Sunday, July 31, 2016

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში! 
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში, 
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო 
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის! 
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 
T.: 2 14 80 24, 599 201096 
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215 
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი 
T.: 2 14 80 24, 593 997917 
მის.: იოანე პეტრიწის #3

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge
ბლოგი: www.iHEDUge.blogspot.com
ვებგვერდი: www.Hedu.Ge. 

"მასწავლებლებს ვთხოვთ, რომ საიდანაც უნდათ თვითგანათლდნენ და გამოცდის ბარიერი გადალახონ, რაც დიდი უსამართლობაა"

"ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ვხარჯავთ დირექტორებთან ურთიერთობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, რომ სისტემა, მოქმედებდეს“, - განაცხადა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განათლების მინისტრმა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც განათლების სისტემაში პედაგოგებს ეხებათ „რევოლუციური“ არ იქნება და ის ეტაპობრივად მოხდება. 


"ერთი ჯადოსნური გასაღები არც ერთ სისტემას არ აქვს და ყველა და მითუმეტეს ამხელა მასშტაბის სისტემაში ერთდროულად ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე მაქვს მოსაზრება და ჩემს კოლეგებთან და ექსპერტებთან ძალიან ცხარე დისკუსიები მაქვს ამ თემაზე, რომ სკოლის სასწავლო პროგრამა გადატვირთულია და სკოლა, რომელიც ამზადებს ბალერინასაც, ფიზიკოსსაც, ქიმიკოსსაც და ისტორიის მასწავლებელსაც მასში ცოდნის ისეთი დოზა უნდა იყოს, რომ ყველას ზედმეტი არ ეჩვენებოდეს. ცხადია, რომ ამას რევოლუციური ფორმა არ უნდა ჰქონდეს. ყოველ წელს მასწავლებლის გადამზადება არავის შეუძლია და ამიტომ ევოლუცია უნდა ავირჩიოთ და შესაბამისად, ცვლილებები არ იქნება რევოლუციური“, - განაცხაადა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა საგნობრივ გამოცდებში მასწავლებლების დიდი რაოდენობის ჩაჭრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საგამოცდო ტესტები დასახვეწია. მისი თქმით, მასწავლებლეს ისეთი საკითხების ჩაბარებაც უწევთ, რომელიც სახელმწიფოს მათთვის არ უსწავლია.

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საკუთარ პროფესიაში ვერ ჩააბარა გამოცდა, ძალიან ტრაგიკულად ჟღერს ეს ამბავი. მეორეს მხრივ ნებისმიერ სპეციალობაში იურიდიულ გამოცდას გავაკეთებთ, რომელშიც 80% იურისტების ჩაიჭრება. მათემატიკური გამოცდა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომელშიც ასევე 80% ჩაიჭრება და ეს ვისაც გამოცდებთან შეხება ჰქონია ყველამ უწყის, რომ შესაძლებელია. გამოცდის გართულება უსასრულოდ არის შესაძლებელი. მე ვფიქრობ, რომ ვისაც მოაფიქრდა ისეთი გამოცდების გაკეთება, რომელშიც წინასწარაც მიხვდებოდნენ რა შედეგი დადგებოდა, რაღაც ნეგატიური გეგმა და გათვლა ჰქონდათ ბევრი ხალხი რომ ჩაჭრილიყო.

წარმოიდგინეთ ჩვენ რომ მომავალ წელს ისეთი ეროვნული გამოცდა ჩავატაროთ, სადაც მაგალითად, 78% ჩაიჭრება. ეს აბიტურიენტების ბრალი ვერაფრით იქნება.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითონ საგამოცდო სისტემაშია სერიოზული პრობლემა და ეს საგამოცდო სისტემა საფუძვლიანად გადასახედი და პროგრამასთან მისასადაგებელია.
მასწავლებლებს ვთხოვთ, რომ საიდანაც გინდა შენ თვითგანათლდი და შეძელი, რომ ეს ბარიერი გადალახო, რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი უსამართლობაა“, - განაცხადა ჯეჯელავამ.    

Saturday, July 30, 2016

პედაგოგთა საგნის გამოცდის შედეგები – ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება, მუსიკია, სპორტი

2016 წლის ივლისში ჩატარებული პედაგოგთა საგნის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. ამ ეტაპზე შედეგები გამოქვეყნდა შემდეგ საგნებში:  ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება, მუსიკია, სპორტი. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 226  აპლიკანტი დარეგისტრირდა.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.

ტესტები და სწორი პასუხები

Friday, July 29, 2016

აბიტურიენტთა გეოგრაფიის, მათემატიკის, ხელოვნების და სამოქალაქო განათლების შედეგები – გამოცდები 2016

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდაზე 226  აპლიკანტი დარეგისტრირდა.

Thursday, July 28, 2016

უმაღლესი სასწავლებლებისა და პროგრამების ჩამონათვალს, რომლებზეც სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

გთავაზობთ იმ უმაღლესი სასწავლებლებისა და პროგრამების ჩამონათვალს, რომლებზეც სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

პედიატრ კომაროვსკის 15 ციტატა, როგორ გავზარდოთ ჯანმრთელი ბავშვები

1. ოჯახისთვის მთავარი კეთილდღეობა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მამამ უნდა უზრუნველყოს დედა საკვებით, კარგი ძილითა და სეირნობით.
2. სკოლაში  წასვლა 10 წლის ასაკში ჯობია, 11 წლისა კი უნდა ამთავრებდეთ. ცუდია, რომ იქ ბავშვს არ აძლევენ მოძრაობის საშუალებას.
3. ეს განკურნებაა რთული, თორემ თანამედროვე მედიცინასთვის ავადმყოფობის პოვნა - ელემენტარულია.
4. ბავშვის „ზელიონკით“ გაფერადება მისი მშობლების პირადი საქმეა, განისაზღვრება მათი სიყვარულით ფერწერისადმი და არავითარი კავშირი არა აქვს მკურნალობასთან.
5. ბავშვები უნდა იყვნენ გამხდრები.
6. ბედნიერი ბავშვი - ეს უპირველესყოვლისა ჯანმრთელი ბავშვია და მერე უკვე წამკითხავი და ვიოლინოზე დამკვრელი.
7. არასოდეს და არანაირ ვითარებაში არ უნდა დააძალოთ ბავშვს ჭამა, ეს იმის ტოლფასია, რომ გაავსოთ სავსე ბაკი ბებზინით და დადგათ მანქანა ფარეხში.
8. კარგი საბავშვო ბაღი ის არის, სადაც გთხოვენ მოიტანოთ ლაბადა და ჩექმა, იმისათვის  რომ როცა ჟინჟლავს, გაასეირნონ ბავშვები.
9. ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან. იმიტომ, რომ კვირაობით დადიან ბებიასთან, სიყვარულის საზომად კი ჩვენთან, სამწუხაროდ,საჭმელი ითვლება.
10. იმუნიტეტის გაძლიერება - ეს არის ღიმილი, დასვენება, მოგზაურობა, კარგი განწყობა, სიყვარული, სეირნობა, მინიმუმ გადაჭარბებული საკვები, ფიზიკური აქტივობა.
11. ნუ ხარჯავთ დროსა და ნერვებს საკუთარი შვილების „არასწორი“ რაღაცეების ძებნაში!
12. მთავარი კანონი: საკვების რაოდენობა ექვივალენტურია დახარჯული ენერგიის რაოდენობასთან.
13. ბავშვს არავისი და არანაირი ვალი არა აქვს.
14. აგარაკი ყოველთვის ნებისმიერ ზღვას ჯობია. თუ ბავშვი 2 თვე დარბის მშიერი, ჭუჭყიანი და ფეხშიშველი - ეს აღადგენს მის მთელი წლის ჯანმრთელობას.
15. მოდით სწორად გვეშინოდეს: არა საავადმყოფოსა და ექიმების, არამედ საკუთარი სიზარმაცისა და უვიცობის!

სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია

სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.

ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.

ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.

„ ნაცისტურმა გერმანიამ, პირველ რიგში, საკუთარ გულს ჩასცა მახვილი და გერმანელმა ხალხმა ეს გაიაზრა. არასამთავრობოებს რომ ეძახიან და ყველაზე სამთავრობოები რომ არიან, იმ ჯგუფებმა ატეხეს წიოკი, კადრების ჩვენება როგორ შეიძლებაო. კადრები ყველამ უნდა ნახოს. მოსწავლეებმაც.

გერმანელებმა კადრები სოფელ-სოფელ ჩაიტანეს და ყველას აჩვენეს. მათ გაიაზრეს, რა დანაშაულიც იყო ჩადენილი და ამიტომაც 15 წელიწადში ის წამყვანი ქვეყანა გახდა.


ჩემს ფილმში ის სისასტიკე არ იქნება ნაჩვენები. ამ ფილმს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არასდროს განმეორდეს. ერთი კადრი მქონდა, რომელიც ბოლოს ამოვიღე, პატიმრებს ოთხზე აყენებდნენ და ზედ აშარდავდნენ, მათ შორის მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია. ეს კადრი ვერ გადავიღე. ვერ შევძელი."- აცხადებს ხაინდრავა „რეზონანსთან." 

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს ინგლიურ ენაზე ყველაზე მეტი, 28 840 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რუსულზე 6 556, გერმანულზე 11 33 და ფრანგულზე 198.

2016-17 წლის შემოდგომის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობის პროცესი 27 ივლისს დაიწყება

2016-17 წლის შემოდგომის სემესტრისთვის სტუდენტთა მობილობის პროცესი 27 ივლისს დაიწყება. მობილობის მსურველებმა ელექრონული რეგისტრაცია 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 სააათამდე განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე უნდა გაიარონ.
ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისათვის გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ნახვა და რეგისტრაცია შესაძლებელია http://student.eqe.ge/ – ზე.

გამომცემლობა "პალიტრა L " სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემას იწყებს და იწვევს პროფესიონალ და დამწყებ ავტორებს

ახალი სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესში ჩასართავად გამომცემლობა "პალიტრა L" იწვევს დაინტერესებულ ავტორებს,  სკოლის პედაგოგებს, ლექტორებს, ფსიქოლოგებსა თუ თეორეტიკოსებს–  ანუ, ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რა ტიპის წიგნები სჭირდებათ დღეს მოსწავლეებს უკეთესი განათლების მისაღებად. პროფესიონალთა ჯგუფი გამომცემლობასთან ერთად შემდეგი საგნის სახელმძღვანელობის შექმნაში ჩაერთვება: "მათემატიკა", "ქართული ენა და ლიტერატურა", "ქართული, როგორც მეორე ენა", "ინგლისური", "ჩვენი საქართველო", "მე და საზოგადოება", "ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები", "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება", "ბუნებისმეტყველება".
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 089 882

Wednesday, July 27, 2016

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს

22-25 ივლისის ჩათვლით, რუმინეთში, ცენტრალური ევროპის ინფორმატიკის ოლიმპიადა გაიმართა. ოლიმპიადაში წელს საქართველოდან ინფორმატიკის ეროვნული ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას.

ოლიმპიადის ფინალში ცენტრალური ევროპის 12 უძლიერესი გუნდი შეირჩა. რთულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენა და იგი 4 უძლიერეს ქვეყანას შორის მოხვდა. ოლიმპიადაზე ნაკრებმა 3 საპრიზო მედალი დაიმსახურა და სარეიტინგო სისტემაში საქართველო კიდევ ერთხელ დააწინაურა. 
ცენტრალური ევროპის წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს: ვერცხლი - გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯი), ბრინჯაო - გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი,მზიური) და ასევე ბრინჯაო - ბაკურ ცუცხაშვილმა (ქუთაისის 41-ე ფიზ.-მათ. სკოლა). ნაკრებში სულ 4 წევრია და მათგან 3 დემირელის კოლეჯის, ერთი კი ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლეები არიან. გუნდის მეოთხე წევრი ნუგზარ ჩხაიძეა (დემირელის კოლეჯი), რომელმაც წელს ასევე წარმატებით იასპარეზზა ოლიმპიადაზე და მცირედი დააკლდა მედლის მოპოვებას.
გუნდის ხელმძღვანელის გოჩა მანდარიას განცხადებით ეს ნაკრებისთვის კიდევ ერთი დიდი წარმატება და აღიარებაა. ბიჭები კვლავ აგრძელებენ მეცადინეობას და მომავალი ასპარეზობისთვის ემზადებიან, რომელიც პირველი აგვისტოდან აიღებს სტარტს. 
აქტიური მეცადინების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზანში, ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. გუნდის ოთხივე წევრი იმედოვნებს, რომ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს და მედლებით დაბრუნდება ქვეყანაში, - ამის შესახებ, ინფორმაციას დემირელის კოლეჯი ავრცელებს. 

დღეიდან ძალაში შევიდა - გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმების ოდენობა 50 ლარიდან იწყება

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ დღეიდან ძალაში შევიდა. გარემოს დაბინძურებაზე გამკაცრებული ჯარიმების ოდენობა 50 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ჯარიმა კი 5000 ლარს შეადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა სანქციებთან დაკავშირებით.
კერძოდ, დღეიდან გარემოს დაბინძურება დაისჯება:
2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
80 ლარი
საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
100 ლარი
ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
ჯარიმდება მძღოლი 120 ლარით
საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება:
ჯარიმდება დამრღვევი 120 ლარით
ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა):
150 ლარი
ხუთი ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავების გარდა):
500 ლარი
2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
100 ლარი
2 კგ ან მეტი ოდენობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზიკური პირი- 150 ლარი;
იურ. პირი - 500 ლარი;
1 მ3-ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება
ფიზ. პირი - 300 ლარი;
იურ. პირი - 1000 ლარი;
დიდი მოცულობის ნარჩენებით (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირი - 500 ლარი;
იურ. პირი - 1500 ლარი;

1 მ3-მდე მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზ.პირი- 200 ლარი;
იურ. პირი - 500 ლარი;
1 მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირი - 500 ლარი;
იურ. პირი - 1500 ლარი;
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება
(ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვლის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას):
50 ლარი

ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ-მდე ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ. პირის - 150 ლარი;
იურ. პირის - 500 ლარი;
ცხოველთა სხეულების ნარჩენების 20 კგ ან მეტი ოდენობით (მათ შორის სასაკლაოებიდან) გარემოს დანაგვიანება:
ფიზ.პირი - 300 ლარი;
იურ. პირი - 1000 ლარი;
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის ნარჩენების, საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში:
200 ლარი
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების, (მათ შორის საბურავების, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალების) დაწვა ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში:
500 ლარი

სახიფათო ნარჩენების ჩაშვება საკანალიზაციო სისტემაში ან ზედაპირულ ან მიწიქვეშა წყლებში:
ფიზ.პირი - 400 ლარი;
იურ. პირი - 1000 ლარი;
სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ტიპის ქმედება, ნარჩენების შეგროვებისთვის გამოყოფილი კონტეინერების გარეთ:
ფიზ. პირი - 400 ლარი;
იურ. პირი - 1000 ლარი;
არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას არასახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება:
ფიზ. პირი - 200 ლარი;
იურ. პირი - 400 ლარი;
სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან დაბინძურება:
ფიზ. პირი - 350 ლარი;
იურ. პირი - 800 ლარი;
სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე:
200 ლარი
სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ:
ფიზ.პირი-500;
იურ.პირი-1500;
20კგ-ზე ნაკლები ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე: 
ფიზ.პირი-200;
იურ.პირი-300;
20კგ-ზე მეტი ოდენობის სახიფათო ნარჩენების შერევა სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან, სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე:
ფიზ.პირი-550;
იურ.პირი-1500;
მუნიციპალიტეტების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ ნარჩენების მართვის გეგემის მიუწოდებლობა:
200ლარი
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადებში წარუდგენლობა:

250ლარი

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები

2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
მაგისტრობის მსურველი აპლიკანტებისთვის დღეს გამოქვეყნდა ტესტის სამი ნაწილის შედეგები. წასკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა. რაც შეეხება ანალიტიკური წერის დავალებებს, ის ჯერ კიდევ გასწორების პროცესშია და შედეგები აგვისტოს შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს გამოცდებზე  4 ათასამდე სტუდენტი და 12 500-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი დარეგისტრირდა.

Tuesday, July 26, 2016

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
ყველა აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა ნახოს საკუთარი ნაშრომები. მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოთ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16–მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.
უნარების ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი. ამიტომაც, გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩამონათვალში ფაკულტეტების წაშლა და დამატება აბიტურიენტებს აპელაციის განაცხადების შეტანის დასრულების დღემდე შეეძლებათ. რაც შეეხება თავად აპელაციას და მის ვადებს, ის გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამოცხადდება.
edu.aris.ge

Friday, July 22, 2016

473 სოფელი, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროგრამაში მოხვდნენ

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით განხორციელდება.
პირველი 473 სოფელი, რომლებიც ინტერნეტიზაციის პროგრამაში მოხვდნენ:

აჭარა 44 სოფელი:
ქედა - ოქტომბერი, ქედა;
ხელვაჩაური - ხეღრუ, სამება, ზედა ახალშენი, ახალსოფელი, განთიადი, შუა მახინჯაური, აგარა, კაპრეშუმი, ხოროლისთავი, მასაურა, ორთაბათუმი, წინსვლა, მახვილაური, ზანაქიძეები, მნათობი, ქვედა სამება;
ხულო - დეკანაშვილები, დუაძეები, ძირკვაძეები, ოქრუაშვილები, უცხო, ირემაძეები, ხულო, ქვემო ვაშლოვანი, შურმული;
ქობულეთი - ბობოყვათი - ქვედა დაგვა, ხუცუბანი - ქვედა სამება, კვირიკე - ზედა კვირიკე, ლეგვა - ცხრაპონა, მუხაესტატე - ცხრავროკა. კოხი, ქობულეთი, ზედა სამება, საჩინო, სტალინისუბანი, ბარათაული;
შუახევი - ბარათაული - გომარდული, დღვანი - ქიძინიძეები, სამოლეთი - ჟაბნიძეები, შუახევი,ძამლეთი - ნიგაზეული

გურია 30 სოფელი:
ჩოხატაური - ამაღლება (ყოფილი განახლება), გოგოლესუბანი, გორაბერეჟოული, გუთური, კოხნარი, შუა ფარცხმა, ზემო ფარცხმა, ქვენობანი, შუა ამაღლება (ყოფილი შუა განახლება"; 
ლანჩხუთი - ლესა, მაჩხვარეთი, ქვიანი, ჩხონათგორა, ნიგვზიანი, ქვემო შუხუთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი, აცანა, ქვემო ჩიბათი, გვიმბალაური;
ოზურგეთი - ლიხაური, ნიაბაური, მელექედური, მერია, ნარუჯა, შემოქმედი, ბოხვაური, დვაბზე, ლაითური;


იმერეთი 139 სოფელი:
ბაღდათი - დიმი, მეორე ობჩა, ზედა დიმი, პერსათი, პირველი ობჩა, დიდველა, ღოტიკი, ქვედა ზეგანი;
ჭიათურა - ბზინევი, ითხვისი, დიდი კაცხი, ნავერძელი, უსახელო, შუქრუთი, სკინდორი, რგანი, ქვედა ჭალოვანი, ცირქვალი, დარკვეთი, ზოდი;
ხარაგაული - ხარაგაული, კისხი, ვარძია;
ხონი - დედალაური, დიდი გუბი, გოჩაიჯიხაიში, ქვედა გორდი, ხონი, კონტუათი, ნახახულევი, საწულუკიძეო, გვაზაური, პატარა ჯიხაიში;
სამტრედია - ჩაგანი, დაბლაგომი, დაპნარი, ქვახუდე, ქუთაისი, ხიბლარი, მიწაბოგირა, ცხენისი, ნინუაკუთხე, გვიმრალა, ნიგორზღვა, ჭოგნარი;
საჩხერე - არგვეთი, ჩიხა, ქვედა ორგული, სხვიტორი, გამოღმა არგვეთი, გორისა, მოძვი, ივანწმინდა, მერჯევი, ქორეთი, კალვათა, საირხე, ბაჯითი, სარეკი, დარხა, ღონა, ჭალა, მოხვა;
თერჯოლა - ახალი თერჯოლა, ბოსელა, ქვედა ალისუბანი, ზარნაძეები, ზედა ალისუბანი, ჩხარი, ოქტომბერი, ძევრი, ოქონდა, ღვანტიკი, გოდოგანი, ნახშირღელე, ქვედა სვიმონეთი, რუფოთი, თელეპა, ჩხარ-ეწერი, სიქთარვა, თერჯოლა. ჩიხორი, დელთასუბანი, სკანდე, ზედა საზანო;
ტყიბული - გელათი, კურსები, მუხურა, ორპირი, დაბაძველი, ძიროვანი, საცირე, სოჩხეთი, ტყიბული.
წყალტუბო - გაბოჯა, გუმბრა, ხომური, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, ტერნალი, ქვედა მესხეთი, გუმათი, ოფურჩხეთი, ქვიტირი, ზედა მესხეთი, ჩუნეთი, ქვილიშორი, წყალტუბო, ხუმისთავი, ცხუნკური;
ვანი - ამაღლება, ინაშაური, ქვედა ბზვანი, ზედა ბზვანი, დიხაშხო, ისტირი, ძულუხი, სახლინო, შუამთა, სულორი, მიქელეფონი, ტობანიერი, ქვედა ციხესულორი, ვანი, ზედა ვანი, ცხელვანი, ზეინდარი.
ზესტაფონი - გამოღმა ბოსლევი, დილიკაური, ქვედა ილემი, კინოტი, ტვრინი, შუა კვალითი, მეორე სვირი, პირველი სვირი, ტყლაპივაკე, მარტოთუბანი


კახეთი 19 სოფელი:
ახმეტა - ახმეტა, ზემო ხოდაშენი;
დედოფლისწყარო - დედოფლისწყარო, გამარჯვება, ჯაფარიძე, წითელი წყარო;
გურჯაანი - ჭალაუბანი, ძირკოკი, მუკუზანი, ყვარლის მუნიციპალიტეტი ენისელი, გრემი, შილდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დიდი ჩაილური, წყაროსთავი;
ლაგოდეხი - სვობოდნოე, გურგენიანი;
სიღნაღი - ზემო ბოდბე, ქვემო მაღარო, სინაღი, წნორი;


ქვემო ქართლი 52 სოფელი:
ბოლნისი - აკაურთა, ძეძვნარიანი, ძველი ქვეში, გეთა, ფოცხვერიანი, შუა ბოლნისი, კაზრეთი, მამხუთი, მუხრანა, ჩაპალა, მუშევანი, ხატისსოფელი, ვანათი, ტალავერი, ფარისი ტანძია;
დმანისი - ბოსლები, შინდილიარი. ქალაქი დმანისი, ჯავახი, კამარლო, ზემო ყარაბულახი, კაკლიანი, კიზილქილისა, ქვემო ოროზმანი
გარდბანი - ყარათაქლა, ახალი სამგორი, ახალშენი, კალინინო, ლემშვენიერა, მზიანეთი, ნაღები;
მარნეული - თაზაქენდი, ყირმიზქენდი, ახალი მამუდლო, ენიქენდი, ქვემო სარალი, სეიდხოჯალო, ნორგიუღი, პატარა ბეგლარი;
თეთრიწყარო - სამშვილდე, ჯორჯიაშვილი, მუხათი, ქალაქი თეთრიწყარო, წინწყარო, ბეშთაშენი, დარაქოი, აიაზმი, ედიქილისა;
წალკა - თრიალეთი, ქალაქი წალკა;


მცხეთა-მთიანეთი 4 სოფელი:
დუშეთი - არაგვისპირი, ჟინვალი;
ყაზბეგი - სტეფანწმინდა;
თიანეთი - თიანეთი.


რაჭა-ლეჩხუმი 9 სოფელი:
ამბროლაური - ამბროლაური, ხვანჭკარა, ნიკორწმინდა, სადმელი;
ლენტეხი - ლენტეხი;
ონი - ონი;
ცაგერი - ჩხუთელი, ჩხუთელი, ქვედა ცაგერი, ქალაქი ცაგერი.


სამეგრელო-ზემო სვანეთი 111 სოფელი:
აბაშა - ძველი აბაშა, ნაესაკაო, განათლებისკარი, საგვაზავო, გაუწყინარი, ქოლობანი, მაიდანი, სამიქაო, სეფიეთი, სუჯუნა, წილორი, ცხემი, გაღმა ზანათი;
ჩხოროწყუ - ახუთი, მონგირი, ჩხოროწყუ, ჯიმითი ხაბუნე, მოიდანახე, სარაქონი, ლესიჭინე, მერე ლესიჭინე, ჯუმითი, ლეწურწუმე, ლეგახარე, მუხური, ლედარსალე, ნაფიჩხოვო, მეორე ჭოღა, პირველი ჭოღა, ლეჯიქე, ქვედა ჩხოროწყუ, თაია, ზუმი;
ხობი -გაღმა პირველი ხორგა, ბია, პირველი მაისი, საკვიკვინო, გამოღმა შუა ხორგა, ხეთა, ნოჩხონი, ნოჯიხევი, გამოღმა პირველი ხორგა, გიმოზგონჯილი, საბაჟო;
მარტვილი -ლექაჩაიე, ბანძა, ლეპატარვე, დიდი ჭყონი, ლედგებე, ნამიკოლავო მეორე, ჟინოტა, გაჭედილი, დიდი ინჩხური, ლეციცხვაიე, ქვემო ხუნწი, კურზუ, ქალაქი მარტვილი, ქვემო ნაგვაზავო, ბობოთი, სერგიეთი, ნამიკოლავო პირველი, ვედიდკარი;
მესტია - მესტია;
სენაკი - ისულა, პირველი ნოსირი, ბატარია, გახომელა, ნოსირი, საოდიშარიო;
წალენჯიხა - ჩქვალერი, ეწერი, ჯგალი, ლეკაკულე, ეწერი, ჯვარი, ფალური, მიქავა, ნაქიფუ, ობუჯი, სამესხიო, კუხეში, საჩინო, ქალაქი წალენჯიხა;
ზუგდიდი - აბასთუმანი, ახალი აბასთუმანი, ახალსოფელი, ჯუმი, უჩა შონია, ჩხორია, ზედა ეწერი, ცყაია, გრიგოლიში, ინგირი, ოირემე, ჯიხაშკარი, ხულიშკარი, კორცხელი, ნაცაცე, ჩხოუში ოდიში, დავითიანი, ოქტომბერი, ნაწულუკუ, რიყე, რუხი, შამგონა, ჭაქვინჯი, ჭკადუაში, ცაცხვი, ურთა;


სამცხე-ჯავახეთი 37 სოფელი:
ადიგენი - ადიგენი, ბოლაჯაური,
ახალციხე - კლდე, პატარა პამაჯი, საძელი, სვირი, წხრუთი,
ახალქალაქი - ახალქალაქი, კორხი, მაჩათია, დილისკა, გულიკამი, კართიკამი, ხულგუმო, ბავრა, ხორენია, კუმურდო, ჩამძვრალა, ვაჩიანი;
ასპინძა - აპინძა, აწყვიტა, დამალა, ძველი, ოშორა, ტოლოში;
ნინოწმინდა - დიდი ყანჩელი, პატარა ყანჩელი, დიდი კონდური, დილიპი, მამზვარა, პატარა კონდური, გორელოვკა, ჯიგრაშენი, ნინოწმინდა, დიდი არაქალი, ოროჯოლარი, პატარა არაქალი, საცხე;


შიდა ქართლი 23 სოფელი:
გორი - არხისი, განთიადი, პატარა ათენი, ბერბუკი, ხელთუანი, ქვემო რეკა, თორთიზა, ზემო რეხა, კარალეთი, პატარა გარეჯვარი. პატარა მეჯვრისხევი, უფლისციხე, ქვემო ახალსოფელი;
ქარელი - ბრეთი, წვერი, კეხიჯვარი, ქვემო ხვედურეთი, ზემო ხვედურეთი;
კასპი - კავთისხევი, ქვემო ჩორჩეთი, თვალადი;

ხაშური - დიდი სატივე, ზემო ოსიაური

Thursday, July 21, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"


განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

www.Hedu.Ge

Sunday, July 17, 2016

სკანდალი: ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას

ფეთჰულაჰ  გიულენს  მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაში სასწავლებლები უკვე დაუკეტეს


სკანდალი: ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას

ვინ არის  თურქი ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი უნივერსიტეტები რელიგიური ექსტრემიზმის გამოაშკარავების შემდეგ  დახურეს, საქართველოში კი მისი სახსრებით  დაარსებული 14 სასწავლებელი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას?
რუსეთი, აზერბაიჯანი,  თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ  გიულენის დაფინანსებით  დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს.

მეტიც,  თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯებ თაიფ ერდოღანმა  რუსეთისა და აზერბაიჯანის   პირველ პირებთან პირისპირ გამართული აუდიენციისას ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს პირადად გადასცა  იმ პირების სია, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში ფეთჰულაჰ  გიულენის წარმომადგენლები იყვნენ და არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახელმწიფო მმართველობის დონეზე ჰქონდათ განზრახული რუსეთსა და აზერბაიჯანში თავის დამკვიდრება.
აშშ-ში  მის მიერ გახსნილ სკოლებში “ეფ-ბი-აი“ შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების  დახურვის პარალელურად, რამდენიმე   პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ –  “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც.
გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან  და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან.
სწორედ გიული ალასანია  უძღვება ფეთჰულაჰ  გიულენის  ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება.
ფეთჰულაჰ გიულენის პიროვნებით და მისი საქმიანობით თურქოლოგი   არასამთავრობო ორგანიზაცია

”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი დაინტერესდა.
კვიციანის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გიულენის საქმიანობის შესახებ   სკანდალური   დეტალები გამოკვეთა.
გამოძიების შედეგების შესახებ კვიციანმა “კვირას“   ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია.
ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი:  გიულენი  1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში დაიბადა. მას არაბულ ენას მამა – რამიზ ხოჯა ეფენდი ასწავლიდა, ყურანი შეისწავლა და  ჰაფიზი გახდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ერთი წელი   ერზურუმში ცხოვრობდა. შემდეგ  ედირნეში დაბრუნდა და 1964 წლის 4 ივლისიდან  მეჩეთ დარულჰადისში ყურანის მასწავლებლად  დაინიშნა. ამავე მეჩეთში იმამის მოვალეობასაც ასრულებდა.

ღვთისმეტყველ-მქადაგებელი იყო. მან,  აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო პედაგოგიური და საგანმანათლებლო პრაქტიკა ყურანის შემსწავლელ კურსებზე.
„ქესტანეპაზარიდან”, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი, გააგზავნეს ჰაჯად. ეს მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში მოხდა.
შემდეგ იგი  საიდ-ნურსის  დაჯგუფებას შეუერთდა. პარალელურად დააფუძნა  საკუთარი დაჯგუფება, რომელიც საიდ-მურსის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა  და გაფართოვდა, მის მიმდევრებს  კი გიულენისტებად  მოიხსენიებდნენ.  ორგანიზაციის წევრები პერიოდულად მართავდნენ  შეხვედრებს, ქადაგებდნენ  ისლამს და ახალ წევრებს ყურანს დეტალურად აცნობდნენ.  მისი დაჯგუფების  გაფართოებასთან ერთად   გიულენს  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი გაეზარდა. მან  რელიგიურ გრძნობებზე თამაშით ჯგუფის ძველი და ახალი  წევრებისგან

ფულის აგროვება დაიწყო. ამის მიზეზად  კი ნაკლებად შეძლებულების დახმარების სურვილი დაასახელა, თუმცა შეგროვებული თანხის თითქმის სრულ ოდენობას პირადად მოიხმარდა. ეტაპობრივად გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები მატულობდნენ. ადრე თუ მას თანამოაზრეები მხოლოდ თურქეთის დიდ ქალაქებში ჰყავდა, დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის იდეოლოგიას  მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები. გიულენისტების მომხრეების ჯგუფების წევრები იკრიბებიან ამავე ჯგუფის წევრების სახლებში, იქ  აგროვებენ თანხას, რომელსაც ამ საქმისთვის გამოყოფილი რამდენიმე პირი უწევს ორგანიზებას. ეს ხდება არაოფიციალურად. ე.წ ობშიაკის სახით. თანხის უმეტესობა კი კვლავ გიულენის ჯიბეში მიდის. გიულენის დაჯგუფება მიწისქვეშა ორგანიზაციაა, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიას მისდევს. ჯგუფის წევრები გიულენთან ქულების დაწერის მიზნით ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებენ და საჭირო ვითარებაში შანტაჟსაც მიმართავენ.
გიულენის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი ფუნქციონირების მთავარი მიზანი:

ფეთჰულაჰ გიულენმა  სასწავლო ცენტრები თავდაპირველად მხოლოდ თურქეთის მასშტაბით გახსნა. პარალელურად ის უნივერსიტეტებს და ბაღებს, ასევე სკოლებს  სხვადასხვა ქვეყანაში აარსებდა.  რელიგიურ იდეოლოგიას ამოფარებული გიულენი ცდილობდა   ტოტალური კონტროლის  მოპოვებას  თურქეთის მმართველობაზე. მან  შეაღწია პროკურატურაში,  კერძო  სასამართლოები შექმნა. ასეთი სასამართლოების დაარსება თურქეთის კანონმდებლობით დაშვებული იყო. თურქეთის ხელისუფლებამ, რომელიც გიულენს საფრთხისშემცველ ფიგურად ვერ აღიქვამდა, შეიტყო, რომ მის მიერ თურქეთში გახსნილ სასწავლებლებში რელიგიური ექსტრემისტების მომზადება და მათთვის არასწორი იდეოლოგიის ჩანერგვა ხდებოდა.  თურქეთში რამდენიმე სამხედრო გადატრიალებაც მოხდა,  რაც მიმართული   იყო იმისკენ, რომ ქვეყანა რელიგიური მმართველობის ქვეშ არ მოქცეულიყო და ლაიციზმი გაგრძელებულიყო. გიულენის ჯგუფი  კი ლაიციზმის წინააღმდეგ ღიად  გამოდიოდა   და მას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.
მოხდა ისე, რომ  თურქეთის ხელისუფლებამ 2002-03 წლებში  გიულენი ტერორიზმში ბრალდებულად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. თუმცა გიულენმა აშშ-ში გაქცევა მოახერხა. შტატებში მან სასწავლებლები  დააარსა. მისი დაფინანსებით საგანმანათლებლო დაწესებულებები ეტაპობრივად კიდევ 48 ქვეყანაში დაფუძნდა. სასწავლებლებში დასაქმებულები არიან მისი იდეოლოგიის მქონე პედაგოგები, ძირითადად, ისინი, ვინც  მისივე გახსნილი უნივერსიტეტები  დაამთავრა.

ასეთ პედაგოგებს ვალდებულება აქვთ, შემოსავლების 5-დან 20 პროცენტამდე გიულენს ფარული გზით გაუყონ.
ყველა სასწავლებლის მმართველი საბჭო მან  დააკომპლექტა. რა თქმა უნდა,   ადგილობრივი პერსონალიც დაასაქმა. ისინი შეიძლება ისლამს არ მისდევენ, თუმცა სრულად ემორჩილებიან მმართველი საბჭოს  მოთხოვნებს. გიულენი საკუთარ თავს  მწერალს, პოეტს, პუბლიცისტს უწოდებს. მისი ავტორობით გამოსული ლიტერატურა  მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და მის მიერ დაარსებულ სასწავლებლებში უფასოდ რიგდება.
რატომ  დახურეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა გიულენის  გახსნილი უნივერსიტეტები:
ამერიკის შეერთებულ შტატებში გიულენის მიერ სასწავლებლების გახსნის ფაქტს ხელისუფლება დადებითად შეხვდა. მას განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხები ერიცხებოდა.
თუმცა მას შემდეგ, რაც სასწავლებლებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თუ რას ემსახურებოდა გიულენის ჩანაფიქრი და რა დიდი საფრთხე შეიძლება ეწვნია ამერიკას განათლებული  რელიგიური ექსტრემისტებისგან, მის დაფუძნებულ   სკოლებში “ეფ-ბი-აი“

შევიდა, აშშ-მ, აღნიშნული სასწავლებლების  დახურვის პარალელურად, რამდენიმე   პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მისცა.
აზერბაიჯანში, ერთ-ერთი საპარლამენტო არჩევნების წინ შემთხვევით გასაჯაროვდა წერილი, რომლის ადრესატიც ფეთჰულაჰ გიულენი იყო. წერილში გიულენს აზერბაიჯანელი მომხრეები ატყობინებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მათ თანამოაზრეებს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის  დიდი შანსი   ჰქონდათ. წერილის  ავტორი წერდა, რომ ამით გიულენს აზერბაიჯანის  მართვის სადავეების ხელში ჩაგდება გაუადვილდებოდა. ამ ამბავს აზერბაიჯანის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება  მოჰყვა. ამ პერიოდში რეჯებ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა, პირადად შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და იმ პირთა სია გადასცა, რომლებიც გიულენს აზერბაიჯანში დასახული გეგმების განხორციელებაში ხელს უწყობდნენ.
აღნიშნულ ფაქტს აზერბაიჯანში გიულენის მიერ გახსნილი აბსოლუტურად ყველა სასწავლებლის

დახურვა მოჰყვა, შენობები კი, სადაც ეს სასწავლებლები ფუნქციონირებდნენ, კომპანია “სოკარს“ გადაეცა. დაიხურა ტელევიზია და გიულენის მიერ აზერბაიჯანში წამოწყებული ბიზნესებიც შეჩერდა.
ასევე ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ  აუდიენციას რუსეთში გიულენის მიერ დაარსებული უნივერსიტეტების დახურვა მოჰყვა.  რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხიდან გამომდინარე, რუსეთმა  სასამართლოს ძალით  ფედერაციაში არსებული მისი ყველა სასწავლებელი დახურა.
გიულენის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებები დახურა  თურქმენეთმა, უზბეკეთმა, ყაზახეთმა, ირანმა, რუსეთმა, 2012 წელს – ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო მთავრობამ. დე ფაქტო ხელისუფლებამ  ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მოწვეულ მასწავლებლებს უფრო მეტი ხელფასი ჰქონდათ, ვიდრე აფხაზებს. რეალურად კი გიულენის მიერ გახსნილი სასწავლებლების აფხაზეთში დახურვის სურვილი კრემლმა გამოთქვა.
რომელ სასწავლებლებს და რა ბიზნესებს აკონტროლებს გიულენი საქართველოში და რა კავშირი აქვს ექსპრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან:

1994  წელს საქართველო-თურქეთში შორის  ხელშეკრულება გაფორმდა,  რომელიც ორ ქვეყანას შორის  კულტურულ-საგანმანათლებლო  სფეროში უთიერთობების  მჭიდრო კავშირის დამყარებას გულისხმობდა. სწორედ ამ პერიოდში  გახსნა გიულენმა  “დემირელის“ სასწავლებელი. იმავე პერიოდში  სოხუმში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სასწავლებლები დაარსდა.
საქართველოში  ის  რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა–ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.

ერთი სიტყვით, ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.
რომან კვიციანი აცხადებს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის  იდეოლოგიის მიმდევრები.
მისი თქმით, გიულენს საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით  განზრახული აქვს სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება და კონტროლის დამყარება.
კვიციანის თქმითვე,  გიულენის მიერ დაფინანსებული  სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მომრავლდა, რადგან მას სააკაშვილის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ პერიოდში იხურებოდა იგივე გიულენის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გიულენს დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს ექსპრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან, რომელიც, კვიციანის ინფორმაციით, გიულენის ინიციატივით  საქართველოში  გამართული კონფერენციების ორგანიზატორი და  მასთან საკმაოდ  დაახლოებული პირია.
სხვა ქვეყნების მსგავსად, გიულენი საქართველოშიც აკონტროლებს თურქული ბიზნესის უმრავლესობას.
ეს არის სამშენებლო, ტექსტილის, სამედიცინო ბიზნესები, თუმცა პრიორიტეტული მაინც განათლების სფეროა.
გიულენი ფიქრობს, რომ სწორედ ამ სფეროს დახმარებით შეძლებს ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის სადავეების ჩაგდებას. სწორედ ამიტომაც გიულენი და მისი წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ,  რომ მათი იდეოლოგიის მიმდევრები სახელმწიფო უწყებებში დასაქმდნენ. მათ საქართველოში არსებულ სასწავლებლებში ჰყავთ დამხმარეები, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
რომან კვიციანის კერძო გამოძიებით დგინდება, რომ გიულენი  “ქართველ მეწარმეთა ასოციაციის“ უკანაც დგას.
მისი თქმით, აღნიშნულ ასოციაციაში  მხოლოდ ორი წევრია ქართველი, ისიც ფორმალურად, რათა გიულენის ბიზნესინტერესების გამტარებლებში  ეჭვები არ დაბადონ და თავისუფლად ჩაიხედონ  ქართული ეკონომიკის შიდასამზარეულოში.

გახმაურებული ტერაქტები და მკვლელობები, რომლებსაც  გიულენის ხელწერასთან მივყავართ:
თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ  და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი.
ეს არის სტამბოლში ერთ-ერთი სომხური ჟურნალის რედაქტორის მკვლელობა. იმავე წელს ტრაბზონში   კათოლიკე მღვდლის სიკვდილი, რომლის კვალიც გიულენის სახელთან მიდის. ქალაქის მერიაში მომუშავე ერთ-ერთმა პირმა სინანულით განაცხადა, რომ გიულენთან დაკავშირებულ პირებს მღვდლის მკვლელობის გეგმის შესახებ ინფორმაცია მისთვის ადრე რომ მიეწოდებინათ, მკვლელობის  თავიდან აცილება  შესაძლებელი იქნებოდა. გიულენს უკავშირებენ წელს სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთმა სირიაში ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა, თუმცა, საზღვარზე  შემოწმებისას ტრაილერებში  ტვირთის ნაცვლად  შეიარაღება აღმოჩნდა.
არსებული ინფორმაციით, სწორედ გიულენის გარემოცვამ შეგნებულად გაახმაურა ეს ფაქტი, რათა საერთაშორისო საზოგადოების თვალში თურქეთის

ხელისუფლება დაკნინებულიყო და ქვეყნისთვის ტერორისტების ხელშეწყობა  დაებრალებინათ.
ადგილობრივ მედიაში გიულენის გვარმა სექტემბრის დასაწყისში თურქეთში ჩატარებული  მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიჟღერა.
საქმე ეხება თურქეთის 16 პროვინციაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის  შედეგადაც  ათობით პოლიციელი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულ სამართალდამცველებს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი.
მათ თურქი მაღალჩინოსნების უკანონო სატელეფონო მოსმენებში  ადანაშაულებენ.
თურქეთის ხელისუფლებამ სამართალდამცველების მასობრივი დაკავება მიმდინარე წლის ზამთარში დაიწყო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი  ფაქტებისა, კიდევ არსებობს უამრავი საქმე.
უკანასკნელი ინფორმაციით, გიულენი აშშ-დან გაქცევას და აფრიკის იმ ქვეყანაში  გადასახლებას აპირებს, რომელთანაც თურქეთს ორმხრივი ურთიერთშეთანხმება არ აქვს. შესაბამისად, თურქული მხარე ასეთი ქვეყნისგან გიულენის  ექსტრადირებას ვერც მოითხოვს.

რომან კვიციანი  ხელისუფლებას მოუწოდებს, დაინტერსდეს  ფეთჰულაჰ  გიულენის იმ საქმიანობით, რომელსაც ის საქართველოში საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში  ეწევა და სათანადო რეაგირება მოახდინოს. ამ მიზნით ის უახლოეს პერიოდში შესაბამის სტრუქტურებს წერილობით მიმართავს.

kvira.ge

როგორ უნდა გაუზარდოთ ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან


ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი  გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. როგორც „ფორტუნას“ ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ განუცხადა, მშობლების და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.
  
რა ასაკიდან უნდა იზრუნოთ ბავშვისთვის  სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე?
თამარ გაგოშიძის განცხადებით, შესაბამისი სამოტივაციო სიტუაციის შექმნა ბავშვისთვის მცირე ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. ფსიქოლოგმა 2 კატეგორიის  მშობლებზე ისაუბრა.  მშობლების ნაწილი მხოლოდ მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის აშავებს, ხოლო კარგად მოქცევის ან დავალების შესრულების შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენენ. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ მინუს ნიშნით ხდება მისი შეფასება. რაც შეეხება მშობლების მეორე კატეგორიას,  ასეთი მშობელი სულ აქებს საკუთარ შვილს და ეუბნება, რომ „ყველაზე მაგარია და ყველაფერი შეუძლია“. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ ორივე მიდგომა არასწორია.

რამდენად ამართლებს ბავშვთან ურთიერობისას მკაცრი მიდგომა?
თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლები ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებით რბილები უნდა იყვნენ. მკაცრი დამოკიდებულება სწავლისადმი ნეგატივს ქმნის. „ მკაცრი დამოკიდებულების დროს, მშობლები ხშირად უარყოფით შეფასებებზე გადადიან. ბავშვს არ უნდა უთხრათ კარგია ის თუ ცუდი, არამედ უნდა შეაქოთ, როდესაც კარგად გააკეთებს დავალებას“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს?
სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგის და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. დაბალი თვითშეფასება ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს. ფსიქოლოგის თქმით, ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა.
“ ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. მასწავლებლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ მისსავე თავთან. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ  ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას “ – განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს და რა როლი აქვს სკოლას ამ პროცეში, 7 რჩევას თამარ გაგოშიძე მოგცემთ.

  1. ბავშვის შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. უფროსების იმედგაცრუება ბავშვისთვის ტრაგედიის ტოლფასია,  მასწავლებელი და მშობელი კი მისთვის ავტორიტეტია. ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომის დაშვება არ არის სირცხვილი.
  2. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
  3. თავი შეიკავეთ სწავლასთან დაკავშირებით შეფასებისა და მწვავე რეპლიკებისგან. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
  4. დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
  5. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
  6. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
  7. აუცილებელია ყოველთვის დაინახოთ და აღნიშნოთ ბავშვის ქცევა და ძალისხმევა, მხოლოდ მინუსებზე აქცენტი არ გააკეთოთ.

როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი?

EDU.ARIS.GE – ს პროექტი ჰკითხე ედუს წარმოგიდგენთ აქტუალურ კითხვას აბიტურიენტებისთვის საინტერესო საკითხზე.
მაშ ასე, დღევანდელი კითხვა:
– როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი და თუ აბიტუენტთა ქულები დაემთხვა ერთმანეთს ვის მიენიჭება უპირატესობა?
– თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის  რომელიმე  პროგრამაზე,  მაშინ  რეიტინგულ  სიაში  მითითებულ  მომდევნო  პროგრამაზე  მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში! საბოლოო სია იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება, განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სიებისა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის (ან მასთან გათანაბრებული საბუთის) საფუძველზე აბიტურიენტი  აფორმებს ხელშეკრულებას შესაბამის უმაღლეს სასწავლებელთან.  ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი.
რაც შეეხება ერთნაირი ქულების შემთხვევას: მაგალითად, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  არის  20  ადგილი.  ცხადია,  უნდა  ჩაირიცხოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტი, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტულ გამოცდაში.
პასუხი მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით
edu.aris.ge

Thursday, July 14, 2016

ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს. 
დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება. 
ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც "Brit Awards"-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს "მსოფლიო მუსიკის ჯილდო".
Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ. 
2030.news

Tuesday, July 12, 2016

საერთაშორისო ექსპერტები ერთვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს აკრედიტაციის პროცესის ინტერნაციონალიზაციას. ამ მიზნით, ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსში შეყვანილია 200-მდე საერთაშორისო ექსპერტი, რომლებიც ჩაერთვებიან საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში.  საერთაშორისო ექსპერტთა ჩართულობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შინაარსზე, შედეგებსა და განვითარებაზე  ორიენტირებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებაში.

eqe.ge

Monday, July 11, 2016

რომის პაპი აღავლენს ლიტურგიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე

ვატიკანმა რომის პაპის საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტის პროგრამა გამოაქვეყნა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პონტიფიკოსი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და კათოლიკოს-პარტრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ასევე გამართავს შეხვედრებს ადგილობრივ რელიგიურ თემებთან და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლობებთან.

1-ელ ოქტომბერს რომის პაპი აღავლენს ლიტურგიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, შემდეგ კი სვეტიცხოვლის ტაძარს ეწვევა. 2 ოქტომბერს რომის პაპი ფრანცისკე ბაქოში ჩავა.
ipn.ge

2016 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

2016 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები