Saturday, December 15, 2018

მასწავლებელი, რომლის კლასშიც ბულინგი არასოდეს ხდება - უნიკალური მეთოდი ძალადობის აღსაკვეთად

ყო­ველ პა­რას­კევს მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი სთხოვს მოს­წავ­ლე­ებს, ფურ­ცელ­ზე და­წე­რონ ოთხი კლა­სე­ლის სა­ხე­ლი, ვის გვერ­დზეც მომ­დევ­ნო კვი­რას დას­ხდე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დროს.
ამას­თან, ბავ­შვებ­მა უნდა და­ა­სა­ხე­ლონ თა­ნაკ­ლა­სე­ლიც, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო მათ­თვის.
მოს­წავ­ლე­ე­ბი ფურ­ცლებს ანო­ნი­მუ­რად აძ­ლე­ვენ მას­წავ­ლე­ბელს.
რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლე­ბი დას­რულ­დე­ბა, მას­წავ­ლე­ბე­ლი, კეტი პიტი, აგ­რო­ვებს ფურ­ცლებს, მა­გი­და­ზე შლის და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას იწყებს - რო­მე­ლი ბავ­შვე­ბის გვერ­დით არ სურს არა­ვის დაჯ­დო­მა, ან - რო­მელ­მა ბავ­შვმა არ იცის, ვის გვერ­დით უნდა ჯდო­მა; რო­მე­ლი მოს­წავ­ლე და­ა­სა­ხე­ლა უმე­ტე­სო­ბამ კვი­რის "ყვე­ლა­ზე კარგ მე­გობ­რად", რო­მე­ლი ბავ­შვე­ბი დარ­ჩნენ თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა...
რა თქმა უნდა, პი­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა სუ­ლაც არ ემ­სა­ხუ­რე­ბა, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის რე­ი­ტინ­გის შედ­გე­ნას. მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს, გა­მო­ავ­ლი­ნოს ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ტო­სუ­ლად გრძნო­ბენ თავს, რო­მელ­საც თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი აიგ­ნო­რე­ბენ, ან თა­ვად უჭირთ ურ­თი­ერ­თო­ბა სხვებ­თან. ამის შემ­დეგ კი ის მარ­ტი­ვად ხვდე­ბა, ვინ არის მო­ძა­ლა­დე და ვინ - ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი.
კეტი პიტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ხი­ლუ­ლი ბუ­ლინ­გი ში­ნა­გა­ნი მარ­ტო­ო­ბის შეგ­რძნე­ბით იწყე­ბა. ის ცდი­ლობს, სა­ჭი­რო სიგ­ნა­ლე­ბი ბავ­შვე­ბის მცი­რე ასაკ­ში და­ი­ჭი­როს, რომ დრო­უ­ლად შეძ­ლოს დახ­მა­რე­ბა, ვიდ­რე მოს­წავ­ლე­ე­ბი გახ­დე­ბი­ან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, ან - ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი.
კეტი წელს პენ­სი­ა­ზე გავა, მან უამ­რა­ვი წელი გა­ა­ტა­რა სკო­ლის კედ­ლებ­ში და ბავ­შვე­ბის სუ­ლი­ერ თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ აღ­ზრდა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.
ambebi.ge

კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, იმ მოედანზე, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას საპროტესტო აქცია აქვს დაგეგმილი, საპროტესტო აქცია ვერ გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
"როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
თელავში, იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს, პოლიციას აქვს დაკეტილი. 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, შსს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს დაიცავს. უწყების ცნობით, საპოლიციო ძალები მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.
imedinews.ge

ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი კიევში დააკავეს

უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ აბროსკინი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად „თემო სუხუმსკი“ დააკავეს.
აბროსკინის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი სხვა კრიმინალებთან შეხვედრისას დააკავეს.
"ბოლო წლებია, ისინი კრანაში იკრიბებიან, როგორც ფუტკრები თაფლთან. რისთვის აგზავნის რუსეთის „ეფ-ეს-ბე“ მათ ასეთი რაოდენობით ან ვინ ეძახით მათ ჩვენთან,"- წერს ის. 
უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამგვარი პირების მიმართ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს და მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინაში არ მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა.
imedinews.ge

გზებზე შეზღუდვის გამო ოპოზიციის კოლონა თელავში გურჯაანის გავლით ჩავა

გომბორის უღელტეხილის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვამ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციის კოლონას გომბორის უღელტეხილთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეთა. სამართალდამცველები თქმით, გომბორის უღელტეხილზე გადაადგილებას უფლებას დღეს მხოლოდ სამთავრობო მანქანებს აძლევენ.
ამის გამო ავტომობილების კოლონა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული იყო. 
"ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
ავტომობილების კოლონამ თელავისკენ განაგრძო გზა, თუმცა არა გომბორის უღელტეხილის, არამედ გურჯაანის გავლით.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის მიმართულებით და თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.
imedinews.ge

სოლარი:„ვინც ჩემს მითითებას არ ემორჩილება, გუნდში მისი ადგილი არაა“

სანტიაგო სოლარიმ „რაიოსთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...

„იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, საჭიროა მაღალი კონცენტრაცია და ენერგია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლა ლიგაში 2018 წლის ბოლო მატჩი წარმატებით დავასრულოთ.“

„მსურს, წინასწარ მოგილოცოთ შობა-ახალი წელი.“

„პირველიდან ბოლო წუთამდე ინტენსიურ რეჟიმში უნდა ვითამაშოთ და აუცილებელი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“

„ფეხბურთი ძალიან კონკურენტუნარიანი სპორტია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ 2019 წელი „ბლანკოსისთვის“ ძალიან ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.“

„ყველა ფეხბურთელი მემორჩლება და ჩემ დავალებებს ასრულებს. სიმკაცრით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ დისციპლინა ძალიან მიყვარს. ვინც ჩემს მითითებებს არ ემორჩილება, გუნდს დატოვებს, სხვაგვარად ვერ იქნება.“

„„ცსკასთან“ მატჩში დაშვებული შეცდომები გაანალიზებულია. შეცდომებს აღარ დავუშვებთ.“

„მას შემდეგ, რაც „რეალის“ სათავეში მოვედი 8 მატჩი მოვიგე და კმაყოფილი ვარ. ეჭვი არ მეპარება, წინსვლას განვაგრძობთ.“

„ისკო პატარა ბავშვი აღარ არის, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებებს თავად იღებს, ის რაც მოსკოველებთან მატჩში მოედანზე მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ფეხბურთელს მხარში ვუდგავართ.“

„ბეილის თამაშზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით, ის დაკვირვებისქვეშაა.“

„კეილორ ნავასს უდიდეს პატივს ვცემ, მან „რეალის“ ისტორიისთვის ბევრი გააკეთა.“
Halamadrid.ge

ძვირფასო მშობლებო, ვეცდები გასაგებად აგიხსნათ..." - რას წერს ცნობილი პედიატრი გავრცელებულ ვირუსზე

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს:

"ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის. ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად... ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხშირად ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას. არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება, ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ. ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38, 5 გრადუსამდე, გააგრილეთ ბავშვი, არ მისცეთ სიცხის დამწევი
8 საათიან ზოგჯერ 6 საათიან ინტერვალზე ადრე. გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები, რასაც თქვენი ექიმი გირჩევთ, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ისინი არ მოქმედებენ ვირუსზე, დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას. სიცხე ვირუსული ინფექციის დროს არის ორგანიზმის სიგნალიც (განგაში) და ამავდროულად თავდაცვაც. ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან ჭირდება 5-7დღე, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება პირიქით, გაართულოთ. ვირუსს არ ჭირდება მკურნალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოდ დატოვოთ. დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით, თუმცა, არ დააძალოთ. მიეცით სითხეები. დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ, ხშირად გაანიავეთ ბინა. იყავით კონტაქტში ექიმთან. ნუ შეშინდებით." - წერს მამუჩიშვილი
ambebi.ge

მეზობლების ინფორმაციით, მარნეულში 70 წლამდე ქალი თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული

მარნეულში, სოფელ კიროვკაში ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მამედოვა, სავარაუდოდ, წუხელ არის მოკლული და ცხედარი დილით ნახეს ნათესავებმა.
ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია ვის შეეძლო მოეკლა ნიჯად მამედოვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს მისი სამძებრო ღონისძიებები.
interpressnews.ge

ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი იმართება

თბილისში, ვაკის პარკში თაფლის ფესტივალი მიმდინარეობს. მეფუტკრე ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოფენაზე სხვადასხვა რეგიონის უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან მიღებული პროდუქტია წარმოდგენილი. ინფორმაციას 1tv,ge ავრცელებს.
ღონისძიებაზე ნაწარმი 20-მდე მეფუტკრე ფერმერმა წარადგინა.
ფესტივალზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს თაფლი დააგემოვნოს. ასევე მიიღოს ინფორმაცია პროდუქტის დამზადებისა და სარგებლიანობის შესახებ.
ღონისძიება ვაკის პარკში დღის ბოლომდე გაგრძელდება. ფესტივალი საქველმოქმედოა და შესული თანხის ნაწილი წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაირიცხება.
imedinews.ge

ელექტრომობილების დატენვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი

ახალი თაობის ელექტრობილების დატენვა რეკორდულად მცირე დროში, - 15 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ CNN-ი წერს. 
რამდენიმე კომპანია, მათ შორის გერმანული BMW, Porsche და Siemens-ი გეგმავს, აწარმოონ ელექტრომობილები, რომელიც მძღოლებს რაც შეიძლება მცირე დროს დააკარგვინებს მის დატენვაში. 
კომპანიები გეგმავენ, შექმნან 450 კილოვატიანი დამტენი სადგურები, სადაც მძღოლს ელექტრომობილის 100 კილომეტრზე გადაადგილებისთვის დასატენად სამი წუთი დასჭირდება, ავტომობილის სრულად დატენვას კი 15 წუთი დასჭირდება
imedinews.ge

უკრაინის ახალი ეკლესიის დასამტკიცებლად გამაერთიანებელი კრება მიმდინარეობს

უკრაინის ქალაქ კიევში წმინდა სოფიას ტაძარში გამაერთიანებელი კრება ტარდება, რომლის შემდეგაც დაფუძნდება ახალი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია და აირჩევა ეკლესიის წინაღმძღვარი.
გამაერთიანებელ დახურულ კრებას 192 ადამიანი ესწრება. წმინდა სოფიას ტაძრის გარეთ კი ათასობით პირია შეკრებილი.
როგორც ცნობილია, კრებას საფრანგეთის მიტროპოლიტი, ემანუელი ხელმძღვანელობს. მსოფლიო პატრიარქის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამაერთიანებელ კრებაზე მთავარი პრეტენდენტები, პატრიარქის  მონაცვლე ეპიფანე,  კიევის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ფილარეტი, ასევე  ლუკცის  და  ვოლინის  მიტროპოლიტი მიქაელი არიან.
კრებას ასევე ესწრება უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.
უკრაინის საპატრიარქოს ახალი მეთაურის არჩევნის შემდეგ, კი სავარაუდოდ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს მიიღებს. 
ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.
11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.
imedinews.ge

თელავში ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

კახეთში, თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის გენერალური რეპეტიცია დასრულდა. 
რეპეტიცია დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო. მასში საჯარისო დანაყოფების, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მრავალჟამიერი. 
მედიის წარმომადგენლებს ადგილზე ვიდეოგადაღების უფლება არ ჰქონდათ. 
ტერიტორიაზე კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები და წესრიგდება ინფრასტრუქტურა 16 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებისთვის. 
ხვალ დილიდან თელავის ცენტრში გადაადგილება შეიზღუდება. ღონისძიებები მხოლოდ თელავში გაიმართება. რიგით მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების შემდეგ კი მოწვეული სტუმრები წინანდლის ნაცვლად თელავის თეატრში გადაინაცვლებენ, სადაც საზეიმო მიღება დაიწყება.
ხვალ თელავში 50 ქვეყნის 150 წარმომადგენელს ელოდებიან, მათ შორის იქნებიან პარლამენტის სპიკერები, ვიცეპრემიერები , მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები.
ინაუგურაციის დღეს სტუმრები ანსამბლ „რუსთავის“, „ერისიონისა“ და ქართული ხმების შესრულებით კახურ მრავალჟამიერსაც მოისმენენ. აჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი.
ღონისძიება ერეკლე მეფის სასახლეში 16 დეკემბერს, 15 :00 საათზე დაიწყება და 40 წუთს  გაგრძელდება.
imedinews.ge

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ტარდება

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. 
საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული ღვინოების ცნობადობის ამაღლებას.
ორი დღის განმავლობაში, კონკურსის ჟიურის წევრები 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუშს შეაფასებენ. 12-კაციანი ჟიური ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი.
საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება.
imedinews.ge

Friday, December 14, 2018

სადგურის მოედნის ერთ-ერთი ჩასასვლელი დროებით დაიკეტება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მარტამდე დაგეგმილია მეტროსადგურის „სადგური მოედანი 3“ ჩასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში დაიკეტება სადგური მოედანი 3-ის („ბავშვთა სამყაროსთან“) ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით.
imedinews.ge

კირა ნაითლიმ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

მსახიობმა კირა ნაითლიმ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო. საპატიო ჯილდო მას ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს.
ფოტოებზე მსახიობი პრინც ჩარლზთან ერთად ჩანს. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა
imedinews.ge

მთელ მსოფლიოში აფეთქებების მუქარით ასობით წერილი იგზავნება

ასობით კომპანიამ, სახელმწიფო დაწესებულებამ, სკოლამ, საავადმყოფომ და სხვა ორგანიზაციებმა აშშ-ში, კანადასა და ახალ ზელანდიაში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილები მიიღეს, - წერს Reuters-ი. წერილების ავტორები იმუქრებიან, რომ ბომბებს ააფეთქებენ თუ გამოსასყიდის სახით 20 ათასი დოლარის ბიტკოინებს არ მიიღებენ. ნიუ-იორკის პოლიციის ცნობით, წერილები აშშ-ის ბევრ შტატში იგზავნება, თუმცა ეს მუქარები „დამაჯერებელი“ არ არის. პოლიციელების აზრით, ბოროტმოქმედები სიტუაციის დესტაბილიზაციას ან ფულის მიღებას ცდილობენ.
დამნაშავეები ერთნაირი შინაარსის წერილებს აგზავნიან. ზოგს აქვს სათაური „ორჯერ დაფიქრდი“ ან „დრო ჭკვიანურად გამოიყენე“. ტექსტები მეორდება, მაგრამ მათ შორის მცირე სხვაობებია. ისინი იწყება გაფრთხილებით, რომ შენობაში, რომელშიც არის ორგანიზაცია, ამა თუ იმ ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი ბომბებია ჩადებული. კერძოდ, ნახსენებია ტროტილი, ტეტრილი, გეკსოგენი. წერილის ავტორები ადრესატებს აფრთხილებენ, რომ ააფეთქებენ შენობას თუ ისინი დღის ბოლომდე თანხას არ გადაიხდიან ან პოლიციას დაუკავშირდებიან. ტექსტებში ბიტკოინ-საფულეების სხვადასხვა მისამართია მითითებული, რომელზეც ფული უნდა გადაირიცხოს. ჯერჯერობით უცნობია, გადაიხადა თუ არა ვინმემ გამოსასყიდი.
აფეთქების საფრთხის გამო ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა სან-ფრანცისკოს ებრაელთა საზოგადოებრივი ცენტრიდან, პენსილვანიაში - ადგილობრივი უნივერსიტეტიდან, ლოს-ანჯელესში - თამაშების Call of Duty შემქნელის, ჩრდილოეთ კაროლინაში - გამოცემის News & Observer რედაქციიდანტორონტოში - მეტროს ხუთი სადგურიდან, ცნობილია ასევე ევაკუაციის შესახებ Facebook-ის ოფისიდან კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში, მაგრამ უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს მუქარის წერილს.
გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) განაცხადეს, რომ ამ წერილების შესახებ იციან. ბიუროს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდეს და სთხოვეს შეატყობინონ უწყებას იმ ქმედების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შეიძლება დაემუქროს. ახალ ზელანდიაში კიბერდანაშაულთან მებრძოლმა ჩინოსნებმა ივარაუდეს, რომ წერილებს თაღლითები აგზავნიდნენ. მათ ყველას, ვინც მსგავსს გზავნილს მიიღებს, ურჩიეს, რომ საფრთხე რეალურად მიიჩნიონ მანამ, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება.
imedinews.ge

საიდან იჭრება ორგანიზმში ინფექცია და რომელი დაავადება შეიძლება დაემართოს მეძუძურ ქალს? - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციები

ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მის ტემ­პე­რა­ტუ­რა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის და მისი გა­ზომ­ვაც სხვა­დას­ხვა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მეან-გი­ნე­კო­ლო­გი სო­ფიო გე­ლაშ­ვი­ლი.
- ქალ­ბა­ტო­ნო სო­ფიო, რა არის ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა და რა სა­ჭი­როა მისი გა­ზომ­ვა?
- ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით ხდე­ბა ოვუ­ლა­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღის გა­მოთ­ვლა. ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა ძი­რი­თა­დად სწორ ნაწ­ლავ­ში იზო­მე­ბა. ცნო­ბი­ლია, რომ მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი ფო­ლი­კუ­ლუ­რი, ოვუ­ლა­ტო­რუ­ლი და ლუ­თე­ი­ნუ­რი ფა­ზე­ბის­გან შედ­გე­ბა. ამ სამი ფა­ზის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ჰორ­მონ­თა დონე. ჰორ­მო­ნებ­თან ერ­თად იც­ვლე­ბა ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაც. ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვით შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ: რო­გორ იზო­მე­ბა ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა?
- ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­სა­ზო­მად სა­ჭი­როა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი (ვერ­ცხლის­წყლის ან ელექტრო­ნუ­ლი) თერ­მო­მეტ­რი. ვერ­ცხლის­წყლის თერ­მო­მეტ­რით ტემ­პე­რა­ტუ­რას ზო­მა­ვენ 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ელექტრო­ნულს იღე­ბენ სიგ­ნა­ლის შემ­დეგ. თერ­მო­მეტ­რი უნდა მო­ამ­ზა­დოთ წინა სა­ღა­მოს და სა­წოლ­თან და­ი­დოთ.
ტემ­პე­რა­ტუ­რა აუ­ცი­ლებ­ლად ერ­თსა და იმა­ვე დროს უნდა გა­ი­ზო­მოთ.არ ად­გეთ, არ წა­მოჯ­დეთ, სა­წოლ­ში აქ­ტი­უ­რად არ იმოძ­რა­ოთ. მშვი­დად აი­ღეთ თერ­მო­მეტ­რი და შე­იყ­ვა­ნეთ უკა­ნა ტან­ში. უძ­რა­ვად იწე­ქით 5 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თერ­მო­მეტ­რი ამო­ი­ღეთ, ჩა­ი­წე­რეთ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.
ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის ნორ­მა­ლუ­რი გრა­ფი­კი და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია:
ციკ­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან მენსტრუ­ა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა თან­და­თან იწევს და­ახ­ლო­ე­ბით 37,0-დან 36,3-36,5 გრა­დუ­სამ­დე. ციკ­ლის შუ­ა­ში (შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვი ციკ­ლის დროს) ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა მერ­ყე­ობს 36,3-36,6 გრა­დუ­სე­ბის ფარ­გლებ­ში. მომ­დევ­ნო მენსტრუ­ა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე მწიფ­დე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დი, რის გა­მოც ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 37,1-37,3 გრა­დუ­სამ­დე იმა­ტებს (ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ტემ­პე­რა­ტუ­რა აწე­ვამ­დე 1-2 დღით ადრე ერ­თბა­შად 0,1-0,2 გრა­დუ­სით უქ­ვე­ით­დე­ბა).
II ფა­ზა­ში ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 37,0-37,4 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­შია.მენსტრუ­ა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე 2-3 დღით ადრე ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა იწყებს დაქ­ვე­ი­თე­ბას და და­ახ­ლო­ე­ბით 37,0 გრა­დუსს აღ­წევს.სხვა­ო­ბა მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­შუ­ა­ლო ბა­ზა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მაჩ­ვე­ნებ­ლებს შო­რის 0,4-0,5 გრა­დუს­ზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს. ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დროს შე­დე­გი მცდა­რია, ამი­ტომ ტემ­პე­რა­ტუ­რის კონ­ტროლს აზრი არ აქვს. ბა­ზა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ასე­ვე გავ­ლე­ნას ახ­დენს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე ზო­გა­დი და­ა­ვა­დე­ბა, სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი სა­ღა­მოს (მით უმე­ტეს, დი­ლით), ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა უჩ­ვე­უ­ლო დროს, გვი­ან და­ძი­ნე­ბა (მა­გა­ლი­თად, და­წე­ქით 3 სა­ათ­ზე, ტემ­პე­რა­ტუ­რა კი 6-ზე გა­ი­ზო­მეთ), სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბა, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, აქ­ტი­უ­რი სპორ­ტით და­კა­ვე­ბა. ეს გა­დახ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­თი­თოს ფურ­ცელ­ზე.
- რო­გორ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს და­ორ­სუ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბი?
- ბა­ზა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის მე­თო­დით თუ ვი­ხელ­მძღვა­ნე­ლებთ, არც ისე დიდი უსაფრ­თხო პე­რი­ო­დი დაგ­ვრჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, 28-დღი­ა­ნი ციკ­ლის დროს მხო­ლოდ 10 დღეა უსაფრ­თხო. პრო­გეს­ტე­რო­ნის უკ­მა­რი­სო­ბის დროს, რის გან­სა­ზღვრაც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, უსაფრ­თხო პე­რი­ო­დი უფრო ხან­მოკ­ლეა. მე­თო­დი მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია იმი­თაც, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა სა­ჭი­როა ყო­ველ­დღე, გან­სა­კუთ­რე­ბით - დაკ­ვირ­ვე­ბის და­სა­წყის­ში. 28 დღე­ზე ხან­გრძლი­ვი ან ხან­მოკ­ლე ციკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ბა­მი­სად ხან­გრძლივ­დე­ბა ან მოკ­ლდე­ბა I ფაზა (ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბამ­დე), ხოლო II ფაზა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს 12-14 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი. და­ორ­სუ­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი დღე­ე­ბის გა­მო­სათ­ვლე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ბა­ზა­ლუ­რი ტე­მე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა არა­ნაკ­ლებ 3-4 ციკ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
იდე­ა­ლუ­რი ციკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს პე­რი­ო­დი ამ­გვა­რად გა­მო­ით­ვლე­ბა:
იმ დღი­დან, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­დაკ­ვეთს 37,0 გრა­დუ­სის ნიშ­ნულს, უნდა გა­და­ით­ვა­ლოთ 6 დღე უკან და 6 - წინ. 28-დღი­ა­ნი ციკ­ლის დროს ეს ციკ­ლის მე-14 დღეს ემ­თხვე­ვა (ამ დროს ხდე­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დის მომ­წი­ფე­ბა), ციკ­ლის 1-ელი­დან მე-7 დღემ­დე და 21-ე დღი­დან ციკ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი შე­გიძ­ლი­ათ თავი არ და­იც­ვათ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ: თუ სხვა­დას­ხვა ციკლში 37,0-ის გა­დაკ­ვე­თა სხვა­დას­ხვა დღეს მოხ­და, მა­შინ სა­რის­კო პე­რი­ო­დის გან­სა­ზღვრი­სას 6 დღეს უკან ნაკ­ლე­ბი მაჩ­ვე­ნებ­ლი­დან გა­და­ით­ვლი­ან, ხოლო წინ - მე­ტი­დან. იგი­ვეა პრინ­ცი­პი მოკ­ლე ციკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში. მა­გა­ლი­თად, თუ ციკ­ლი 21 დღე გრძელ­დე­ბა, მა­შინ კვერ­ცხუ­ჯრე­დის მომ­წი­ფე­ბა უკვე მე-7 დღეს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ში­შია მე-2-13 დღე­ე­ბი, თუ ოვუ­ლა­ცი­ის დღე არ მოძ­რა­ობს.
- სა­ი­დან იჭ­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია?
- ინ­ფექ­ცია ეგ­ზო­გე­ნუ­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს და ენ­დო­გე­ნუ­რიც. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცია იჭ­რე­ბა გა­რე­დან - სა­შო­დან (გა­სინ­ჯვის, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დროს, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით). მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ინ­ფექ­ცია სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ში ხვდე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, სხვაგ­ვა­რად რომ ვთქვათ, ხდე­ბა თვით­დას­ნე­ბოვ­ნე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რო­დე­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ძლი­ე­რია, ინ­ფექ­ცია არ ვრცელ­დე­ბა, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის და­სუს­ტე­ბი­სას კი მიკ­რო­ბე­ბი იო­ლად ერე­ვი­ან ორ­გა­ნიზმს და მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგომ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვე­ვენ. მცი­რე მენ­ჯის ღრუს ორ­გა­ნო­ებს უმ­თავ­რე­სად ჩირ­ქო­ვა­ნი სტა­ფი­ლო­კო­კი, სტრეპ­ტო­კო­კი, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი აინ­ფი­ცი­რებს. თავ­და­პირ­ვე­ლად მიკ­რო­ბი საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ზე, სა­შო­ზე ან შო­რის­ზე არ­სე­ბუ­ლი ნა­ხეთ­ქი­დან საშ­ვი­ლოს­ნოს შიგ­ნი­თა გარსში იჭ­რე­ბა. თუ ორ­გა­ნიზ­მი და­სუს­ტე­ბუ­ლია, მკურ­ნა­ლო­ბა არას­წო­რად ჩა­ტარ­და ან თა­ვად მიკ­რო­ბია ძალ­ზე ვირუ­ლენ­ტუ­რი, ის პირ­ვე­ლა­დი კე­რის გა­რე­თაც ვრცელ­დე­ბა. ამის შე­დე­გად ზი­ან­დე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ღრმა შრე­ე­ბი, საშ­ვი­ლოს­ნოს ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი, მენ­ჯის ღრუს პე­რი­ტო­ნე­უ­მი, საშ­ვი­ლოს­ნოს, მენ­ჯი­სა და ბარ­ძა­ყის ვე­ნე­ბი. მიკ­რო­ბე­ბი მთელ ორ­გა­ნიზ­მში მი­მო­ი­ფან­ტე­ბა და ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი რთულ­დე­ბა სეფ­სი­სით.
ამ­რი­გად, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სქე­მა შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ:
პირ­ვე­ლი ეტა­პი - ინ­ფექ­ცია შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო ჭრი­ლო­ბით (ენ­დო­მეტ­რი­ტი);
მე­ო­რე ეტა­პი - ინ­ფექ­ცია ვრცელ­დე­ბა სამ­შო­ბი­ა­რო ჭრი­ლო­ბის გა­რეთ, მაგ­რამ მა­ინც ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია (მეტ­რი­ტი, პა­რა­მეტ­რი­ტი, შე­მო­სა­ზღვრუ­ლი თრომ­ბოფ­ლე­ბი­ტი);
მე­სა­მე ეტა­პი - ინ­ფექ­ცია გა­ნაგ­რძობს გავ­რცე­ლე­ბას (გავ­რცო­ბი­ლი პე­რი­ტო­ნი­ტი, ინ­ფექ­ცი­ურ-ტოქ­სი­კუ­რი შოკი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი თრომ­ბოფ­ლე­ბი­ტი);
მე­ო­თხე ეტა­პი - ინ­ფექ­ცია გე­ნე­რა­ლი­ზე­ბულ სა­ხეს იღებს (სეფ­სი­სი მე­ტას­ტა­ზე­ბის გა­რე­შე და მე­ტას­ტა­ზე­ბით).
ambebi.ge

ნიკოლა სარკოზი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოდის

სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და­ეს­წრე­ბა.
"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თულ­მა მხა­რემ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სარ­კო­ზის ჩა­მოს­ვლის შე­სა­ხებ დას­ტუ­რი უკვე მი­ი­ღო.
სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია 16 დე­კემ­ბერს, თე­ლავ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მას ასე­ვე სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ეს­წრე­ბა.
ambebi.ge

ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ამჟამად მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაა აკრძალული. სხვა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 
დეპატრამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.
imedinews.ge

იორდანიაში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლმდენი გაზის გამოყენებით დაარბია

იორდანიაში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლმდენი აირის გამოყენებით დაარბია. აქციის მონაწილეები ქუჩებში მკაცრი ეკონომიკური ზომების წინააღმდეგ გავიდნენ. ამის შესახებ Jordan Times წერს.
არეულობის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც.
აქციაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ბიუჯეტის შევსებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირებისგან ცდილობს, იმ დროს, როდესაც მდიდრების მიმართ უფრო ლოიალურია
imedinews.ge

Thursday, December 13, 2018

მოსახლეობა რომ უყურებს, ჰგონიათ რაღაც საშინელება ხდება..." - რამდენად საშიშია დიდ დიღომში სამედიცინო ნარჩენების წვა?

"დიდ დი­ღომ­ში, თავ­და­დე­ბუ­ლის ქუ­ჩის ბო­ლოს, ახა­ლი დიდი დიღ­მის და­სახ­ლე­ბას­თან, ე.წ. ბენ­დუ­ქი­ძის ბი­ნე­ბის ზე­ვით, მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის საწ­ვა­ვი ღუ­მე­ლი. რო­გორც მისი ტექ­ნი­კუ­რი აღ­წე­რი­დან ვკი­თხუ­ლობთ, მხო­ლოდ სწო­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და კონ­ტრო­ლის დროს მცირ­დე­ბა რის­კი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, თუმ­ცა მცირ­დე­ბა და არა ქრე­ბა! მო­სახ­ლე­ო­ბამ კი არ ვი­ცით, რამ­დე­ნად სწო­რად ხდე­ბა ღუ­მე­ლის ექ­სპლუ­ა­ტა­ცია, მით უმე­ტეს, სწრა­ფი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში და­სახ­ლე­ბა სულ უფრო მჭიდ­რო ხდე­ბა და ღუ­მე­ლიც არც ისე შორ­საა და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის­გან!
ვფიქ­რობთ, მა­შინ, როცა გაზ­რდი­ლია სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, მა­შინ როცა სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს ყვე­ლა­ზე ხში­რად ბავ­შვე­ბი ებ­რძვი­ან, და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ღუ­მე­ლი და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტთან ახ­ლოს არ უნდა იყოს! მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს - რა­ტომ მი­ი­ღეს მისი გან­თავ­სე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დიდ დი­ღომ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ და­სახ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ამას­თან, ქა­რი­ა­ნია და სა­ვა­რა­უ­დოდ, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლი კვამ­ლი ეფი­ნე­ბა მთელ და­სახ­ლე­ბას? რა­ტომ არ მო­ხერ­ხდა და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას მისი გა­ტა­ნა?!" - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი დიღ­მის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის სა­ხე­ლით გავ­რცელ­და.ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლებ­თან ახ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის წვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამით ზი­ა­ნი ეკო­ლო­გი­ას და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას ად­გე­ბა, ამი­ტომ შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­კითხს, ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი ახორ­ცი­ე­ლებს. "ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის საფრ­თხის შექ­მნის გა­რე­შე, კერ­ძოდ, ისე, რომ ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვამ საფრ­თხე არ შე­უქ­მნას წყალს, ჰა­ერს, ნი­ა­დაგს, ფლო­რას და ფა­უ­ნას" - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონ­ში.
AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, სა­მე­დი­ცი­ნო ნარ­ჩე­ნე­ბის წვის შე­დე­გად, რა საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და აწარ­მო­ებს თუ არა კომ­პა­ნია კა­ნო­ნი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბას? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თეთ.
რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, კომ­პა­ნია „ეკო ჯგუფს", რო­მე­ლიც ნარ­ჩე­ნებს წვავს, საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბარ­თვა გა­სუ­ლი წლის იან­ვარ­ში მი­ე­ცა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნია საქ­მი­ა­ნო­ბას კა­ნო­ნი­ე­რად აწარ­მო­ებს და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის ნიშ­ნე­ბი არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.
"გა­რე­მოს დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­სპექ­ტო­რებ­მა ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუ­ძელ­ზე შპს „ეკო ჯგუ­ფის“ მიმ­დე­ბა­რედ, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სახ­ლებ­თან ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­ზომ­ვის მიზ­ნით ექ­სპრეს გა­ზომ­ვე­ბი იმ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რო­დე­საც კომ­პა­ნია სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობ­და. შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი ხა­რის­ხობ­რი­ვი ნორ­მე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბა არ მომ­ხდა­რა", - გვი­თხრეს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.
AMBEBI.GE "ეკო ჯგუფ­საც" და­უ­კავ­შირ­და კო­მენ­ტა­რის­თვის. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნის თქმით, კვარ­ტალ­ში ერთხელ ამოწ­მე­ბენ ნაფ­რქვე­ვებს და და­ნად­გარს, რომ გაფ­რქვე­ვა არ იყოს სა­ზი­ა­ნო.
"დღე­საც იყოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან მო­სუ­ლე­ბი, შე­ა­მოწ­მეს და ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შეგ­ვიძ­ლია ვაჩ­ვე­ნოთ სა­წარ­მო პრო­ცე­სი, რო­გორ მუ­შა­ობს ტექ­ნი­კა და რომ სი­სუფ­თა­ვე გვაქვს.
უკვე მე­ო­რედ თუ მე­სა­მე­ჯერ გვი­ჩივ­ლეს და მალე თბი­ლი­სის გა­რეთ გა­ვაგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას. აქ უკვე ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რია. მილი ჩანს და მო­სახ­ლე­ო­ბა რომ უყუ­რებს, ჰგო­ნი­ათ, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ ჩვენ ვი­ყა­ვით აქ და მერე მო­სახ­ლე­ო­ბა გად­მო­ვი­და. კა­ნონ­შია გა­წე­რი­ლი ზუს­ტად რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­ნად­გუ­როთ და რა არა, აქ ხდე­ბა ისე­თი წამ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ნაკ­ლებ ქი­მი­უ­რია. ისე­თი ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა შეგ­ვიძ­ლია, რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბას და რო­მე­ლიც დაწ­ვი­სას არ გა­მო­ყოფს მომ­წამ­ვლელ ნივ­თი­ე­რე­ბას. აქ რომ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მივ­დგეთ და კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი გა­ვა­ნად­გუ­როთ, და­ვა­ზი­ა­ნებთ თვი­თონ აპა­რატს და რა თქმა უნდა, გა­რე­მოს", - გვი­თხრა იო­სე­ლი­ან­მა
ambebi.ge

გერმანიაში პოლიციამ ავტობანზე დაყრილი ფულის გამო გზა გადაკეტა

გერმანიაში პოლიციამ დროებით გადაკეტა ბადენ-ბიუტემბერგის საავტომობილო გზა, მიზეზი გზაზე დაყრილი ფულის ბანკნოტები გახდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციამ გზა მას შემდეგ გადაკეტა, რაც ერთ-ერთმა მგზვარმა მათ შეატყობინა, რომ ავტობანზე ფულის ბანკნოტები ცვიოდა. სულ პოლიციელებმა გზაზე 900 ევრო და ცარიელი საქაღალდე იპოვეს.
პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლოა მძღოლმა საფულე მანქანის თავზე შემოდო და შემდეგ გზა ისე გააგრძელა, რომ ის დაავიწყდა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მძღოლს, რომელმაც საფულე დაკარგა.
imedinews.ge