Friday, February 22, 2019

თბილისში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, სამართალდარღვევად განისაზღვრება და დგინდება ჯარიმები შემდეგი შემთხვევებისათვის:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- ნებართვის მქონე ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი;
.

- სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – ჯარიმა 100 ლარი;
- წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან „TEST“ ნომრის გარეშე- ჯარიმა 100 ლარი;
- ელექტროძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების პარკირება - ჯარიმა 50 ლარი.
- დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით – ჯარიმა 200 ლარი. განმეორებით შემთხვევაზე 400 ლარი.
ამასთან, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 1 საათისა, შეწყვიტოს აღნიშნული საქმიანობა.
- დედაქალაქის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის ან/და მისაბმელის დგომა სხვა კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილებზე - ჯარიმა 500 ლარი.
კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული
interpressnews.ge

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა


მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა.
 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

იხილეთ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროგრამები საგნების მიხედვით:
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – პროგრამები 2019 წლის გამოცდისთვის
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის მიერ განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების საფუძველზე, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე მასწავლებლებს ან მასწავლებლობის მსურველებს უწევთ საკუთარი კომპეტენციის დადასტურება საგანში. ხოლო იმისთვის, რომ მოქმედმა მასწავლებელმა აიმაღლოს სტატუსი სექტემბრის თვეში უნდა ჩააბაროს მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული სპეციალური გამოცდა.
edu.aris.ge

ბოლოდროინდელი კვლევა: მარტოხელა ქალები უფრო ბედნიერები არიან

მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობთ ამ საკითხზე, ფაქტი ისაა, რომ მარტოხელა ქალების რიცხვი დღითიდღე იზრდება. მარტივი სათქმელი არაა, რატომ ამჯობინებენ ისინი მარტო ყოფნას ან რატომ არიან ამით ბედნიერები. შეიძლება, ეს დემოგრაფიული უთანასწორობის ბრალია ან უბრალოდ, თანამედროვე სამყარო მათ სხვა გზას არ უტოვებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


სტატიაში ამ თემის უფრო ღრმა ანალიზს გთავაზობთ. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა ქალები ყველაზე ბედნიერები არიან და აი, რატომ.
როგორც გაირკვა, ქალები უფრო მეტ ძალისხმევვას დებენ ურთიერთობაში. მართალია, ეს ადამიანზეცაა დამოკიდებული, მაგრამ ზოგადად, ქალები მეტს შრომობენ ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის.

გარკვეული დროის შემდეგ კი, ამით, უბრალოდ, იღლებიან. 45-დან 65 წლამდე ქალების დაახლოებით32% და მამაკაცების მხოლოდ 19%-ია ბედნიერი მარტო ყოფნით.
დიახ! გრძელვადიანი ურთიერთობის შემდეგ მარტო ყოფნა ზოგისთვის შვებაა! ამის შემდეგ ქალები საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებენ სტრესისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. საბოლოოდ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აკეთონ ის, რაც სურთ - იარონ ტანგოს გაკვეთილებზე ან წავიდნენ სამოგზაუროდ. ბრიტანელი მარტოხელა ქალების 61% ამბობს, რომ ისინი კმაყოფილები არიან თავიანთი სტატუსით.

მათთვის არ არსებობს ოჯახური მოვალეობები, არ უწევთ საჭმლის მომზადება; შეუძლიათ, მარტივად შეუკვეთონ საჭმელი და ბედნიერები იყონ ამით.
სიყვარულის პოვნა ამ ქალებისთვის აღარ არის ცხოვრების მთავარი მიზანი. ისინი სხვა სახის სიყვარულს - საკუთარი თავის სიყვარულს სწავლობენ.

ხშირად ხდება, როცა შვილებიანი ქალი შორდება ქმარს. ამ შემთხვევაში მისი სიყვარულის ეპიცენტრს შვილი წარმოადგენს და ზოგჯერ გულში ადგილი აღარ აქვს სხვა მამაკაცისთვის დარჩენილი
არწმუნებულები ვართ, რომ თქვენც გეყოლებათ მეგობრები, რომლებიც უკვე 1-3 წელია, მარტო არიან. კვლევამ აჩვენა, რომ დღეს ეს იშვიათობა აღარ არის. მარტოხელა ქალების 75%-სურთიერთობის ქონის სურვილი ერთ წელზე მეტია, არ ჰქონია. როცა ამ რიცხვებს უყურებთ, ალბათ, გაინტერესებთ, სინამდვილეში რაშია პრობლემა!
დიახ, სინამდვილეში ისინიც ეძებენ ნამდვილ სიყვარულს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რაც უფრო დიდხანს არიან მარტო, მეტად იაზრებენ, რომ უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ თავად და ხვდებიან, რომ არ არსებობს საჭიროება, ვინმეს მარტო იმიტომ ხვდებოდე, რომ მარტო არ იყო.

ქალები ელოდებიან რეალურ, ძლიერ გრძნობას და მთელ თავისუფალ დროს საკუთარი თავის განვითარებას უძღვნიან. ეს კი მათ უდიდეს სიხარულსა და თავდაჯერებულობას ანიჭებს!
თქვენ რას ფიქრობთ? მარტო ყოფნასაც აქვს სარგებლობა თუ ქალს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მამაკაცი გვერდით, რათა თავი სრულფასოვნად იგრძნოს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♥
intermedia.ge


ლევან კობიაშვილი თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებას ეხმაურებ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე“, - განაცხადა კობიაშვილმა.
თურქეთში 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. მათ ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში,  ქურდობაში ადანაშაულებენ.  ინფორმაცია ამიშ შესახებ CNN-ის თურქულმა ბიურომ გაავრცელა.
imedinews.ge

ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა

ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ მან უმრავლესობა დატოვა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


„მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - განაცხადა ბესელიამ.
გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.
მანამდე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.
რაც შეეხება ბესელიას ის დეპუტატობამდე კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა, 2008 წელს გახდა პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკ „გაერთიანებული ოპოზიციიდან (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები),“2012 წლიდან კი ის პარლამენტში ორჯერ "ქართული ოცნებიდან" მოხვდა.
imedinews.ge

Facebook-ი ერთ-ერთ სათვალთვალო აპლიკაციას გააუქმებს

გამოცემა TachCrunch-ის გამოძიების შემდეგ Facebook-ი VPN აპლიკაცია Onavo-ს დახურავს. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Onavo Protect-ს, რომელსაც სოცქსელი მომხმარებლის სმარტფონისა და ინტერნეტ აქტივობის სათვალთვალოდ იყენებდა Apple-მა 2018 წლის ივნისში დაბლოკა, აგვისტოში კი App Store-იდან საერთოდ წაშალა. 
შეიძლება ითქვას, რომ Onavo-ს გარეშე Facebook-ი ბაზრის კვლევის ერთგვარ ინსტრუმენტს კარგავს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში Facebook-მა პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით უამრავი კვლევა და გამოკითხვა ჩაატარა. 
იანვარში ცნობილი გახდა, რომ სოცქსელი Onavo-ს მსგავს VPN აპლიკაცია Facebook Research-ს ფლობს, რომელსაც Onavo-ს მსგავსი მიზნებისთვის იყენებს. Facebook-ი უარყოფს, რომ აპლიკაცია Research-ით Onavo-ს ჩანაცვლება სურდა. 
Onavo Protect-ი, VPN სერვისი Facebook-მა 2013 წელს შეიძინა. acebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.
ვრცელი სტატია იმის შესახებ, თუ რა ელის Facebook-ს 2019 წელს შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
imedinews.ge

Thursday, February 21, 2019

ემზადება თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკისთვის და რას ნიშნავს მისი მესიჯები?!

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის "თი­ბი­სი ბან­კი­დან" წას­ვლამ (გა­დად­გა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა აქ­ცი­ო­ნე­რად რჩე­ბა) შე­საძ­ლოა, ერთი შე­ხედ­ვით, და­ტო­ვოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი „გა­ა­ჩე­რეს“. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ასე არ არის - აი, ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მი რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მა­შინ შეგ­ვეძ­ლო გვეთ­ქვა, რომ ბან­კირ­მა უკან და­ი­ხია და მი­ი­ღო ის წი­ნა­და­დე­ბა, რა­საც მე­სი­ჯე­ბის სა­ხით პრო­კუ­რა­ტუ­რა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად უგ­ზავ­ნიდ­ნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვეთ. ბიზ­ნეს­მე­ნის 21 თე­ბერ­ვლის ფე­ის­ბუქ-პოს­ტში დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლი ყვე­ლა კი­თხვა­ზე მი­ი­ღებს პა­სუხს - ვის მი­იჩ­ნევს თა­ვად ხა­ზა­რა­ძე მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შემ­სრუ­ლებ­ლად, ვის დამ­კვე­თად და რა მი­ზა­ნი აქვს ამ კამ­პა­ნი­ას.
და­ვი­წყოთ შემ­სრუ­ლებ­ლით. ხა­ზა­რა­ძე წერს: „ბან­კი არ შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლივ სა­სა­მარ­თლო და­ვა­ში იყოს თა­ვის რე­გუ­ლა­ტორ­თან (ეროვ­ნუ­ლი ბან­კი - ავტ.), მი­თუ­მე­ტეს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი არაა თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში“.
ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი ეპი­ზო­დია შემ­დე­გი:
სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლეს არ გა­მო­უთ­ქვამს სურ­ვი­ლი, პრე­მი­ე­რის და მისი მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით, შეგ­ვხვედ­როდ­ნენ და პი­რა­დად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რა­მო­დე­ნი­მე მათ­განს პი­რა­დად მივ­წე­რე და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბიც გა­და­ვუგ­ზავ­ნე გა­საც­ნო­ბად, პა­სუ­ხი არა­ვის­გან მო­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ მო­ვის­მი­ნე მათი ბევ­რი კო­მენ­ტა­რი სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. მე მივ­ხვდი, რომ მი­ზა­ნი ჩემი დის­კრე­დი­ტა­ცი­აა“.
თი­ბი­სი ბან­კის“ რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ტომ ვერ „მო­ი­ცა­ლეს“ პრე­მი­ერ­მა ან მი­ნის­ტრებ­მა რომ თუნ­დაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­სა­ნა­ხად შეხ­ვედ­როდ­ნენ ხა­ზა­რა­ძეს?! იმი­ტომ ხომ არა, რომ პრე­მი­ერს და მი­ნის­ტრებს „ვი­ღაც“ გა­უბ­რაზ­დე­ბო­დათ?!
რაც შე­ე­ხე­ბა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მთა­ვარ მი­ზანს. ბიზ­ნეს­მე­ნი წერს: “მე მთელ ჩემს ენერ­გი­ას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს - ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვუ­ძღვნი. იმე­დია, დამ­ცალ­დე­ბა საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა“.
თუ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი ანაკ­ლი­ის პორ­ტი­დან ხა­ზა­რა­ძის გა­ძე­ვე­ბაა, მას ნამ­დვი­ლად არ „და­აც­ლი­ან“. ბიზ­ნეს­მე­ნის ტაქ­ტი­კა გა­სა­გე­ბია - ჩა­მო­შორ­და ბანკს, რათა „თი­ბი­სის­თვის“ სა­მო­მავ­ლო დარ­ტყმე­ბი აე­ცი­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ თქვა უარი ანაკ­ლი­ა­ზე. შე­ვეც­დე­ბით, გა­ვა­კე­თოთ პროგ­ნო­ზი, თუ რა ტაქ­ტი­კით იმოქ­მე­დებს მო­მა­ვალ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის კვლავ გა­აგ­რძე­ლებს „ჩხვლე­ტებს“ (შავი პი­ა­რის მან­ქა­ნა კი ახა­ლი ძა­ლით და­ი­ქო­ქე­ბა) ხა­ზა­რა­ძის მი­სა­მარ­თით, რათა ამ­ჯე­რად მას ანაკ­ლი­ის კონ­სორ­ცი­უ­მის უცხო­ელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან შე­უქ­მნან უხერ­ხუ­ლო­ბა და აი­ძუ­ლონ, პრო­ექ­ტი და­ტო­ვოს. თუ ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ჯი­უტ­და, და­ი­წყე­ბენ მის და­კი­თხვა-გა­მო­კი­თხვებ­ზე ტა­რე­ბას და თუ „ზე­მო­დან“ მი­თი­თე­ბა მო­ვი­და, შე­საძ­ლოა, და­ა­კა­ვონ კი­დეც. თუ ხა­ზა­რა­ძე დარ­ჩა პა­სი­უ­რი თავ­დაც­ვის იმე­დად, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­ა­გებს.
ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბიზ­ნეს­მე­ნის ეფექ­ტი­ა­ნი კონ­ტრნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა ის, რა­საც კუ­ლუ­ა­რებ­ში ბოლო დროს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა.
ბიზ­ნეს­მენს დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის. თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ზი­რი შე­საძ­ლოა, სწო­რედ ანაკ­ლი­ის პორ­ტი გახ­დეს - თუ პირ­და­პირ იტყვის, რომ ხელს უშ­ლი­ან ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს აშშ-სთვის და და­სავ­ლე­თის სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის - ასე რომ, შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში მო­სულ ბან­კირს და­სავ­ლე­თი­და­ნაც ჰქონ­დეს მხარ­და­ჭე­რა.
სწო­რი მე­სი­ჯე­ბით ხა­ზა­რა­ძეს შე­უძ­ლია თა­ვის ელექ­ტო­რა­ტად აქ­ცი­ოს ამომ­რჩევ­ლის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის­თვი­საც „ოც­ნე­ბაც“ მი­უ­ღე­ბე­ლია და „ნაც­მოძ­რა­ო­ბაც“. 2020 წლის შე­მოდ­გო­მამ­დე საკ­მა­რი­სი დროა პარ­ტი­ის შექ­მნის­თვი­საც, გუნ­დის შე­მოკ­რე­ბის­თვი­საც და პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე დამ­კვიდ­რე­ბის­თვი­საც.
თუმ­ცა... თუ ხა­ზა­რა­ძემ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა, ეს სა­გან­გა­შო სიგ­ნა­ლი იქ­ნე­ბა „ოც­ნე­ბის­თვის“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი­ად ახა­ლი ძა­ლით ჩა­ირ­თვე­ბა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა. ვი­ხი­ლავთ და­უს­რუ­ლე­ბელ „სე­რი­ა­ლებს“ - რო­გორ ატყა­ვებ­და ხა­ზა­რა­ძის ბან­კი მო­ქა­ლა­ქე­ებს, ქო­ქო­ლა­ძის საქ­მეს, ბიზ­ნეს­მე­ნის კავ­ში­რებს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და ა.შ.
ვნა­ხოთ, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა, არის თუ არა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხა­ზა­რა­ძე...
ავ­ტო­რი: გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი
ambebi.ge

მსაჯების ასოციაციამ „რეალის“ მიმართა შეცდომა აღიარა

მოგეხსენებათ, კალათბურთის Copa Del Rey-ს ფინალის შემდეგ, მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელიც ნამდვილად სკანდალური იყო. მსგავსი რამ ისტორიაში იშვიათად მომხდარა. სამეფო კლუბი პირდაპირ ითხოვდა შესაბამისი ორგანოების მიერ მყისიერ რეაგირებას და მსაჯების შეცდომებზე პასუხის გაცემას. ამ საკითხთან დაკავშირებით მსაჯების ასოციაციამ განცხადება გააკეთა, სადაც შეცდომა აღიარა...

გასცხადებაში ნათქვამია, რომ ასოციაცია არსებულ შეცდომებს აღიარებს და მზად არის, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევში, კომპეტენტურ ორგანოებს დაეთანხმოს.

ამასთანავე მსაჯთა ასოციაცია დასძენს, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და ყველა ერთად უნდა დადგეს და მსაჯობის მაქსიმალურ დონეზე მიყვანაზე იბრძოლოს
Halamdrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

ყაზახეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სურვილი დააკმაყოფილა. 
https://ru.sputniknews.kz-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პირველმა პირმა განაცხადა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს, რადგან მას ხალხის არ ესმის. 
პრეზიდენტის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველა საჭირო სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა სისტემური მუშაობა მაინც არ დალაგებულა. ნაზარბაევს მიაჩნია, რომ მოსახელოების შემოსავლები არ გაზრდილა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჰიუ ჯეკმანი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა

ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმანი გინესის წიგნში მოხვდა. რეკორდების წიგნში მასთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი პატრიკ სტიუარტიც შეიყვანეს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

IGN-ის ინფორმაციით ორივე მსახიობმა სტუდია Marvel-ის მიერ შექმნილ "იქს ადამიანების" სერიებში ყველაზე დიდ ხანს ითამაშა. ჯეკმანი და სტიუარტი კომიქს გმირების როლს ზუსტად 16 წლის და 228 დღის განმავლობაში განასახიერებდნენ. მოგვიანებით ჰიუმ აღიარა, რომ გინესის წიგნში მოხვედრა მისი ბავშვობის ოცნება იყო. ავსტრალიელის თქმით ის, ძმასთან ერთად რეკორდების დასამყარებლად ყველაზე მარტივ გზებს ეძებდა
imedinews.ge

21 რეალობა ჩვილების შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

დედამიწაზე ყოველ 3 წამში ერთხელ ერთი ჩვილი იბადება.
2. ჩვილი დაბადებისთანავე გრძნობს დედის სუნს და ესმის მისი ხმა, ანუ დაბადებიდან დედის მიმართ ძალიან დიდი მიდრეკილება აქვს
ჩვილების 80 %- დაბადებიდან ლაქა მოყვება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ყველა მოზარდს აქვს 206 ძვალი, ხოლო ჩვილს დაბადებისას 300 
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
ჩვილს პრაქტიკულად ტირილი არ შეუძლია, რადგან ცრემლის გამოყოფის უნარიარ გააჩნია. ასე რომ პირველ კვირებში ის კი არ ტირის უბრალოდ "ბღავის
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 იცოდით, რომ თავის დაქნევა ბავშვობიდან რომ მოდის? ბავშვობაშიროდესაც ჩვილს საჭმელს აწვდიან მშობლები, ჩვილი უარის სახით თავს იქნევსაქეთ-იქით. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ეს თვისება ყველა მოზარდს ჩვილობიდანმოსდევს.
ჩვილებს არ აქვთ მუხლის ძვლები. უვითარდებათ 6 თვის განმავლობაში.
ჩვილებს თმები და ბეწვები დედის მუცელშივე უვითარდებათ, რომელსაც ლანუგოს ეძახიან. ლანუგო ჩვილს გაჩენამდე რამოდენიმე დღით ადრე სცვივა
ჩვილების წონა 5 თვეში ორმაგდება.
ლინა მედინა, ეს გოგონა ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა დედა! ის 5 წლის ასაკში უკვე ჩვილის დედა იყო
ჩვილებს გემოვნებას უნარი დედის მუცელშივე უჩნდებათ!
დედამიწაზე ყველაზე მრავალშვილიანი დედა, რუსი ქალბატონი ვასილიევი გახლავთ. მან 1925 წლიდან 1965 წლის ჩათვლით 69 ბავშვი გააჩინა და გინესის წიგნშიც შევიდა. დღეს რუსეთში 100 კაციდან ერთს მაინც აქვს საგვარეულო კავშირი ვასილიევებთან.
intermedia.ge


ლიეტუვაში კორუფციისთვის 8 უმაღლესი რანგის მოსამართლე დააკავეს

ლიეტუვაში კორუფციის ბრალდებით 26 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორისაც 8 უმაღლესი რანგის მოსამართლეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გენერალური პროკურორის განცხადებით, შესაძლოა გადაიხედოს ამ 8 მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც. მოსამართლეები მსახურობდნენ მაღალი რანგის სასამართლოებში, მათ შორის უზენაესშიც. პროკურორის თქმით, დაკავებულებს შორის 5 ადვოკატიც არის.
გენერალური პროკურორის განცხადებით, ეს იყო გარკვეული სისტემა, რომლითაც სასამართლოებში მოსყიდვის ფაქტები ხდებოდა. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, საუბარია 1000 ევროდან 100 000 ევრომდე ოდენობის ქრთამის შეთხვევებზე.
"ევრობარომეტრის" 2017 წლის კვლევის მიხედვით, ლიეტუველთა 97% ფიქრობს, რომ ქვეყანაში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული.
imedinews.ge

ნურმაგომედოვმა სენ-პიერი გამოიწვია

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ოქტაგონზე კანადელი ჯორჯ სენ-პიერი გამოიწვია. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

37 წლის კანადელი ოქტაგონზე 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ნურმაგომედოვმა კანადელ სპორტსმენს Instagram-ის გვერდიდან მიმართა.
ჯერ უცნობია დასთანხმდება თუ არა სენ-პიერი ნურმაგომედოვის გამოწვევას. 
ხაბიბ ნურმაგომედოვი დისკვალიფიკაციას იხდის. დაღესტნელი სპორტსმენი ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა მაკგრეგორთან დაპირისპირების გამო დასაჯა. 
imedinews.ge

თბილისში გიდებმა საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გააპროტესტეს

მეტეხის ეკლესიასთან გიდების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს რუკის დამახინჯების ფაქტები გახშირებულია და ეს მხოლოდ ტურისტულ კომპანიებს არ ეხებათ. მათი თქმით, ასეთი დარღვევა უმეტესწილად ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიების მიერ ხდება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საკითხზე კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სიმბოლიკის ნებისმიერი სახით დამახინჯება ლახავს სახელმწიფოებრიობას, არის დაუშვებელი და სახელმწიფო შესაბამის კანონზე მუშაობს.
21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.
საქართველოს რუკის ტერიტორიული მთლიანობის დამახინჯებით გავრცელება შესაძლოა დასჯადი გახდეს. ინიციატივა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს ეკუთვნის
imedinews.ge

Tuesday, February 19, 2019

ვინ არის მსოფლიოს მერვე საოცრებად წოდებული "პალმა ჯუმეირას" ქართველი კონსტრუქტორი - "სამწუხაროა, რომ მას საქართველოში არ იცნობენ

სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბის" შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა მო­ხერ­ხდა, რათა მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. სამ­წუ­ხა­როა ისიც, რომ ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი თა­ვი­სი გე­ნი­ა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცი­ის შე­დე­გე­ბის ნახ­ვას ვერ მო­ეს­წრო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდ პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ" - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის:

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- მას შემ­დეგ, რაც ძვ.წ. II ს-ში მსოფ­ლი­ოს შვი­დი სა­ოც­რე­ბის სია შედ­გა, არა­ერ­თხელ იყო ამ სიის შეც­ვლის და შევ­სე­ბის მცდე­ლო­ბა.
 XXI-ე სა­უ­კუ­ნის "მსოფ­ლი­ოს მერ­ვე სა­ოც­რე­ბად" მიჩ­ნე­უ­ლია სპარ­სე­თის ყუ­რე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი "პალ­მა ჯუ­მე­ი­რა", ეს არის ზღვა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი პალ­მის ფორ­მის ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი ატო­ლით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი. 
რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მნი­ლი ეს მე­ო­რე ძეგლია, დიდი ჩი­ნუ­რი კედ­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კოს­მო­სი­დან ჩანს. ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პრე­სის, ტე­ლე­ვი­ზი­ის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლამ არ იცის, რომ ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ემიგ­რან­ტი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკეთ იც­ნო­ბენ ოთა­რის ძმას, ამე­რი­კელ ბიზ­ნეს­მენ გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს, რო­მე­ლიც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და 2001 წელს ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­აც და­ა­არ­სა. გივი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის სა­არ­ქი­ვო კო­მი­სი­ის წევ­რი იყო.
ოთა­რის და გი­ვის მამა სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი არ­მი­ის პოლ­კოვ­ნი­კი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კომ­ტე­ტი­სა და სამ­ხედ­რო ცენ­ტრის წევ­რი და 1924 წლის აგ­ვის­ტოს აჯან­ყე­ბის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. აჯან­ყე­ბის და­მარ­ცხე­ბი­სა და სის­ხლში ჩახ­შო­ბის შემ­დეგ სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბი და­ი­წყო. სო­ლო­მონ­მა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცუ­ლებ­თან ერ­თად სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და თურ­ქე­თის გზით საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ხიზ­ნა. მალე საფ­რან­გეთ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­უღ­ლე მარი ხირ­სე­ლი და შვი­ლე­ბი გივი და ოთა­რიც ჩა­ვიდ­ნენ. გივი 5 წლის იყო, ოთა­რი 2-ის, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­იყ­ვა­ნეს. საფ­რან­გეთ­ში 17 წელი იცხოვ­რეს, მაგ­რამ ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ენა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. ყო­ველ კვი­რას დედა ქარ­თულ სა­დილს ამ­ზა­დებ­და და მათ ოჯახ­ში ქარ­თვე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. II მსოფ­ლიო ომის დროს უამ­რავ სხვა ემიგ­რან­ტთან ერ­თად სო­ლო­მო­ნიც ჩა­ე­ბა ტყვე­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში. ქარ­თველ ტყვე­თა გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად რუ­მი­ნეთ­შიც ჩა­ვი­და და 500 ქარ­თვე­ლის ბა­ნა­კი­დან გა­მოყ­ვა­ნას დიდი ბრძო­ლით მი­აღ­წია, მაგ­რამ და­ა­ვად­და და 1941 წელს ბუ­ქა­რეს­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ტვი­ნის ან­თე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.
ამე­რი­კა­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდნენ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლე­ბი?
- სო­ლო­მონ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ და ვაჟ­მა გი­ვიმ 1947 წელს და­ტო­ვეს ევ­რო­პა და ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდნენ, სა­დაც უკვე ცხოვ­რობ­და ოთა­რი. საფ­რან­გეთ­ში სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­მა გი­ვიმ სწავ­ლა ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნაგ­რძო. უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მა­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გი­ვიმ ბიზ­ნესს მიჰ­ყო ხელი. გი­ვი­ზე სამი წლით უმ­ცრო­სი ოთა­რი 1922 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, პა­რი­ზის უმაღ­ლე­სი ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ სწავ­ლა სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა. გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო დიდი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი­სა და ვე­კუ­ას შრო­მე­ბით და მათ თე­ო­რი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით 1952 წელს სა­ხელ­გან­თქმულ ავი­ა­კონ­სტრუქ­ტორ ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა, აე­რო­დი­ნა­მი­კა­სა და ნი­ა­და­გის მე­ქა­ნი­კა­ში.
სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, 1949 წელს ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილ­მა მუ­შა­ო­ბა ბოს­ტონ­ში, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­წყო. 1952 წელს კომ­პა­ნი­ის პარტნი­ო­რი გახ­და, 1964-89 წელს კი - პრე­ზი­დენ­ტი, 1989-1997 წლებ­ში დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით 25 ინ­ჟი­ნე­რი სხვა­დას­ხვა დიდ სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ზალ­დას­ტა­ნიშ­ვილს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს პრო­ექ­ტე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - 1000-ზე მეტი ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში, აფ­რი­კა­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. მათ შო­რი­საა: ბოს­ტო­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი, ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­დი­ო­ნი­სა და ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­ი­ჰა­ნის აუ­დი­ტო­რი­ის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტე­ბი, სა­სახ­ლე­ე­ბი ვა­შინგტონ­სა და ამე­რი­კის სხვა ქა­ლა­ქებ­ში, მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბე­ბი საფ­რან­გეთ­ში, ალ­ჟირ­ში, ერაყ­ში და ბო­ლოს, "ჯუ­მე­ი­რას" გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა სა­უ­დის არა­ბეთ­ში. ის იყო პი­ო­ნე­რი სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ტექ­ნი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ავ­ტოს­ტრა­დის ზედა სივ­რცის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მის სა­ხელს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა
რაც შე­ე­ხე­ბა "ჯუ­მე­ი­რას", მას "პალ­მა" ეწო­დე­ბა იმი­ტომ, რომ 2 და­შო­რე­ბუ­ლი კუნ­ძუ­ლი დუ­ბა­ის სა­ნა­პი­როს­თან 17-ტო­ტი­ან პალ­მის ხეს ქმნის. იგი ნა­ხე­ვარ­მთვა­რის ფორ­მის რი­ფე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, თვი­თონ არ­ქი­პე­ლა­გი 200 კუნ­ძუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. არ­ქი­პე­ლაგ­ზე 100 ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა, ათა­სი ვილა, პენ­ტჰა­უ­ზი და 5.000 კერ­ძო ბინა. პალ­მა­ზე ბევრ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბას აქვს სა­კუთ­რე­ბა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ ბექ­ჰე­მე­ბი, რომ­ლებ­მაც აპარ­ტა­მენ­ტებ­ში 12 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა გა­და­ი­ხა­დეს. ბოლო წლე­ბის სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ო­ბაა "პალ­მა­ზე" მო­წყო­ბი­ლი სა­ა­ხალ­წლო ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბია.
სამ­წუ­ხა­როა, რომ მსოფ­ლი­ოს ამ "მერ­ვე სა­ოც­რე­ბის" შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხში­რად არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ვი­ნა­ო­ბა. სწო­რედ მან მო­ა­ხერ­ხა იმ კონ­სტრუქ­ცი­ის დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც მო­ხერ­ხდა ყუ­რე­ში ნი­ა­და­გის და­მაგ­რე­ბა, რომ მიწა ზღვას არ წა­ე­ღო. უფრო სამ­წუ­ხა­როა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ დიდი პი­როვ­ნე­ბას არ იც­ნო­ბენ. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მხო­ლოდ ერთი ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ნეკ­რო­ლო­გით. ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი ხან­გრძლი­ვი ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ 83 წლის ასაკ­ში 2005 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, იგი მაუთ ობურ­ნის სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლეს. დაკ­რძალ­ვას მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე და­ეს­წრო.
ambebi.ge