ჩვენ შესახებ

განათლების სახლი


ზრუნავს 

თქვენს წარმატებაზე!





ჩვენ ვამზადებთ:

 სკოლის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდებისთვის

 აბიტურიენტებს საუნივერსიტეტო განათლებისთვის – ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

 ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის

 დასაქმების ან/და უკეთესი სამსახურის მსურველებს მისთვის საინტერესო შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობით

ჩვენ ერთი გუნდი ვართ
განათლების სახლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, აბიტურიენტები და მათი მშობლები ერთ გუნდად ვართ გაერთიანებული, რათა მოკლე დროში ხარისხიანად და ეფექტიანად შევასწავლოთ ვრცელი მასალა ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები
ჩვენი უცხოელი და ადგილობრივი მეგობრების მხარდაჭერით მოქმედებს:

გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს წამყვან საგანამანათლებლო დაწესებულებებთან;

სოციალურად დაუცველი და დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო ან თანადაფინანსებითი სასწავლო პროექტები.


სასწავლო პროცესი
სწავლებას წარმართავენ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომფორტულ გარემოში, მცირე ჯგუფებში (2–4 მოსწავლე), რაც განაპირობებს მასალის სწრაფად და ეფექტურად ათვისებას.
ჩვენი უმთავრესი მიზანი – ყველა კურსდამთავრებულის წარმატება!
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობა და შინაგანი განწყობა ჩვენი მიდგომის მთავარი საფუძველია! გამოცდილი პედაგოგებისთვის უმთავრეს ამოცანად რჩება თითოეული მათგანისადმი შესაბამისი დამოკიდებულება, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა კურსდამთავრებული იყოს წარმატებული!

ადგილ–მდებარეობა
განათლების სახლი მდებარეობს მეტრო "დელისთან", პროფკავშირების კულტურის ცენტრის შენობის მე–2 სართულზე! კაბინეტი #215.


მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. #43, თბილისი, საქართველო 0177

ტელ.: 2 14 80 24, 599 201096
ელ–ფოსტა: hedu.ge@gmail.com


საბანკო რ ე კ ვ ი ზ ი ტ ე ბ ი:
შპს – განათლების სახლი, ს/კ 405006844
ანგარიშის ნომერიGE05LB0113194205909000
ბანკი: სს ლიბერთი ბანკი, კოდი: LBRTGE22



No comments:

Post a Comment