Sunday, February 26, 2017

კალაშნიკოვამ WTA-ის ტურნირი მოიგო


ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ თავის ტაივანელ მეწყვილესთან სუ-ვეი ჰსიესთან ერთად “ბუდაპეშტის” ტურნირი მოიგო. წყვილმა ფინალში ავსტრალიელი არინა როდიონოვასა და ყაზახი გალინა ვოსკოვაევას დუეტი 6:3, 4:6, 10:4 დაამარცხეს. შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.
კალაშნიკოვამ კარიერაში მეოთხე WTA-ის ტიტული დაისაკუთრა.
ამ გამარჯვებით კალაშნიკოვამ 280 სარეიტინგო ქულა და 12 300 ამერიკული დოლარი დაიმსახურა.

დღეს ფ ი ნ ა ლ შ ი ოქსანა კ ა ლ ა შ ნ ი კ ო ვ ა იასპარზებს

დღეს, ბუდაპეშტში Hungarian Ladies Open ტურნირის წყვილთა თანრიგის ფ ი ნ ა ლ შ ი ოქსანა კ ა ლ ა შ ნ ი კ ო ვ ა იასპარზებს, მისი მეწყვილე ტაივანელი ჩოგბურთელია.
DOUBLES FINAL - A. Rodionova (AUS) / G. Voskoboeva (KAZ) vs [4] S. Hsieh (TPE) / O. Kalashnikova (GEO)
ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგში მსოფლიო კლასიფიკაციით 55-ე ჩოგანია.

Saturday, February 25, 2017

რატომ ამჟღერებენ ადამიანები ბოროტ აზრებს დიდი ტრაგედიის დროს - ფსიქოლოგის შეფასება

ნათია ფანჯიკიძე უმძიმესი ტრაგედიის დროსაც კი ადამიანების მიერ გამოთქმულ ბოროტ მოსაზრებებს მეცნიერულად ხსნის.
"არ შემიძლია, არ დავწერო ეს, რადგან ძალიან ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა დროს და თანაც ვიცი, ბევრს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებს გაუცნობიერებლად გამოსდით.

"შეხედეთ რა ბოროტია ვიღაც" და ტირაჟირებას უკეთებენ ერთი-ორი (მართლაც ერთი-ორი) არარაობის გამოთქმულ ბოროტ აზრებს. დაატარებენ "ბოროტების აღმომჩენი დეტექტორების" ფუნქციაშეძენილები, თითქოს ან მათ, ან ჩვენ პირველად გავიგეთ, რომ ბოროტება არსებობს. ეს ან შინაგანი ინფანტილური მიზეზით ხდება, მედიტაციასავით, თვითშთაგონებასავით - "მე არ ვემხრობი, ვგმობ ამ ბოროტებას, რაც ნიშნავს, რომ მე ამ არარაობაზე უკეთესი ვარ", ან გაუცნობიერებელი მიზნით (იმედია გაუცნობიერებელი), - ბოროტების მხილებით სამიზნე პიროვნებას გავაგებინოთ, - "შენზე თქვეს, რომ მახინჯი ხარ".
ძალიან მინდა გავიაზროთ, რომ მილიონებიდან სულ რაღაც რამდენიმე არასულიერი პირუტყვის გამონათქვამის ტირაჟირებით, ბოროტი ტექსტების კედელ-კედელ ტარებით იზრდება შანსი, ეს ბოროტება მოხვდეს იმ ადამიანის თვალთახედვის არეში, პირდაპირ გულშიც, ვისაც ისედაც შუაზე აქვს გაპობილი გული. ბოროტება ან იქვე უნდა ჩაკლა, სადაც წააწყდები, ან დააიგნორო, არ გაამრავლო, რომ არ შეიძინოს ზვავის ძალა. ნუ გახდებით უნებლიედ სხვის მოსაკლავად გამიზნული ტყვიის ენერგიული გადამტანი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

    Friday, February 24, 2017

    ჯეჯელავა: მშოლებისა და კოლეგების დასწრება გაკვეთილზე ახალი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მასწავლებლების კვალიფიკაციის შემოწმებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სქემას დაემატა კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მშობელსა დ სხვა პედაგოგს შეუძლია დაესწროს საგაკვეთილო პროცესს, რათა შეფასებული იყოს, თუ როგორ ატარებს გავეთილს პედაგოგი.

    "ჩვენი მასწავლებლის სქემა რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, ჩვენ გვაქვს ახალი სქემა, რომელიც აგებულია მეტი კომპონენტით შემოწმებაზე. იმის თქმა, რომ მაგალითად ადამიანმა რომელმაც იცის ქიმია ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი პედაგოგი, ეს არასაკმარისი შეფასებაა ამიტომ ჩვენ გვინდა, და ახალ სქემაში სწორედ ასეა, შედგებოდეს სხვადასხვა კომპონენტებისგან ქიმია არსად წასულა რა თქმა უნდა, ქიმიის მასწავლებელმა ამ კომპონენტში კომპეტენცია უნდა დააზუსტოს და გადაამოწმოს პედაგოგიური უნარები. არცერთი გამოცდა არ მოგვცემს ჩვენ საშაუალებას დავრწმუნდეთ, რომ კარგ გაკვეთლს ატარებს, გარდა თვით გაკვეთილის ჩატარებისა, ამიტომ მშობლებთან კომუნიკაცია, რომელიც უკვე ვახსენე და კოლეგების დასწრება გაკვეთილზე არის ამ ახალი სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი", - განაცხადა მინისტრმა.

    2017 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება

    მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება.

    ამის შესახებ EDU.ARIS.GE – ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.

    „ჩვენ მზად ვართ, ახლა, რაღაც ფორმალური და იურიდიული ნაწილებია მოსაგვარებელი. წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდას დაემატება პროფესიული უნარები. კომპეტენციის დადასტურება პროფესიულ უნარებში აქამდეც ხდებოდა გამოცდის სახით, რომელიც წინა მინისტრმა გააუქმა, ხოლო დღევანდელმა მინისტრმა აღადგინა. ყველა მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლა. პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის რეგისტრაცია უფასო იქნება, ხოლო ვინც გარედან შემოდის მან უნდა გადაიხადოს შესაბამისი საფასური, დაახლოებით 50 ლარის ოდენობით“, – განმარტა მიმინოშვილმა.

    ჩვენს კითხვაზე, როგორ მოხდება გამსვლელი ქულის დადგენა ვინაიდან მინისტრის გადაწყვეტილებით შემუშავებული ცვლილების თანახმად, მასწავლებელი გამოცდაზე ჩაჭრილად აღარ გამოცხადდება, მაია მიმინოშვილმა ასე გვიპასუხა:

    „კომპეტენციის დადასტურება იქნება, თუ 100 ქულიდან ერთ ქულას მიიღებს მასწავლებელი. ის ასე დაადასტურებს თავის კომპეტენციას. ჩვენი საქმე რაც არის გასაკეთებელი, ანუ თვითონ ინსტრუმენტი მოსამზადებელი, რითიც უნდა შეფასდეს მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა თუ პროფესიული უნარები, ამაზე ვმუშაობთ ინტენსიურად და ყველაფერი რიგის მიხედვით მიდის“,– აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

    გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელი მინისტრის მუშაობის პროცესში განხორციელებული ცვლილებაც შეაფასა. მისი თქმით, მასწავლებელს გარდა საქმის ცოდნისა, უნდა ჰქონდეს განვითარებული პედაგოგიური უნარები, უნდა იყოს მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მისაღები და უნდა ასწავლიდეს საგნის გარდა ბევრ რამეს.

    „ერთ პიროვნებაზეა საუბარი და არა სხვადასხვა პიროვნებაზე. ვერაფრით წარმომიდგენია შემდეგ კატეგორიაზე გადავიდეს მასწავლებელი, რომელსაც საგნობრივი ცოდნა ან სათანადო პროფესიული უნარები არ აქვს. შეიძლება, შესანიშნავი მცოდნე იყოს საგნის, მაგრამ არ ჰქონდეს უნარი ეს ცოდნა მოსწავლეებს გადასცეს. ამიტომ ვფიქრობ, ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მაია მიმინოშვილმა.

    მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდის ტეტსტები და პასუხები

    დამხმარე სახელმძღვანელოები

    ქეთი არის© გიგოლაშვილი

    edu.aris.ge

    რაში იხარჯება განათლების მიმართულებით ათასწლეულის ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი დოლარი

    ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოსთვის მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოყოფილი 140 მილიონი დოლარის გრანტის ყველაზე დიდი ნაწილი განათლებას ხმარდება. აღნიშნული თანხა 2014-2019 წლებზეა გათვლილი.
    2014-19 წლების განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისთვის ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით თანხები შემდეგნაირად ნაწილდება. ზოგადი განათლების კომპონენტის მთლიანი ბიუჯეტი 76, 5 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილი, 54 მილიონი საჯარო სკოლების რეაბილიტაცია-აღჭურვას ხმარდება.
    მასწავლებლების და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისთვის 14 მილიონი დოლარია გამოყოფილი. საერთაშორისო შეფასებებისთვის 5 მილიონი. პროფესიული განათლების პროქტისთვის 16 მილიონი, საიდანაც 12 მილიონი აშშ დოლარის გრანტი უკვე გაიცა. უმაღლესი განათლების პროექტისთვის, რომელიც ძირითადად, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პროგრამას ხმარდება, 30 მილიონი აშშ დოლარია.
    „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” საქმიანობის წლიურ ანგარიშზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მილიონ შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ.
    „ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სფეროს ამ მასშტაბით მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ განათლება, როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. 2016 წლის შედეგებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ამზადებს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. გარდა ამისა, უკვე გვაქვს პროფესიული განათლების თანამედროვე პროგრამა, რომლის განვითარებისთვის 12 მილიონი დოლარი გამოიყო. ასევე, გვაქვს რეაბილიტირებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი 12 სკოლა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. კომპაქტი ითვალისწინებს ჩვენი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც”, – აღნიშნა პრემიერმა.
    კომპაქტის ფარგლებში განათლების სამინისტროს სხვადასხვა სიპები სხვადასხვა ოდენობის თანხებით ფინანსდება.
    “ათასწლეულის გამოწვევის ფარგლებში ჩვენ გვეძლევა ფინანსური მხარდაჭერა იმისთვის, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს არაერთ საერთაშორისო კვლევაში. ასევე ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს სახელმწიფო შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის გამოყოფილი სრული ბიუჯეტი, დაახლოებით, 5 მილიონს შეადგენს. ეს წლების მიხედვით არის გაწერილი. რამდენადაც მე ვიცი, მილენიუმის კომპაქტიდან ჩვენ ყველაზე მცირე ბიუჯეტი გვაქვს. ინფრასტრუქტურის სააგენტოს გაცილებით მეტი აქვს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს”,-  აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
    საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ყველას ერთად გვეძლევა საშუალება, ჩვენი ახალგაზრდების განათლება ავიყვანოთ სრულიად ახალ სიმაღლეზე:
    “ვფიქრობდი, რომ ახლა იქნებოდა კარგი დრო სტუდენტობისთვის. მე კი არა ბევრ ჩვენგანს გაუვლის თავში ეს აზრი. იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობები იქმნება.  მე ყოველკვირეულად დავდივარ სკოლებში, ვესაუბრები მოსწავლეებს და ერთ-ერთი მთავარი, რასაც ვეუბნები, ასეთი შესაძლებლობები, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, არასდროს ჰქონია არც ერთი მიმართულებით. შესაბამისად, მჯერა, რომ ისტორიული მომენტის მონაწილეები  ვართ”, – აღნიშნა განათლების და მეცნიერების მინისტრმა.
    “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, ყოველწლიურად 35 მილიონი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული პროექტებისთვის მთლიანი 140 მილიონი დოლარიდან.
    “3 მიმართულებით ვახორციელებთ პროექტებს: ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება. 2017 წელს გაგრძელდება საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ამ დროისთვის სრულად რეაბიტილდა 12 საჯარო სკოლა. 9-ათასზე მეტმა პროფესორმა და მასწავლებელმა შეძლო მიეღო მონაწილეობა პროფესიული განვითარების და გადამზადების კურსებში. 12 მილიონი დოლარი ჩაიდო პროფესიული განათლების ახალი 45 პროგრამის განვითარებაში და დაწყებაში. 2016 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ აშშ-ს სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელება. 2017 წელს 2 ახალი პროგრამა დაემატა. ქართველ ახალგაზრდებს ბაკალავრიატის 6 პროგრამაში შეუძლიათ ჩართვა, რომ მიიღონ ამერიკული განათლება”, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
    შეგახსენებთ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აშშ-ის მთავრობის ეკონომიკური განვითარების სააგენტოა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა სიღარიბის დაძლევის მიზნით პროგრამების განსახორციელებლად. საქართველომ 2005 წელს მიიღო ამ ფონიდან 395 მილიონი აშშ დოლარი, რომლიც მოხმარდა ინფრასტრუქტურის, მცირე და საშუალო ბიზნესის და სოფლის მეურნეობის გნვითარების პროექტებს.
    ცისანა არის© შერგილაშვილი
    edu.aris.ge

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას განათლების სახლის ბაზაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ უფასო კურსებზე



    პროექტი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენელი მოტივირებული აბიტურიენტებისათვის.

    თუ გსურთ გახდეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და განათლების სახლის ერთობლივი პროექტის მონაწილე, მოემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და გახდეთ სტუდენტი, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბ მუ ლზ ე და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი 4 საგანი.

    გაითვალისწინეთ, ყველა პუნქტის შევსება სავალდებულოა, ინფორმაციის სისწორეზე პასხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

    შერჩეული 13 აბიტურიენტი სამი თვის განმავლობაში გაივლის მოსამზადებელ კურსს  სრულიად უსასყიდლოდ.

    მეცადინეობები ჩატარდება სამი თვის განმავლობაში 20 მარტიდან 20 ივნისის ჩათვლით.
    რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მარტი.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - ჩვენ ვქმნით თქვენს მომავალს!
    განათლების სახლი - რეალური განთლება წარმატებისთვის!

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია:
    ტელ.: 2 61 12 98 (109)
    www.ciu.edu.ge

    განათლების სახლის საკონტაქტო ინფორმაცია:
    ტელ.: 2 14 80 24 

    გადადით სარეგისტრაციო ბმულზე

    როდის გამოცხადდება 2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრობის  მსურველების რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაციას სავარაუდოდ 15 მარტს გამოაქვეყნებს.

    როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, წელს სამაგისტრო გამოცდაზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაგეგმოლი არ არის და სტუდენტების მხრიდან წელსაც აქტიურობას ელოდებიან.

    „მაგისტრობის მსურველებს ისევ სამი ტიპის ტესტს ვთავაზობთ, რომელიც მიმართულებების მიხედვით ოთხი ნაწილისგან შედგება. მაგისტრობის მსურველებსაც მოუწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, მათ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა რა მიმართულებაზე სურთ სწავლის გაგრძელება. რაც შეეხება აქტივობას, მოლოდინი ნამდვილად დიდი მაქვს. საბედნიეროდ ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ მნიშვნელოვანია სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელება. რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ წლიდან წლამდე იზრდება აპლიკანტების რაოდენობა, შარშან მაგალითად 12 000 იყო, დავიწყეთ 5000–დან, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი მსურველია“,– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

    სად და როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია 2017 წლის ეროვნული და საგრანტო გამოცდებისთვის – პროცედურები

    ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო    კ უ რ ს ი (მოემზდეთ გამოცდებისთვის შედეგიანად)

    მოამზადა თამთა ვირსალაძემ
    edu.aris.ge

    რა უნდა ვიცოდეთ მენინგიტის შესახებ


    რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს, როგორ ხდება მისი გავრცელება და როგორია პრევენციის გზები, ამ თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნევროლოგი ანი ჩოჩია გვესაუბრება
    როდესაც არსებობს სხვა დაავადება. მაგ: ყბაყურა, ჩუტყვავილა, ტუბერკულოზი და ამ დაავადებების ფონზე იწყება მეორადი მენინგიტი.

    - რა არის მენინგიტი?
    - მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის გარსების ანთებაა. თავის ტვინში არის 3 გარსი: მაგარი, რბილი, ქსელისებრი. იმისდა მიხედვით, თუ რომელი გარსის ანთებაა, არჩევენ: პაქიმენინგიტს (მაგარი გარსის), ლეფტომენინგიტს (რბილი გარსის), არაქნოიდიტს (ქსელისებრი გარსის). 

    - რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს?
    - მენინგიტს ახასიათებს ე.წ. მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი: 
    დაავადება უმეტესად მწვავედ დაწყება, მაღალი ცხელებით, ძლიერი თავის ტკივილით, გულისრევა ღებინებით. ღებინებამ ხანმოკლედ შეიძლება შეამციროს თავის ტკივილი, შემდგომ ისევ ინტენსიურად იწყება ტკივილი. სინათლეზე გახედვის შიში (ფოტოფობია), მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერესთეზია, არ სიამოვნებს საბნის შეხება), გულყრები, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლებელია იყოს სპეციფიური პოზა საწოლში, მუცელთან მოხრილი ფეხები, თავი უკან გადაწეული.
    მენინგიალური სიმპტომო კომპლექსი გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მოიცავს ნევროლოგის მიერ გასინჯვის შედეგად გამოვლენილ კისრის რიგიდობას (ბრუძინსკის და კერნიგის სიმპტომებს). შესაძლებელია კანზე ჰქონდეს წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევების მაგვარი გამონაყარი (ვარსკვლავისებრი ტიპის), რაც მიუთითებს მენინგოკოქცემიის არსებობას და სწრაფად მოითხოვს სტაციონირებას. 

    ასევე იხილეთ: ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც მენინგიტს ემსხვერპლა
    - შესაძლოა ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს?
    - არის რიგი მენინგიტებისა: ტუბერკულოზური მენინგიტი, რომლის კლინიკური გამოვლინება ძალზე რბილია და შესაძლებელია პაციენტი დადიოდეს არა შემაწუხებელი თავის ტკივილით და მცირედი მომატებული სხეულის ტემპერატურით რამდენიმე დღის მანძილზე.

    - რა იწვევს მენინგიტს? 
    - ბაქტერიული მენინგიტის მრავალი გამომწვევი ბაქტერია არსებობს. მისი ხშირი გამომწვევია ასევე ენტეროვირუსი. ვირუსები, რომლებიც იწვევენ მენინგიტს, ვრცელდება უპირატესად ადამიანიდან ადამიანზე, მაგალითად: ფეკალურ-ორალურად (ენტეროვირუსები), ჰაერით (წითელა, ჩუტყვავილა), რესპირატორული წვეთით (ენტეროვირუსები, ყბაყურა ვირუსი), პირდაპირი კონტაქტით (ყბაყურა, წითელა, მარტივი ჰერპესი, ვარიცელა), ხოლო არბოვირუსების შემთხვევაში გადაცემა ხდება ართროპოდების (მოსკიტების, ტკიპების, ბუზების, ქინქლების) საშუალებით. 

    - რომელ სეზონზე არის ეს დაავადება ყველაზე აქტიური?
    - ვირუსული მენინგიტები ყველაზე ხშირად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე და უპირატესად ბავშვებში. ინკუბაციის პერიოდი გრძელდება 7-10 დღე. 1000 ინფიცირებულიდან მენინგიტი უვითარდება მხოლოდ ერთს. ვირუსის გამოყოფა გარემოში გრძელდება გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში.

    - დაავადების დიაგნოსტიკის რა მეთოდები გამოიყენება? 
    - დიაგნოზის დადგენის მიზნით მოწოდებულია შემდეგი კვლევები, რომლებიც ტარდება მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
    • სისხლის საერთო ანალიზი
    • თავ-ზურგ ტვინის სითხის გამიკვლევა (ლუმბალური პუნქცია)
    • სპინალური სითხის ვირუსოლოგიური ან მოლეკულური კვლევის მეთოდები (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, PCR).
    • თავის თვინის მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია
    - როგორ უნდა გავარჩიოთ ის სხვა დაავადებისგან?
    - მენინგიტი მძიმე ავადობაა, როგორც ზემოთ აღნიშნულია, ახასიათებს სპეციფიური კლინიკური სურათი და დროულად აღებული თავ-ძურგ ტვინის სითხე იძლევა სწორი დიაგნოსტიკის საშუალებას.

    - ვინ შედის რისკ ჯგუფებში?
    - ვირუსული მენინგიტის განვთარების რისკ-ფაქტორებია: მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს (ძირითადად 5 წლამდე ასაკი), იმუნიზაციას, მიმდინარე და გადატანილ დაავადებებს.

    - როგორ ხდება მისი მკურნალობა?
    - ვირუსული მენინგიტის მკურნალობა ხდება ანტივირუსული პრეპარატებით, გართულების შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა. გულყრების დროს კიანტიეპილეფსიური პრეპარატებით. 

    - რა კვალს ტოვებს მენინგიტი ადამიანის ორგანიზმში და ნერვულ სისტემაში?
    - მოზრდილებში ახასიათებს ნაკლებად მწვავე მიმდინარეობა და სრული გამოჯანმრთელება. 1 წლამდე ასაკის ბავშებში კი ბაქტერიოლოგიურმა მენინგიტმა შესაძლოა დატოვოს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შემდგომი გულყრების განვითარების რისკი. 

    - როგორია პრევენცია?
    - იქიდან გამომდინარე, რომ ვირუსული მენინგიტების უმრავლესი ფორმა გამოწვეულია ენტეროვირუსებით, რომელიც გარემოში გამოიყოფა ფეკალიებით, ინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა მკაცრი ჰიგიენის დაცვა, განსაკუთრებით ხელების ხშირად და გულმოდგინედ დაბანვა. ვაქცინაცია წარმოადგენს წითელას, ყბაყურას და ჩუტყვავილას მენინგიტის პროფილაქტიკას. ეპიდემიური შემთხვევების დროს კი აუცილებელია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. 
    სალომე გორგოშიძე
    mkurnali.ge

    Thursday, February 23, 2017

    ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა

    ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს. 

    "ამ ქვეყნად ყველაზე დიდი უსამართლობა ბავშვების სიკვდილია" - წერს გვარამია, რომელმაც დღეს მაია ასათიანის მხარდამჭერი რამდენიმე პოსტი დაწერა ფეისბუქის გვერდზე. "ახლა ჩვენთვის რუსთავი ორელებისთვის მთავარი გასაჭირი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველა შენს გვერდით ვართ! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!- წერდა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ფეისბუქის პირად გვერდზე.

    როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის ერთადერთი ქალიშვილი მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა. ნუცა მახვილაძე 18 წლის იყო.
    ambebi.ge

    ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოსწავლეებს უმასპინძლა

    დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 25-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. პროექტის ,,ცოდნა წარმატებული მომავლისთვის“ ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები: ნათია წიკლაშვილი, თამარ სირაძე და პრესსამსახურის უფროსი ნინო დოლიძე სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, უნივერსიტეტის მისია, პრიორიტეტები, სწავლის პირობები, სამომავლო გეგმები გააცნეს და მომავალი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს. სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, ასევე ბსუ-ს სამრეწველო ინოვაციურ ლაბორატორიაში ადგილზევე გაეცნენ 3D პრინტერითა და ლაზერული ჭრის აპარატით დამზადებულ ნამუშევრებს, მონაწილეობა მიიღეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისათვის“ ლოგოს დამზადების პროცესში, რომელიც ორგანიზაციას უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცა. ღია კარის დღე სკოლის მოსწავლეებისთვის ,,აიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

    1 მარტიდან თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად საბუთების მიღებას იწყებს

    სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად 1 მარტიდან საბუთების მიღებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში  ფინანსდებიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ქულაზე ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ, აკრედიტებულ, სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. წელს, პირველად დოქტორანტურის სტუდენტები პროგრამის ფარგლებში  თბილისის მერიისგან დაფინანსებას მიიღებენ. ახალი წესის შესაბამისად მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სასწავლო გრანტის ფარგლებში  50%- დან 100%-მდე დაფინანსდებიან.
    2015-2016 წლებში „სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 4500-მდე თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტი.
    დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    • პირადობის მოწმობის ასლი;
    • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
    • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
    • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
    • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
    • I სემესტრის სტუდენტებისათვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა;
    • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
    • სამოტივაციო წერილი;
    2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 1 მარტიდან - 31 მაისის ჩათვლით (მის: შარტავას ქ. N7) გაგრძელდება.