებს ამ ენას?, - განაცხადა ბაკმა.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორის, ალვარო პასკუალ-ლეონეს თქმით, ეს კვლევა გვიჩვენებს გზას ბილინგვიზმისა და კოგნიტური შესაძლებლობებს შორის მომევნო მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირის გამოსაკვლევად...
sazogadoeba.ge

სკოლებში იკრძალება ჩიფსების, ე.წ სუხარიკების, ჟელიბონების, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების გაყიდვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს. 

„პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს - სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge

სოხუმი ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში - "მკვდარი წარსული"

ფრანგი ფოტოგრაფი, ორელენ ვილეტი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს.
ის ძველი, მიტოვებული არქიტექტურის ფოტოგრაფირებითაა გატაცებული. 
სოხუმი 2016 წელს გადაიღო. მის ნამუშევრებს ნამდვილად ეტყობა პროფესიონალიზმი, თუმცა, როგორია აფხაზეთი მის ფოტოობიექტივში თავად განსაჯეთ.




გაგრის თეატრი

სახლი სანაპიროზე


სანაპირო


პიონერთა ბანაკი


სასტუმრო გაგრაში


ზღვის ხედი


სოხუმის ვაგზალი


პიცუნდა, "ბუფეტი"


უკაცრიელი ტყვარჩელი


მიტოვებული სახლი სოხუმის გარეუბანში


სოხუმის კარიბჭე


სოხუმი, პარლამენტი


სოხუმი, რესტორანი


brandnews.ge

14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ვანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო (Kvira.ge)

71 წლის შემდეგ, მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში 8 მაისს გადმოასვენებენ

71 წლის შემდეგ, 27 წლის გმირის, ქართველი პოეტის მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში ჩამოასვენებენ.
„8 მაისს მირზა გელოვანის ნეშტს ქუთაისში ჩაასვენებენ, საიდანაც კი სამხედრო ბალდახინით თბილისში გადმოასვენებენ“ - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თამაზ ტყემალაძემ  გადაცემა "ჩვენი დილა"-ში განაცხადა.
ტყემალაძის თქმით,  მირზა გელოვანის საფლავს  1979 წელს მიაკვლია, როდესაც ქართველ სტუდენტებთან ერთად სმოლენსკის ოლქში იმყოფებოდა.

„ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები ბელარუსის მხარესთან. ტექნიკური დეტალების შეთანხმების შემდეგ მირზა გელოვანის ნეშტს საქართველოში გადმოასვენებენ." - განცხადა ტყემალაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია ამ ფაქტის ამსახველ ფილმს გადაიღებს.

გადმოსვენებისა და დაკრძალვის ცერემონიალს მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირი ეთერით იხილავს.

ქართველი პოეტი, კაპიტანი მირზა გელოვანი დაკრძალულია ბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

დივიზია, რომელშიც მირზა გელოვანი იბრძოდა ამ სოფელში გერმანელებთან შეტაკებისას თითქმის მთლიანად განადგურდა.  ქართველი კაპიტანი სანიკის მცხოვრებლებმა მიწას მიაბარეს.

მირზა გელოვანის ნეშტს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში 9 მაისს დაკრძალავენ.
ipress.ge

არავინაა შენს მიმართ ვალდებული - ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ - ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. 

მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობა ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს. მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ის მარტივისიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. 

მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან. 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

არავინაა შენს მიმართ ვალდებული. ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში. 

არავინაა შენს მიმართ ვალდებული. ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად. როცა მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რამე, მაშინ აღარავის დაუთმობ მათ. ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო - დარწმუნებული იყავი, რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ. 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ. არავინაა ვალდლებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ. არავინაა ვალდებული პატივი გცეს. 

ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ. 

არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ. მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთან ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ. შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად. როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული დაპატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება. 

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატისცემა. მხოლოდა მას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე. 

დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ რაც მე. ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ გაანალიზო თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს. 

ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ, ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის. ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს: არავინაა შენს მიმართ ვალდებული.

 სიყვარულით, მამა 

ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშს თავისუფლების ფონდის დირექტორი. 

თარგმანი: თემო ბერიშვილი 
4motivi.com

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტემპუსის საგრანტო პროექტის წარმომადგენლების ვიზიტი სდასუ-ში

სდასუ ჩართულია ტემპუსის საგრანტო პროექტში - "ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისთვის მულტიდისციპლინარული ინოვაციების შექმნა ვირტუალური ლაბორატორიების განვითარებვისათვის". 

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორები ნინო ფორაქიშვილი, პიტერ ლიდიარდი, ჯონ მერფი, იტალიის ლაკვილას უნივერსიტეტის პროფესორი ჯოვანი დე გასპერის და სლოვაკეთიდან კომპანიის "ბიოანიმ"-ის მფლობელი, პროფესორი ტომაშ ამონი ეწვივნენ. 

სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეიმურაზ ქორიძეს, მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლის დეკანს, ასოც. პროფესორ თამარ ტუფინაშვილს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ვირტუალური ლაბორატორიების მულტიდისციპლინური ინოვაციური ცენტრის მოწყობილობა, შეაჯამეს პროექტის მიმდინარეობა და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის ეტაპები.

ერთად მოვუაროთ გარემოს (ვიდეო)

,,ერთად მოვუაროთ გარემოს“- ამ სლოგანით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დედამიწის კვირეულის აქციაში ჩაერთნენ და ზღვისპირა ზოლი დაასუფთავეს. გარემოს დაცვის სამინისტროს მასშტაბურ კამპანიაში ''სუფთად ევროპისკენ'' მთავრობის წევრები და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აქციის მიზანი საზოგადეობის ცნობიერების ამაღლებაა.

ვიდეო

სკოლაში მასწავლებელმა პირველკლასელს ორიანი სახეზე დააწერა – „არ გიშველის შენ არაფერი, პატ. მასწ“

საქართველოს ერთ–ერთ კერძო სკოლაში, დაწყებითი კლასის მოსწავლეს მასწავლებელმა სახეწე ორიანი დააწერა. მომხდარს პედაგოგი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე ეხმიანება და წერილს აქვეყნებს:
“მე-20 წელიწადში ვარ გადამდგარი (ნუ გასკდებით გულზე. მაცალეთ წინადადების დასრულება), როგორც ტრენერი. ამ ხნის მანძილზე წისქვილი არ დატრიალებულა ჩემ თავზე, თვარა, სხვა არაფერი დამკლებია (გამოთქმაა ასეთი. ბებიას უყვარდა, თუმცა მსგავსი არაფერი დამართია). სხვა თუ არაფერი მასწებს მაინც ვცნობ კილომეტრში, რამდენადაც ამის საშუალებას ,,რონიკოში”(ერთგვარი რეკლამაა) ნაყიდი ჩემი სათვალე მაძლევს. ჰოდა ამ ცნობა-ცნობაში მასწების სამი კატეორია გამიჩნდა გულში:
1. მასწები – ,,არა შეჯდა მწყერი ხესა” – არც გვარი იყო მისი, არც წინაპარი, არც მონდომება, არც სირცხვილი, არც პედაგოგიური ნამუსი…
2. მასწები – ,,…და შეახტა (შეჯდა) მწყერი ხესა” – მონდომებულები, თვალს რომ არ გაშორებენ, მერე სკოლაში რომ ნერგავენ და მოსწავლესაც არ აშორებენ თვალს…და შეხტომის პროცესის მონაწილედ რომ თვლი თავს და გიხარია….
3. მასწები – ,,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი” – რო გლეჯენ…შენ რომ უთხარი და…. წარმოსახვას რომ გაყვა და… მერე დოლაბი რომ იტრიალა თავზე და… მერე თავად იტრენერა ან არ იტრენერა და…მერე მის სურათს რომ ნახავ და თავს რომ წაასწრებ სიყვარულით რომ უყურებ და აბდალასავით(არის ასეთი გურული მახასიათებელი) რომ გეღიმება და…
ასე დავავიწროვე ფანტაზია და სამ კატეგორიას შევრჩი მე პირადად.
გუშინ, ფბ-ზე, გავრცელდა სურათი თვალებმახარა პირველკლასელის, რომელსაც სახეზე ორიანი აწერია. როცა დავხედე (ტექსტი არ მქონდა წაკითხული) ორიანის კუდმა საშინლად ამიწვა ლოყა: ვიგრძენი მისი გამოყვანის სიმწარე – როგორ დააწვებოდა კალამს გაბრაზებული მასწი და როგორ ეტკინ-ერცხვინებოდა ამ ბიჭს ეს დამღა. იმდენად მეტკინა და შემრცხვა, რომ დედას ვთხოვე მასწავლებელი მოახსნევინე და სურათი აიღე-მეთქი (თუ მაინც – სახის ის ნაწილი დადე, სადაც აწერია-მეთქი).
გამოხმაურება დიდი იყო და მათ შორის წონიანი ფიგურებისაც. ისინი ფიქრობენ:
1. საკითხი (კერძო სკოლაა) სამინისტრომ უნდა განიხილოს – მომეწონა;
2. ასევე ამ სკოლის აკრედიტაცია-ავტორიზაციის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში, თუ ასეთი არაერთი ფაქტი დადასტურდა – სიხარულით გადავირიე;
კომენტარებში წავიკითხე, რომ მასწმა თავი იმართლა, ბავშვებს კარგად რომ დამახსოვრებოდათ სასწავლი ამიტომ დავაწერეო. კი, პირველი კლასის მასწი ხარ და თამაშით ასწავლეო, მაგრამ არ მახსოვს ეს სტრატეგია და მომკალი. უფრო მეტიც: მადისკრიმინირებლად მოჩანს შორიდან…
არ გიშველის შენ არაფერი, პატ. მასწ:
1. შენ იმ გვარისა ხარ, არა შეჯდა იმ ხეზეო ,რომ ვთქვით და ნუღარ ეპოტინები, – ვეღარ ახვალ…
2. ადამიანური შეცდომა გაქვს დაშვებული და საშინელ მოგონებას დაუდე საფუძველი…სირცხვილად გეყოს უნდა, თუ ვიტყვი, რომ ჰეროსტრატესავით არასოდეს დაავიწყდები იმ ბიჭს და ქვეყნის მაოხრებლად მოგიგონებს!..
3. შენც დამღა გაქვს – ვერ მოიგებ ომს(დედები და მასწავლებლები რომ იგებენ იმ ომს ვგულისხმობ)… ვერ გადაცურავ ზღვას…
edu.aris.ge

გამოცდების წარმატებით დაძლევისთვის:  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა გუშინ, ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. როგორც თვითმხილვევები აცხადებენ, შემთხვევის დროს სასწავლო ოთახში 30 მეექვსეკლასელი იმყოფებოდა, რა დროსაც ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკვე ასრულებს კომპანია, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა.
”შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ორპირი ქარი იყო და სავარაუდოდ, ამის გამო მოხდა ჭერის ჩამონგრევა. კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოებს უკვე ასრულებენ“, -განაცხადა ოცხელის სახელობის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა შოთა გოქაძემ.
ipn.ge

სამტრედიაში შვილმა მამა მოკლა

მკვლელობა მოხდა სამტრედიის რაიონში. სამართალდამცველების ინფორმაციით, 50 წლის მამაკაცი შვილმა ურთიერთშელეპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლა.
ბრალდებული დაკავებულია. ადგილობრივები მოკლულის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებენ, რაც, მათი ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი გახდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
rustavi2.ge

შეიარაღებული თავდასხვა "ანტრეზე" - თავდამსხმელმა თანხა გაიტაცა

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში მოხდა. ვაკეში, ჩოლოყაშვილის გამზირზე, თავდამსხმელი კაფე ანტრეში შეიჭრა და თანხა გაიტაცა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს შენობაში ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. მან სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
rustavi2.ge

Friday, April 28, 2017

განათლების სამინისტროს თანამშრომლები თვეში ერთხელ სახლიდან გაუსვლელად იმუშავებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პირველად საჯარო სექტორში, საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი  სახლიდან მუშაობის დღე“ (Work for home day) დანერგა. ინფორმაციას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 
მათივე ცნობით, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, თვის განმავლობაში ერთი დღე სახლიდან შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, რაც სამსახურში გამოუცხადებლობად არ ჩაეთვლება.
„სიახლის მიზანია, თანამშრომლებისთვის უფრო პროდუქტიული გარემოს შექმნა. დისტანციური მუშაობის თანმდევი და განუყოფელი შედეგებია მგზავრობის დროისა და საწვავის ხარჯების შემცირება, მოძრაობის განტვირთვა, საჯარო დაწესებულების კომუნალური ხარჯების ეკონომია, მაგრამ ყველაზე მთავარი უპირატესობა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც აჩვენებს, არის კომფორტულ გარემოში შემოქმედებისა და ინოვაციის გაცილებით უფრო მაღალი პოტენციალი. ბუნებრივია, სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ პროექტით გამოხატავს ნდობას სისტემაში დასაქმებულების მიმართ და იმედოვნებს, რომ პილოტური პროექტის შედეგები შემდგომი განვრცობის საფუძველი გახდება“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
liberali.ge