Monday, December 26, 2016

რომელ მასწავლებლებს გაეზრდებათ ანაზღაურება 2017 წლის 1 იანვრიდან


2017 წლის იანვარში მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას ანაზღაურება გაეზრდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნოემბერში გაკეთებული განცხადებით, მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს დაგეგმილი არ არის.

განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 1 იანვრიდან მასწავლებელთა სახელფასო ზრდა უნდა განხორციელდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად. საუბარია სტატუსის შესაბამისი (უფროსი, წამყვანი, მენტორი) დანამატის გაზრდაზე და მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგების დანამატზე.
სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 180 ლარისა, იქნება 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს არსებული 270 ლარისა, იქნება 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად დღეს განსაზღვრული 500 ლარისა, იქნება 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
დ) მაღალმთიან დასახლებაში მომუშავე პედაგოგის დანამატი – 142 ლარი იქნება – საუბარია 10 000–მდე პედაგოგზე.
იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი სქემაში ჯერ კიდევ არ გვყავს, მენტორის გაზრდილ დანამატს 0 მასწავლებელი მიიღებს.
სხვა სტატუსების მიხედვით მასწავლებელთა რაოდენობას თუ შევხედავთ, ანაზღაურების მატება შეეხება 18 494 უფროს მასწავლებელს და 213 წამყვან მასწავლებელს.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, პრაქტიკოს მასწავლებელთა რაოდენობა 48  696–ს შეადგენს. სტატუსის მქონე მასწავლებლების ჯამური რაოდენობა მეტია მოქმედი მასწავლებლების რაოდენობაზე, რადგან სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და შესაძლებელია სტატუსის მქონე მასწავლებლების ნაწილი დღეის მდგომარეობით არ იქვნენ მოქმედი მასწავლებლები.
სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მომუშავე მასწავლებლების რაოდენობა:
16 486 პრაქტიკოსი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
9 039 უფროსი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
89 წამყვანი მასწავლებელი სრული და სრულზე მეტი დატვირთვით მუშაობს.
შესაბამისად, ამ სქემით გათვალისწინებული სტატუსების მიხედვით დანამატების გარდა, მასწავლებელს მიეცემა თანამდებობრივ სარგოებზე არსებული დანამატებიც:
1.კლასკომპლექტით (ერთი მასწავლებლის მუშაობა ორ ან მეტ გაერთიანებულ კლასთან) სწავლების დანამატი;
2.არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი;
3.კლასის დამრიგებლობის დანამატი;
4.სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებლის სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე არსებული დანამატი.
5.სქემაში განაწილებულ მასწავლებელს, რომელსაც დადგენილი წესით შრომის ანაზღაურება ევსებოდა 1000 ლარამდე, უნარჩუნდება სქემაში განაწილებამდე არსებული მდგომარეობა (თანამდებობრივი სარგო დადგენილი წესით შეევსება 1000 ლარამდე), იმ დრომდე, სანამ სქემით განსაზღვრული სტატუსისათვის მის მიერ მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობა არ აღემატება 1000 ლარს.
6.ნაწილობრივი დატვირთვის დროს, მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა კლასის დამრიგებლობის დანამატისა).
რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი მასწავლებლების საშუალო ხელფასს, აღნიშნული რეგულირდება შესაბამისი ბრძანებით.
,,60 000 მასწავლებლიდან 40 000 წინასაარჩევნოდ მოატყუეს – ჯეჯელავას არ აქვს წონა მთავრობაში“

საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება

edu.aris.ge

Thursday, December 22, 2016

ალექსანდრე ჯეჯელავა: ახალ სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნება

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დირექტორთა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი სიახლედ მინისტრმა სქემაში სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნების  შემოსვლა დაასახელა.
„სხვათაშორის, ესეც გადავწყვიტეთ. ახალ სქემაში შემოდის სამუდამოდ დამსახურებული მასწავლებლის ცნება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანს მიენიჭოს წოდება. ეს იქნება იშვიათი და მას საერთოდ აღარ შეეხება არანაირი მოთხოვნა. საუბარია ყველაზე ზედა საფეხურზე, რა თქმა უნდა.
ანუ ადამიანი როდესაც მიაღწევს სრულიად ზედა საფეხურს, (მენტორი) უკვე მას სამუდამო სტატუსი ექნება. ამის პრაქტიკა არსებობს უმაღლეს სასწავლებლებში და ჩვენთანაც იქნება ასეთი პრაქტიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ხალხს, რომელმაც დიდი ხანია, დაიმსახურა ეს წოდება, ჩვენ შევძლებთ, რომ ვაღიაროთ მათი დამსახურება ამ ფორმით“, – აღნიშნა მინისტრმა.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების ალტერნატიული გზები განახლებულ სქემაში – მინისტრის განმარტება
„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“
რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“
ცისანა არის© შერგილაშვილი

მასწავლებელთა განახლებული სქემა სახელმწიფო კომისიამ უკვე დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებულ სქემას ხელი უკვე მოეწერა.
ამის შესახებ მან EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტმა განათლების მიმართულებით პრეზიდენტის ფონდის მუშაობის შედეგები შეაჯამა და განათლების სფეროს სპეციალისტებს შეხვდა.
“სახელმწიფო კომისიამ, როგორც ვიცი, გუშინ (19 დეკემბერს) სქემა უკვე დაამტკიცა, პრეზენტაცია შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, ძალიან მალე იქნება”,– განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“  

edu.aris.ge

Sunday, December 18, 2016

4 დღეში დაიკლებთ 4–5 კილოგრამს


4 დღიანი დიეტა:

1დღე:   მთელი დღის განმავლობაში -  500გ. არაჟანი.
2 დღე:  8 ცალი მოხრშული სოსისი.
3 დღე:  1ლ ანანასის კომპოტი.
4 დღე: 1კგ. ვაშლი.

ამ 4 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ყავა რამდენიც გენებოთ.

დაიკლებთ 4–5 კილოგრამს!


Thursday, December 15, 2016

რა ცვლილებებია სქემაში – „მასწავლებელი სკოლიდან წავა სხვა მიზეზებით, ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის“

„მასწავლებლის სქემაში ახალი ცვლილებების მიხედვით, შეიძლება ითქვას, პრაქტიკოს პედაგოგს აღარ ვემუქრებით. აღარ ვეუბნებით, „სამ წელიწადში სახლში წადი“. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. მასწავლებელი სახლში წავა სხვა მიზეზებით. ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის. სქემა არის პროფესიული განვითარების და ამიტომ მასწავლებელი დაკავებული იქნება პროფესიული განვითარებით და არა სახლში გაშვებით. სახლში გაშვების სქემა ცალკე იქნება“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სახელმწიფო კომისიის სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კომისიის წევრებმა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
მინისტრმა ასევე ისაუბრა, კიდევ რა ძირითადი ცვლილებები შედის მასწავლებლის სქემაში:
„მეორე, რაც იცვლება ისაა, რომ თუ მხოლოდ საგნის გამოცდა იყო შემდგომ კატეგორიაში გადასვლის საფუძველი, ახლა ასე აღარ იქნება. საგნის გამოცდას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა. დაემატება ტრენინგი პროფესიულ უნარებში, პედაგოგიკაში, საგანში. დაემატება შიდა სასკოლო დაკვირვება. კიდევ სხვა კომპონენტები და ამ ჯამური ქულით მიიღებს პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს. მერე შენარჩუნებისას კიდევ ახალი კრიტერიუმები იქნება.  ჩვენ ვცდილობთ, ბარიერის გადალახვა მასწავლებლებისთვის გახდეს უფრო რეალისტური, იმიტომ რომ ახლა ძალიან ცალმხრივია.
კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ გამოცდას ბარიერი არ აქვს. მასწავლებელმა შეიძლება აიღოს 1, 20 ან 80 ქულა და ჰქვია, რომ ჩააბარა გამოცდა. ანუ 1 ქულაზე, 20 ქულაზე, ან 80 ქულაზე აბარებს გამოცდას. ცხადია, ვინც 1 ქულაზე ჩააბარებს გამოცდას, ის შემდგომ საფეხურზე ვერ გადავა. ,,ჩავიჭერი“, ან „ჩაჭრილები“, რომელიც ძალიან შეურაცხმყოფელია და  ნეგატიური, აღარ იქნება“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
სახელმწიფო კომისიის წევრმა რევაზ აფხაზავამ ცვლილებები შეაფასა და განაცხადა, სქემა უფრო მოქნილი და შედეგზე ორინტირებული გახდა. მისი თქმით, რეალურად მასწავლებლის სქემა თავიდან ბოლომდე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გახდა და მას სადამსჯელო საკითხები ჩამოსცილდა.
„მასწავლებლის სკოლიდან გაშვება ცალკე საკითხია და გვპირდებიან, რომ ამ მიმართულებით ცალკე დოკუმენტები შეიქმნება. ახალ სქემას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა. სავადებულო დაკვირვება იქნება. შიდა დაკვირვება უნდა გაიაროს მასწავლებელმა წელიწადში ორჯერ. თვითონ სკოლის შიგნით, მასწავლებლებისგან და დირექტორისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ უნდა შეაფასოს მასწავლებელი. გვეცოდინება,  რომ ამ მასწავლებლის გაკვეთილზე მინიმუმ 2-ჯერ არის დირექტორი ნამყოფი და მასაც ექნება პასუხისმგებლობა გაზიარებული და აღარ იტყვის, რომ მე არ ვიცოდი, მასწავლებელი გაკვეთილზე ვერაფერს რომ ვერ აკეთებდა.
მასწავლებელი აუცილებად უნდა გავიდეს ორივე გამოცდაზე. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ქულას დააგროვებს. გამოცდით შეიძლება 15 ქულით დაგროვება. თუ საკმარის ქულებს ვერ დააგროვებს გამოცდით, შეიძლება, რომ შესაბამისი აქტივობით ჩანაცვლდეს. მას შესაძლებლობა ექნება აიღოს დამატებით საგნის ტრენინგი. თუ უნარების გამოცდას ვერ აბარებს, აიღოს პროფესიული უნარების გამოცდის ტრენინგი. ეს ალტერნატივები გაჩნდა, რაც კარგია. 4 კრედიტი დაგროვდება 2-2 კრედიტიანი საგაკვეთილო დაკვირვებით. გარე დაკვირვება ზედა საფეხურზე არის. გამოცდაზე დაგროვებული კრედიტი პლუს შიდა შეფასება და თუ ეს არ ეყოფა  უფრსოსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, შეუძლია სხვა აქტივობები აიღოს“,- გვითხრა რევაზ აფხაზავამ.
EDU.ARIS.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ პრაქტიკოსი მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც მას კრედიტ-ქულების დაგროვებაში დაეხმარება.
საქმიანობები საგნობრივი და პროფესიული მიმართულებით იყოფა:
საგნობრივ მიმართულებას მიეკუთვნება: საგნობრივი ტრენინგების გავლა საჭიროებებიდან გამომდინარე (1 კ/ქ. 25 საათი); სასწავლო რესურსის შექმნა (1 კ/ქ); გამოცდილების გაზიარების მიზნით კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ამ შეხვდრებში მონაწილეობა (0,5 -1 კ/ქ); კონკურსებისთვის, ოლიმპიადებისთვის, შეჯიბრებებისთვის( მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის მომზადება (1 კ/ქ); ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში (1 კ/ქ);
პროფესიულ მიმართულებას მიეკუთვნება შემდეგი აქტივობები: პროფესიული უნარების ტრენინგების გავლა საჭიროებიდან გამოდინარე (1 კრედიტ-ქულა. 25 საათი); ტრენინგი საგნობრივ მეთოდიკაში (1 კრედიტ-ქულა. 25 საათი); საკლუბო/საწრეო მუშაობა (1-2 კ/ქ); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა (1 კრედიტ-ქულა). ფასილიტატორობასაც კრედიტ-ქულა ენიჭება. 3 კრედიტი თუ წელიწადში ეხმარება არაუმეტეს 15 მასწავლებელს და 5 კრედიტი, თუ 15-ზე მეტს ეხმარება. მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრობა (გარდა ფასილიტატორისა) წელიწადში 2 კ/ქ.
რევაზ აფხაზავას თქმით, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება შედარებით გამარტივდა, მაგრამ შენარჩუნება გართულდა. მისი თქმით, მოტივაციის თვალსაზრისით ეს კარგია. ანუ მასწავლებელი შედარებით მარტივად მოიპოვებს სტატუსს, მაგრამ მერე უნდა იმუშაოს ამ სტატუსის შესანარჩუნებლად. აფხაზავა აცხადებს, რომ ახალ სქემაში წამყვანზე და უფროს მასწავლებლებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, თუმცა იქაც სტატუსის შენარჩუნება გართულდება.
სახელმწიფო კომისია ამ სქემასთან დაკავშირებით აღარ შეიკრიბება. ის ცვლილებებს სქემაში ერთ კვირაში დაამტკიცებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა (დოკუმენტი)
ცისანა არის©
edu.ars.ge

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"


მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#15 გადაცემა, 2016.12.13, სტუმარი - ზურა ბენდიანიშვილი (აუდიო)
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი

www.facebook.com/www.Hedu.Ge

                               www.Hedu.Ge

Monday, December 12, 2016

საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებაში ცვლილები შევიდა.
კერძოდ ბრძანებაში განისაზღვრა თანამდებობრივი სარგო იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული აქვთ 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება.

შესაბამისად, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

edu.aris.ge


Sunday, December 11, 2016

რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ უმაღლეს სასწავლებლებს ავტორიზაციის გასავლელად

მომდევნო წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის გავლა ახალი სტანდარტების გავლით მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული სისტემა და შესაბამისად, მოთხოვნებიც პრაქტიკულად სრულად იცვლება. განახლებულ მეთოდოლოგიაზე და მის პროცედურულ ნაწილზე საერთაშორისო ექპერტებთან ერთად, დარგის სპეციალისტებმა, უნივერსიტეტის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ორდღიანი კონფერენციის  ფარგლებში – „ცვლილებები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში – განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმების ხელშეწყობა“ იმსჯელეს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე EDU.ARIS.GE–ს მოსალოდნელ ცვლილებებზე, ახალ სტანდარტებსა და პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებზე დეტალურად ესაუბრა. მისი განცხადებით, ახალი შეფასების სტანდარტებში, გარდა რამდენიმე დეტალისა, შეუსრულებელი არაფერია. მითუმეტეს იმ დაწესებულებებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ოპერირებენ და ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს დღეს მოქმედი შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით, ავტორიზაციის გავლა რამდენიმე სტანდარტის მეშვეობით შეეძლოთ, უფრო ზუსტად კი, ეს იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და საგანმანათლებლო რესურსები, პროგრამები.

თამარ სანიკიძის თქმით, ძველი სისტემა რესურსების შეფასებაზე იყო ორიენტირებული, ანუ, ფასდებოდა დემონსტრირებული რესურსები და დაწესებულებას გარკვეული პერიოდი ავტორიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ამის საფუძველზე ენიჭებოდა. ახალი სტანდარტებით კი, როგორც ამას თავად ამბობს, მთლიანი სისტემის შეცვლა მოხდება.

–უფრო კონკრეტულად და პუნქტობრივად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები და რას შეცვლის ამ სტანდარტების დანერგვა უკეთესობისკენ?

თამარ სანიკიძე: ახალი სისტემით ვცვლით სტანდარტების ჩამონათვალს და მხოლოდ და მხოლოდ ამ სტანდარტით შემოწმდება უფრო მეტი რამ, ვიდრე აქამდე მოწმდებოდა. მაგალითად, შემოვიდა ისეთი ახალი სტანდარტები, როგორიცაა: ცალკე კვლევა; სტუდენტთა მხარდამჭერი აქტივობები; კარიერული ცენტები, რაც გულისხმობს, რომ სტუდენმტმა დაწერესებულებაში ყველა ის მომსახურება უნდა მიიღოს, რაც შემდგომში მის განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

ეს არის სერვისები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი ინფრომაციას მიიღებს, სად შეიძლება სტაჟირება გაიაროს, დასაქმდეს, როგორია შრომის ბაზრის მოთხოვნები, სად არის მეტი შანსი. ანუ, ეს არის კვლევა შრომის ბაზრის და დასაქმების მაჩვენებლებისა, რომელსაც დაწესებულება უნდა აკეთებდეს და აქამდეც უნდა ეკეთებინა, თუმცა მოთხოვნილი სტანდატებით ეს დღის წერიგში არ იდგა და ამის შემოწმებაც შესაბამისად შეუძლებელი იყო.

კვლევის სტანდარტი, სტრატეგიული გეგმა, მისია, რესურსები – ეს ყოველივე ახალ სტანდარტებში ძალიან დაკონკრეტებულადაა მოცემული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ არ შევაფასებთ მხოლოდ რესურსებს, რასაც აქამდე ვაკეთებდით, ამიერიდან ჩვენ შევაფასებთ რესურსების გამოყენების ეტაპებს და მის შედეგებს.

–ზუსტად რომ გვითხრათ, რა მექანიზმით ან მეთოდით გეგმავთ ზემოთჩამოთვლილი პუნქტების შეფასებას?

–ამის შესაფასებლად ძალიან ბევრი  საშუალებაა, თუმცა ახლა მიზანში ევროპული შეფასების სტანდარტები გვაქვს ამოღებული, რომელიც საერთო ინდიკატორია და რომლითაც ჩვენნაირი საგენტოები ხელმძღვანელობენ. სხვათაშორის, გარდა იმისა, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ეს ვალდებულება ძალიან გვჭირდება, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც გვქონდა აღებული. იმისათვის, რომ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა ევროპულ სივრცესთან შესაბამისობაში მოგვეყვანა.

აქედან გამომდინარე, ეს ინტერვენცია შედეგს რამდენიმე მიმართულებით გამოიღებს. ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი უნდა გაიზარდოს, რადგან ამ  პროცედურას თან ახლავს საკმაოდ სოლიდური დაწესებულებების ხელშემწყობი აქტივობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ანალოგიურად ყურადღება გამახვილდება დაწესებულებაზე – თუ როგორ ახორციელებს ის საკუთარ, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს.

–რამდენ უნივერსიტეტს შეეხება ეს საწყის ეტაპზე და როდიდან ამოქმედდება ახალი სტანდარტებით შეფასება?

–ეს შეეხება ყველა უნივესიტეტს, უბრალოდ ჩვენ ვიცით, რომ ავტორიზაციის ვადები ყველგან განსხვავებლია, რადგან სხვადასხვა დროს აქვთ გავლილი. 2017 წლისთვის, დაახლოებით ათზე მეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელთაც ავტორიზაციის გავლა უწევთ და შესაბამისად, უკვე ახალი სტანდარტებით გაივლიან.

–თავად უმაღლესი სასწავლებლების მზაობა რამდენად დიდია? შეძლებს კი ყველა უნივერსიტეტი მასობრივად ახალი სტანდარტებისთვის მომზადებას?

–რა თქმა უნდა, მზაობა ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს სტანდარტები უფრო მხრდაჭერაზეა ორიენტიებული. იმისთვის, რომ უნივერსიტეტები მოემზადონ მათ დრო სჭირდებათ. ამასთან, დასჭირდებათ დახმარება, რომელსაც ცენტრი დაუგეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასების სისტემა იცვლება, გვჭირდება თვისობრივად განსხვავებული ექსპერტთა ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც შესაბამისად მომზადებული იქნება. ეს იქნება სხვადასხვა კვალიფიკაციის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ასევე ჯგუფურად შეამოწმებენ დაწესებულებებს.

ცხადია, ამას სჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტების სამსახურში აყვანა, ამასთანავე მათი მოძიება. დეკემბრის ბოლოს უკვე კონკურსს გამოვაცხადებთ, სადაც მოთხოვნები კვალიფიკაციის მიხედვით განსხვავებული იქნება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დავასრულეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც რამდენიმე თვე დაგვჭირდება ახალი ექსპერტთა კორპუსის სათანადოდ გადასამზადებლად.

–როგორც კოფერენციაზე აღინიშნა, ამ პროცესში  უცხოელი სპეციალისტების ჩართვაც იგეგმება, ამ ნაწილზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია?

–ამისათვის ჩვენ უკვე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიო ბანკთან, რომელმაც მსოფლიო დონის ექსპერტები უნდა მოგვამაგროს, რათა შეიმუშაონ ტრენინგ–მოდულები და ჩვენი ცენტრის გაძლიერება დაიწყონ. ეს იმისთვის, რომ დაწესებულებებს შესაბამისად გადამზადებული სპეციალისტები შევთავაზოთ, რათა ისინი ახალი სტანდარტების მორგებაში დაეხმარონ.

პროცესი საკმაოდ შრომატევადია და თავად ამ დოკუმენტის მოსამზადებლადაც მზადება ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ. თუმცა, ზუსტად ახლა მოვიდა მისი განხორციელების ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებაც დავიწყეთ, რადგან გვსურს ნელ-ნელა საგანმანათლებლო და გარე შეფასებაში უცხოელი, უფრო მეტად დამოუკიდებელი და კვალიფიციური ადამიანები შემოვიყვანოთ. თუმცა ამას ინგლისურენოვანი პროგრამებით დავიწყებთ, ანუ აკრედიტაციის პროცესიდან, რადგან შინაარსობრივად ეს ტექნიკურ საკითხებთანაცაა დაკავშირებული.

მაგალითად, ახლა ავტორიზაციის საკითხზე რომ დავიწყოთ უცხოელი ექპერტების ჩართვა, ყველას მოუწევს დოკუმენტების ინგლისურ ენაზე გაკეთება, ეს მათ კანონით არ მოეთხოვებათ, ამიტომ ვიწყებთ იქიდან, საიდაც შეგვიძლია ამის გაკეთება და სადაც მასალა უკვე გენერირებულია. თუ ჩვენ აქედან დავიწყებთ, დავინახავთ რა არის ჩვენი პრობლემები, ამის განზოგადება სხვა პროგრამებზეც შეგვეძლება, თანაც ძალიან მარტივად.

თუმცა ჩვენ უკვე შეგვიძლია დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, დაიწყონ ამის ინგლისურ ენაზე გენერირებაც, რათა უცხოელი სპეციალისტები ავტორიზაციის საკითხებშიც ჩავრთოთ. ამ ეტაპზე პრიორიტეტი რომელიმე რეგიონალური უნივერსიტეტი ვერ იქნება, მაშინ როდესაც ჯავახიშვილი და ტექნიკური უნივერსიტეტი გვაქვს შესამოწმებელი. მათი შემოწმებით კი ძირითად პრობლემებს ისედაც დავინახავთ. მიუხედავადა ამისა, ვარაუდის დონეზე შემოწმება არასწორია, რადგან ზუსტად ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი.

დაგემილი გვაქვს ინგლისურენოვან პროგრამულ აკრედიტიციის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვა, რსითვისაც სპეციალური მიზნობრივი პროგრამა სამინისტროს ფარგლებში იგეგმება, ხოლო განმახორციელებელი იქნება ცენტრი (განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი). რადგანაც უცხოელი ექსპერტის მომსახურება უფრო მეტად ძვირია, ეს ყველაფერი დაწესებულებას დააწვება, ამიტომ პირველ ეტაპზე მიზნობრივი პროგრამა იქნება. აქედან გამომდინარე, პირველ წელს დავაკვირდებით, მოვახდენთ პილოტირებას.

–ფინანსურ ნაწილზე რას გვეტყვით, რა თანხებია ამისთვის საჭირო და რა ვადას აძლევთ უნვერსიტეტებს ავტორიზაციისთვის მოსამზადებლად?

–როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი ავტორიზაციის სტანდარტების დანერგვას საექსპერტო მომსახურება სჭირდება, დახმარება ცენტრის მხრიდან – ეს ყველაფერი დათვლილია. ნაწილობრივ ეს აისახება არსებულ ტარიფებში, რომელსაც დაწესებულება იხდის და ნაწილობრივ ცენტრის ბიუჯეტის იმ ნაწილის ზრდაში, რომელიც ექსპერტთა გადასამზადებლადაა საჭირო.

ამდენად, პირველი ნაწილი დალაგებული და დათვლილია. თანხაც შესაბამისად, დაწესებულებების განაცხადებიდან გამომდინარე გაითვლება. გარდა ამისა, რადგან დაწესებულებებსა და ჩვენც გარკვეული დრო გვჭირდება, ვფიქრობთ ავტორიზაციის ვადების ცოტათი გადაწევაზე, თუმცა არ მგონია, რომ 1 წელიწადზე მეტი იყოს.

–შეფასების მეთოდოლოგია და ბარიერი ყველა უნივერსიტეტზე თანაბრად ერთნაირად გავრცელდება თუ ახლადშექმნილ დაწესებულებებს სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ?

–გამომდინარე იქიდან, რომ უკვე არსებულ დაწესებულებებზე ვსაუბრობთ, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში წლების განმავლობაში ოპერირებენ, მათთან განსხვავებული ბარიერები იქნება. ხოლო მათ, ვინც სივრცეში ახლა აპირებს გაჩენას,  სხვა კონკრეტული მოთხოვნები დაუწესდებათ და ვალდებულნი იქნებიან ყველა მოთხოვნა აუცილებლად თავიდანვე შეასრულონ.

–და ბოლოს, ამ გადმოსახედიდან, ხომ არ ხედავთ ახალი სტანდარტების დანერგვით გამოწვეულ შესაძლო რაიმე ტიპის რისკებს?

–შესაძლოა, რისკი რამდენიმე ნაწილში გაჩნდეს. მაგალითად თუ არსებულ სასწავლებელს ინფრასტრუქტურის პრობლემა ექნება, რომელიც ადაპტირებას არ ექვემდებარება, აქ სხვა მიდგომა გვექნება. მეორე პრობლემა იქნება თანხები, რომლებიც ამ ნაწილის გამართვას დასჭირდება, თუმცა ამავდროულად ჩვენ შეგვიძლია ისიც წარმოგვიდგინოთ, რომ თუკი დაწესებულება სრულ რეაბილიტაციას დააპირებს, მას მოუწევს შესაბამისი სტანდარტები  გაითვალისწინოს. მანამდე კი შეგვიძლია მინიმალური ადაპტირების გეგმაზეც შევთანხმდეთ, რომელიც იგივე შშმ პირებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები მაქსიმუმ 2 თვეში ამოქმედდება. მისი შეფასებით, ეს მისასალმებელი იქნება როგორც უნივერსიტეტებისთვის, ისე  საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც და ამასთანავე, აღიარების თვალსაზრისითაც ხაზგასასმელი. როგორც მან EDU.ARIS.GE– ის განუცხადა, ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას გულისხმობს.


მოამზადა სალომე სარიშვილმა

EDU.ARIS.GE

კიბო მთლინად ქრება - ირწმუნებიან ისინი, ვინც ეს რეცეპტი საკუთარ თავზე გამოსცადა

ასეთ სათაურებს ბევრი უნდობლად უყურებს, მაგრამ რეცეპტი, რომელსაც შემოგთავაზებთ, ასობით პაციენტმა გამოსცადა.
საოცარია, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ ეს საშუალება მთლიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს. ამასთან, აძლიერებს იმუნურ სისიტემას და ასუფთავებს თირკმლებს, ღვიძლსა და სისხლძარღვებს. ააქტიურებს ტვინის უჯრედების მუშაობას.

ინგრედიენტები:
12 კბილი ნიორი.
15 ლიმონი.
400 გრამი ნიგოზი.
400 გრამი გაღივებული ხორბალი.
900 გრამი თაფლი.

მომზადების წესი:
გააღივეთ ხორბალი. ამისთვის ხორბალი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს და დატოვეთ მთელი ღამით. 12 საათის შემდეგ გადაუწურეთ წყალი. ხორბალი და ნიგოზი დააქუცმაცეთ, შემდეგ გაასუფთავეთ ნიორი, დაჭერით 5 ლიმონი კანიანად, ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი ლიმონებიდან გამოწურული წვენი, ვიდრე ერთგვაროვან გლუვ ნაზავს არ მიიღებთ.

ბოლოს დაიმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ. ყველაფრისთვის აუცილებლად ხის კოვზი გამოიყენეთ.

მიღებული მასა შეინახეთ მაცივარში და სამი დღით. შემდეგ დაიწყეთ მისი გამოყენება.

გამოყენების წესი:
მიიღეთ 2 სადილის კოვზი ყოველ ორ საათში ყოველდღე.

სოფიო ბულაური

წყარო

გია მაისაშვილი მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გია მაისაშვილი მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, გთავაზობთ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქის მის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად:

"ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯამრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ.რაც სამწუხაროდ ნაადრევია. იმედია საბოლოოდ ასეც იქნება.ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე რაც დამრჩა. ამდენი კეთილის მსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები,თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით როცა ისინი ასე პატარები ,არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!"

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “კავკასიური კონფლიქტების შესახებ”

ორშაბათს, 26 დეკემბერს, 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “კავკასიური კონფლიქტების შესახებ.”

ზაზა ცოტნიაშვილი არის კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებლი, პუბლიცისტი და მთარგმნელი, კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახლემწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის ფრიდირხ ნაუმანის ფონდის მოწვეული ლექტორი კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით,  საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემა “ჩვენი ცხინვალის” ავტორი და წამყვანი; საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი; 
რომუალდო დელ ბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი;

ცოტნიაშვილის კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, ჟურნალისტური ეთიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 

ზაზა ცოტნიაშვილი სხვადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი; 
გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი; სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პოლიტიკურ მეცნიერებაში; საქართველოს პრეზიდენტის შიდა ქართლის რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; შიდა ქართლის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; პუბლიცისტური ჟურნალის „ახალგაზრდა ჟურნალისტის“ გამოცემის ხელმძღვანელი; გაზეთ „შიდა ქართლის“ რედაქციის პასუხისმგებელი მდივანი.

მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლებოს ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა); ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“ - 2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა.

დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია: XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ნოველა (ფილოლოგია) (1998) და სადოქტორო დისერტაცია: ქართულ-ოსური ურთიერთობის ასახვა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე (მედია, პოლიტიკა) (2005); 
საკითხთან დაკავშირებით:


გია მაისაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

პოლიტიკოსი გია მაისაშვილი რამდენიმე თვე ებრძოდა მძიმე სენს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, უამრავი გულშემატკივრისთვის, სასიამოვნო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

"დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ ვინც ამდენი თვეების მანძილზე იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გადამიღეს გეგმიური ტომოგრაფია თავზე. 

ყველაფერი სასიკეთოდაა, ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული, არაჩვეულებრივ ფორმაში ვარ, ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს!.."

დღეს ბატონი გია სოციალური ქსელის საშუალებით, ჰიუსტონიდან გამოეხმაურა საზოგადოებას: "მადლობა დიდი, მე ახლა ჰიუსტონში ვარ და ბრძოლა გრძელდება. 27 ში მაქვს მორიგი ტომოგრაფია და თუ ყველაფერი სტაბილურადაა ალბათ იანვრის ბოლოს დავბრუნდები თბილისში და იქ გავაგრძელებ იგივე მკურნალობას. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ მთავარია სიმსივნე აღარ გაიზარდოს. მადლობა თქვენი განცდებისთვის."


Friday, December 9, 2016

(+995 32) 2 14 80 24 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე, დიდ დიღომში!
ბ ა თ უ მ შ ი!
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა
2. მათემატიკა
3. ინგლისური ენა
4. ფრანგული ენა
5. გერმანული ენა
6. რუსული ენა
7. თურქული ენა
8. ჩინური ენა
9. ისტორია
10. გეოგრაფია
11. ბიოლოგია
12. ქიმია
13. ფიზიკა
14. ზოგადი უნარები

✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔დაწყებითი განათლების საგნების,
✔ უცხოური ენების ეფექტიანი სწავლება!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!

დაწყებულია პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი განვითარების კლუბის წევრობის მსურველების რეგისტრაცია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში
* თქვენი მუდმივი ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის დაგვიკავშირდით!

გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

ვიდეო:

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: თბილისი, იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი
T.: 2 14 80 24, 597 809993
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.

ელფოსტა: Hedu.Ge@Gmail.com

H ause of EDU cation

Thursday, December 8, 2016

ვინ დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საატესტატო გამოცდების გარეშე

საზღვარგარეთ აღიარებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პროცედურა გამარტივდება – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტზე უკვე დარეგისტრირებულია. მარიამ ჯაშის განმარტებით, დღეს საქართველოში არაერთი წარმატებული საერთაშორისო სკოლა ფუნქციონირებს, რომელთა კურსდამთავრებულებსაც უკვე აქვთ გავლილი სხვადასხვა ქვეყნების საატესტატო გამოცდები და აღნიშნული ინიციატივით სწორედ ამ გამოცდების გამარტივებული წესით აღიარება მოხდება და აბიტურიენტები პირდაპირ დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საპარლამენტო უმცირესობიდან სერგო რატიანი.
“საქართველოში არსებობს სკოლები, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო პროგრამა და ამ პროგრამაში შედის ასევე გამოცდები. მაგალითად, ფრანგული სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას იმ გამოცდებში, რომელიც არის დამკვიდრებული ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ, ამის აღიარება უნდა მოხდეს და არაა აუცილებელი საატესტატო გამოცდები ჩააბარონ ამ ახალგაზრდებმა, ეს არის ნორმალური ინიციატივა,” -აღნიშნა რატიანმა EDU.ARIS.GE -სთან საუბრისას.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ მომზადებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში ვკითხულობთ: მე-6 მუხლის 1 პრიმა პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც: ა) ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტირებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.; ბ). ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა დაძლია ამ კანონის მე-2 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტის “ჟ.ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადააგანმანათლბლო დაწესებულებაში”.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება.
edu.aris.ge

Wednesday, December 7, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"




მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#14 გადაცემა, 2016.11.29, სტუმარი - თამარ გოგიძე
(აუდიო)
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

(+995 32) 2 14 80 24 - მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე, დიდ დიღომში!
ბ ა თ უ მ შ ი!
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔დაწყებითი განათლების საგნების,
✔ უცხოური ენების ეფექტიანი სწავლება!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!

დაწყებულია პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი განვითარების კლუბის წევრობის მსურველების რეგისტრაცია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში
* თქვენი მუდმივი ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის დაგვიკავშირდით!

გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

ვიდეო:
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/941270259328720/?pnref=story

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: თბილისი, იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი
T.: 2 14 80 24, 597 809993
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.

ელფოსტა: Hedu.Ge@Gmail.com

H ause of EDU cation
#იყავიწარმატებული #BeSuccessful #განათლებისსახლი #TheHouseofEducation

Sunday, November 27, 2016

ზაზა ცოტნიაშვილის სასერტიფიკატო კურსი 5 დეკემბრიდან განათლების სახლში

განათლების სახლი და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი გთავაზობთ ერთთვიან სასერტიფიკატო კურსს

"იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!"
✓https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/772365322885882/
✓ https://www.youtube.com/watch?v=0u-bRR-MB3A&feature=youtu.be
✓ https://www.youtube.com/watch?v=2HOrZrbp-Mw
✓https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/819505348171879/
✓https://www.facebook.com/ZazaTsotniashvili/videos/1090852437669026/
✓https://www.facebook.com/ZazaTsotniashvili/videos/934759299945008/
✓https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/764932216962526/
✓ კურსი განკუთვნილია მისთვის, ვინც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას;

✓ წარმატებას მიაღწევთ გაცილებით ადვილად:
თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას;
თუ გაითავისებთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე;

ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული!

რეგისტრაცია იწარმოებს 3 დეკემბრამდე (რაოდენობა შეზღუდულია - კურსზე მიიღება პირველი 12 მსურველი)

ლექციები ჩატარდება ორშაბათობით, 17:00 საათზე, განათლების სახლში, აუდიტიორია #211

სიმბოლური გადასახადი: 40 ლარი
იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ვეტერანების ან/და მათი შვილებისთვის, სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის - 20 ლარი (-50%)

გაიცემა ორენოვანი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი!

სწრაფი რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ "ინბოქსში" მოგვწეროთ
ან
აქ დაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი - ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგარეგისტრირებთ
ან
ამ ბმულზე გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია
https://docs.google.com/forms/d/1inQzeZ5MuZNLq1_b-PR0Yzpw4ySsOC1zzbgFqSL-j_g/viewform

ან დარეკეთ და გახდით წარმატებული:
T.: 2 14 80 24, 599 201096
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #215
#იყავიწარმატებული #BeSuccessful

Tuesday, November 15, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"


მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#13 გადაცემა, 2016.11.01, სტუმარი - ნაირა ბეპიევი (აუდიო)
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე “წარმატების კანონების შესახებ”

სამშაბათს, 22 ნოემბერს, 13:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე
“წარმატების კანონების შესახებ”
მსმენელს შესალებლობა ექნება გაეცნოს წარმატების მოპოვების დასავლურ გამოცდილებას, რომელიც ჩვენი სინამდივლისთვის ასევე სახელმძღვანელოდ რჩება.
წარმატებული ადამიანების ცხოვრების მაგალითები და კვლევები მათ შესახებ ლექციაზე წარმოდგენილი იქნება სისტემური სახით, რაც მოტივირებულ მსმენელს წარმატებაზე ორიენტირებულს გახდის.
ზაზა ცოტნიაშვილი
სხადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი;
მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლებოს ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა);
ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“-2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა
კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებლი, პუბლიცისტი და მთარგმნელი კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახლემწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემის “ჩვენი ცხინვალი” ავტორი და წამყვანი;
მისი კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, ჟურნალისტური ეთიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო

Sunday, November 6, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"



მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#12 გადაცემა, 2016.10.18, სტუმარი - კორნელი კაკაჩია (აუდიო)
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

Thursday, October 20, 2016

როდის იწყება და სრულდება ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 2016–17 სასწავლო წელს


საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბით 30 დეკემბერს დაიწყება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები პარასკევ დღეს 30 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი ორშაბათს, 16 იანვარს განახლდება. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტი დროით გაუხანგრძლივდებათ.
საბავშვო ბაგა–ბაღებში არდადეგების დაწყებისა და დასრულების ვადები ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჯერ არ განსაზღვრულა.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ისინი თავად განსაზღვრავენ.
edu.aris.ge

Wednesday, October 19, 2016

გთავაზობთ ერთთვიან სასერტიფიკატო კურსს "იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!"

განათლების სახლი და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი გთავაზობთ ერთთვიან სასერტიფიკატო კურსს 

"იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!" 

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/772365322885882/
✓ https://www.youtube.com/watch?v=0u-bRR-MB3A&feature=youtu.be
✓ https://www.youtube.com/watch?v=2HOrZrbp-Mw
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/819505348171879/
https://www.facebook.com/ZazaTsotniashvili/videos/1090852437669026/
https://www.facebook.com/ZazaTsotniashvili/videos/934759299945008/
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/videos/764932216962526/


✓ კურსი განკუთვნილია მისთვის, ვინც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას;

✓ წარმატებას მიაღწევთ გაცილებით ადვილად:
თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას;
თუ გაითავისებთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე;

ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული!

რეგისტრაცია იწარმოებს 5 ნოემბრამდე (რაოდენობა შეზღუდულია - კურსზე მიიღება პირველი 12 მსურველი)

ლექციები ჩატარდება ორშაბათობით, 17:00 საათზე, განათლების სახლში, აუდიტიორია #211

სიმბოლური გადასახადი: 40 ლარი
იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ვეტერანების ან/და მათი შვილებისთვის, სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის - 20 ლარი (-50%)

გაიცემა ორენოვანი ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი!

სწრაფი რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ "ინბოქსში" მოგვწეროთ
ან
აქ დაწეროთ თქვენი ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერი - ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ და დაგარეგისტრირებთ
ან
ამ ბმულზე გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია
https://docs.google.com/forms/d/1inQzeZ5MuZNLq1_b-PR0Yzpw4ySsOC1zzbgFqSL-j_g/viewform

ან დარეკეთ და გახდით წარმატებული:
T.: 2 14 80 24, 599 201096
ელ-ფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, აუდიტორია #215
#იყავიწარმატებული #BeSuccessful

Sunday, October 16, 2016

განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"




მოუსმინეთ: აუდიო ჩანაწერი
განათლების სახლისა და რადიო "ივერიის" ერთობლივი პროექტი "ჩვენი ცხინვალი"
#11 გადაცემა, 2016.10.04, სტუმარი - ნანა საბანაძე (აუდიო)
საუბარს უძღვება გადაცემის ავტორი და წამყვანი ზაზა ცოტნიაშვილი
www.facebook.com/www.Hedu.Ge

Saturday, September 10, 2016

როგორ უნდა გაუზარდოთ ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

ყველა მშობელს სურს შვილებს სწავლის მიმართ ინტერესი  გაუღვიძოს და მოტივაცია გაუზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად  სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მისი აკადემიური წარმატება თუ წარუმატებლობა სახლის გარემოზეც არის დამოკიდებული. როგორც „ფორტუნას“ ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანმა, თამარ გაგოშიძემ განუცხადა, მშობლების და მასწავლებლების მიდგომა დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.
რა ასაკიდან უნდა იზრუნოთ ბავშვისთვის  სწავლის მიმართ ინტერესის გაზრდაზე?
თამარ გაგოშიძის განცხადებით, შესაბამისი სამოტივაციო სიტუაციის შექმნა ბავშვისთვის მცირე ასაკიდან არის მნიშვნელოვანი. ფსიქოლოგმა 2 კატეგორიის  მშობლებზე ისაუბრა.  მშობლების ნაწილი მხოლოდ მაშინ აქცევს ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის აშავებს, ხოლო კარგად მოქცევის ან დავალების შესრულების შემთხვევაში რეაგირებას არ ახდენენ. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ მხოლოდ მინუს ნიშნით ხდება მისი შეფასება. რაც შეეხება მშობლების მეორე კატეგორიას,  ასეთი მშობელი სულ აქებს საკუთარ შვილს და ეუბნება, რომ „ყველაზე მაგარია და ყველაფერი შეუძლია“. ფსიქოლოგი აცხადებს, რომ ორივე მიდგომა არასწორია.
 რამდენად ამართლებს ბავშვთან ურთიერობისას მკაცრი მიდგომა?
თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ მშობლები ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებით რბილები უნდა იყვნენ. მკაცრი დამოკიდებულება სწავლისადმი ნეგატივს ქმნის. „ მკაცრი დამოკიდებულების დროს, მშობლები ხშირად უარყოფით შეფასებებზე გადადიან. ბავშვს არ უნდა უთხრათ კარგია ის თუ ცუდი, არამედ უნდა შეაქოთ, როდესაც კარგად გააკეთებს დავალებას“ – განაცხადა ფსიქოლოგმა.
 როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ დაბალი თვითშეფასება არ ჩამოუყალიბდეს?
სუსტი ბავშვი არ არსებობს. თუ ბავშვს არ აინტერესებს რომელიმე საგანი, ეს არა ბავშვის, არამედ პედაგოგის და მშობლის დამოკიდებულამ განაპირობა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ მასწავლებლებს აქვთ დამოკიდებულება და ტონი, რომელსაც ბავშვი გრძნობს და მას უჩნდება თვითშეფასება ამა თუ იმ საგანთან დაკავშირებით. დაბალი თვითშეფასება ბავშვს სწავლის მიმართ ინტერესს უქვეითებს. ფსიქოლოგის თქმით, ბავშვისთვის ლეგიტიმური უნდა იყოს შეცდომა.
“ ნორმალური სკოლა ორიენტირებულია საშუალო მოსწავლეზე, სკოლამ მას მოტივაცია უნდა შეუქმნას და ბავშვს არ უნდა შეეშინდეს კითხვის დასმის ან პასუხის გაცემის. ეს გარემოება სწორედ მასწავლებლებმა და მშობლებმა უნდა შექმნან. მასწავლებლებმა თავი უნდა შეიკავონ ბავშვების ერთმანეთისგან შედარებისგან. ბავშვის შედარება შეიძლება მხოლოდ მისსავე თავთან. მასწავლებლებს ხშირად ყავთ საყვარელი მოსწავლეები და უყვართ ბავშვების ამოჩემება, ეს არ არის კარგი, სწორედ  ეს ფაქტორი უგდებს ბავშვს მოტივაციას “ – განაცხადა ფსიქოლოგმა.
როგორ უნდა მიუდგეთ ბავშვს, რომ სწავლის მიმართ მოტივაცია გაეზარდოს და რა როლი აქვს სკოლას ამ პროცეში, 7 რჩევას თამარ გაგოშიძე მოგცემთ.
  1. ბავშვის შეცდომა უნდა იყოს ლეგიტიმური. უფროსების იმედგაცრუება ბავშვისთვის ტრაგედიის ტოლფასია,  მასწავლებელი და მშობელი კი მისთვის ავტორიტეტია. ბავშვმა მშობლისგან უნდა გაიგოს, რომ შეცდომის დაშვება არ არის სირცხვილი.
  2. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ყოველთვის პირველი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ყველას განსხვავებული უნარი აქვს.
  3. თავი შეიკავეთ სწავლასთან დაკავშირებით შეფასებისა და მწვავე რეპლიკებისგან. აუცილებელია ბავშვის წახალისება დამოუკიდებლობისთვის. ასევე აუხსენით, რომ თუ დახმარება დასჭირდება, შეუძლია თქვენ მოგმართოთ.
  4. დავალების შემოწმებისას აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და ამის მერე აუხსენით, რა შეეშალა. ამისთვის სწორი ფორმა მოძებნეთ, შეცდომის იგნორირება არ შეიძლება.
  5. მიაქციეთ ყურადღება თქვენს ტონსა და ინტონაციას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის მოტივაციას.
  6. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ უნდა იყოს პირველი და ყველას უნდა აჯობოს, ბავშვს ყოველთვის სურს მშობელს და მასწავლებელს ასიამოვნოს, ასეთი მოთხოვნა კი უარყოფითად აისახება მის ემოციურ სფეროსა და თვითშეფასებაზე.
  7. აუცილებელია ყოველთვის დაინახოთ და აღნიშნოთ ბავშვის ქცევა და ძალისხმევა, მხოლოდ მინუსებზე აქცენტი არ გააკეთოთ.
fortuna.ge

(032) 2 14 80 24 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

განათლების სახლი - დელისზე, დიდ დიღომში!
ბ ა თ უ მ შ ი!
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში,
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔დაწყებითი განათლების საგნების,
✔ უცხოური ენების ეფექტიანი სწავლება!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!

დაწყებულია პ ი რ ო ვ ნ უ ლ ი განვითარების კლუბის წევრობის მსურველების რეგისტრაცია თბილისისა და ბათუმის ფილიალებში
* თქვენი მუდმივი ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის დაგვიკავშირდით!

გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: თბილისი, იოანე პეტრიწის #3

განათლების სახლი - ბ ა თ უ მ ი
T.: 2 14 80 24, 597 809993
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის #8

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.

ელფოსტა: Hedu.Ge@Gmail.com

H ause of EDU cation
#იყავიწარმატებული #BeSuccessful#განათლებისსახლი #TheHouseofEducation