Thursday, November 15, 2018

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო.
სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს.
„2017 წლის 26 ივნისში, არაბეთის ზღვაში უბედური შემთხვევა მოხდა ტანკერ “Rama2“-ზე. შემთხვევის ადგილთან ყველაზე ახლოს ჩვენი გემი იმყოფებოდა. შეგვატყობინეს, რომ კოლეგებს სჭირდებოდათ დახმარება და ჩვენც ყველაფერი გავაკეთეთ მათ გადასარჩენად. სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და 13 კაცი გადავარჩინეთ. სამწუხაროდ, მათი ეკიპაჟიდან ერთი მეზღვაური, უფროსი თანაშემწე დაიღუპა,“ – იხსენებს დავითი.შემთხვევის დროს გემთფლობელი კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილ გემ  M.T. SEAPOWER-ის ბორტზე 16 მეზღვაური იყო – 14 საქართველოს, 1 უკრაინის და ერთიც რუმინეთის მოქალაქე.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია IMO ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს მეზღვაურებს. წელს ამ ნომინაციაზე M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟი მალტის მთავრობამ წარადგინა, სინგაპურის მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ კაპიტანი ლევან მამალაძე, მეზღვაურები – დავით ბარამიძე, ამირან ჩოგაძე , თენგიზ კარჩავა, ომარ ნასარიძე, ირაკლი კალანდაძე, რაულ დავლაძე, თორნიკე ზოიძე, ლევან ფუტკარაძე, ალექსანდრე ჩაჩუა, რამაზ ბეჟანიძე, ნოდარ სუკონიკოვ, მიხეილ მეფარიშვილი, ბიძინა ღოღობერიძე, იგორ ეგიზაროვი და გოგი ბაგრატიონი.
დაჯილდოების ცერემონიალი 6 დეკემბერს ლონდონში გაიმართება, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათავო ოფისში. ჯილდოს მისაღებად ლონდონში კაპიტანი ლევან მამალაძე ჩავა.
batumelebi.net.gazeti.ge

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვის გატაცების მცდელობაზე "ფეისბუქში" გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ის­ში ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.
ჟურ­ნა­ლის­ტმა ნინო ძო­წე­ნი­ძემ 14 ნო­ემ­ბერს "ფე­ის­ბუქ­ში" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ქუ­თა­ის­ში, მღვდლის ანა­ფო­რა­ში ჩაც­მუ­ლი პირი ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბას შე­ე­ცა­და. პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ორა­სამ­დე გა­ზი­ა­რე­ბა და ამ­დე­ნი­ვე კო­მენ­ტა­რი, ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კი საკ­მა­ოდ შე­შინ­დნენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამო.
ძო­წე­ნი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვის დე­და­ზე დაყ­რდნო­ბით წერს და რომ შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში მოხ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მშობ­ლე­ბი ამ ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვე­ბენ.შემ­თხვე­ვა ოთხი დღის წინ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გრანდ მოლ­ში მოხ­და". მღვდლის ფორ­მა ეცვა და თავ­სა­ბუ­რა­ვი ეკე­თაო. თით­ქოს უნ­დო­და უცხო­ე­ლის იმი­ჯი შე­ექ­მნა, მაგ­რამ დედა რომ და­ე­დევ­ნა, ჩა­მო­ვარ­დნია თავ­სა­ბუ­რა­ვი და ქარ­თუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის ყო­ფი­ლა. დე­დამ მი­მარ­თა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას და და­ი­წყო შეს­წავ­ლა. აღარ სა­უბ­რო­ბენ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე, რად­გან ეში­ნი­ათ მათ­ზე თვალ­თვა­ლი არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს" - აცხა­დებს ის.
თუმ­ცა, ძო­წე­ნი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს მას შემ­დეგ, რაც დე­დამ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, ად­გილ­ზე მისი თან­დას­წრე­ბით მოხ­და ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის შეს­წავ­ლა. ჩა­ნა­წე­რებ­ში კი მღვდლის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი არ­სად ჩან­და. კად­რებ­ში და­ი­ნა­ხეს მხო­ლოდ მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლიც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დე­დამ და­ზუს­ტე­ბით ვერ ამო­იც­ნო, იყო თუ არა მის მიერ აღ­წე­რი­ლი "გამ­ტა­ცე­ბე­ლი" და მო­ხუ­ცი ქალი ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა და ეჭ­ვიც გა­მოთ­ქვა, რომ, შე­საძ­ლოა, "რა­ღაც არას­წო­რად გა­ი­გო".
"ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ცი­ამ, მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­ა­მოწ­მა ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვს იტა­ცებ­და. შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, არ და­დას­ტურ­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტორ ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის მო­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ.
გარ­და ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბი­სა, პო­ლი­ცი­ა­ში იმე­რეთ­ში ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბის მცდე­ლო­ბის ან ადევ­ნე­ბის არც ერთი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ შე­სუ­ლა" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.
ambebi.ge

მილანის მეტროში 14 ადამიანი დაშავდა

მილანის მეტროში მომხდარი ინციდენტის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებRai News-ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელმა ერთ-ერთ სადგურზე მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.
imedinews.ge

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით მერია უზრუნველყოფს



აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანენ და მათ დროებითი საცხოვრებლით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს. 
„სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი. მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა მოახდენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს. 
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.
ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მაშველები ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
imedinews.ge

ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია - მომხდარზე საუბრისას დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა:
„ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი", - განაცხადა კახა კალაძე
newsposts.ge

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა.

კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრში გაიმართა იმ მეცნიერების მონაწილეობით, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.

ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე ქართული ღვინის რვაათასწლიან ისტორიასთან ერთად, განიხილეს თანამედროვე ღვინის ინდუსტრიის პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, უცხოური ინვესტიციების, ადგილობრივი ეკონომიკისა და აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის პოტენციალის საკითხები.
“ქართული ღვინის ფორუმს“ ორგანიზება გაუწია ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭომ. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში ასევე ჩატარდა „საფერავის ფესტივალი“ და ქართული ღვინის დეგუსტაცია ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მედიისთვის. 
ვაშინგტონში „ქართული ღვინის ფორუმს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლისა და სოფლის განვითარების საკითხებში დავით კირვალიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრნენ.
ნოდარ კერესელიძის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის.
„ამ სამი დღის განმავლობაში, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა ქართული ღვინო და ღვინის კულტურა წარგვედგინა ღვინის პროფესიონალების და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და ამ თვალსაზრისით აშშ არის ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ბაზარი“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
imedinews.ge

პერუს ციხეში ბუნტს მსხვერპლი მოჰყვა

პერუში პატიმრებმა ბუნტის დროს ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ქვეყნის პენიტენციური სამსახური Twitter-ზე წერს.შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტაკნაში ჩალიაპალკას ციხეში მოხდა. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება პატიმრებს შორის დაიწყო. შედეგად 1 მათგანი დაიღუპა, კიდევ 1 კი დაშავდა.
მოგვიანებით მსჯავრდებულებმა დაცვის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს. ამ დროისთვის სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს
imedinews.ge

Wednesday, November 14, 2018

სინგაპურის სამიტზე პუტინი მეტალის დეტექტორში გაატარეს

სინგაპურში სამიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეტალის დეტექტორში გაატარეს, როდესაც ის შენობაში შედიოდა. კორესპონდეტმა ანდრეი კოლესნიკვმა თქვა, რომ პუტინს დეტექტორში გასვლა არ უნდოდა, თუმცა ის „აკურატულად გააჩოჩეს“. აღსანიშნავია, რომ მეტალის დეტექტორის ჩარჩომ პუტინის გავლის შემდეგ ბგერა გამოსცა, თუმცა რუსეთის ლიდერი აღარ შეამოწმეს.

ზუგდიდში კაცი დაჭრეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში კაცი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსების თქმით, კაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც  7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.
imedinews.ge

ესპანეთში სამოქალაქო ომისას მოკლულთა საერთო საფლავებს იკვლევენ

ესპანეთში, პატერნას მუნიციპალიტეტში არქეოლოგები სწავლობენ საერთო საფლავებს, სადაც ესპანეთის სამოქალაქო ომისას მოკლული ადამიანების ცხედრებია დამარხული. ამის შესახებ Aljazeera წერს. 
ესპანეთის ხელისუფლების გეგმის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიკაციის შემდეგ მათ კვლავ დაკრძალავენ. 
ესპანეთის სამოქალაქო ომი 1936 წლიდან 1939 წლამდე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს რეჟიმმა 110 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათგან 2 ათასზე მეტი ადამიანის ცხედარი პატერნაში, საერთო საფლავებშია დამარხული. 
imedinews.ge

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დოკუმენტში საუბარია იმაზე, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებები. ანგარიშს კენჭი სულ რამდენიმე წუთის წინ უყარეს. 
თუმცა სანამ პროცედურა დაიწყებოდა რუმინელი პოლიტიკოსი ვიქტორ ბოშტი-ნარუ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს საპრეზიდეტნო არჩევნებს და გაიმეორა, რომ საბჭოთა დიპლოამტისთვის მანდატის გადაცემა პრობლემური იქნება.
ევროპარლამენტში საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანდრეს მამიკინსის ანგარიშის პროექტი 9 ოქტომბერს დაამტკიცეს. დოკუმენტს კომიტეტის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ანდრეს მამიკინსის ანგარიში სექტემბრის დასაწყისში საქართველოს შესახებ დებატების საგანი გახდა. ოპოზიციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ანგარიშის ავტორისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა. მოსაზრებების გასამყარებლად ისინი ბრიუსელში ჩავიდნენ. მმართველმა პარტიამ ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
imedinews.ge

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს. მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო
„დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზის სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზის სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო".-განაცხადა ავიგდორ ლიბერმანმა. 
ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით ბოლო თვეების განმავლობაში ისრაელი არასწორ პოლიტიკას აწარმოებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასის"და სხვა ღაზის სექტორის დაჯგუფებების  წინადადებას დასთანხმდა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას "ჰამასი" მიესალმა და ღაზის სექტორის გამარჯვება უწოდა. 
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბრის ღამეს ისრაელმა პალესტინის მხრიდან სარაკეტო იერიშის საპასუხოდ „ჰამასის“ შტაბბინაზე ავიადარტყმები განახორციელა
imedinews.ge

თბილისის მერიის შენობა, სავარაუდოდ, გაიყიდება - სად გადავა მერის ადმინისტრაცია

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის შე­ნო­ბას საპ­რი­ვა­ტი­ზა­ცი­ოდ ამ­ზა­დე­ბენ. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ამ დრო­ის­თვის გა­ნი­ხი­ლე­ბა ოთხი სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რია, სა­დაც მე­რია შე­საძ­ლოა, გა­და­ვი­დეს.
ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად თბი­ლი­სის ზღვა­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რომ­ლის შეს­წავ­ლაც მე­რი­ას უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს.
„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­რი­ის გან­თავ­სე­ბის­თვის ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ე.წ. მი­ხა­ი­ლო­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბა.
არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­შიც თბი­ლი­სის მე­რია ამ­ჟა­მა­დაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­როს გან­თავ­სე­ბაა და­გეგ­მი­ლი.
ambebi.ge

პუტინი ახლა საქმეს ქორწილში ცეკვითაც ვერ გამოასწორებს..." - რუსეთი კიდევ ერთ მოკავშირეს კარგავს

რუ­სე­თი მო­კავ­ში­რე­ებს კარ­გავს" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს Новая газета სტა­ტი­ას ავ­სტრი­ა­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ა­ში რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის და­კა­ვე­ბამ გა­მო­იწ­ვია. რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფაქტს ისევ უარ­ყო­ფენ და შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ა­ზე სა­უბ­რო­ბენ.
ავ­სტრი­ა­ში კი აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეწე­ო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 70 წლი­საა, სა­ვა­რა­უ­დოდ, აგ­რო­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­სტრი­ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის, სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მე­ბი­სა და მიგ­რა­ცი­უ­ლი კრი­ზი­სის შე­სა­ხებ. ის ასე­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ავ­სტრი­ე­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ავ­სტრი­ის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნა­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ში.ქვეყ­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მათი თქმით, ჯა­შუ­შის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" მი­ი­ღეს. ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში რუ­სე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ი­ბა­რეს. ავ­სტრი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა კი, დე­კემ­ბრის და­სა­წყის­ში მოს­კოვ­ში და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტი გა­ა­უქ­მა.რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ ის სამ­ხედ­რო საქ­მი­დან 5 წლის წინ წა­ვი­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­არ­ხის ORF-ის ცნო­ბით, რუ­სეთს გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებს ვი­თა­რე­ბა მიგ­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. "რუ­სეთს ის ასე­ვე მუდ­მი­ვად აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­სტრი­ე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შე­სა­ხებ. მისი კო­დუ­რი სა­ხე­ლი იყო "იური", იგი რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბით იღებ­და და­ვა­ლე­ბებს, რო­მელ­საც თა­ნამ­გზავ­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­დას­ცემ­და. Kronen Zeitung-ის ცნო­ბით, მან და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა და ად­გი­ლობ­რივ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­ი­დუმ­ლო მი­მო­წე­რე­ბიც გა­დას­ცა", - წერს გა­მო­ცე­მა.
ავ­სტრია ამ ფაქ­ტმა იმ­დე­ნად აღაშ­ფო­თა, რომ ქვეყ­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ახლო მე­გობ­რად მი­იჩ­ნე­ო­და და რომ­ლის ქორ­წილ­შიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის და­უ­ვი­წყა­რი ცეკ­ვა შე­ას­რუ­ლა, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი გა­და­დო. კა­რინ კნა­ის­ლის გან­ცხა­დე­ბით, "სო­ჭის დი­ა­ლო­გის" სა­ხე­ლით და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა უვა­დოდ გა­და­ი­დო, რად­გან ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან გა­არ­თუ­ლებს ავ­სტრია-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას".ჯერ­ჯე­რო­ბით ავ­სტრი­ი­დან რუსი დიპ­ლი­მა­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა რუ­სუ­ლი მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ ფაქ­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, ეს ნა­ბი­ჯი გარ­და­უ­ვა­ლია. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ავ­სტრი­ის ქმე­დე­ბებს "მიკრო­ფო­ნის დიპ­ლო­მა­ტი­ას" უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მომ­ხდა­რით "უსი­ა­მოვ­ნოდ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია".
"ეს არ არის პირ­ვე­ლი ჯა­შუ­შუ­რი სკან­და­ლი, რო­მელ­შიც რუ­სე­თი ფი­გუ­რი­რებს. ოქ­ტომ­ბერ­ში ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან ასე­ვე ამ მი­ზე­ზით ოთხი რუსი დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ა­ძე­ვეს. რომ არაფ­რი ვთქვათ, სკრი­პა­ლე­ბის თე­მა­ზე, რო­მელ­საც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი და რუ­სეთ­სა და ბრი­ტა­ნეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის კრი­ზი­სი მოჰ­ყვა.უკვე რთუ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, დარ­ჩა თუ არა რუ­სეთს ევ­რო­პა­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბი. არა­და, სკრი­პა­ლე­ბის საქ­მის შემ­დეგ, ავ­სტრია ერთ-ერთი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მე­ლიც რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდა. იქ­ნებ დროა დავ­ფიქ­რდეთ, რას გვაძ­ლევს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ში ჯა­შუ­შო­ბა ყვე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ მარ­ტო დარ­ჩე­ნის სა­ნაც­ვლოდ?!" - წერს Новая газета.
გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სეთ­ში ვერ ხვდე­ბი­ან, რომ "ჯა­შუ­შო­ბის მე­თო­დე­ბი და­უძ­ველ­დათ. ახლა საქ­მეს ქორ­წილ­ში პუ­ტი­ნის ცეკ­ვი­თაც ვერ გა­მო­ას­წო­რე­ბენ", რად­გან ავ­სტრია სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბე­ბით იმუქ­რე­ბა.
ambebi.ge

კონკურსზე „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი.
"მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს - მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო ოპერაციებში  სამაგალითო ძალისხმევა და გამბედაობა გამოავლინეს", - წერია განცხადებაში.
დაჯილდოების ცერემონია ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში 2018 წლის 6 დეკემბერს გაიმართება. 
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO), ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის მეზღვაურებს ყოველწლიურად აჯილდოებს. საქართველოსთვის მსგავსი ჯილდო პირველი არ არის - 2015 წლის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.
არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან „Norman Atlantic”-ზე გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. გემზე ხანძრის გაჩენის დროს ბორტზე 487 მგზავრი, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე და  ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. მამა ილია იტალიაში, ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა, უბედური შემთხვევის დროს, როდესაც ცეცხლმოკიდებული გემიდან მაშველებს სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. სამწუხაროდ, მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
imedinews.ge

მიგრანტების ქარავანი აშშ-ის საზღვარს მიუახლოვდა

მიგრანტების მრავალათასიანი ქარავანის პირველი ჯგუფი აშშ-ის საზღვართან ახლოს, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში ჩავიდა. ამის შესახებ El Universal-ი წერს
დაახლოებით 350 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰონდურასის მოქალაქეა, ქალაქში 10 სატვირთო ავტომობილით ჩავიდა. 
„ქარავანის“ სახელით ცნობილი მიგრანტების ტალღა, რომლებიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან არიან შეერთებული შტატებისკენ მექსიკის გავლით მიემართებიან. 
9 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მიგრანტებისთვის თავ.შესაფრის მინიჭების საკითხის განხილვას აჩერებს. შესაბამისად, ამიერიდან ვინც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, შტატებში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.
დონალდ ტრამპის განმარტებით, თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც აშშ-ის საზღვარს უკანონოდ გადალახავენ, ქვეყანაში დარჩენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ. დოკუმენტების არმქონე მიგრანტებს დეპორტაციამდე დაკავების დროებით ცენტრებში გადაიყვანენ, თავშესაფრის მაძიებლები კი, რომლებიც უკანონოდ შევლენ ქვეყანაში, დაიბლოკებიან.
ტრამპის გადაწყვეტილება მიგრანტებისთვის დაწესებულ სხვა რეგულაციებს მოჰყვა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ 8 ნოემბერს გაასაჯაროვა.
imedinews.ge

არასამთავრობოები ცესკოს მოუწოდებენ, არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს

არასამთავრობო ორგანიზაციები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნები" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს არ დანიშნოს. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს.
"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რიგი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება შემდეგ მიზეზთა გამო:
- საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.
- სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ცესკოს გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
დღეს ცესკოში, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა
7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge

სანტიაგო სოლარი „რეალის“ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა

უკვე ოფიციალურად, მადრიდის „რეალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. სამეფო კლუბმა 42 წლის სანტიაგო სოლარი გუნდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დანიშნა. 
არგენტინელ სპეციალისტთან, რომელიც მანამდე გუნდის თავკაცის მოვალეობას დროებით ასრულებდა, ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ამის შესახებ „სამეფო კლუბის“ ოფიციალური საიტი იუწყება.
სანტიაგო სოლარიმ „რეალი“ რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა, მას შემდეგ რაც რეალი ბარსელონასთან დამარცხდა და ხულიენ ლოპოტეგმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. არგენტინელის ხელმძღვანელობით „რეალმა“ უკვე 4 მატჩი ჩაატარა - ორი ლა ლიგაში, თითო ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში და ყველა მოიგო, ბურთების შეფარდებით - 15:2.
imedinews.ge

ფინეთის მსგავსად, რუსეთს ნატოს წვრთნებისას GPS-ის დაზიანებაში, ნორვეგიაც ადანაშაულებს

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არქტიკაში რუსეთის ჯარები ჩაერიენ GPS-ის, ანუ გლობალური პოზიციონირების სისტემის სიგნალში ნატოს ბოლო სამხედრო წვრთნების დროს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
ერთი კვირის წინ კი ფინეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურებმა გაავრცელეს გაფრთხილება ქვეყნის ჩრდილოეთში GPS-ის სისტემის მასშტაბურ დარღვევასთან დაკავშირებით.
 „ისეთივე პრობლემა გვაქვს, როგორც ფინეთს. ვფიქრობთ, ესეც შეიძლება იყოს რუსეთის წვრთნის ნაწილი“, განაცხადა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბაკე-იენსენმა. ოქტომბრის ბოლოს - რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ნორვეგიაში დაიწყებოდა ცივი ომის შემდეგ ნატოს უდიდესი სამხედრო წვრთნები - ოსლომ ასევე გაავრცელა გაფრთხილება GPS-ის სისტემის დარღვევის გამო.
ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა ორი არაწევრი ქვეყანა - ფინეთი და შვედეთი. როგორც ფინეთის პრემიერმინისტრმა იუჰა სიპილამ განაცხადა, GPS-თვის ხელისშემშლელი მხარე შესაძლოა ყოფილიყო რუსეთი, რომელიც ცნობილია, რომ შესწევს ამის უნარი.
კრემლმა უსაფუძვლო უწოდა ფინეთის ბრალდებას.
imedinews.ge

9 თვეში ვიზიტორებმა საქართველოში 3 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს

2018 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 3.2 მილიონი ტურისტის შემოსვლა დაფიქსირდა. რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.
imedinews.ge

Tuesday, November 13, 2018

იანვარში „რეალი“ ახალ მწვრთნელს მსოფლიო დონის ვარსკვლავს უყიდის

El Chiringuito იუწყება, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მსოფლიო დონის ვარსკვლავს შეიძენს...

ინტერესის არეალი ძალიან დიდია, მაგრამ რეალური შეთანხმება მხოლოდ 2 ფეხბურთელთან შეიძლება, ვინაიდან საქმე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ეხება.

პერესი სოლარის ედენ აზარს, ან მაურო იკარდის უყიდის.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიუჯეტიდან სუპერტრანსფერისთვის საჭირო თანხა უკვე გამოყოფილია და „რეალი“ საკუთარ ისტორიაში სატრანსფერო რეკორდს დაამხობს.
Halamadrid.ge

მერკელმა ერთიანი ევროპული არმიის შექმნას დაუჭირა მხარი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ერთიანი ევროპული არმიის შექმნას. იდეა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააჟღერა.
ევროპარლამენტში გამოსვლისას მერკელმა ასევე ევროკომისიის ხელძღვანელის ჟან-კლოდ იუნკერის სიტყვები მოიყვანა, რომელმაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ თქვა, რომ ამ ტიპის არმიის არსებობა ევროპაში მშვიდობის გარანტი იქნება.
მერკელის განცხადებით, ერთიანი ევროპული არმია შესაძლოა НАТО-ს დანამატი გახდეს, „ეს არმია არ იქნება НАТО-ს წინააღმდეგ მიმართული“, - თქვა მერკელმა.
6 ნოემბერს ემანუელ მაკრონმა ერთიანი ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის საჭიროების შესახებ ილაპარაკა. მან თქვა, რომ ევროპა მზად უნდა იყოს თავი დაიცვას რუსეთის, ჩინეთის და აშშ-სგან. მაკრონის აზრით, აშშ-ის გამოსვლა ბირთული შეთანხმებიდან ევროპას მსხვერპლის პოზიციაში აყენებს.
მაკრონის იდეა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. „მეორე მსოფლიო ომის დროს ფრანგებს გერმანულის სწავლა მოუწიათ, სანამ საფრანგეთში ამერიკელი ჯარისკაცები არ მივიდნენ და ქვეყანა ნაცისტებისგან არ გაათავისუფლეს“, - თქვა მაკრონის საპასუხოდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაადასტურა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმებას ტოვებს. უფრო მეტიც, აშშ რუსეთსა და ჩინეთზე ზეწოლისთვის ბირთვულ არსენალს გააძლიერებს. შეთანხმებიდან დიდი ბრიტანეთიც გადის. 
საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.
imedinews.ge

აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება. პროექტზე 4 658 902 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" სისტემის რეაბილიტაციაზე ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა და მასში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა. ამ ეტაპზე კომპანიასთან ხელშეკრულებას ამზადებენ. 
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აბასთუმნისა და "აღობილის" ტერიტორია წყლის სისტემით მთლიანად დაიქსელება. გაიწმინდება ის ტერიტორიები, სადაც წყალსადენმა უნდა გაიაროს და დამონტაჟდება ახალი რეზევრუარები. უკვე არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და წყალგამანაწილებლები მოეწყობა.

კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვეში უნდა ჩაატაროს.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში მუნიციპალური განვითარების ფონდი ისტორიული სახლების რეაბილიტაციას ახორციელებს.
imedinews.ge

მექსიკაში ორი კაცი ჩაქოლეს და დაწვეს, მიზეზი მათზე გავრცელებული დეზინფორმაცია გახდა

WhatsApp-ში გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, მექსიკაში მოქალაქეებმა ორი ადამიანი დაწვეს. მოკლულებს ბავშვების გატაცებასა და ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
როგორც BBC წერს, რიკარდო და ალბერტო ფლორესები სამართალდამცავებმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც მოსახლეობა იყო შეკრებილი. პოლიციამ შეკრებილებს რამდენჯერმე განუცხადა, რომ დაკავებულები ბავშვების გამტალებლები არ იყვნენ და ისინი მცირე დანაშაულზე დააკავეს, თუმცა შეკრებილებს ამბის საკუთარი ვერსია ჰქონდათ, რომელიც WhatsApp-ში გავრცელდა:
“გთხოვთ, ყველანი ფრთხილად იყავით, რადგან ბავშვთა გამტაცებლები შემოვიდნენ ქვეყანაში. როგორც ირკვევა, კრიმინალები ორგანოებით ვაჭრობენ. ბოლო რამდენიმე დღეში 4, 8 და 14 წლის ბავშვები გაუჩინარდნენ. ზოგი გარდაცვლილი ორგანოების გარეშე იპოვეს”, – ეწერა შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები ფრანცისკო მარტინესმა წააქეზა, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც WhatsApp-ში ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. მარტინესმა პოლიციის შენობასთან “ფეისბუკ ლაივი: ჩართო და მოსახლეობას განყოფილებასთან მოსვლისკენ მოუწოდებდა, რადგან, როგორც თავად ამბობდა, ბავშვთა გამტაცებლები იქ იმყოფებოდნენ.
სანამ მარტინესი ხალხის შეკრებას ცდილობდა, მეორე ადამიანი, რომელსაც პოლიცია მანუელად მოიხსენიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის სახურავზე აძვრა და ზარი დარეკა, რომელსაც მთავრობა მოსახლეობის გასაფრთხილებლად იყენებდა. კაცი ხალხს ეუბნებოდა, რომ პოლიცია რიკარდოსა და ალბერტოს გათავისუფლებას გეგმავდა.  მესამე პირი კი ხმის გამაძლიერებლით მოსახლეობას მოუწოდებდა, ფული შეგროვებინათ, რათა საწვავი ეყიდათ და დაკავებულები დაეწვათ.
მალევე, ხალხმა პოლიციის შენობის ჭიშკარი შეანგრია და რიკარდო და ალბერტო ფლორესები გარეთ გამოათრია. ისინი მიწაზე დააგდეს და ცემა დაუწყეს, რის შემდეგაც წიანსწარ ნაყიდი ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
თვითმხილველების განცხადებით, 21 წლის რიკარდო ცემისგან გარდაიცვალა. მისი ბიძა, 45 წლის ალბერტო ფლორესი კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ცეცხლი წაუკიდეს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და, უბრალოდ, დეზინფორმაცია იყო. ქალაქში არცერთი ბავშვი არ გაუტაცებიათ. თუმცა, როგორც BBC წერს, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის, როცა ცრუ ინფორმაციის გამო მოსახლეობამ მართლმსაჯულების განხორციელება საკუთარ თავზე აიღო.
გამოცემის ცნობით, 30 აგვისტოს, იმ დღეს, როცა რიკარდო და ალბერტო მოკლე, მექსიკის კიდევ ერთ ქალაქში მოსახლეობა 7 ადამიანის ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავდა. მათაც ბავშვების გატაცებაში უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ, თუმცა პოლიციამ ბრბოს შეკავება შეძლო. იმავე დღეს სხვა ქალაქში ერთი ადამიანი ასევე სცემეს და დაწვეს.
მსგავსი შემთხვევები მოხდა 16 და 26 ოქტომბერს ეკვადორსა და კოლუმბიაშიც. ყველა შემთხვევაში ბრბოს ქმედების საფუძველი ბავშვთა გატაცებაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იყო.
netgazeti.ge

კვლევა: წვერიანი კაცები უფრო მიმზიდველები არიან

კაცები, რომლებიც წვერს ატარებენ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან. ამის შესახებ ჟურნალ Evolutionary Biology-ის ახალ კვლევაში წერია. ინფორმაციას Independent-ი წერს. 
კვლევაში მონაწილეობა 8 500 ქალმა მიიღო. მათ აჩვენეს კაცების ფოტოები და სთხოვეს, არჩევანი ერთ-ერთ მათგანზე გაეკეთებინათ. 
ფოტოებზე გამოსახულნი იყვნენ კაცები გაპარსული წვერით, წვერის გაპარსვიდან 5, 10 დღისა და ერთი თვის შემდეგ.
გამოკითხულთაგან თითქმის ყველა ქალმა არჩევანი წვერიან კაცზე შეაჩერა. მათი განმარტებით წვერი კაცის სიძლიერეს უსვამს ხაზს
imedinews.ge

თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საზღვარზევე დააკავებენ - 4 საქმე, რომელსაც ექს პრეზიდენტს გამოძიება ედავება

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე აცხა­დებს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­ი­წყა­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და­უბ­რუ­ნებს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, შე­წყა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ექს პრე­ზი­დენტს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ.

იუ­რისტ რე­ვაზ აჭა­რა­ძის თქმით, იქამ­დე, სა­ნამ პი­რის მი­მართ გა­ნა­ჩე­ნი არ დად­გე­ბა და მსჯავ­რდე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი არ ექ­ნე­ბა, მისი შე­წყა­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ­ჟა­მად, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ ორ საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნია დამ­დგა­რი, ხოლო სის­ხლის სა­მარ­თლის ორ საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვილს ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვე­ბენ.
"მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ ეტაპ­ზეა საქ­მის გან­ხილ­ვა - აპე­ლა­ცი­ა­ში თუ უზე­ნა­ეს­ში, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე ინ­სტან­ცი­ის გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, პი­როვ­ნე­ბა ით­ვლე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლად. კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით, პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენტს რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა, რომ შე­ი­წყა­ლოს მსჯავ­რდე­ბუ­ლი, იმის მი­უ­ხე­და­ვად საქ­მე უზე­ნა­ეს­შია თუ აპე­ლა­ცი­ა­ში, არ აქვს.რაც შე­ე­ხე­ბა სხვა საქ­მეს, სა­დაც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, იმ საქ­მე­ებ­ში პი­როვ­ნე­ბა ით­ვლე­ბად ბრალ­დე­ბუ­ლად და არა მსჯავ­რდე­ბუ­ლად. რო­დე­საც პირი ით­ვლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლად და არა მსჯავ­რდე­ბუ­ლად, ანუ სა­ნამ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ას გა­ნა­ჩე­ნი არ აქვს დამ­დგა­რი, პრე­ზი­დენტს ბრალ­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ნა­წილ­ში გაგ­რძელ­დე­ბა საქ­მე. თუ პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს საია-ს იუ­რის­ტმა.
სა­ა­კაშ­ვილს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა, შემ­დეგ ორ საქ­მე­ზე აქვს მის­ჯი­ლი: "ტე­ლე­ი­მე­დის" 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის საქ­მე­ზე და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე.
კი­დევ ორ საქ­მე­ზე - სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბი­სა და ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე­ებ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უც­ვლე­ლად და­ტო­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ, რის შემ­დე­გაც დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­კა­სა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა. ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.
  • "იმე­დის" დარ­ბე­ვის საქ­მე
"ტე­ლე­ი­მე­დის" 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვი­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:
სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლია სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მიერ, ძა­ლა­დო­ბი­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის პი­რა­დი ღირ­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია) და სსკ-ის 333-ემუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე პი­რის მი­ერ­სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია).სა­ა­კაშ­ვილს შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა და მას­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ძებ­ნა. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან - ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა.
  • სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე
ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2018 წლის 5 იან­ვარს ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში გა­სა­მარ­თლე­ბულ პირ­თა წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით შე­წყა­ლე­ბის ეპი­ზოდ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 1 წლით და 6 თვით ჩა­მო­ერ­თვა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში ან თვით­მარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი, რო­გორც კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის, ისე სას­ჯე­ლის ნა­წილ­ში დარ­ჩა უც­ვლე­ლად. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია სა­კა­სა­ციო წე­სით. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან დათა და ბაჩო ახა­ლა­ი­ე­ბი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი.
  • თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე
სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის კუთ­ვნი­ლი თან­ხის გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, 2014 წლის 13 აგ­ვის­ტოს, წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი სსკ-ის 182-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა", "დ" ქვე­პუნ­ქტით და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (დიდი ოდე­ნო­ბით გაფ­ლან­გვა, ჩა­დე­ნი­ლი წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის.
სას­ჯე­ლის სა­ხით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შვი­დი­დან თერ­თმეტ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე. სა­ა­კაშ­ვილს ამ საქ­მე­ზე აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას­ზე ძებ­ნა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა. ამა­ვე საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია სდსს-ს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­შია, რო­მელ­საც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.
  • გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მე
რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის საქ­მეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ AMBEBI.GE-ის­თვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია შემ­დე­გი:
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ქვე­პუნ­ქტით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი პი­რის უფ­ლე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით), 25,117-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით (ჯან­მრთლე­ო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა) და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნე­სა­ზღვრა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 6 (ექ­ვსი) წლის ვა­დით, მას­ვე 2 (ორი) წლი­სა და 3 (სამი) თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა და­ნიშ­ვნი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ში.ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში. ამა­ვე საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ერეკ­ლე კო­დუა და გია სი­რა­ძე.
ავ­ტო­რი: ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი