Sunday, June 23, 2019

რა მიზნით იქნა რუსეთის დუმას დეპუტატი გავრილოვი საქართველოში გამოგზავნილი და რას გადავრჩით

რა მიზანი ჰქონდა რუსეთის დუმას წევრის გავრილოვის საქართველოში შემოგზავნას?
რუსეთმა პრაქტიკულად გაწირა გავრილოვი საქართველოში გამოგზავნით, როცა რუსულმა ტელევიზიამ მის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ გავრილოვი იყო აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე.
რაზე ჰქონდა გათვლა რუსულ სპეცსამსახურებს როცა მის კონტროლქვეშ მყოფი "რენ ტვ" ამ ინფორმაციას ავრცელებდა?

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რუსულ სპეცსამსახურებს აწყობდათ გავრილოვი ცხელ გულზე მოეკლათ ქართველებს საქართველოში, რაც ხელს გაუხსნიდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი აგრესიის განსახორციელებლად.
რუსეთის დუმას წევრის მკვლელობა განიხილებოდა, როგორც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი.

აზრზე არაა საზოგადოების დიდი ნაწილი თუ რამხელა საფრთხეს გადავურჩით, გავრილოვის ცოცხლად გაშვებით.
გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებაც ერთგვარი პროვოკაციის გამოხატულება იყო, რადგან ანსაბლეის პროტოკოლით სპიკერის სავარძელი უნდა დაეკავებინა ბერძენ დეპუტატს და მას უნდა წაეყვანა სხდომა.
ამ დროს კი რა ხდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
აფხაზეთის საოკუპაციო რუსულ ბაზებზე გამოცხადებული იყო საბრძოლო განგაში, სამაჩაბლოში დამატებით შეყვანილ იქნა დამრტყმელი ვერტმფრენები, რომელთა ნაწილი ვიზუალურადაც იქნა ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული.
რუსეთი მზად იყო გავრილოვის მკვლელობისთანავე დაეწყო შტურმი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან.
საბედნიეროდ ქართველ ერს ეყო გონიერება გავრილოვი საღსალამათი გაეძევებინა ქვეყნიდან.
დასაჭერია ვინც დართო ნება გავრილოვს შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, დსაჭერია ბატომი ქუცნაშვილიც, რომელმაც მოიწვია დეპუტატი გავრილოვი საქართველოში.
რაც შეეხება გავრილოვის გაძევების მერე განვითარებულ მოვლენებს, მარტივად შეიძლებოდა მომხდარიყო მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება პარლამენტის წინ, შეიძლებოდა წამოეყენებინათ სრულიად სამართლიანი მოთხოვნა: დაესაჯათ თითოეული ჩინოვნიკი, ვისი ხელდასხმითაც შემოვიდა საქართველოში გავრილოვი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხალხი წააქეზოს პარლამენტის შტურმით ასაღებად.
ეს კანონის მხრიდან აღიქმება როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, შესაბამისად შსს-ს მინისტრს უნდა გაეცა ბრძანება სპეცდანიშნულების რაზმებს დაეცვათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთმა სპეცრაზმელმა გადააჭარბა კანონით დაშვებულ უფლებებს და სროლა რეზინის მსხვილკალიბრიანი, მონოლითური "Rubber Slug"-ის ტიპის რეზინის ტყვიებით განახორციელა მიბრჯნით.
ტყვიის ეს სახეობა განკუთვნილია მსხვილი ნადირის, მათ შორის დათვების დასაფრთხობად.
აღნიშნული რეზინის მონოლითური ტყვია არაა ლეტალური 10 მეტრის შემდეგ, მაგრამ მიბრჯნით მისი სროლა კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.
ამ სპეცრაზმელებთან ერთად დასასჯელია თითოეული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც ხალხი ჯერ წააქეზა პარლამენტის შტურმისაკენ, ხოლო შემდეგ კი უკანმოუხედავად გაიქცა
internetia.ge

SpaceX-ი კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლს წაიღებს

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Falcon Heavy კოსმოსში 152 ადამიანის ფერფლს წაიღებს. ხომალდი 24 ივნისს გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს. 
Falcon Heavy-ი ორბიტაზე გაიტანს კომპანია Celestis Memorial Spaceflights-ის კლიენტების ფერფლს. ეს კომპანია მუდმივად ყიდულობს კოსმოსურ ხომალდებზე თავისუფალ ადგილს, სადაც კაფსულებისგან შემდგარ პატარა კონტეინერს ამაგრებს, კაფსულებში კი მათი კლიენტების კრემაციის შემდეგ დარჩენილი ფერფლია მოთავსებული.
ამ გზით კოსმოსში უკვე მოხვდა ცნობილი მსახიობებისა და კოსმონავტების ფერფლები. 
ვებგვერდ Celestis-ის თანახმად, ასეთი ტიპის მომსახურება 5 ათასი დოლარიდან იწყება (1 გრამის შემთხვევაში). მაგალითად მთვარეზე ან უფრო შორს ფერფლის გაგზავნა 12.5 ათას დოლარზე მეტი ჯდება.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ნიკა გვარამია: დღეს ღამე რუსთავი 2-ის დარბევას აპირებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ორმა წყარომ მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებო წყარომ, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს ღამე "რუსთავი 2"-ის ძალადობრივი აღება იგეგმება. 
გვარამიას განცხადებით, ამ იდეას ხელისუფლებაში მოწინააღმდეგეები და მომხრეები ჰყავს. "ეს ის შემთხვევაა, როდესაც წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და გაბედა ხელისუფლების რამდენიმე გონიერებაშერჩენილმა წევრმა",  განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
"მიმაჩნია, რომ დღეს ქუჩაში მიმდინარე პროცესები არის ერთი მხრივ, ისტორიულად მნიშვნელოვანი და აღტაცების და აღმაფრენის გამომწვევი ქართველ პატრიოტებში და ეს უნდა გაგრძელდეს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის რაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში ხდება, არის რუსული სცენარი ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. ვერ დავადანაშაულებთ ამ ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს რუსული ინტერესების გატარებაში. მე ასე არ მგონია. მგონია რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები, მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს, თუმცა ვუშვებ, რომ ადამიანები შეიძლება ცდებოდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებისა და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები. ამიტომ, რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ მაგალითად ფარული ჩანაწერები და ლეგიტიმური ვითომ ერთი შეხედვით მიზნები - არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომ ეს არხი დაიხურება, არამედ იმიტომ რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავე უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და რა თქმა უნდა ეს შედის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მტრის რუსეთის ინტერესებში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
ნიკა გვარამიამ მიმართა ამ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც გვარამიას თქმით "ჯერ კიდევ შერჩენია რაიმე გონი, მოვუწოდებ არ გააკეთებინოთ ამ კაცს ეს უბედურება". 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

საცხოვრებელ კორპუსში სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

ბათუმში, კობალაძის 15 ნომერში, სატვირთო ლიფტი მესამე სართულიდან ჩაწყდა. ლიფტის ჩავარდნის დროს, მასში 8 ადამიანი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანმა დაზიანება მიიღო, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანს აქვს დაჟეჟილობები, ერთს კი ფეხი დაზიანებული. 

შენობა, სადაც ლიფტი ჩამოვარდა დაუსრულებელია. დაუსრულებელ სახლში, უკვე ერთი წელია 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ვინაიდან დაუსრულებელ სახლში არ არის დამონტაჟებული სამგზავრო ლიფტი, მოქალაქეები სატვირთო ლიფტით სარგებლობდნენ, რომელსაც კარი არ აქვს. 

ბინაში მცხოვრებლები მოითხოვენ უსაფრთხო ლიფტის გაკეთებას.
ajaratv.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"უკვე არიან ადამიანები, ვინც საქართველოში ჩასასვლელად სხვა გზებს ეძებენ" - როგორ აფასებენ რუსი პოლიტოლოგები პუტინის ბრძანებას

"რას უნდა ელო­დოს სა­ქარ­თვე­ლო ხვალ რუ­სე­თის­გან?" - ეს არის კი­თხვა, რო­მელ­საც ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე რუსი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი სვა­მენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ეტყო­ბა, კრემ­ლმაც და­ი­ჯე­რა, რომ პრო­ტეს­ტი მარ­თლა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის შეკ­ვე­თით და­ი­წყო და სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა -პუ­ტინ­მა ფრე­ნე­ბი აკ­რძა­ლა, ასე­ვე, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, შინ დაბ­რუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და. ერ­თის მხრივ, ეს უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით შე­საძ­ლოა, გა­მარ­თლე­ბუ­ლიც იყოს, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად კო­რექ­ტუ­ლია იუ­რი­დი­უ­ლად პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან, რომ კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს სხვა ქვე­ყა­ნა­ში ფრე­ნებს ურძა­ლაბს" – ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი რუსი პო­ლი­ტო­ლო­გი ვი­ტა­ლი შკლი­ა­რო­ვი.

🙏 საქართველოს საპატრიარქო

"თბი­ლი­სო, მშვი­დო­ბით?" – ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც 20 ივ­ნისს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი დე­პუ­ტა­ტის სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოს­ვლას მოჰ­ყვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბის­თვის პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბა და "ევა­კუ­ა­ცი­ის" შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლი შოკი იყო.
"ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია დარ­ტყმაა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის­თვის, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლო­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 5 მი­ლი­ო­ნი რუსი ჩა­დი­ო­და. მხო­ლოდ გა­სულ წელს იქ 8,7 მი­ლი­ო­ნი რუსი ჩა­ვი­და. თუმ­ცა, მათი დიდი ნა­წი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­დი­ო­და. ამას­თან Forbes Georgia–ს ცნო­ბით, რუსი ტუ­რის­ტი ერთ ჩას­ვლა­ზე იქ 1,5 ათას ლარს ხარ­ჯავ­და, რაც მთი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის არც ისე ცო­ტაა. თუმ­ცა, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, იქ რუ­სე­ბი მა­ინც ივ­ლი­ან, რად­გან არი­ან ად­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­სას­ვლე­ლად უკვე სხვა გზებს ეძე­ბენ" – წერს novayagazeta.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, კრემ­ლი გა­ცი­ლე­ბით უა­რესს აკე­თებს, რო­დე­საც ად­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ცდი­ლობს.
znak.com–ის ცნო­ბით, "ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა – ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის შე­ში­ნე­ბა, შე­ნი­ა­ნე­ბის დას­ჯით". გა­მო­ცე­მის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, დმიტ­რი კო­ლე­ზე­ვის თქმით, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ თა­ვად რუსი ტუ­რის­ტე­ბის თქმით, მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვი­თა­რი საფ­თხე არ ემ­ქუ­რე­ბათ.
"მე­ტიც, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ შე­ზღუდ­ვე­ბით, მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი კი არა, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი რუ­სიც ზა­რალ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას და დას­ვე­ნე­ბას შე­ეჩ­ვივ­ნენ. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­დე­ვად, რუ­სე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზო მი­მოს­ვლა იყო და მათ იქ ყო­ველ­თვის კარ­გად ხვდე­ბოდ­ნენ. ასე რომ, თა­ვად რუ­სეთ­ში კრემ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებს უნდა ვე­ლო­დოთ..." – წერს ის.
კი­დევ ერთი პო­ლი­ტო­ლო­გის გლებ პავ­ლოვ­სკის პო­ზი­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­აჩ­ნია, რომ ეს ხალ­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა­გან, მა­გა­ლი­თად ყი­რიმ­ში წავ­ლენ.
rtvi.com-თან სა­უ­ბარ­ში ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი რუსი პო­ლი­ტი­კო­სი ან­დრეი პი­ვო­ვა­რო­ვი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად ასო­ბით ათა­სი რუსი ტუ­რის­ტი ჩა­დის. "იქ 4-5 ჯერ ვი­ყა­ვი და ჩემი მი­სა­მარ­თით ცუდი სი­ტყვა ერთხე­ლაც არ მო­მის­მე­ნია. ასე რომ, ეს აკ­რძალ­ვა, ქარ­თვე­ლე­ბის კი არა რუ­სე­ბის დას­ჯაა..." – ამ­ბობს ის.
პო­ლი­ტო­ლოგ გლებ პავ­ლოვ­სკის გან­ცხა­დე­ბით, ფრე­ნე­ბის აკ­რძალ­ვა "მო­უ­ლოდ­ნე­ლი სა­ჩუ­ქა­რია", თუმ­ცა რუ­სე­თი შე­ეც­დე­ბა ის მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­დოს, რაც დე­მონ­სტრან­ტებს კი­დევ უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს და ეს­კა­ლა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.
ambebi.ge

თსუ-ში განმარტავენ, მოიხსნა თუ არა ფინალური გამოცდები

თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სახელით გავრცელებულ ყალბ სტატუსს, რომლის თანახმადაც, თითქოს მოიხსნა ფინალური გამოცდები.
"გამოცდები და ზოგადად, სასწავლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და გთხოვთ, მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ.სტუდენტებს წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი ჟურნალისტებისთვის კი ჩვენ უქმე დღეებშიც ხაზზე ვართ,"- წერს ნატა ასათიანი.
თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის სახელით გავრცელებულ ყალბ სტატუსს, რომლის თანახმადაც, თითქოს მოიხსნა ფინალური გამოცდები.
გამოცდები და ზოგადად, სასწავლო პროცესი დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს და გთხოვთ, მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოთ.
სტუდენტებს წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი ჟურნალისტებისთვის კი ჩვენ უქმე დღეებშიც ხაზზე ვართ Mamagulishvili Nana
imedinews.ge

ეთიოპიაში ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს

ეთიოპიაში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის დროს ქვეყნის არმიის ხელმძღვანელი და გუბერნატორი მოკლეს - წერს BBC-ი
გამოცემის ცნობით, გენერალი სეარ მეკანონიდა ერთი ოფიცერი დედაქალაქ ადის-აბებაში საკუთარი დაცვის წევრმა მოკლა. რადგან გენერალი და ოფიცერი ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას აღუდგნენ წინ.
BBC-ი წერს, რომ მანამდე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ამჰარის რეგიონში არეულობის დროს რეგიონის გუბერნატორი დაიღუპა. ამბაჩევ მეკონენი და მისი მრჩეველი უცნობმა პირებმა მოკლეს. მძიმედ დაიჭრა რეგიონის გენერალური პროკურორიც.
გამოცემის ცნობით, ამჰარისა და გუმუზის ხალხებს შორის მრავალწლიანმა დაპირისპირებამ ათობით ადამიანი შეიწირა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეთიოპიაში მყოფი საკუთარი მოქალაქეები გაადრთხილა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების ფაქტზე დაკავებულ 70 წლის კაცს  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან გამოძიებისა და სასამართლო ეტაპზე ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობს. როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მარინე ჯანიკაშვილმა განაცხადა, გიორგი წიქარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Saturday, June 22, 2019

"მეგობრებო ჩვენთან სომხეთში ჩამოდით,იქ რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან"-გამოხმაურება ცნობილი რუსი ტელეწამყვანის პოსტზე

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ სოლივიევმა "ინსტაგრამზე" დააკომენტარა თბილისში მიმდინარე მოვლენები და თან თბილისში გადაღებული ფოტო დაურთო ტრანსფარანტით "RUSSIA IS OCCUPANT"

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


ფოტოს უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა.მათ შორის აღმოჩნდა რუსეთში მცხოვრები ქართველი, ცნობილი იურისტი შოთა გორგაძე(დაბადებული სოხუმში)"ეს სარეკლამო ხერხია, რომელიც იწვევს რუს ტურისტებს იყიდონ რაიმე სუვენირი თბილისში"-წერს გორგაძე, თან დასძენს, რომ 2018 წელს საქართველოს 890 000 ტურისტი ეწვია.

🙏 საქართველოს საპატრიარქო



იქვე რუსების კომენტარებიც, სადაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი საერთოდ ან ბოლომდე ინფორმირებულები არ არიან.მაგალითად:


"რატომ არის რუსეთი ოკუპანტი? 1801 წელს თვითონ მოითხოვა რუსეთის იმპერიასთან შეერთება, რომ თურქებისგან ეხსნა თავი"-წერს ერთ-ერთი.
"არა და ოდესღაც მეგობრულად ვცხოვრობდით"
"ეს რა ხდება, რა მოსდით ადამიანებს საქართველოში და უკრაინაში?რა ჭირი შეეყარათ?"
"ახლა ვნახავთ როგორ იქნება საქართველო რუსი ტურისტების, ღვინის და მინერალური წლის იმპორტის გარეშე."
.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი



აღსანიშნავია, რომ სომხებმა მაშინვე ისარგებლეს სიტუაციით:
"მეგობრებო ეწვიეთ სომხეთს, იქ რუსების მიმართ ძალზე კეთილგანწყობილები არიან, კარგად დაისვენებთ, ბევრი რამის ნახვა და გასიჯვა არის შესაძლებელი"
intermedia.ge

გურამ კაშია - განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"განვიცდი თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო და ვინც რაიმე სახის დაზიანება მიიღო, მინდა, ყველას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
#რუსეთიოკუპანტია - მას ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტზე მეტი აქვს ოკუპირებული", - წერს კაშია ინსტაგრამზე.
interpressnews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

რამოსი:„„რეალი“ არ ოცნებობს ფეხბურთელებზე, თავად ფეხბურთელები ოცნებობენ „რეალზე

სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და ემოციური კომენტარი გააკეთა...

„მსოფლიოს არ ჰყავს კლუბი, რომელსაც მადრიდის „რეალზე“ დიდი ისტორია, ტრადიცია და ფასეულობები აქვს.“

„მსოფლიოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც „რეალში“ თამაშზე იტყოდა უარს, ვინაიდან ყველამ იცის, რომ აქ მოხვედრა ყველასთვის წინგადადგმული ნაბიჯია.“

„მბაპე შესანიშნავი ფეხბურთელია, ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, მაგრამ მერწმუნეთ, „ბლანკოსი“ ვერ იოცნებებს მბაპეზე, ვინაიდან თავად ფეხბურთელები ოცნებობენ „რეალზე
Halamadrid.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ექსპერტები: საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა იყოს



რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
ასე აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ.
ექსპერტები ფიქრობენ , რომ რუსეთზე ქვეყანა დამოკიდებული არ უნდა იყოს. 
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.
გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თბილისში განვითარებული მოვლენები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები არსებული საფრთხეების შესახებ საქმის კურსში ჩაეყენებინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დღეს ზაფხულის ბუნიობაა --ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე

დღეს, 21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. წელიწადის ამ დღეს დედამიწა ყველაზე დიდხანსაა მზისაგან განათებული.21 ივნისის დილა წლის მანძილზე ყველაზე ადრეულ დროს თენდება, ხოლო დაბინდება ასევე ყველაზე გვიან იწყება.21 ივნისიდან დღე იწყებს კლებას, ღამე კი მატებას, და ეს გრძელდება 21 დეკემბრამდე, ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე გვაქვს.
გარდა ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობისა, ასევე არსებობს შემოდგომისა და.გაზაფხულის ბუნიობაც, შესაბამისად, 23 სექტემბერსა და 21 მარტს. ამ დროს დღე ღამის თანაფარდობა ტოლია, ანუ ზუსტად 12-12 საათია დღეცა და ღამეც.
ასტროლოგიურად, ზაფხულის ბუნიობა ითვლება წელიწადის ცხელი სეზონის დასაწყისად.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ზამთრისა და ზაფხულის ბუნიობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნებოდა მრავალი საუკუნის წინ, თუმცა გარკვეული ტრადიციები ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც შემორჩენილია და განსაკუთრებულადაც აღნიშნავენ.


უნდა ითქვას, რომ ზაფხულის ბუნიობა ძველ დროში საქართველოშიც აქტიურად აღინიშნებოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ზოგადად კი, მზისადმი თაყვანისცემა პრეისტორიულ ხანაში ხდებოდა და იმ დროინდელი ხალხის რწმენით, ზაფხულის ბუნიობა სიცოცხლისა და გამოღვიძების სიმბოლო იყო, ხოლო ზამთრის ბუნიობა, პირიქით, -სიკვდილისა და წარმავლობის გამომხატველი იყო.
P.s. მშვიდობიან ზაფხულის ბუნიობას გისურვებთ!!!
თქვენთვის საინტერესო იქნება:
intermedia.ge

ნორვეგიულ კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

ნირვეგიის კუნძულ სომაროიზე საათის "ტირანიისგან" გათავისუფლებს სურთ, ამიტომ  დროის გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
კუნძულზე სულ 350 ადამიანი ცხოვრობს. "გვსურს რაც გვინდა, მაშინ გავაკეთოთ როცა გვინდა,"- ამბობენ ისინი.
შესაბამისად, სომაროი უარს ამბობს დროის ათვლაზე პოლარული დღის პერიოდში ანუ, 18 მაისიდან 26 ივლისამდე. კუნძულის მცხოვრებლები აპირებენ თავი გამოაცხადონ მსოფლიოში პირველ „დროის არმქონე ზონად“.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მათ ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. 18 მაისიდან - 26 ივლისამდე კუნძულზე მზე არ ჩადის, თავისუფალი დროის რეჟიმში კი ცხოვრება უფრო კომფორტული, მოქნილი და ადეკვატური გახდება.
აქ თევზაობა და ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ში ყველაზე სანდო და ხარისხიანი ავტომობილი დასახელდა

ავტომობილის კორეული ბრენდი Genesis-ის მეორე წელია აშშ-ში ყველაზე ხარისხიანი და სანდო მანქანების რეიტინგში ლიდერია. აშშ-ში ამ რეიტინგს კომპანია .D. Power and Associates-სი ადგენს, რომელმაც 76 ათასი მოქალაქე გამოკითხა. მათ 230 კითხვაზე გასცეს პასუხი. 
გამოკითხვის თანახმად მეორე ადგილზეა Kia, ხოლო მესამეზე Hyundai. ლიდერების ხუთეულშია  Ford-ი და Lincoln-ი. 
.D. Power and Associates-სის გამოკითხვის თანახმად, ყველაზე ცუდი ავტომობილების სიაში Jaguar-ი, Land Rover-ი და Mitsubishi მოხვდნენ.
კომპანია ავტომობილებს დეფექტების რაოდენობით აფასებს, რომლებსაც 100 ავტომობილზე 3 თვის განმავლობაში სწავლობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აშშ-ში კაცმა 100 წლის თევზი დაიჭირა

აშშ-ში მინესოტის შტატში აღმოაჩინეს თევზი, რომელიც დაახლოებით 100 წლისა. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, გიგანტური თევზი 33 წლის ჯეისონ ფუგეიტმა დაიჭირა, რომელიც ტბაზე თევზაობდა. 
თევზის უცნაური შეფერილობის და ზომის გამო მეთევზე ბიოლოგებს დაუკავშირდა. მათ შეისწავლეს თევზის ანატომია და დაასკვნეს, რომ თევზი 100 წლისაა ხოლო მისი შეფერილობა მუტაციამ განაპირობა. გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ოქროს თევზს. 
თევზის სიგრძე 100 სანტიმეტრია, ხოლო წონა 14 კილოგრამი. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

Friday, June 21, 2019

ვინ არის სპეცრაზმელი, რომელიც კადრში ოპერატორს უმიზნებს და რა აკავშირებდა მასთან ბაჩო ახალაიას

ფე­ის­ბუქ­ში" ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს სპეც­რაზ­მე­ლი ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ია­რა­ღით, რო­მელ­საც ოპე­რა­ტორს უმიზ­ნებს. "რუს­თა­ვი 2"-ის ოპე­რა­ტო­რის მიერ გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს სპეც­რაზ­მე­ლის სახე, რად­გან მას ნი­ღა­ბი არ უკე­თია. სპეც­რაზ­მე­ლი სი­ცი­ლით უმიზ­ნებს ია­რაღს ოპე­რა­ტორს და მას შემ­დეგ, რაც გვერ­დით მდგო­მი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ია­რაღს გა­ა­წე­ვი­ნებს, ჰა­ერ­ში ის­ვრის.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მა­მა­კა­ცი ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლია. ის შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2004 წლი­დან მუ­შა­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და მხარ­ში და­იჭ­რა. ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის მკვიდ­რია.
AMBEBI.GE-მ მის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა. ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში. კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ შს მი­ნისტრს ბრა­ლი 2013 წლის 1 მარტს წა­რუდ­გი­ნეს.
ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ანუ მა­შინ, როცა ახა­ლა­ია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, მან შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მათი დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.
ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბა­ზა­ზე მის­ვლი­სას, მან და­ამ­ცი­რა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი - უწო­და მას მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.
ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ახა­ლა­ია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე გა­მარ­თლდა.
ambebi.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აქციაზე დაკავებულებიდან 14-ს 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. დაკავებულებიდან 14 ადამიანს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
გდაკავებულებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებს აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკონ.
"აქციაზე დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე - 126,"- წერია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.
რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა

ახალქალაქში მეხუთე სართულიდან 7 წლის ბავშვი გადავარდა. როგორც ცნობილია, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ორივე ბარძაყის მოტეხილობა აქვს.
პაციენტი სომხეთის მოქალაქეა და მას ან თბილისში, ან ერევანში გადაიყვანენ.
გავრცელებული ცნობით, ბავშვი მარტო იყო სახლში და აივანზე თამაშობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ განაცხადეს გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში