Wednesday, January 23, 2019

გალის რაიონის მოსახლეობა საზღვრის ჩაკეტვას აპროტესტებს

ეგრეთ წოდებული რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, დღეს გალის ადმინისტრაციულ შენობასთან 80-მდე ადამიანი შეიკრიბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მისივე ინფორმაციით, მომიტინგეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეგრეთ წოდებული პასპორტიზაციის გამოც, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 1-ლი იანვრიდან დაიწყო.
ე.წ. საზღვარი ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა 11 იანვარს, ორი თვით ჩაკეტა. მიზეზად H1N1 ვირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა.
imedinews.ge

ზაზა ოქუაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ხვალ შეუწყდება

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება ხვალ შეუწყდება. რიგგარეშე სხდომაზე მხოლოდ ეს ერთი საკითხი განიხილება.
ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდა. დეპუტატმა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა და დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. განცხადებაში მას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.
რიგგარეშე სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
„ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს. 
"ომეგა" აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ოთხმა კომაროველმა ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა

წელს, პირველად ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ისტორიაში, ნაადრევი გადაწყვეტილებით (Early Decision) ოთხმა მოსწავლემ სრული დაფინანსება მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.
ეს მოსწავლეები არიან: გიორგი ჩუბინიძე - University of Pennsylvania, გიორგი კლდიაშვილი- Massachusetts Institute of Technology, ლექსო ბორაშვილი-Lafayette College და ლუკა მდივანი - Duke Kunshan University.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

მისივე თქმით, ინსპექტირება ერთჯერადია და ის ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, მძღოლებისთვის საკუთარი ავტომობილის მონიტორინგი მუდმივად უცილებელია.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდნარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.
ამასთან, მან დაჯარიმების მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა თუ როგორ ხდება ჭკვიანი კამერების მიერ ინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის გამოვლენა/დაჯარიმება.
„პატრულის ეკიპაჟის გარდა, ჭკვიანი კამერების მიერაც ხდება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების დაჯარიმება. არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც არის მონაცემები ავტომობილების ინსპექტირების ვადებსა და მათ დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადარჩევის შედეგად, ავტომობილი, რომელიც მოხვდება ჭკვიანი კამერის ობიექტივში, გადამოწმდება და ამის მიხედვით გაეგზავნებათ დაჯარიმება. თუმცა, იყო დაახლოებით, 1%, რომელთაც ჯარიმა არასწორად გამოეწერათ. შს სამინისტროში სპეციალური სამსახური მოქმედებს და ასეთი ჯარიმების დროს მძღოლებმა ამ სამსახურს უნდა მიმართონ და ასეთი ჯარიმა გაუუქმდებათ,“ - განაცხადა იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა და მხოლოდ 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.

26 ადამიანი უფრო მდიდარია ვიდრე 3.8 მილიარდი ადამიანი ერთად აღებული

მილიარდერები ყოველდღიურად 2.5 მილიონი დოლარით მდიდრებიან, ხოლო ამავე დროს მსოფლიო მოსახლეობის ღარიბ ფენას კაპიტალი დღითიდღე უმცირდება, Oxfam International,
იმ დასკვნის თანახმად მილიარდელებს, რომელთა რაოდენობა დღეისთვის 2208 ადამიანია, გააჩნიათ აქამდე არსებული უფრო მეტი სიმდიდრე, ვიდრე ოდესმე ყოფილა. 10 წლის წინანდელი ფინანსური კრიზისის შემდეგ მსოფლიოში მილიარდელთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ისტორიულ ნიშნულს მიაღწია.

დღეისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 26 ადამიანი იმდენვე ქონებას -1.4 ტრილიონ აშშ დოლარს ფლობს, რაც 3.8 მილიარდი ადამიანის ერთად აღებული, ანუ პლანეტის მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს
intermedia.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კრიმინალურმა სინდიკატმა ჩინეთიდან 4,4 მილიარდი დოლარი გაიტანა

კრიმინალურმა სინდიკატმა ჩინეთიდან 4,4 მილიარდი დოლარი გაიტანა.

ჩინეთში მოქმედი დანაშაულებრივი სქემის შესახებ წერს CNN-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

კრიმინალურმა სინდიკატმა, ჩინეთიდან, ქალაქ მაკაოს გავლით, სადაც სათამაშო ბიზნესია განვითარებული 4,4 მილიარდი დოლარი გაიტანა. დანაშაულებრივი ორგანიზაცია ჩინეთში 2016 წლიდან საქმიანობდა. ბოროტმოქმედები მაქინაციებისთვის POS-ტერმინალებს იყენებდნენ. ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც საბანკო ბარათებს კითხულობს. 
ყველაზე ხშირად ასეთი სქემა გამოიყენება მაშინ, როცა ხდება კაზინოში მოგებული ფულის არალეგალურად განაღდება. პოლიციის რეიდების შედეგად მაკაოსა და ჩინეთში დააკავეს 39 ეჭვმიტანილი და მოხდა 32 საგადამხდელო ტერმინალის კონსფისკაცია.  
ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ აეკრძალათ 100 ათას იაუანზე მეტის გატანა (15 ათასი აშშ დოლარი) ბანკის მიერ გაცემული პლასტიკური ბარათით. 
ადმინისტრაციული რაიონი მაკაო დაარსდა 1999 წლის 20 დეკემბერს. სწორედ მაშინ მოხდა იმავე სახელწოდების კოლონიის ლიკვიდაცია პორტუგალიაში. 
2010 წლიდან, ამ რეგიონისთვის შემოსავლების 70% სათამაშო ბიზნესს მოაქვს. ეს ერთადერთი რეგიონია ჩინეთში, სადაც კაზინოების ბიზნესი ლეგალურია. სპეციალური რეგიონის სტატუსს მაკაო 2049 წლამდე შეინარჩუნებს.
imedinews.ge


დღეს ღამით ჭავჭავაძის გამზირი რამდენიმე საათით გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი გრძელდება.
თბილისის მერიის  სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Tuesday, January 22, 2019

თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდნენ" - რას ჰყვებიან მეზობლები ოჯახზე, სადაც 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოჯა­ხი, სა­დაც 4 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა, თავს ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბით ირ­ჩენ­და. რო­გორც Ambebi.ge-ს მე­ზობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვლი­ლი 4 წლის გო­გო­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი არ იყო. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მა­მა­კაცს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავ­და, სა­ერ­თო შვი­ლი კი ახ­ლა­ხან შე­ე­ძი­ნათ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­ნაც­ვა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­კაც­რით სწო­რედ იმ 2 არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­მე­ლიც მა­მა­კაცს პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში ჰყავ­და. თუმ­ცა, მა­თი­ვე თქმით, ბავ­შვებს მა­მაც ხში­რად უს­წორ­დე­ბო­და ფი­ზი­კუ­რად.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცე­მის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა რო­გორც გარ­დაც­ვლილ 4 წლის გო­გო­ნას, ასე­ვე მის 5 წლის ძმას, რო­მე­ლიც იმა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ცხოვ­რობს.
გო­გო­ნას ბე­ბია მე­ზობ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გო­გო­ნა ცე­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, უარ­ყოფს. გარ­დაც­ვლი­ლის ბე­ბი­ის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვი გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო და ამის გამო გარ­და­იც­ვა­ლა.
რო­გორც Ambebi.ge-ს ბე­ბი­ამ ბა­ბუ­ლია ძა­ვაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ბავ­შვი სახ­ლში არ უცე­მი­ათ და ამ მი­ზეზს მე­ზობ­ლე­ბი იგო­ნე­ბენ. გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ბე­ბი­ის­თვის რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მე­ზობ­ლე­ბი კი აცხა­დე­ბენ, რომ მათ ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში შე­ი­ტყვეს.
რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, 2014 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა
ambebi.ge

თავდაცვის სამინისტრო ბათუმში ჯარისკაცის დაჭრის ფაქტს ადასტურებს


ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხელში დაჭრილი ჯარისკაცი სტაციონარში გადაიყვანა. მომხდარს თავდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოემაურა. უწყების ცნობით, ჭრილობა ჯარისკაცმა უნებლიე გასროლის შედეგად მიიღო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

„22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა. - ამის შესახებ გა რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში
imedinews.ge

ტრაპზონში 33 წლის ქართველი გარდაიცვალა

ტრაპზონში საქართველოს მოქალაქე, 33 წლის კაცი გარდაიცვალა. ცხედარი უკვე გადმოსვენებულია ბათუმში. იყო თუ არა კაცის გარდაცვალების მიზეზი H1N1, ჯერ უცნობია, თუმცა ის ბათუმის რეფერალურ საავდმყოფოში სუნთქვის უკმარისობით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ოჯახის მოთხოვნით კი მელევე ტრაპზონში გადაიყვანეს.
საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო ავარიას ემსხვერპლა - "მშივრები დადიან... მაკარონის და ზეთის სანაცვლოდ, არაყს და სიგარეტს ითხოვენ.

რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი დუ­მი­ლის შემ­დეგ, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ სო­ფელ წე­ბელ­დას­თან ახ­ლოს, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე მი­მა­ვა­ლი БТР-80-ის გა­და­ვარ­დნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აღი­ა­რა. აქამ­დე ამის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრო კი, დუმ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

წე­ბელ­და, სო­ხუ­მის სამ­ხედ­რო გზა­ზე, გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ამ­ჟა­მად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზაა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვა, 18 იან­ვარს მოხ­და - სამ­ხედ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, ნას­ვა­მი სამ­ხედ­რო­ე­ბი მარ­თავ­დნენ, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში ჩა­ვარ­და.
"ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა სამი სამ­ხედ­რო. ხოლო ორი სამ­ხედ­რო, რო­მელ­თაც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ვერ­ტმფრე­ნით სამ­ხედ­რო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია აუ­ტარ­დათ..." - აცხა­დებს რუ­სულ გა­მო­ცე­მას РБК-სთან ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სამ­ხედ­რო ოლ­ქის პრეს­სამ­სა­ხუ­რი. სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მომ­ხდა­რის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს გა­ეც­ნო. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სამ­ხედ­რო მან­ქა­ნა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო, თუმ­ცა, კი­დევ ერთი ვა­რა­უ­დით, მძღოლ­მა უს­წორ­მას­წო­რო და მოშ­ლი­ლი გზის გამო, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ... РБК-სთან სა­უ­ბარ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა პავ­ლო­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ მან ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­როს დე­დის­გან შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო და შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. უფ­ლე­და­ბამ­ცვე­ლის თქმით, ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი 22 წლის ჩე­ლი­ა­ბინ­სკე­ლი სამ­ხედ­როა.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, БТР-80 გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან 40 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მისი ჩა­ვარ­დნის ხმა მო­ნა­დი­რე­ებ­მა გა­ი­გეს, თუმ­ცა, ჩას­ვლა ვერ შეძ­ლეს... ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, არ­სე­ბუ­ლი გზის შე­კე­თე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­დეგ არა­ვის უზ­რუ­ნია. მას შემ­დეგ, რაც იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბაზა გან­თავ­სდა, მძი­მე ტექ­ნი­კამ მხო­ლოდ ას­ფალ­ტი კი არა, სა­ვა­ლი ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და...
"ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გზის გა­კე­თე­ბას რუ­სე­თი აპი­რებ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ მი­ჩუმ­და... ისე კი, რო­გორ ეტყო­ბა იმ ნა­წილს, რომ უპატ­რო­ნო ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან შეყ­რი­ლი. რუ­სე­თის ჯარ­ში, მით უფრო აფხა­ზეთ­ში, ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხი შვილს რო­გორ გა­უშ­ვებ­და?! მშივ­რე­ბი, ჩა­უც­მე­ლე­ბი და გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან, პუ­რი­სა და არ­ყის სა­ნაც­ვლოდ, ხან რას და­ათ­რე­ვენ ხან რას..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ია­სონ აფხა­ზი.
"რო­გორ არ გრცხვე­ნი­ათ, ვის სიმ­თვრა­ლე­ზე ლა­რა­კობთ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე­თას­კა­ცი­ან ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ო­რე ალ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლია?! რო­გორ არ გბეზ­რდე­ბათ სხვი­სი გან­კი­თხვა და სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბიდ და­მალ­ვა... ჩა­კე­ტი­ლი ხალ­ხის სინ­დრო­მი გაქვთ, რო­მელ­საც არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა!" - წერს ანია დბა­რი.
"თით­ქოს ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი არ გვყოფ­ნი­დეს, ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი ამ სა­ცო­და­ვი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ყუ­რე­ბით: ნა­ცე­მე­ბი, მშივ­რე­ბი, და­ხე­უ­ლი და ბინ­ძუ­რი ტან­საც­მლით და­დი­ან და მა­კა­რო­ნის, "ტუ­შონ­კი­სა" და ზე­თის სა­ნაც­ვლოდ, პურს, არაყ­სა და სი­გა­რეტს თხო­უ­ლო­ბენ, "უფ­როსს" უნდა მი­ვუ­ტა­ნო­თო... უდის­ციპ­ლი­ნო­ბას­თან ერ­თად, "დე­დოვშჩი­ნაა" და პატ­რო­ნი არა­ვინ ჰყავთ. თუმ­ცა, ჩვენ ვის არ­მი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ... მალე გი­უმ­რი გვე­ლო­დე­ბა, პან­ტა-პუნ­ტით რომ ხო­ცა­ვენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვებს. უბ­რა­ლოდ, სომ­ხებ­თან შე­და­რე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი ვართ..." - წერს მერი კა­კუ­ბა.
ambebi.ge

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იოჰანეს ჰანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველო ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი აღინიშნება.
ზურაბიშვილმა ჰანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ბრიუსელში ვიზიტს ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან. ზურაბიშვილი საგარეო საკითხებთან დაკავშირებით შეხვდება ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის და შეხვდება ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები და ტრაგედიები 2019 წლის დადგომისთანავე - "სირთულეები ჯერ არ დამთავრებულა

ას­ტრო­ლოგ მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლის თქმით, დე­და­მი­წა ახლა ნე­გა­ტი­ურ ენერ­გო­ველ­შია და სწო­რედ ამი­ტომ გახ­შირ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და ემო­ცი­უ­რი დღეა, რად­გან 21 იან­ვარს, ერ­თად მოხ­და სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა. რა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ეს დე­და­მი­წა­ზე და ზო­დი­ა­ქოს რო­მელ ნიშ­ნებს სჭირ­დე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა, ამის თა­ო­ბა­ზე მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი "რე­ი­ტინგს" ესა­უბ­რა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


- დღეს 9 სა­ათ­სა და 14 წუთ­ზე იყო პიკი, რო­დე­საც მოხ­და სავ­სემ­თავ­რე­ო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ერ­თად. ეს არის სამ­მა­გი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ყვე­ლა­ზე. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას წინ, ყო­ველ­თვის უძღვის მზის დაბ­ნე­ლე­ბა. მზის დაბ­ნე­ლე­ბა ჩვენ გვქონ­და 6 იან­ვარს და შე­სა­ბა­მი­სად, კოს­მი­უ­რი დაბ­ნე­ლე­ბე­ბის რთუ­ლი დე­რე­ფა­ნი გა­ვი­ა­რეთ, თუმ­ცა სირ­თუ­ლე­ე­ბი ჯერ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დროს, დე­და­მი­წა ხვდე­ბა მზეს და მთვა­რეს შო­რის, მათი ან­ტა­გო­ნიზ­მი კი დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ან­ზე. იწ­ვევს და­ძა­ბუ­ლო­ბას, ტრავ­მებს, კონ­ფლიქ­ტებს, ეკო­ნო­მი­ურ ავა­რი­ებს და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყოს ამ დროს და ვერ ახ­სნას, რა არის ამის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.რო­დემ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს რთუ­ლი პე­რი­ო­დი?
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა სა­ჭი­როა დღეს და ხვალ, მაქ­სი­მუმ 25 იან­ვრამ­დე გა­ტანს ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი. თუმ­ცა მძი­მე პე­რი­ო­დი ამით არ სრულ­დე­ბა და 5 თვე გაგ­რძელ­დე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დი. ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ნუ მი­ი­ღებთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას და იოც­ნე­ბეთ, მხო­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლეთ
ambebi.ge

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები დასახელდა

Bloomberg-მა ქვეყნების ეკონიკის ინოვაციურობის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის ლიდერობას უკვე მეექვსედ სამხრეთ კორეა ინარჩუნებს. მინიმალური სხვაობით მეორე ადგილს გერმანია იკავებს.
მესამე ადგილზე ფილიპინები გავიდა, მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შვეიცარია და ისრაელი იკავებენ.
Bloomberg Innovation Index-ი უკვე მეშვიდე წელია ქვეყნდება. სპეციალისტები 7 მაჩვენებლის მიხედვით ათობით კრიტერიუმს სწავლობენ. მათ შორისაა ხარჯები კვლევებისთვის, წარმოების დონე და მაღალტექნოლოგიური კომპანიების კონცენტრაცია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


სველი თმით გარეთ გასვლის გამო გაციება მითი აღმოჩნდა

გაციების თავიდან ასარიდებლად მშობლები მათი მშობლებისა და ბებია-პაპების რჩევებს დღემდე ითვალისწინებენ. აშშ-ში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იმის დადგენა იყო, თუ რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ მშობლები იმისთვის, რომ შვილები არ გაცივდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მიჩიგანის ჰოსპიტლის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ყოველი გამოკითხული 10 მშობლიდან 7 ისეთ სტრატეგიას იყენებს, რომელიც მეცნიერულად გამყარებული არ არის. მაგალითად, ისინი შვილებს ურჩევენ სიცივეში "სველი თმით" არ გავიდნენ.
კვლევისას 1000-მდე მშობელი გამოიკითხა, რომელთაც 5-დან 12 წლამდე ბავშვები ჰყავთ.
გამოკითხულთა 51%-ს სჯერა, რომ მულტივიტამინები გაციების ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


განსაკუთრებით ძლიერია მთელ მსოფლიოში მითი "ზამთარში სველი თმით გარეთ გასვლის" შესახებ. როგორც CNN-ი წერს, ეს არაფერ შუაშია გაციებასთან. ამერიკის პედიატრთა ასოციაციიის პრესსპიკერის, პედიატრ კატერინე უილიამსონის თქმით, იმისთვის რომ ადამიანი გაცივდეს, მის ორგანიზმში ვირუსის ინფექციის ე.წ. აგენტი უნდა არსებობდეს. პედიატრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სველი თმა კანკალს და შეციებას იწვევს, მას გაციებასთან კავშირი არ აქვს. 
ასევე არსებობს მითი, რომ ცივი ჰაერი გაციებას იწვევს, რასაც სპეციალისტები და პედიატრები ასევე არ ეთანხმებიან, რადგან ამბობენ რომ ჰაერის ტემპერატურასა და გაციებას შორის კორელაცია არ არის.
მშობლები შვილების გაციების თავიდან ასარიდებლად ასევე იყენებენ მეცნიერულად გამყარებულ მეთოდებს, მაგალითად ხელების ხშირად დაბანასა და პირადი ჰიგიენის დაცვას, ასევე სახლის ხშირად დალაგებასა და სველი წესით დამუშავებას.
imedinews.ge

Spotify-ზე შემსრულებლების დაბლოკვა იქნება შესაძლებელი

მალე მომხმარებელი Spotify-ზე იმ შემსრულებლის დაბლოკვას შეძლებს, რომელიც მას არ მოსწონს ან რომლის მოსმენაც არ სურს. ამის შესახებ Navigator-ი წერს.
ფუნქციას "don’t play this artist" ერქმევა, რომლის მითითების შემთხვევაშიც კონკრეტული არტისტი მომხმარებელს აპლიკაციაში აღარ გამოუჩნდება. 
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არ დაიბლოკება ის სიმღერები, რომლებსაც მომხმარებლის მიერ დაბლოკილი არტისტი სხვა შემსრულებლებთან ერთად მღერის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


თბილისი-რუსთავის გზაზე ავარიას კაცი ემსხვერპლა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
ავარიის მონაწილეთა შორის ერთი სატვირთოც იყო. შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა. 
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


პასუხები ყველა კითხვაზე, რაც მძღოლებს ტექდათვალიერების შესახებ აქვთ

თუ აქამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, 2019 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მისი გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა ტი­პის მან­ქა­ნის­თვის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


2019 წლის ბო­ლომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე მოძ­რავ­მა ნე­ბის­მი­ერ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სის დაც­ვით უნდა გა­ი­ა­როს. და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას მა­ინც გა­და­წყვე­ტენ, და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან რო­გორც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის, ასე­ვე ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ.რაც უფრო მეტ ავ­ტომფლო­ბელს უწევს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა, სულ უფრო მეტი კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა პრო­ცეს­თან და ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ხარ­ვე­ზე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე AMBEBI.GE-მ შე­აგ­რო­ვა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე ხში­რად დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი და ამ კი­თხვებს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით უპა­სუ­ხა.

რა დო­კუ­მენ­ტა­ცია უნდა წარ­ვად­გი­ნო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად?


  • სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის მოწ­მო­ბა
  • მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი

რო­მელ პა­რა­მეტ­რებ­ზე გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას?

  • სა­მუხ­რუ­ჭე სის­ტე­მა
  • გა­მო­ნა­ბოლ­ქვი
  • სა­ვა­ლი ნა­წი­ლე­ბი
  • სა­ჭის მე­ქა­ნიზ­მი
  • სა­ბუ­რა­ვე­ბი
  • ხილ­ვა­დო­ბა
  • ფა­რე­ბი
  • შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი
  • ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა
  • რა ღირს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლა?

    ინ­სპექ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო/მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის­თის - 60 ლარს შე­ად­გენს, ხოლო სამ­გზავ­რო (8-ზე მეტი ად­გი­ლი)/სატ­ვირ­თო 3 500კგ-ზე მეტი - 100 ლარს. სა­ფა­სურს იხ­დით უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ად­გილ­ზე პირ­ვე­ლი­ვე ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას, პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე.

    შე­მიძ­ლია თუ არა ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­მოწ­მე­ბას და­ვეს­წრო?

    ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტით ეს აკ­რძა­ლუ­ლია, რათა არ მოხ­დეს ავ­ტომფლო­ბელ­სა და ინ­სპექ­ტორს შო­რის უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი, რა­საც შე­უძ­ლია, ხელი შე­უ­შა­ლოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტა­რე­ბას. ასე­ვე, ეს არის კო­რუფ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­აც.

    წერს თუ არა ჭკვი­ა­ნი კა­მე­რა ჯა­რი­მას და­ხარ­ვე­ზე­ბულ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, რომ­ლებ­საც ხარ­ვე­ზის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვთ მი­ცე­მუ­ლი?

    არ­სე­ბობს ორი სა­ხის ხარ­ვე­ზი, ერთი, რო­დე­საც ხარ­ვე­ზის აღ­მო­სა­ფხვრე­ლი 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა და მე­ო­რე, რო­დე­საც ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა.
    თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ხარ­ვეზ­და ისე, რომ ამ 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აეკ­რძა­ლა გა­და­ად­გი­ლე­ბა, მა­შინ მისი მარ­თვა და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და­ჯა­რი­მე­ბას, მათ შო­რის ჭკვი­ა­ნი კა­მე­რე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც.

    რო­გორ გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა თუ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30 დღეს გა­და­ვა­ცი­ლებ?

    ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ 30-დღი­ა­ნი ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ერ­თო წე­სით ტარ­დე­ბა.

    სად მო­ვი­ძიო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი?

    pti.ge; quicktest.ge; ttmotors.ge; vis.ge; isys.ge/tester/; umartivesad.ge - ამ სა­ი­ტებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი.
  • რა კრი­ტე­რი­უ­მით მოწ­მდე­ბა სა­ქა­რე მინა?

    თუ სა­ქა­რე მი­ნა­ზე ბზა­რე­ბი და ლა­ქე­ბი არის მი­ნამ­წმენ­დის არე­ში, მა­შინ ეს ხარ­ვე­ზის სა­ფუძ­ვე­ლია.

    თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი კარ­გად მუ­შა­ობს გაზ­ზე, მაგ­რამ ვერ მუ­შა­ობს ბენ­ზინ­ზე, და­ხარ­ვეზ­დე­ბა თუ არა?

    ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლი მოწ­მდე­ბა იმ საწ­ვავ­ზე, რა­ზეც გა­მო­უშ­ვა ქარ­ხა­ნამ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი ქარ­ხნუ­ლად ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვეა და სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად არ მუ­შა­ობს, ის და­ხარ­ვეზ­დე­ბა.

    რამ­დე­ნია ჯა­რი­მა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ გა­ი­ა­რეს და გზებ­ზე კვლავ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან?

    ჯა­რი­მა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის შე­ად­გენს 50 ლარს, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის - 200 ლარს.

    რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა გა­ვი­ა­რო ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა?

    • სამ­გზავ­რო (8 ად­გი­ლის ზე­მოთ, მძრო­ლის გარ­და) კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ერთი წლის შემ­დეგ და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს, ხოლო გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან ოთხი წლის შემ­დეგ - წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ;
    • სატ­ვირ­თო (3.5 ტ. და ზე­მოთ) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მი­საბ­მე­ლი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და ტაქ­სი - ერთი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მსუ­ბუ­ქი სამ­გზავ­რო - ოთხი წლის შემ­დეგ გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ, გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან 8 წლის შემ­დეგ კი ყო­ველ წე­ლი­წადს;
    • მსუ­ბუ­ქი სატ­ვირ­თო - ოთხი წლის მერე გა­მოშ­ვე­ბის თა­რი­ღი­დან და შემ­დეგ ყო­ველ წე­ლი­წადს.

    რო­გორ გა­ვი­გო რო­დის აქვს ჩემს ავ­ტო­მო­ბილს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის გავ­ლის ბოლო ვადა?

    ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ბოლო ვადა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის რი­ცხვი­სა და თვის შე­სა­ბა­მი­სად. მა­გა­ლი­თად, თუ თქვე­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­გის­ტრა­ცი­ის თა­რი­ღია 15 აპ­რი­ლი, ავ­ტო­მო­ბილს პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა გავ­ლი­ლი უნდა ჰქონ­დეს 15 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.
  • ambebi.ge

ინდონეზიის სანაპიროებთან 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროებთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ Al Jazeera წერს
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი აღმოსავლეთ მცირე ზონდის კუნძულების პროვინციიდან 76 კილომეტრის მოშორებით 31 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ოკუპირებული აფხაზეთი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა არ იცის რა ხდება მის ქვეყანაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის საქმის კურსში, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. მათ შორის არ იცის ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ."- ასე პასუხობს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ზალკალიანის განცხადებას რომლის მიხედვითაც ზალკალიანმა სოხუმს მოუწოდა, აღადგინონ გადაადგილება ენგურის ხიდზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ექმნება ადამიანთა თავისუფლად მიმოსვლის უფლებას.
დეფაქტო სამინისტრო განმარტავს, რომ „საზღვრის“ დროებით დაკეტვის აუცილებლობა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების მასშტაბებმა განაპირობა, აფხაზეთის „რესპუბლიკის“ მცხოვრებთა დაცვის მიზნით კი ამ გზას მიმართეს.
11 იანვარს, დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ქერჩის სრუტეში 2 გემზე გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ქერჩის სრუტეში 2 გემზე გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია სამაშველო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით წერს.
ხანძრისას მაშველებმა 12 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება 6 ადამიანის მდგომარეობა. ისინი ჯერჯერობით დაკარგულებად მიიჩნევიან. მაშველები ამბობენ, რომ მათი ცოცხლად პოვნის შანსები დაბალია.
ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების ბორტზე 32 მეზღვაური იყო. ისინი თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. 
ცეცხლი ერთ-ერთ გემზე გაჩნდა, საიდანაც ის მეორეზე გავრცელდა. ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Monday, January 21, 2019

5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები

სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ებ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე და­გეგ­მოთ და გა­ა­კე­თოთ, რომ დაბ­რკო­ლე­ბებ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არ გა­და­ფა­როს. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ეცა­დეთ მას პო­ზი­ტი­უ­რი მხრი­დან შე­ხე­დოთ და ცუდ­შიც კი კარ­გი და­ი­ნა­ხოთ. თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ და­ფიქ­რდეთ, თუ რა გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და მათი მოგ­ვა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დეთ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ენის ბა­რი­ე­რი
ცო­ტა­ო­დე­ნი ინ­გლი­სუ­რით ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შეძ­ლებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. მაგ­რამ არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც მას­პინ­ძლებს ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ არ სურთ და უნ­დათ, ტუ­რის­ტე­ბი მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ეკონ­ტაქ­ტონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა და ფრა­ზა ის­წავ­ლოთ, შე­ი­ძი­ნოთ სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კო­ნი და მო­ემ­ზა­დოთ ადა­მი­ა­ნებ­თან მათ­სა­ვე ენა­ზე სა­სა­უბ­როდ. ამით ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე და­დე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ და შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მე­ტა­დაც და­გეხ­მა­რონ, ვიდ­რე თქვენ ელო­დით.ად­გი­ლობ­რი­ვი წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი
უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლამ­დე, კარ­გად გა­ე­ცა­ნით მათ წე­სებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს. მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი ჩადრს ატა­რე­ბენ, ზო­გან ჩად­რის ტა­რე­ბა სას­ტუმ­რო­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზო­გან კი - მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში. ირან­ში ჩად­რის სას­ტუმ­რო­ში მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შე­იძ­ლე­ბა, და­ჯა­რიმ­დეთ. ამი­ტომ კარ­გად გა­ე­ცა­ნით ყვე­ლა წეს­სა და ტრა­დი­ცი­ას. ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი
ინ­ტერ­ნე­ტი
დღეს­დღე­ო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლია. უცხო გა­რე­მო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წვდო­მა სხა­დას­ხვა სა­ჭი­რო პლატ­ფორ­მას­თან, აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან. ამი­ტომ ნუ იქ­ნე­ბით wifi-ის იმედ­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქუ­ჩა­ში ყოფ­ნი­სას, სა­დაც ის უბ­რა­ლოდ არ არის ხოლ­მე. მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად მო­გი­წევთ გა­არ­კვი­ოთ, სად შეძ­ლებთ ად­გი­ლობ­რი­ვი სიმ ბა­რა­თის შე­ძე­ნას. თუმ­ცა თუ უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ და კომ­ფორ­ტულ გზას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, მა­შინ „ბი­ლა­ი­ნის“ რო­უ­მინგს გირ­ჩევთ. ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თვე­ბა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და რო­უ­მინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბას ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად გთა­ვა­ზობთ.წი­ნას­წა­რი ჯავ­შა­ნი
შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ, რომ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­ურ სე­ზონ­ზე არ მი­დი­ხართ და სას­ტუმ­როს ან გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ჯავ­შნა წი­ნას­წარ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­ჯავ­შნეთ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის მუ­ზე­უ­მე­ბიც, რომ­ლის სტუმ­რო­ბა­საც გეგ­მავთ. ასე თქვენ და­ზო­გავთ დრო­საც, ფულ­საც და ენერ­გი­ა­საც.უსაფრ­თხო­ე­ბა
მცი­რე თაღ­ლი­თო­ბე­ბი არა­ვის­თვის უცხო არაა, რად­გან ხში­რად გვეს­მის, რომ, მა­გა­ლი­თად, ტაქსმა ტურ­სი­ტებს სამ­ჯერ მეტი გა­მო­არ­თვა ან რეს­ტო­რან­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც მოხ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მსოფ­ლი­ოს რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბით. ამი­ტომ წი­ნას­წარ კარ­გად გა­არ­კვი­ეთ კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სის ან დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ნაც­ვლოდ რას გთხო­ვენ. ამით მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯე­ბის­გან და­ი­ზღვევთ თავს
ambebi.ge