Saturday, September 19, 2015

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

14 სექტემბრიან 27 ოქტომბრის ჩათვლით,პროფესიული განათლების მიღების მსურვეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს და ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას. მიღება განხორციელდება 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია 5 000-მდე აპლიკანტმა გაიარა. მათ შორის 100-მდე მსურველი შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.


ასევე რეგისტრაცია მიმდინარეობს ქობულეთის პროფესიულ კოლეჯშიც „ახალი ტალღა“. კოლეჯი აღჭურვილიუახლესი აპარატურით და ტექნიკით, ამავე დროს სტუდენტებისთვის ფუნქციონირებს  სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებელი და რესტორანი.

მარიამ ჰედუ@ შამილაძე
განათლების სახლის ჟურნალისტი

Friday, September 18, 2015

პირველკლასელები საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ შევლენ და მობილობის პრობლემაც შეექმნებათ


როგორც ცნობილია, კანონის მოქმედი და ახალი რეგულაციით, პირველკლასელები მხოლოდ ის ბავშვები გახდნენ, ვისაც 6 წელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, 14 სექტემბრამდე შეუსრულდათ. ბავშვებს, რომლებიც საჯარო სკოლაში ასაკის გამო ვერ მოხვდნენ, კერძო სკოლებში სწავლის გაგრძელების  შესაძლებლობა მიეცათ.
პირველკლასელების კერძო სკოლიდან საჯარო სკოლაში გადაყვანა შესაძლებელი არ იქნება, როგორც საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ რეგულაციაზე სამინიტროს შესაბამისი სამსახური უკვე მუშაობს და საკითხზე დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
რეგულაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაირკვა, რომ იმ პირველკლასელთა მშობლები, რომლებმაც ასაკობრივი შეზღუდვის გამო შვილები კერძო სკოლაში მიიყვანეს, ერთი ან ორი სემესტრის გასვლის შემდეგ ბავშვის ისევ საჯარო სკოლაში გადაყვანას გეგმავდნენ. ეს კი კანონმდებლობით ან რაიმე რეგულაციით აქამდე შეზღუდული არ ყოფილა.

მარიამ ჰედუ@ შამილაძე

განათლების სახლის ჟურნალისტი

Saturday, September 12, 2015

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე 1 ოქტომბრიდან სტაჟირებაზე იწვევს ახალგაზრდა გოგონას

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე  1 ოქტომბრიდან სტაჟირებაზე იწვევს ახალგაზრდა გოგონას.

მისი მოვალეობები: მენეჯერის ასისტენტობა, განათლების სახლში სისუფთავის უზრუნველყოფა, ჩვენი სერვისების პრომოუშენი, ინტერნეტითა და უშუალო კომუნიკაციით საგნამანათლებლო და მარკეტინგული ინფორმაციის გავრცელება.


ჩვენი შეთავაზება: უფასოდ სწავლა განათლების სახლში, სასარგებლო გამოცდილება, წარმატებული დასაქმების პერსპექტივა.

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით 20 სექტემბრამდე, გასაუბრება გაიმართება 21 სექტემბერს, 17:00 საათზე.

მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215, მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)
T.: 2 14 80 24, 599 201096
ელ-ფოსტა hedu.ge@gmail.com

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ბლოგი: www.iHEDUge.blogspot.com
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.
H ause of EDU cation