Tuesday, August 30, 2016

რატომ ხდებიან ებრაელი ბავშვები გენიოსები - აღზრდის 7 მეთოდი

ნებისმიერი ებრაელი მშობლის სიყვარული ბავშვებისადმი, უსაზღვროა. ბავშვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, სხვა არც ერთ ერს არ აქვს. ებრაელი ბავშვები სიყვარულისა და ყურადღების ნაკლებობას არ განიცდიან. 

1. ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ
ებრაელი დედა არასდროს ეტყვის შვილს, რომ ის ცუდია. დედა ყოველთვის ეუბნება - ისეთ კარგ ბიჭს, როგორიც შენ ხარ, როგორ შეუძლია ასეთი რამ გააკეთოს?

"ჩემს შვილს ნაკლი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს" - ეს არის ებრაელი დედის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამჩნევენ ნაკლსაც, თუმცა ამაზე მათ გარდა არავინ იცის.

2. გონივრული თავისუფლება
ებრაელი მშობლებისთვის, ბავშვებისთვის თავისუფლების მინიჭება, სპეციალური აღზრდის მეთოდი სულაც არ არის, მათთვის ეს ჰაერია, რომლის გარეშე სუნთქვაც შეუძლებელია.

მკაცრ დასჯას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ბავშვი ყოველგვარ ზღვარს სცდება.

3. ბავშვის შექება ნებისმიერი მიზეზით
დედა ბავშვს, დაბადებიდან აქებს. ებრაელი დედა, ბავშვის ყველაზე უმნიშვნელო და პატარა მიღწევებითაც ბედნიერია და საქებარი სიტყვებით ანებივრებს. ამას ყველა მისი მეგობარი თუ ნაცნობი გაიგებს, მთავარია ბავშვი ხედავდეს, რომ მას სხვების თანდასწრებით აქებენ. 

მისი სურვილი და სწრაფვა - აკეთოს კარგი, მაშინ გაიზრდება, თუ მოასმენინებთ, როგორ უზიარებთ მის წარმატებებზე მეგობრებს.
4. საკუთარ ქმედებაზე დიდი პასუხისმგებლობის განცდა
ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე უმნიშვნელო სიტყვებსა და პატარა ქმედებებსაც, ბავშვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ საკუთარ ქცევებსა და სიტყვებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ამით შვილებს მაგალითს აძლევენ.

5. სიყვარული და პატივისცემა ოჯახში - ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის საწინდარია

ებრაელებისთვის ოჯახის საყრდენი ცოლ-ქმარია - დედა და მამა, ამიტომ ბავშვებს ასწავლიან, რომ ყურადღება პირველ რიგში მშობლებს სჭირდება. ეს ბავშვებისთვის კარგი მაგალითია და შვილი საკუთარ ოჯახშიც მსგავს სიტუაციას დაამყარებს.

6. ისწავლეთ იყოთ მშობლები

გოგონა უკვე გათხოვებამდე, მზადაა დედობისთვის და ასწავლიან, რომ მათი მთავარი კარიერა - სახლი და ოჯახია.

წარმატებული, დამოუკიდებელი და ფეხზე მყარად მდგომი შვილების აღსაზრდელად, ებრაელმა ბრძენმა ხალხმა, მთელი სააღმზრდელო სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც სპეციალურ კურსებზე გაეცნობით. მსოფლიოს ბევრ ქალაქში, აღზრდის მსგავსი წესი, სინაგოგებსა და ებრაულ სკოლებში მოქმედებს. 

7. ასწავლეთ ბავშვებს დროის სწორად განაწილება
ებრაელმა ბავშვებმა არ იციან რა არის სიზარმაცე და ფუჭი საუბრები. ბავშვები ადრეული ასაკიდან ძალიან დაკავებულები არიან და მათთვის ეს ნორმალურია.

ნოაკო ვატანაბე
reitingi.ge

საგნის გამოცდებზე ზღვარი მასწავლებლების 80%-მა ვერ გადალახა

2016 წლის ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 13673 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა ვერ გადალახა. რაც გამოცდებზე გამოცხადებული მასწავლებლების/მასწავლებლობის მსურველების საერთო რაოდენობის დაახლოებით 80%-ია. „ლიბერალმა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 3464 მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა გადალახა.
ზაფხულში ჩატარებული საგნის გამოცდებზე სულ 22799 მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა, ამათგან კი გამოცდებზე 17137 გამოცხადდა.
უფრო კონკრეტულად, თუ რამდენმა მასწავლებელმა/მასწავლებლობის მსურველმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, საგნების მიხედვით ამგვარია:
შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებდა, როგორც მოქმედი პედაგოგები, ისე პედაგოგობის მსურველები. ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ, აღნიშნული შედეგები მოქმედი პედაგოგების შესაფასებლად გამოსადეგი არ არის. "როგორც გასულ წელს, ახლაც განვმარტავთ, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ აქვეყნებს მასწავლებელთა საგნის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს იმის გამო, რომ სისტემატურად ვაწყდებით ამ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია, ხშირად კი არაკორექტულიც".
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში გამართულ გამოცდებზე 2 800 მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული. 

Monday, August 29, 2016

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.

ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე; კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა - 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის - 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის - 2530 პორტაბელური კომპიუტერი;

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი.

სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის გარდა, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სოფელ ლამბალოს სკოლაში კი, სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს განახლდება. ამასთან, სწავლის დაწყების თარიღს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ.
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

Sunday, August 28, 2016

ალბათ ძალიან გაინტერესებდათ ეეგ-ის შედეგებით მერამდენე იყავით ქვეყნის მასშტაბით რეიტინგში

ალბათ ძალიან გაინტერესებდათ ეეგ-ის შედეგებით მერამდენე იყავით ქვეყნის მასშტაბით რეიტინგში.

გახსენით ცხრილი, CTRL+F და ჩაწერეთ თქვენი საგამოცდო კოდი.

Thursday, August 25, 2016

გთავაზობთ ჩარიცხულთა რანჟირებულ სიას ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით: ჩარიცხულთა სია - 2016 წელი - აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები ჩარიცხულთა სია - 2016 წელი - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები

გთავაზობთ ჩარიცხულთა რანჟირებულ სიას ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით:

ჩარიცხულთა სია - 2016 წელი - აკადემიური (საბაკალავრო) პროგრამები 

ჩარიცხულთა სია - 2016 წელი - ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - 2016


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები - 2016

Monday, August 22, 2016

როგორ გადანაწილდა ოლიმპიური მედლები, რომელი ადგილი ერგო საქართველოს მსოფლიო რეიტინგში

რიოს 2016 წლის XXXI ოლიმპიური თამაშები დასრულდა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს დელეგაციამ 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - მოიპოვა. ამ შედეგით საქართველო მედლების საერთო ჩათვლის რეიტინგში 205 ქვეყნას შორის 38 პოზიციას იკავებს.

ოქროს მედალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ლადო ხინჩეგაშვილმა (57კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105კგ) მოუტანეს. ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ). ბრინჯაოს მედლები ძიუდოსიტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66კგ), ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125კგ).

1. ა.შ.შ. 46 - 37 - 38 - 121
2. დიდი ბრიტანეთი 27- 23 - 17 - 67
3. ჩინეთი 26- 18- 26 - 70
4. რუსეთი 19 -18 - 19 - 56
5. გერმანია 17 - 10- 15 - 42
6. იაპონია 12- 8 - 21 - 41
7. საფრანგეთი 10- 18- 14 - 42
8. სამხრეთ კორეა 9 - 3- 9 - 21
9. იტალია 8- 12- 8 - 28
10. ავსტრალია 8- 11- 10 - 29
11. ჰოლანდია 8- 7- 4 -19
12. უნგრეთი 8- 3- 4 - 15
13. ბრაზილია 7- 6- 6 - 19
14. ესპანეთი 7- 4 - 6 - 17
15. კენია 6- 6- 1 - 13
16. იამაიკა 6- 3- 2 -11
17. ხორვატია 5- 3- 2 - 10
18. კ უ ბ ა 5 - 2- 4 - 11
19. ახალი ზელანდია 4- 9- 5 -18
20. კანადა 4- 3- 15 - 22
21. უზბეკეთი 4- 2- 7 - 13
22. ყაზახეთი 3 - 5- 9 -17
23. კოლუმბია 3- 2- 3 - 8
24. შვეიცარია 3- 2- 2 -7
25. ირანი 3- 1- 4 - 8
26. საბერძნეთი 3- 1- 2 - 6
27. არგენტინა 3- 1- 0 - 4
28. დანია 2 - 6 - 7 - 14
29. შვედეთი 2 - 6 - 3 - 11
30. სამხრეთ აფრიკა 2- 6 - 2 - 10
31. უკრაინა 2- 5 - 4 - 11
32. სერბეთი 2- 4- 2 - 8
33. პოლონეთი 2- 3 - 6 - 11
34. ჩრდილოეთ კორეა 2- 3 - 2 - 7
35. ბელგია 2- 2- 2 - 6
35. ტაილანდი 2- 2- 2 - 6
37. სლოვაკეთი 2- 2- 0 - 4
38. საქართველო 2- 1- 4 - 7 
739.აზერბაიჯანი 1 - 7 - 10 - 18
40. ბელარუსი 1 - 4 - 4 - 9
41. თურქეთი 1 - 3 -4 - 8
42. სომხეთი 1- 3 - 0 - 4
43. ჩეხეთი 1 - 2- 7 -11
44. ეთეოპია 1- 2 - 5 - 8
45. სლოვენია 1 - 2 - 1 - 4
46. ინდონეზია1 - 2 - 0 - 3
47. რუმინეთი 1 -1- 3 - 5
48. ბაჰრეინი 1 -1- 0 - 2
48. ვიეტნამი 1- 1 - 0 - 2
50. ტაიპეი 1- 0- 2 -3
51. ბაჰამის კუნძ. 1- 0- 1 - 2
51. კოტ დიუარი 1- 0- 1 - 2
51. IOA 1- 0- 1 - 2
54. ფიჯი 1 -0 - 0 - 1
54. იორდანია 1 -0 - 0 - 1
54. კოსოვო 1 -0 - 0 - 1
54. პუერტო რიკო 1 -0 - 0 - 1
54. სინგაპური 1 -0 - 0 - 1
54. ტაჯიკეთი 1 -0 - 0 - 1
60. მალაიზია 0 -4- 1 - 5
61. მექსიკა 0 -3- 2 - 5
62. ალჟირი 0- 2- 0 - 2
62. ირლანდია 0- 2- 0 - 2
64. ლიტვა 0- 1- 3 - 4
65. ბულგარეთი 0- 1- 2- 3
65. ვენესუელა 0- 1- 2- 3
67. ინდოეთი 0- 1- 1 - 2
67. მონღოლეთი 0- 1- 1 - 2
69. ბურუნდი 0- 1- 0 - 1
69. გრენადა 0- 1- 0 - 1
69. ნიგერი 0- 1- 0 - 1
69. ფილიპინები 0- 1- 0 - 1
69. ყატარი 0- 1- 0 - 1
74. ნორვეგია 0 -0 -4 - 4
75. ეგვიპტე 0 -0- 3 - 3
75. ტუნისი 0 -0- 3 - 3
77. ისრაელი 0 - 0 - 2 - 2
78. ავტრია 0 -0- 1 -1
78. დომინიკის რესპუბლიკა 0 -0- 1 -1
78. ესტონეთი 0 -0- 1 -1
78. ფინეთი 0 -0- 1 -1 
78. მაროკო 0 -0- 1 -1
78. მოლდოვა 0 -0- 1 -1
78. ნიგერია 0 -0- 1 -1
78. პორტუგალია 0 -0- 1 -1
78. ტრინიდადი და ტობაგო 0 -0- 1 -1
78. გაერთიანებული საემიროები 0 -0- 1 -1

შეგახსენებთ, სულ ოლიმპიადაზე გამოდიოდა 206 ქვეყანა , აქედან 119 ქვეყანამ მედლები საერთოდ ვერ აიღო. 
ხოლო ოქროს მედლის აღება მხოლოდ 59 ქვეყანამ მოახერხა.

ქართველი მძლეოსანის ემოციური განცხადება სოციალურ ქსელში: "მაპატიეთ აგრესიაზე აგრესიით, რომ გიპასუხეთ..."


ქართველი მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ განცხადებას ავრცელებს:

- ჩემი სტატუსები დიდი განხილვის თემაა ბოლო დღეების განმავლობაში. მინდა ყველას განვუმარტო, 2015 წლის 27 სექტემბერს, ბერლინში მარათონი ვირბინე 2:16.17 განმვალობაში, თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა შრომაა ამ შედეგში ჩადებული! 
კიდევ უფრო მეტი შრომის შემდეგ გავაუმჯობესე ყველა პირადი შედეგი: რიგაში - 1:05 (ნახევარმარათონი), იქამდე ეს შევძელი მხოლოდ 1:10 - ში!
ყველა წინაპირობა იყო, რომ რიოში მედლისთვის მებრძოლა, რაც ჩემზე მეტად არავის სურდა! 2:20 კატასტროფულად ცუდი შედეგია და პირველ რიგში მე ვარ იმედგაცრუებული! მაპატიეთ აგრესიაზე აგრესიით, რომ გიპასუხეთ!
ჩემი გულშემატკივარი ჩემთვის ყველაზე წმინდა ღირებულებაა, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ...


- ჩვენ მძლეოსანს ლანძღავს ზოგი, ამ კაცმა შეძლო 155 ქვეყანას შორის 72-ე შედეგის დადება! 
რადიკალიზმი ყველაფერში ძალიან ცუდი ინდიკატორია!
ვიდრე სხვას გავაკრიტიკებთ, ვკითხოთ საკუთარ თავს, გვაქვს ამის უფლება? გაგვიკეთებია მის შედეგთან მიახლოებული რაიმე ღირებული?
ძირითადად ისეთი ადამიანები ამბობენ საყვედურს ადვილად, რომელთაც ნაკლებად აქვთ ოფლის და სისხლის ნთხევის გამოცდილება...

Sunday, August 21, 2016

დღეს საქართველო სპორტის ორ სახეობაში სამი სპორტსმენით წარდგება

დღეს, 21 აგვისტოს, რიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სატურნირო დღეს, საქართველო  სპორტის ორ სახეობაში სამი სპორტსმენით წარდგება. 

ხალიჩაზე გამოვლენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი ორი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები - 65 კგ- ში ზურაბ იაკობაშვილი და 97 კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე. წინასწარი შეხევდრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.  

დღესვე ოლიმპიურ მარათონში  ჩაერთვება მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი, რომელიც 16:30 საათიდან აიღებს სტარტს. 

პრემიერი: არ შეიძლება, მთელი მასწავლებელთა კორპუსი ფსიქოლოგიურ ტერორში გყავდეს

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასწავლებელთა გამოცდებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეგნებულად დამახინჯდა.
მისი შეფასებით, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, მასწავლებლები ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ.

“მე ვთქვი, რომ გაცილებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს თვითონ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესზე, ვიდრე გამოცდებზე. არ შეიძლება, ტერორიზებული გყავდეს მთელი მასწავლებელთა კორპუსი – ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთულ პერიოდში გამოატარეს ჩვენი მომავალი თაობა და ძალიან ღირსეულად დაიცვეს თავიანთი პროფესიული ღირსება. ამიტომ ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გამოცდები საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ინსტრუმენტი და არ შეიძლება, ეს ხალხი ფსიქოლოგიურ ტერორში ვამყოფოთ. საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება მომზადებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და არა – გამოცდებზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველომ ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი მედალი აიღო

საქართველოს დელეგაციას, რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისათვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.

მედლების ხარისხით საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენს ოლიმპიელებს 2008 წელს ჰქონდათ, როდესაც მათ 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლების მოპოვება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ კვირკველიამ, ძიუდოისტმა ირაკლი ცირეკიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილმა შეძლეს. ბრინჯაოს მედლები კი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეების ოთარ თუშიშვილისა და გიორგი გოგშელიძის ანგარიშზეა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის 7 მედალი, 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ოქროს მედლები ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლის მფლობელი კი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა. ბრინჯაოს მედლები ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, ბერნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ, ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაცია მედლების რაოდენობითა და ხარისხით 35-ე ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ოლიმპიური თამაშების ბოლო დღეს, კიდევ 3 ქართველი ოლიმპიელი, მძლეოსანი დავით ხარაზიშვილი და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობაშვილი იასპარეზებს.

საოცარი ამბავი კაცზე - ბოსტანში ენდემურ ფიჭვს აფესვიანებს და შემდეგ, სადაც ტყე გაჩეხილია რგავს

სოციალურ ქსელში ბუნებაზე მზრუნველი, ერთ-ერთი ადამიანის შესახებ საოცარი ამბავი ვრცელდება.

მონათხრობის მიხედვით, ხეების ჩეხვის პარალელურად, არსებობენ ბუნებაზე უანგაროდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც თავინთ ცხოვრებას მასზე ზრუნვას უთმობენ.
"ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ...
თუ ოდესმე ოცნებას ავიხდენ და ანიმაციის კეთებას შევძლებ აუცილებლად გავაკეთებ პატარა მულტფილმს ამ ნამდვილ ამბავზე. 
იმ დროს,როცა ხეების მოჭრა ასეთი აქტუალური პრობლემაა ჩვენ ქვეყანაში.
იმ დროს,როცა ვერც ხელისუფლებამ,ვერც საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა,რომ ეს მომაკვდინებელია !იმ დროს როცა ერთეულები იბრძვიან ტყეების გაჩეხვის წინააღმდეგ და მათი ხმა არის "ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა" ,იმიტომ რომ ეს ყველაფერი "გაპრავებული" და "დაკრიშული" აქვთ მჭრელებს, არსებობს სხვა პარალელური რეალობა ...
აბასთუმნის ობსერვატორიაში ცხოვრობს ერთი ძალიან კეთილი და კარგი კაცი,რომელიც თავის ბოსტანში აფესვიანებს ენდემური ფიჭვის ტოტებს (ხე რომლის გამოც ეს ტყე სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების მკურნალად ითვლება).
როგორც საკუთარ შვილებს ისე მოაძლიერებს, წამოზრდის იმ ეტაპამდე სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ .
მერე მიდის ტყეში, იპოვის ადგილს სადაც ტყე გამეჩხერებულია და ამ თავის ნაფერებ, ნაფოფინებ ხეებს ცხოვრების გრძელ და თავგადასავლებით სავსე გზაზე უშვებს.
ასე რგავს ხეებს ტყეში, აგერ უკვე 8 წელია, ჩემი მეგობრის ასტრონომი მამა.

თუ მართლა მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, მოვყვეთ გავაზიაროთ, გადავიღოთ სიუჟეტები, ავიღოთ მაგალითი და ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ეს ხანა როგორღაც დასრულდეს", - წერს სალომე.
pulse.ge

Friday, August 19, 2016

ბილ კლინტონის ძალიან საინტერესო 70 ფოტო მისი დაბადების 70 წელთან დაკავშირებით


ბილ კლინტონის ძალიან საინტერესო 70 ფოტო მისი დაბადების 70 წელთან დაკავშირებით

გადადით ბმულზე: http://www.politico.com/magazine/gallery/2016/08/70-photos-of-bill-clinton-for-his-70th-birthday-000669?slide=63

30 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა საჯარო სექტორში: პრეზიდენტი მე-8 ადგილზეა, პრემიერი – 23-ზე

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში იყო. შრომის ანაზღაურება, თავის მხრივ, თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და დანამატს გულისხმობს. ჩვენ მიერ მომზადებულ სტატიაში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა თანამდებობრივ სარგოზე გავამხვილებთ ყურადღებას, თუ რომელია სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობა.
მოძიებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო სექტორში ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს აქვს და 16 537 ლარს შეადგენს. ამის შემდეგ მოდის, ამავე სტრუქტურის კომიის წევრთა ანაზღაურება. რაც 16 000-15500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
როდესაც განსაკუთრებით მაღალ თანამდებობრივ სარგოზე ვსაუბრობთ, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ ვის კომპეტენციაში შედის მისი განსაზღვრა. კანონმდებლობის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის და კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებას თავად კომისია განსაზღვრავს. თანამდებობრივი სარგოს შემდეგ საფეხურს,  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი იკავებს, რომელიც ასევე კომისიის გადაწყვეტილებით რეგულირდება (2014 წლის 6 მარტის #6 დადგენილება).
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ როგორც  სემეკი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისია სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, ისინი მოგებას თავად გამოიმუშავებენ. თუმცა, ამ სტრუქტურებში გაცემული შრომის ანაზღაურება, საბოლოოდ მაინც ქვეყნის ბიუჯეტზე  აისახება, რადგან რაც უფრო მეტი თანამდებობრივი სარგო გაიცემა, მით უფრო ცოტა მოგება გადაირიცხება ქვეყნის ბიუჯეტში.
აღნიშნული ორგანოების მსგავსად, შიდა ბრძანების საფუძველზე განისაზღვრება, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე სხვა თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო (#110/04 ბრძანება).
რაც შეეხება სასამართლოში დასაქმებულთა ხელფასს, მას პარლამენტი განსაზღვრავს და როგორც ეს ცხრილშია ნაჩვენები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 7 000 ლარით განისაზღვრა. მათ თანამდებობრივ სარგოს სიმბოლურად 100 ლარით ჩამოუვარდება საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი, რომელიც პარლამენტის მიერ 6 900 ლარით არის განსაზღვრული.
დამოუკიდებლად  განისაზღვრება ხელფასის ოდენობა გენერალურ აუდიტშიც. ამ მხრივ დამოუკიდებლობა აქვს მინიჭებული ცესკოსაც. ის თავად წყვეტს, თუ რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი ცესკოს თანამშრომელს და თავმჯდომარეს.
ცხრილში ნაჩვენები  თანამდებობის პირთა ხელფასებს საგრძნობლად ჩამოუვარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრებისა და მათი მოადგილეების ხელფასი.
გარდა სახელმწიფო სექტორში არსებული მაღალი  ხელფასებისა, განსაკუთრებით მაღალია თანამდებობრივი სარგო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-ებსა ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელთა შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითია სს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიერ ერთი წლის მანძილზე აღებული თანამდებობრივი სარგო. რომელიც  დეკლარაცის მიხედვით, 336 ათასი ლარი იყო, რაც თვეში 28 000 ლარია.
ასევე მაღალი თანამდებობრივი სარგო აქვს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ის ან სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელის ანაზღაურება კომპანიის შიდა წესდებით განისაზღვრება, რასაც კომპანიის  გამგეობა ან შიდა ბრძანება ადგენს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს კონტროლის მექანიზმი სუსტია.
სახელმწიფო სექტორში არსებულ მაღალი თანამდებობრივი სარგოს ოდენობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საქართველოს პარლამენტის  წევრს პავლე კუბლაშვილს ვესაუბრეთ.
„მაღალი ხელფასები კარგი და სწორია იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ კორუფციის საფრთხე. როდესაც ვსაზღვრავდით თანამდებობრივ სარგოს სხვადასხვა ორგანოში, მაშინ სწორედ ეს მიდგომა გვქონდა. თუმცა, დღეს ეს ორგანოები უფრო ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს.
რაც შეეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, სახელმწიფო აუდიტს და სხვა მსგავს სტრუქტურებს, ეს დამოუკიდებელი ორგანოებია. შესაბამისად, ფინანსური დამოუკიდებლობა მათი სრულყოფილი მუშაობის ერთ-ერთი გარანტია. ისინი მაქსიმალურად თავისუფლები უნდა იყვნენ პოლიტიკისაგან.
იმისათვის, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, მინიჭებული დამოუკიდებლობის არაკეთილსინდისიერად  გამოყენება არ მოხდეს, შესაძლებელია გარკვეული ზომების მიღება. თუმცა, რა უნდა იყოს ეს, ამაზე კონკრეტულ პასხუს ვერ გაგცემთ. ალბათ, სამართლიანი იქნება, თუ მათი სახელფასო  ფონდი, საბიუჯეტო მაჩვენებლებზე იქნება მიბმული“ – აცხადებს კუბლაშვილი.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო სექტორში კერძო სექტორთან შედარებით, გაცილებით დაბალი ანაზღაურებაა და ფინანსურ სექტორში კვალიფიციური მენეჯერის დაქირავება გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე  რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის.

თანამდებობა
თანამდებობრივი სარგო
1
კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის თავმჯდომარე
16 537
2
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი
16 338
3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
12 648
4
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
12 500
5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  ეროვნული კომისიის წევრი
11 900
6
საკონსტიტუციო სასამარათლოს თავმჯდომარე
7 000
7
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
7 000
8
საქართველოს პრეზიდენტი
6 900
9
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები
6 500
10
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
6 500
11
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
6 300
12
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
6 000
13
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
6 000
14
გენერალური აუდიტი
5 950
15
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
5 800
16
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
5 600
17
გენერალური აუდიტის პირველი მოადგილე
5 600
18
გენერალური აუდიტის მოადგილე
5 500
19
სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე
5 300
20
ცესკოს თავმჯდომარე
5 040
21
სააპელაციო სასამართლოს მოსამრთლე
5 000
22
რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე
4 600
23
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
4 250
24
ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე
4  030
25
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი
4 000
26
საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე
4 000
27
მთავარი პროკურორი
3 910
28
მინისტრი
3 540
29
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
3 540
30
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
3 540


factcheck.ge

თქვენთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო საერთაშორისო კონკურსი - მიიღეთ აქტიური მონაწილეობა

2016 წლის სექტემბრის თვის განმავლობაში ვიკიპედიის ქართულენოვან განყოფილებაში ერთობ საჭირო და ქვეყნისთვის სასარგებლო საერთაშორისო ფოტო-კონკურსი ხორციელდება. კონკურსის სახელწოდებაა „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments).
კონკურსი  ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო-კატალოგის შექმნას. ძეგლების ჩამონათვალი წინასწარ არის ცნობილი, იგი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული ძეგლად. კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გადაღებული აქვს ან კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში გადაიღებს აღნიშნული ძეგლების  ფოტებს.  
კონკურსის მიზანია ხაზი გაუსვას ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება. კონკურსში გამარჯვებულები, რომელსაც სპეციალური ჟიური გამოავლენს დაჯილდოვდებიან 400, 300 და 200 ლარით, ხოლო კიდევ ათი მონაწილე საჩუქრად მიიღებს მაისურს პროექტის ლოგოს გამოსახულებით. 
აღნიშნული პროექტის განხორციელება მცირე ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული, საჭიროა სპონსორი/ები, რომელიც ამ საქვეყნო საქმისთვის გაიღებს/ენ 1 500 ლარს (აქედან 1 200 ლარი გათვლილია პრიზებზე, ხოლო 300 ლარი საორგანიზაციო საკითებზე).

დაწვრილებით კონკურსის შესახებ იხილეთ:
ინგლისურ ენაზე:

საკონტაქტო ინფორმაცია:
ჯაბა ლაბაძე,

Tel.: 591 05 68 78