Wednesday, October 31, 2018

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას აფასებს

"საქართველო „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმების პროგრამა ძალიან წარმატებულია", - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ის, რომ „ბიზნესის კეთების“ სიმარტივის კუთხით საქართველომ მე-9-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, ადასტურებს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო და სანდოა ბიზნესის კეთებისთვის.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაწინაურდება.
„ეს შედეგი იმას ნიშნავს, რომ საქართველო არის ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ეკონომიკა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მან შეინარჩუნა ძლიერი პოზიცია პირველ ათეულში. ბიზნესის კეთების ანგარიში აქცენტს აკეთებს იმ გამოწვევებზე, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებში მსოფლიოს 190 ქვეყანაში არსებობს. ეს გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ყველაზე ეფექტური ქვეყნები. ამ მიზნის მისაღწევად ანგარიშზე მომუშავე გუნდი ახდენს ქვეყნების ანალიზს ბიზნესის კეთების კუთხით, როგორ იწყება და რეგისტრირდება ბიზნესი, რამდენად მარტივია ქონების რეგისტრაცია, სესხის აღება, რამდენად დაცულია მინორიტარული აქციონერების უფლებები, რამდენად მარტივია გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტი, საერთაშორისო ვაჭრობა და გაკოტრების პროცედურები. საქართველო ამ რეიტინგში წლების განმავლობაში მუდმივად წინ მიდის და წლევანდელი შედეგი არის იმის მტკიცებულება, რომ პროგრესული რეფორმები და პროგრამა ძალიან წარმატებულია. უფრო კონკრეტულად ვიტყვი, რომ საქართველოში წელს განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო დააწინაურებს საქართველოს პოზიციას. საქართველოში უფრო მარტივი იქნება ბიზნესის დაწყება, რეგისტრაციის შემდგომი პროცედურები, საგადასახადო რეგისტრაციის, ლიცენზირების პროცედურები.
ასევე გამარტივდა გადასახადების გადახდა, რამდენადაც საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა, შემცირდა დეკლარაციების რაოდენობა დაა დეკლარირების ვადები. ამასთან ერთად, ელექტრონული გადახდები, სასამართლო სისტემაში საქმეების ავტომატური განაწილება, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოს უფრო მაღალი რეიტინგი მივანიჭოთ; ვიფიქროთ, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივია, ვიდრე წინა წლებში იყო. მეწარმეს არ სჭირდება სხვადასხვა ორგანოში სიარული სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად, სისტემა ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და ბიზნესსუბიექტებს მარტივი პროცედურებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადო და მივულოცო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ამ წარმატებული რეფორმების შედეგები და მოვუწოდო, ასე განაგრძოს მუშაობა და კიდევ უფრო მაღალი რეიტინგები მიიღოს მომდევნო წლებში“, - განაცხადა მერსი ტემბონმა.
პრემიერის განცხადებით კი, ასეთი წინსვლა წინ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.
"ასეთი წინსვლა ნიშნავს ძალიან დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ადასტურებს, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, წარმატებულად  ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს  ანიჭებენ უპირატესობას ასეთ მნიშვნელოვან და ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ასეთია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, Doing Business 2019-ის მონაცემები.
imedinews.ge

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა


მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს დაეჯახა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.
მედიკოსების თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ კლინიკაში მიყვანილი პაციენტი იმყოფებოდა „ტერმინალურ მდგომარეობაში“ და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება მეორეს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276 მუხლის მეხუთე ნაწილით.
imedinews.ge

ჰაკერებმა FIFA-ს კომპიუტერებში შეაღწიეს

მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად როდის შეაღწიეს ჰაკეტებმა მათ კომპიუტერებში. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ FIFA-ს საინფორმაციო უსაფრთხოება დაიცვან.
2017 წელს მსგავსი ინციდენტი უკვე მოხდა, მაშინ ჰაკერებმა სააშკარაოზე გამოიტანეს იმ ფეხბურთელების მონაცემები, რომლებიც დოპინგს მოიხმარდნენ.
imedinews.ge

სალომე ზურაბიშვილი: არასდროს არავინ მაკონტროლებდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა.
ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები შეაფასა. ჟურნალისტი დაინტერესდა არის თუ არა ის დამოუკიდებელი, რადგან მას მხარს მმართველი პარტია უჭერს.
„მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი. ასეთივე ვიყავი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც, რომელიც მხარს მიჭერდა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი გავხდი. თუმცა მისი პოლიტიკა ჩემს პრინციპებს აღარ შეესაბამება. მე ახლაც დამოუკიდებელი ვარ. მმართველმა პარტიამ ჩემი მხარდამჭერა მას შემდეგ გადაწვიტა, რაც არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობაზე განვაცხადე. ამ მხარდაჭერას არც მე და არც ჩემინ პრინციპები არ შეუცვლია"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, აკონტროლებს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკოსი პასუხობს: „არასდროს და არავინ მაკონტროლებდა".
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. 
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება. 
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

მედია: ნიგერიაში სამთავრობო ძალებმა 42 შიიტი მოკლეს

ნიგერიაში უშიშროების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს და 42 შიიტი ადგილობრივი მოკლეს. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს. 
ნიგერიის დედაქალაქში 30 ოქტომბერს შიიტმა მუსლიმებმა დაიწყეს დემონსტრაციები. ისინი ისლამური მოძრაობის ლიდერის, იბრაჰიმ ზაკზაკის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 
სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. 
imedinews.ge

ინჟინრებმა ჰელოუინისთვის შშმ ბავშვს სპეციალური ფორმა შეუქმნეს

10 წლის ემილს სიარული არ შეუძლია და ის ეტლით გადაადგილდება. გასულ წელს მან ჰელოუინზე სპეციალური ფორმა ჩაიცვა, მაგრამ ფორმა მხოლოდ წინა მხრიდან ჩანდა და ემილის ეტლი ყველამ იცნო. კანადელმა ინჟინრებმა კი გადაწყვიტეს, რომ მისთვის ისეთი ფორმა შეექმნათ, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ამ ინიციატივის შესახებ Daily Mail-მა დაწერა.
ემილისთვის დრაკონის ფორმა შეკერეს. მის ეტლს კი ციხის ფორმა პლასტმასისგან მისცეს. ფორმა 3D პრინტზე ამობეჭდეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შშმ პირის ეტლი ამგვარად გააფორმეს. ამ საქმით კომპანია „ჯადოსნური ეტლია“ დაკავებული. კომპანიის დირექტორის რაიან ვეიმერის შვილი კუნთების დისტროფიით დაიბადა, ჰელოუინზე ბავშვმა მოინდომა, რომ მეკობრე ყოფილიყო, მამამ კი შვილის ეტლს მეკობრის ხომალდის ფორმა მისცა.
imedinews.ge

კობერიძე: წინასაარჩევნო პერიოდში კანაფის კანონპროექტი საზიანოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე შს მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს, პარლამენტიდან კანაფის კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მის კომენტრს 1tv.ge ავრცელებს.
ლევან კობერიძის თქმით, მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადება ძალიან უკვირს, რადგან საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტს აკისრია. დეპუტატის განმარტებით, მეზვრიშვილის გადასაწყვეტი არ არის "თუნდაც ერთი, ოთხი ან მთელი დეპუტაცია რაზე იშფოთებს".
"ეს არის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აღელვებს. ამაზე პასუხი არჩევნებში ხმების დაკლებით მივიღეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მარიხუანის კულტივაციის საკითხი იყო. მთავრობას მოვუწოდებთ, კანონპროექტი გაიწვიოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მომტანია მსგავსი სახის კანონპროექტის არსებობა პარლამენტში. გაწვევა იქნება ნაბიჯი, რითაც მოსახლეობას დავუდასტურებთ, რომ მათი გვესმის და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პოზიციას ბევრი დეპუტატი იზიარებს. „ახლა ბურთი მთავრობის მოედანზეა, მათ გადაწყვეტილებას ველოდებით“, – დასძინა კობერიძემ.
კანაფის სამედიცინო დანიშნულებით კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის საკითხს ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი კამათი მოჰყვა. ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეების თქმით, ისინი კანონპროექტის გაწვევის მომხრეები არიან.
ნათია მეზვრიშვილმა კი თქვა, რომ კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და "მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს კანონპროექტი გაწვეული იქნება. ამიტომ შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილოა".
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადადო. კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.
imedinews.ge

Tuesday, October 30, 2018

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

მორიგი აფეთქება მოხდა ავღანეთში. ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ცენტრალური აზიის ქვეყნის ყველაზე დიდი ციხის შესასვლელთან აიფეთქა. ამ მონაცემებით დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ამ საპყრობილეში მოძრაობა თალიბანის ასობით წევრი იხდის სასჯელს.
imedinews.ge

მიულერი FBI-ს მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ცრუ ბრალდებების შესახებ აფრთხილებს

სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ფიქრობს, რომ მისი დისკრედიტაციის მცდელობისთვის, მას სექსუალურ შევიწროებას დააბრალებენ, რაზეც მიულერი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. მიულერი გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ შესაძლო ცრუ ბრალდებების გამოძიებას სთხოვს. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ისპეცპროკურორის პრესსმდივანზე დაყრდნობით წერს.
ასეთი სახის ინფორმაცია მიულერის ოფისმა ორი ქალისგან მიიღო. ერთ-ერთ მათგანი, ლორეინ პარსონსი აცხადებს, რომ მას პროკურორის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების წამოყენების სანაცვლოდ, 20 ათასი დოლარი და საკრედიტო ბარათების დავალიანების გადახდა შესთავაზეს. პარსონის თქმით, ის მიულერთან 1974 წელს მუშაობდა, მაგრამ მიულერის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი არ ყოფილა.
ქალის თქმით, ადამიანი, რომელმაც მას ეს შეთავაზება გაუკეთა, რადიოწამყვან ჯეკ ბერკმანთან მუშაობს, რომელიც კონსერვატული შეხედულებებით გამოირჩევა. ადრე ბერკმანი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მიულერის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. 
გამოცემა The Atlantic-თან ბერკმანმა თქვა, რომ პარსონს არ იცნობს. 
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი. პრეზიდენტის წინააღმდეგ მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.
imedinews.ge

პარიზში შოკოლადის ყოველწლიური ბაზრობა დეფილეთი დაიწყო


პარიზში შოკოლადის ყოველწლიური ბაზრობა დეფილეთი დაიწყო. შავი და თეთრი შოკოლადით, ასევე კანფეტებით გაფორმებული სამოსი მოდის დიზაინერებმა კონდიტერებთან ერთად შემქნეს. ამის შესახებ SBS-ი წერს.
დამთვალიერებელს კი ისინი საფრანგეთში ცნობილმა ადამიანებმა წარუდგინეს. ნუგბარის სამოსი პოდიუმზე სხვა მოდელებთან ერთად ფეხბურთელმა ჯიბრილ სისემ და მის საფრანგეთმა მაევა კუკემ მოირგეს.
შოკოლადის ბაზრობა პარიზში 24-ედ იმართება. მის ფარგლებში 500-ზე მეტი კონდიტერი კულინარიულ შედევრებს 5 დღის განმავლობაში წარადგენენ, ბაზრობა 4 ნოემბერს დაიხურება.
imedinews.ge

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაგეგმილი არჩევნები დაგმეს

უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ დასავლეთის სახელმწიფოების ინიციატივით გამართა რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში დაგეგმილი არჩევნები. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
სხდომის დაწყებამდე რუსეთმა საბჭოს შესთავაზა საკითხის განსახილველად მიეწვიათ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელენა კრავჩენკო, თუმცა, საბჭოს დანარჩენმა წევრებმა მოსკოვის წინადადება არ მიიღეს.
დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება მინსკის შეთანხმებას   ეწინააღმდეგება. გაეროში შვედეთის წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ქმედებები ევროპის საზღვრების გადაკეთების მცდელობაა. შვედმა დიპლომატმა მოსკოვს მიმართა, გამოიყენოს თავისი გავლენა და აღკვეთოს არჩევნების ჩატარება.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონათან კოენმა დაადასტურა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არ მოიხსნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებით აკრძალულია მუნიციპალური არჩევნების ჩატარება და არა „რესპუბლიკების მეთაურების.“
ნებენზიას მტკიცებით, მინსკის შეთანხმებას არღვევს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. გაეროში უკრაინის წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლაენკოს განცხადებით, დონბასში ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს მისცემს ახალ საბაბს სიტუაციის გამწვავებისთვის. უკრაინელმა დიპლომატმა მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის აღმოსავლეთსა და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით შეიარაღების თავმოყრაშიც. ნიკოლაენკოს ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს ყირიმში ბირთვული შეიარაღების განთავსებასაც.
სეპარატისტების ლიდერების განცხადება დონბასში არჩევნების შესახებ დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 
ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო. მხარეებს შორის, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, 2017 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის განახლებაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი აქცია დევნილებად.
აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
imedinews.ge

რა დაჯდება მეორე ტური და აქვს თუ არა უფლება საპრეზიდენტო კანდიდატს კანდიდატურა მოხსნას

რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დი­ლე­მის წი­ნა­შე და ზედ­მე­ტი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯი - ასე­თია 28 ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შე­დე­გე­ბი. რად­გან 50%-იანი ბა­რი­ე­რი ვერ­ცერ­თმა კან­დი­დატ­მა ვერ გა­და­ლა­ხა, მას შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გი 20 დღის ვა­და­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2 კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­ი­მარ­თოს. მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის ბოლო ვადა 2 დე­კემ­ბე­რია.
მე­ო­რე ტურ­ში პირ­ველ და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი იბ­რძო­ლე­ბენ - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილი (38.64%) და გრი­გოლ ვა­შა­ძე (37.74%). აქ ბა­რი­ე­რი და­წე­სე­ბუ­ლი აღარ არის, შე­სა­ბა­მი­სად - იგებს ის, ვი­საც მეტი ხმა ექ­ნე­ბა.
რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგა­ნან ამომ­რჩევ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც პირ­ველ ტურ­ში სულ სხვა კან­დი­დატს და­უ­ჭი­რეს მხა­რი.
თენ­გო 35 წლის: "სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე ტურ­ში არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ცუდ­სა და უა­რეს კან­დი­დატს შო­რის მო­მი­წევს. არც ვა­შა­ძეს მინ­და მივ­ცე ხმა და არც ზუ­რა­ბიშ­ვილს, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ზე წას­ვლის სურ­ვი­ლი მაქვს. ჯერ ვერ გა­დავ­წყვი­ტე, სა­ბო­ლო­ოდ, ვის და­ვუ­ჭი­რო მხა­რი".
ნა­თია 26 წლის: "პირ­ველ ტურ­ში, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს მი­ვე­ცი ხმა, რად­გან მომ­წონს მისი კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი იდე­ე­ბი. მე­ო­რე ტურ­ში რას ვი­ზამ, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ორი­ვე კან­დი­და­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია, თუმ­ცა რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, არ­ჩევ­ნებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვალ და ან ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ, ან იძუ­ლე­ბით ვა­შა­ძეს მივ­ცემ ხმას სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“.ანა­ლო­გი­უ­რად ფიქ­რობს 32 წლის თიკო, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში და­ვით უსუ­ფაშ­ვილს მის­ცა ხმა: "რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ვდგა­ვარ. ჩემ­თვის ორი­ვე კან­დი­და­ტი მი­უ­ღე­ბე­ლია, ამი­ტომ მი­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე და ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ. ქვეყ­ნის ბედი უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად მა­ღელ­ვებს", - გვი­თხრა რეს­პო­დენ­ტმა.
"გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ვარ არ ვიცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. არ­ცერ­თი კან­დი­და­ტი მომ­წონს, ამი­ტომ ალ­ბათ ორი­ვეს გა­დავ­ხა­ზავ, ამ­ბო­ბენ, ეს ხმა ზუ­რა­ბიშ­ვილს ეთ­ვლე­ბაო, მაგ­რამ ჩემს სინ­დის­თან მა­ინც ვიქ­ნე­ბი მარ­თა­ლი", - გვი­თხრა კი­დევ ერ­თმა რეს­პო­დენ­ტმა.
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თებს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას. რის თქმას აპი­რებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, წი­ნას­წარ არა­ვინ ახ­მა­უ­რებს, თუმ­ცა ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას.
AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რამ­დე­ნად აქვს უფ­ლე­ბა კან­დი­დატს მე­ო­რე ტურ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას. ამ შე­კი­თხვით არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებს" მივ­მარ­თეთ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამ უფ­ლე­ბას მას სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი (მუხ­ლი 105) უზღუ­დავს.
"კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ არ­ცერთ კან­დი­დატს კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნის უფ­ლე­ბა არ აქვს. მან ამის შე­სა­ხე­ბაც რომ გა­ნა­ცხა­დოს, ბი­უ­ლე­ტენ­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც ჩა­ი­წე­რე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­წე­რე­ბა - გრი­გოლ ვა­შა­ძე და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.
თუ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ნა­ცხა­დებს, რომ აღარ სურს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა მე­ო­რე ტურ­ზე მი­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მა­ინც მას მის­ცემს ხმას, ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნე­ბა და თა­ვად კან­დი­და­ტის გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა, გახ­დე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი.
სამ­წუ­ხა­როდ, ასეა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი“ თა­ვის დრო­ზე ამის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ვი­თხოვ­დით, რომ კან­დი­დატს ჰქო­ნო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უარი ეთ­ქვა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი კან­დი­და­ტით მომ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს არ და­უშ­ვა და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს „სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ელე­ნე ნი­ჟა­რა­ძემ.
რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს - საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტური ქვე­ყა­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ო­ნი და­უჯ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის ნა­ხე­ვა­რი დაჯ­დე­ბა მე­ო­რე ტური. თუმ­ცა, ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას მე­ო­რე ტუ­რის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არ უმსჯე­ლია.
არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის 39 მი­ლი­ონ­ზე მეტი თან­ხი­დან არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე 28 272 634 ლარი და­ი­ხარ­ჯა. არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის მო­ხე­ლე­თა მომ­ზა­დე­ბა - გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 1 002 300 ლარი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის ხარ­ჯი 2 242 850 ლარი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ფი­ნან­სე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 7 619 000 ლარი. ხოლო მე­ო­რე ტუ­რის­თვის რამ­დე­ნი და­იხრჯე­ბა, ჯერ­ჯე­ორ­ბით უც­ნო­ბია. შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იკ­რი­ბე­ბა, რის შემ­დე­გაც ხარ­ჯე­ბი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცე­მა.
"უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია შე­იკ­რი­ბე­ბა და და­ით­ვლის მე­ო­რე ტუ­რის ხარ­ჯებს და შემ­დეგ ამას წა­რუდ­გენს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს. მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა ყვე­ლა იმ უბან­ზე, სა­დაც პირ­ველ ტურ­ში ჩა­ტარ­და, სა­ზღვარ­გა­რე­თაც გა­იხ­სნე­ბა უბ­ნე­ბი ანა­ლო­გი­უ­რად. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ხარ­ჯებს და და­ნა­ზო­გებს, რაც შე­იძ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჰქონ­დეს და ახ­ლაც კო­მი­სია ეც­დე­ბა შე­ამ­ცი­როს ხარ­ჯე­ბი.
მა­გა­ლი­თად, სა­რეკ­ლა­მო ხარ­ჯე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­ი­ცა, შე­სა­ბა­მი­სად მე­ო­რე­ჯერ აღარ გა­ი­ცე­მა, რაც შე­ე­ხე­ბა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას, ახლა მხო­ლოდ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” კან­დი­დატს ექ­ნე­ბა, რად­გან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტი იყო და მისი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ფი­ნანსდე­ბო­და" - უთხრა AMBEBI.GE-ს ცეს­კოს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ.
ambebi.ge

მედიცინის ისტორიაში პირველად ორმა ქალმა ერთი ბავშვი მუცლით ატარა

ორმა ამერიკელმა ქალმა, ეშლი კოულტერმა და ბლის კოულტერმა მედიცინის ისტორიაში პირველად, ერთი ბავშვი მუცლით ატარეს. ქალებმა ეს ექსტრაკორპორალური განაყოფიერების მეთოდით (IVF) შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს. 
IVF-ს შემთხვევაში, ერთი ქალისგან იღებენ კვერცხუჯრედს, ხელოვნურად ანაყოფიერებენ მას, შემდგომ ახორციელებენ ინკუბაციას და გადააქვთ სხვა ქალის საშვილოსნოში. მოდიფიცირებულ IVF-ს დროს, ბლისის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი კაფსულა-ინკუბატორ INVOcell-ში განათავსეს, რომელიც თავის მხრივ ბლისის საშვილოსნოს ყელში დააფიქსირეს ხუთი დღით, სანამ არ წარმოიქმნა ემბრიონი. 
ჩანასახი მოგვიანებით გადაიტანეს ეშლის საშვილოსნოში და მას 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, სანამ ნაყოფმა გაზრდა არ დაიწყო. 
ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. ამჟამად ის 5 თვისაა. ეშლი და ბლისი იმედოვნებენ, რომ მოდიფიცირებული  IVF სასარგებლო აღმოჩნდება სხვა ერთნაირსქესიან წყვილებისთვის.
imedinews.ge

თბილისში ქუჩის მუსიკის დღეს აღნიშნავენ

თბილისში 10 ნოემბერს ქუჩის მუსიკის დღე გაიმართება. ეს არის ფესტივალი მუსიკოსებისთვის და ბენდებისთვის, მათთვის, ვინც უკრავს, მღერის და ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ქუჩის მუსიკის დღე ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა, ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა.
იდეა სწრაფად გავრცელდა და ფესტივალს ბევრი ქვეყანა შეუერთდა.
2012 წლიდან ქუჩის მუსიკის დღის ფესტივალი საქართველოშიც ტარდება.
ქუჩის მუსიკის დღე თბილისის მერიის დაფინანსებით იმართება.
imedinews.ge

ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული. მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ იქნება, ასევე, მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება - გათვალისწინებული იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
imedinews.ge

სალომე ზურაბიშვილი 20:00 საათზე განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს 20:00 საათზე განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

გედევან ფოფხაძე: თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს იქნება სამოქალაქო ომის წინაპირობა

უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების შეფასება არ ისურვა, თუმცა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის სამოქალაქო ომის საფრთხეს ხედავს.
"მე არ მინდა საჯაროდ ვისაუბრო იმ მიზეზებზე და გარემოებებზე რომელთანაც არის დაკავშირებული ამ შედეგების დაფიქსირება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვაშაძე მოიგებს არჩევნებს, ეს საქარველოში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება. რევანშისტული განწყობები და ის ამოცანა, რაც ნაციონალურ მოძრაობას გააჩნია, რომ ჩამოიყვანოს სააკაშვილი, გამოიყვანოს მერაბიშვილი, გამოიყვანოს ახალაია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება მიმართული შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომლებიც სააკაშვილისთვის წარმოადგენს პრობლემას, მის პოლიტიკური რეანიმაციისთვის წარმოადგენს პრობლემას. ჩვენ კარგად ვიცით რას აპირებს სააკაშვილი და მე დარწმუნებული ვარ ამ საფრთხის წინააღმდეგ შ3ვკრავთ პირს და გავერთიანდებით", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
წინასაარჩევნო პერიოდში, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, ის ახალაიას, მერაბიშვილს და ყოფილი ხელისუფლების სხვა მსჯავრდებულ მაღალჩინოსნებს შეიწყალებს.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

ინდონეზიელი კაცი საცობებმა ავიაკატასტროფაში დაღუპვას გადაარჩინა

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში საავტომობილო საცობები დიდი პრობლემაა, თუმცა ამან ერთი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა. სონი სეტიავანი, რომელიც ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია, კოლეგებთან ერთად, იმ თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 
„არ ვიცი, რატომ იყო ასეთი საცობი, მაგრამ აეროპორტამდე მისასვლელად 3 საათზე მეტი დამჭირდა, რის გამოც ფრენაზე დავაგვიანე“ - თქვა მან. 
სეტიავანის კოლეგებს, რომელებიც თვითმფრინავით გაფრინდნენ, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ინდონეზიაში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Boeing 737 MAX 8, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იყო. ყველა დაიღუპა. ლაინერით მიფრინავდა 181 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ჩვილი, ასევე ორი პილოტი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავი იავანის ზღვაში, კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში, აფრენიდან 13 წუთში, 30-35 მეტრამდე სიღრმეში ჩავარდა.
imedinews.ge

ბათუმში საცხოვრებელი სახლიდან კაცი გადავარდა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 55 წლამდე კაცი გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ის გარდაცვლილი დახვდათ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
ცხედარი ბათუმის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
imedinews.ge

სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკა 5.6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 5,6% იყო, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0%-ით განისაზღვრა.
ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 პროცენტია. საქსტატის მონაცემებით, იანვარში ზრდა - 4.4%, თებერვალში - 5.5%, მარტში - 5.6%, აპრილში - 6.5%, მაისში - 7.5%, ივნისში - 4%, ივლისში - 4.6% აგვისტოში კი -2% იყო.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა იყო დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.
imedinews.ge

აკაკი ბაქრაძის „ილია ჭავჭავაძე“ გერმანულ ენაზე გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ გერმანულ ენაზე გამოიცა.
წიგნის თარგმანზე ლაშა ბაქრაძემ იმუშავა, რამდენიმე ასეული ეგზემპლარი კი გამომცემლობა Leipziger Literaturverlag-მა დაბეჭდა.
აკაკი ბაქრაძის წიგნი „ილია ჭავჭავაძე“ ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოგვითხრობს, რომელთა შესახებ ავტორი დოკუმენტური სიზუსტით გვიამბობს.
imedinews.ge

საბანკო რეგულაციები 1 ნოემბრიდან არ ამოქმედდება

ახალი საბანკო რეგულაციები, რომლებიც მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა. ამის შესახებ 1tv.ge ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით წერს. 
სებ-ის განმარტებით, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ამჟამად, ტექნიკური დეტალების დაზუსტებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
1 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო რეგულაციები, რომელთა თანახმად: იპოთეკაზე წესდება, მაქსიმუმი, 15-წლიანი ლიმიტი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, მაქსიმუმი, 10-წლიანი იქნება, ხოლო ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.
imedinews.ge

Monday, October 29, 2018

მეცნიერების თქმით, ათობით წამალი ფილტვებისთვის საშიშია

ბრიტანელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ათობით წამალმა, რომელიც ართრიტის, კიბოს და სხვა დაავადებების სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება, შესაძლოა პაციენტის ფილტვებს საფრთხე შეუქმნას. მათი დასკვნების შესახებ Journal of Clinical Medicine-ში წერია. 
„გაირკვა, რომ ბევრ პრეპარატს სერიოზული გვერდითი მოვლენები აქვს, რომელიც ფილტვების ჯანრთელობაზე გავლენას ახდენს. ჩვენ არ ვამბობს, რომ პაციენტებმა მათი მიღება მაშინვე უნდა შეწყვიტონ, უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ ექიმებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ მათი დანიშვნისას"- ამბობს მანჩესტერის უნივერისტეტის სპეციალისტი ჯონ უოტერტონი.
უოტერტონმა და მისმა კოლეგებმა დაადასტურეს, რომ ათობით პრეპარატი სუნთქვის ორგანოებზე მოქმედებს.
imedinews.ge

ვატიკანი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკოს ნეშტის გადასვენების წინააღმდეგი არ არის

ვატიკანი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკოს ნეშტის სხვა ადგილას გადასვენების წინააღმდეგი არაა. ამის შესახებ ელსპანეთის ვიცეპრემიერმა კარმენ კალვომ და ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ. 
აგვისტოს ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ესპანეთის მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, ესპანელი გენერლისა და დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს ნეშტს სამოქალაქო ომში დაღუპულთა ეროვნული მავზოლეუმიდან ამოიღებენ და სხვაგან გადაასვენებენ. 
მავზოლეუმი, რომელიც 1940 წელს აშენდა, 1936-39 წლებში სამოქალაქო ომშიდაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. ომში მილიონზე მეტი ესპანელი დაიღუპა. ესპანეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ეს ადგილი დიქტატორის სადიდებლად არ უნდა იყოს გამოყენებული.
ფრანსისკო ფრანკომ 1936 წელს სამხედრო გადატრიალება მოაწყო და დაიწყო სამოქალაქო ომი რეპუბლიკური მთავრობის წინააღმდეგ გერმანიის ნაცისტური და იტალიის ფასისტური მთავრობების მხარდაჭერით. ომში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმი ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომში ესპანეთს ნეიტრალტეტი ჰქონდა გამოცხადებული. ფრანკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეებს დევნიდნენ ფრანკოს გარდაცვალებამდე, 1975 წლამდე. 
imedinews.ge

ევროპაში ყურძნის რეკორდული მოსავალია

ევროპაში წელს ღვინის წარმოებამ შესაძლოა, ბოლო 5 წლის მაქსიმუმს მიაღწიოს, რაც საერთაშოროსო ბაზარზე ღვინის გაიაფებას გამოიწვევს. ინფორმაციას GBC ავრცელებს.
ექსპერტების თქმით, გაზრდილი მოსავალი ნეგატიურად აისახება სხვა მწარმოებლებზეც, მათ შორის საქართველოს ბაზარზეც. წინასწარი პროგნოზით, 2018-19 წლებში ევროპაში ღვინის წარმოება წინა სეზონთან შედარებით, 22.1% -ით გაიზრდება. აღსანიშნავია, ისიც, რომ ზრდა შარშანდელი ძალიან ცუდი სეზონის შემდეგ ხდება. 2017/18 წლებში ღვინის წარმოება ევროპაში 1982 წლიდან ყველაზე დაბალი იყო.
imedinews.ge

პაკისტანში ავტობუსის ხევში გადავარდნის გამო 17 ადამიანი დაიღუპა


ჩრდილოეთ პაკისტანში, კოჰისტანის დასახლებაში ავტობუსი, რომელშიც 25 ადამიანი იმყოფებოდა, ღრმა ხევში გადავარდა. შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Aljazeera წერს. 
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, 7 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ნაპოვნია მხოლოდ ერთი გადარჩენილი ქალი. 
ავტობუსი გიზერის რეგიონიდან რავალპინდისკენ მიდიოდა. 
პაკისტანის მთიან რეგიონებში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია. 2016 წელს ქვეყნაში ავარიის გამო 29 300 ადამიანი დაიღუპა
imedinews.ge