Tuesday, July 31, 2018

2018 წლის აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებებისთვის დრო დაემატათ


2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტებს საგანამანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შეტანისთვის დრო დაემატათ.


როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში შეცვლის, დამატების და წაშლის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, ნაეკის ინფორმაციით, მონაცემთა დამუშავება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ზოგადი უნარების შედეგები მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.
edu.aris.ge

ახალი მოძრაობა „არა ნარკოტიკებს!“ იქმნება

ნარკოტიკების საწინააღმდეგო კამპანია „არა ნარკოტიკებს!“ იწყება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თამბაქოს ალიანსი ავრცელებს“. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოუწოდებს ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას, გაერთიანდეს და ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით აიძულონ საკონსტიტუციო სასამართლო, უარი თქვას მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: 

“ვეხმაურებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, თურმე „მარიხუანას მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას და მისი პირადი მიზნით მოხმარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნებს“.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ამასთან, „სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.”

სამწუხაროდ, ჯერ არ გამოქვეყნებულა სარეზოლუციო და დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუმცა, უკვე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დაიშვა ერთ-ერთი მძლავრი ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას ლეგალიზაცია, რომელიც მძლავრ ნარკოტიკებს შორის, დამოკიდებულების ანუ მიჯაჭვულობის თვალსაზრისით მეხუთე ადგილზეა და იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მძიმე დაავადებებს. მარიხუანას კვამლი, როგორც მისი მომხმარებლის, ასევე გარშემო მყოფებისათვის არის საშიში და ასევე ავითარებს ზემოაღნიშნული სისტემების დაავადებებს, რადგან კვმალი შეიცავს ტოქსინებსა და კარცენოგენებს და სახიფათოა ირგვლივ მყოფი არამწეველებისთვის. 

მომავალი თაობებისთვის დამღუპველი გადაწყვეტილების უკან, სამწუხაროდ, კვლავაც მძლავრი ფინანსური ინტერესები იკვეთება. დაინტერესებულ ჯგუფთა შორის არის თამბაქოს ინდუსტრია. ყველგან, სადაც მარიხუანას ლეგალიზაცია მოხდა, ამ ნარკოტიკის მთავარი მწარმოებელი კომპანია „ფილიპ მორისია“. ამიტომაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თამბაქოს ინდუსტრიაც ჩართულია ამ პროცესში და შესაბამისი ინტერესის სანაცვლოდ მარიხუანას ლეგალიზაციას საქართველოშიც ლობირებენ.

დღეიდან ვქმნით მოძრაობას „არა ნარკოტიკებს!“ და მოვუწოდებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას გავერთიანდეთ და ერთიანი ფრონტით ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით ვაიძულოთ საკონსტიტუციო სამსამართლო უარი თქვას უკანონო გადაწყვეტილებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-5, მე-10, 28-ე და 29-ე მუხლებთან. 

ჩვენი მოთხოვნებია: საქართველოს პარლამენტმა დაუყონებლივ მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს დიდ პალატას და გაასაჩივროს პირველი პალატის უსაფუძვლო გადაწყვეტილება; საქართველოს მთავრობამ, განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დააფიქსიროს მისი პოზიცია ამ გადაწყვეტილების მიმართ; აუცილებელია, მთავრობამ მომავალი წლიდან სერიოზული ინვესტიცია ჩადოს ცხოვრების ჯანსაღი წესით აღზრდისა და პოპულარიზაციის მიმართულებაში, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რათა მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდან ჰქონდეთ ჯანსაღად აღზრდის და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. 

უახლოეს 4 წელიწადში ყველა საბავშვო ბაღსა და სკოლაში უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიეწოდოთ თანამედროვე ინვენტარი, გადამზადდეს პედაგოგები და გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება, შეიქმნას ინტერესთა მიხედვით კლუბები, სადაც სასკოლო პერიოდის შემდეგ სკოლის მოსწავლეებსა და უბანში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მაქსიმალურად დაიტვირთონ არამხოლოდ ფიზიკური აქტივობით, შემოქმედებითადაც. ასეთი სისტემური მიდგომის განხორციელების შედეგად შევძლებთ მომავალი თაობების დაცვას ნარკოდამოკიდებულებებისაგან;

ჩვენი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილებით მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა შეიქმნას ქვეყნის მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჯანსაღად აღზრდისა და განათლების საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ipn.ge

Monday, July 30, 2018

"ქალი ყვიროდა, საფულე წამართვესო.... ლუკა მძარცველს გაეკიდა..." - ვინ არის 26 წლის ბიჭი, რომელიც სხვისი დახმარებისას ქუჩაში დაჭრეს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისან­ში ძარ­ცვის ფაქ­ტი მოხ­და - ორი პირი ქალს და­ეს­ხა თავს და სა­ფუ­ლე გას­ტა­ცა. ამ ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­პყრო, რაც გა­ირ­კვა, რომ მძარ­ცვე­ლის და­კა­ვე­ბას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გამ­ვლე­ლი - 26 წლის ლუკა ლო­რია შე­ე­ცა­და, რო­მე­ლიც არას­რულ­წლო­ვან­მა მძარ­ცველ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დაჭ­რა.
პო­ლი­ცი­ამ თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა, ლუკა ლო­რია კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს.
26 წლის ლუკა კლი­ნი­კა­ში დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია შსს-ს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და, იქამ­დე კი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის დე­დამ - ლალი ლო­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი და­წე­რა:
"მე ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო ვალი მო­ვი­ხა­დე" - ლუკა ლო­რია. "შენ უფრო მეტი გა­ა­კე­თე, მა­გა­რი ბიჭი ხარ" - გი­ორ­გი გა­ხა­რია.
აქამ­დე ჩემი სას­წა­უ­ლი გან­საც­დე­ლი მტან­ჯავ­და და იმა­ზე არც მი­ფიქ­რია რა გა­ა­კე­თე ლუკა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ და ჯერ წინ გვაქვს მე­ა­მა­ყე­ბი შვი­ლო! გული მწყდე­ბა, რომ მა­მა­შე­ნი ვერ მო­ეს­წრო... იმ დღეს ვფიქ­რობ­დი, ბედ­ნი­ე­რი გოჩა ამ გან­საც­დელს აა­ცი­ლა ღმერ­თმა-თქო, დღეს კი მე­ცო­დე­ბა, ია­მა­ყებ­და შე­ნით. შენ მისი გაზ­რდი­ლი ლუ­კი­ჩა ხარ, სულ რომ მე­უბ­ნე­ბო­და: ლალი, შენ კი­დევ არ იცი რა შვი­ლი გყავ­სო " - წერს ლალი ლო­რია.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

AMBEBI.GE და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ლუკა ლო­რი­ას დე­დას, ქალ­ბა­ტონ ლა­ლის და­უ­კავ­შირ­და:
- ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით რო­გო­რია ახლა ლუ­კას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?
- ახლა გა­მო­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან, ორი დღეა არც კი დამვჯდარ­ვარ. ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად არის.
- სად აქვს ლუ­კას ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი?
- ორი ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ნით. მუც­ლის მარ­ცხე­ნა მხა­რეს არის დაჭ­რი­ლი, და­ზი­ან­და ნაწ­ლა­ვე­ბი. ექი­მებ­მა გა­უჭ­რეს მუც­ლის თეთ­რი ხა­ზიც, რათა გა­მო­რი­ცხუ­ლი­ყო სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბიც.
- რა გი­ამ­ბოთ ლუ­კამ, რა მოხ­და?
- ლუკა და მისი მე­გობ­რე­ბი მე­გობ­რის ცო­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ეს მისი უბა­ნია და აქვე და­უ­ნა­ხავს, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­სუ­ლა ქალი, რო­მე­ლიც ყვი­რო­და სა­ფუ­ლე წა­მარ­თვე­სო. თავ­დამ­სხმელს ცის­ფე­რი მა­ი­სუ­რი ეცვა და ლუკა მას გა­ე­კი­და. როცა და­ი­ჭი­რა და წა­არ­თვა სა­ფუ­ლე, სწო­რედ ამ დროს დაჭ­რა თავ­დამ­სხმელ­მა, და­ე­ცა და ძმა­კა­ცებს უთხრა დამ­ჭრაო... პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- რო­გორც თქვე­ნი პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, ლუ­კას მამა არ ჰყავს...
- მამა ექ­ვსი თვის წინ და­ე­ღუ­პა. ისიც პო­ლი­ცი­ე­ლი იყო, „ენერ­გო პროს“ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და და სამ­სა­ხურ­ში გა­უს­კდა ანევ­რიზ­მა. ასე­თი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა ცოტა ხნის წინ თავს... რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ლუ­კას, ფეხ­ბურ­თე­ლია. „ოლიმ­პის“ ბა­ზა­ზე გა­ი­ზარ­და. შემ­დეგ ჩე­ხეთ­ში და ლიტ­ვა­ში თა­მა­შობ­და. იქე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­რის „დი­ლა­ში“ დაბ­რუნ­და. თსუ-ში ჩა­ა­ბა­რა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, ახლა GIPA-ში სწავ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.
დე­დის­გან უხერ­ხუ­ლია სა­კუ­თარ შვილ­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ყვე­ლა გე­ტყვით, რომ ლუკა სხვა­ნა­ი­რი ბი­ჭია. როცა ვუ­თხა­რი, ხომ იცი ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არი­ან და სად გარ­ბო­დი-მეთ­ქი, მი­თხრა - რას მე­უბ­ნე­ბი, აბა რა უნდა მექ­ნაო
 AMBEBI.GE 

საპატრიარქო - ვფიქრობთ, მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი

თუ კი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომლითაც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მიერ ტვ-პირველის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

საპატრიარქოს განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. 

“როგორც ცნობილია, ა.წ. 23 ივლისს ,,ტვ პირველის” ეთერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) გამოსვლამ დატოვა კითხვები, რასაც შემდეგ ,,რუსთავი 2“-მა სამი გადაცემა მიუძღვნა, თემა ,,განავითარა” და არაერთი საერო პირისადმი გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა.
 

ვფიქრობთ, ყოველივე ამის მიზანი იყო, ჩრდილი მიეყენებინათ მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ საზოგადოებაში არსებული დადებითი განწყობისადმი და, სხვა მიზეზი რომ ვერ მოძებნეს, მოინდომეს მისი პრორუსულ ძალად წარმოჩენა, რომელიც, თურმე, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ მისმა უწმინდესობამ იძულებით გამოარჩია (მიანიშნებენ რუსულ ჩარევაზე) და ასევე იძულებით, დაჩქარებული წესით, უნდა მომხდარიყო პატრიარქად მისი გახდომა.

ამ იდეების გამავრცელებლებმა სინამდვილეში თვითონაც კარგად იციან კათოლიკოს-პატრიარქის ხასიათი, რომ ვინმეს ზეწოლით იგი არასდროს მოქმედებს და გამორიცხულია მისი იძულება, მით უმეტეს ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით; რა თქმა უნდა, იგივე ითქმის მოსაყდრესთან მიმართებაშიც.
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
ხოლო თუკი წამოჭრილ თემასთან დაკავშირებით კითხვები მაინც ვინმეს აქვს, უნდა მიმართონ მეუფე გრიგოლს (ბერბიჭაშვილი), რადგან, როგორც ჩანს, რეალურად სხვამ არავინ იცის, რას და ვის გულისხმობდა იგი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ტვ-პირველის ეთერში ფოთისა და ხობის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე შიო გამოარჩია, უწმინდესს გადადგომას არა სასულიერო, არამედ საერო პირები ურჩევდნენ.
ipn.ge

„წიგნი თუ არ იკითხე და განათლება არ მიიღე, ყველანაირი ნიჭი ფერმკრთალდება“ - ინტერვიუ ცნობილ ქართველ დირიჟორთან

ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, გოგი ჭიჭინაძემ ბავშვობა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაატარა. ამბობს, რომ რუსული ენა ბევრ რუს ბავშვზე კარგად იცოდა და მათ მართლწერაშიც ეხმარებოდა. ფიცხი ხასიათის ქართველი ბიჭი სკოლაში ხშირად ჩხუბობდა. მასწავლებლებს კი თავს საკუთარი სამართლიანობის განცდით აყვარებდა.
გოგი ჭიჭინაძე Etaloni.ge-ს სკოლის პერიოდზე მოუყვა და ახალგაზრდებს რჩევებიც მისცა.

– ბატონო გოგი, როგორ გახსოვთ სკოლაში სწავლის პერიოდი?
– მოსკოვში, რუსულ გარემოში ვიზრდებოდი, რადგან მამა იქ მუშაობდა. მასწავლებლები ძალიან მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ.

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


– ითვლება, რომ რუსი მასწავლებლები ქართველებზე მკაცრები არიან.
– დიახ, ძალიან მკაცრები იყვნენ. ჩემი დამრიგებელი, გალინა ივანოვნა სოკოლოვა უბრწყინვალესი პედაგოგი გახლდათ. რუსულ ენასა და ლიტერატურას გვასწავლიდა და საოცრად გამოიყურებოდა. როცა გაკვეთილს ხსნიდა, ყოველთვის ფეხზე იდგა. ძალიან ძლიერი მასწავლებლები იყვნენ. ხვდებოდნენ, ვინ როგორი ბავშვი იყო.

– სკოლაში თუ ჩხუბობდით?
– კი, როგორ არა?! ძალიან ემოციური და გიჟი ვიყავი. უსამართლობაზე მქონდა მუდამ გართულება და ყოველთვის იდეალისტი ვიყავი. რას ვარკვევდი მაშინ ბიჭებთან, ახლა აღარც მახსოვს, მაგრამ სულ რაღაც ხდებოდა.

– გოგონების გამო ხომ არ ჩხუბობდით?
– როცა პატარები ვიყავით, მაშინ – არა, მაგრამ მერე კი ვჩხუბობდით გოგონების გამო. ქართველები საქმეს არჩევენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ, რუსებმა კი არ იციან საქმის გარჩევა, პირდაპირ ჩხუბზე გადადიან.

– როგორ სწავლობდით? 
– არასტაბილურად. რაც მიყვარდა,  იმ საგანში პრობლემა არასოდეს მქონდა. მიყვარდა რუსული ენა და ლიტერატურა. სულ ვწერდი. ყველა ჩემი დაწერილი თემა ოლიმპიადებზე იგზავნებოდა და სულ ვიმარჯვებდი. ახლა, ინტერნეტით ვიღაც ნაძირალა რუსთან რომ შევდივარ პოლემიკაში, რომელიც საშინელებებს წერს, პასუხად ვწერ ხოლმე, მესმის, რომ შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი ხარ, მაგრამ, სანამ პატრიოტიზმზე დავიწყებთ საუბარს, შენს ნაწერში ეს სიტყვა და ასო გაასწორე და იქ მძიმე დასვი-მეთქი. სკოლაშიც ვუსწორებდი რუს ბავშვებს ნაწერს. ჯერ მე ვამოწმებდი მათ ნაწერებს და მერე მასწავლებელი.

ინგლისური ენაც მიყვარდა და ფიზკულტურაც. სპორტული ტიპი ვიყავი. გეოგრაფიაც მიყვარდა, დანარჩენი საგნები კი – არა. მათემატიკა მეზიზღებოდა და სულ ორიანებს და სამიანებს ვიღებდი. არც შპარგალკის გამოყენება მეხერხებოდა, რადგან სანამ ჩავიხედებოდი, უკვე მიჭერდნენ. ტყუილი არ გამომდიოდა. მიკვირდა, სხვები ოსტატურად რომ იწერდნენ.

– რა დონეზე იცით მათემატიკა, ფიზიკა თუ ქიმია?
– საერთოდ არ ვიცი. დედაჩემმა, რომელიც გავტანჯე ჩემი სწავლით, გამრავლების ტაბულა ძალით მასწავლა. სინუსი, კოსინუსი და ა. შ... წარმოდგენა არ მაქვს, რა არის. ფესვის ამოღება... მაკანკალებდა. ტვინი სხვაგვარად მაქვს მოწყობილი. მუსიკაში არსებობს ჰარმონიული ამოცანები. რთულ მელოდიას გაძლევენ და მისი ჰარმონიზაცია უნდა მოახდინო კლასიკური წესით. ამის პრობლემა არასოდეს მქონია და იმ რაღაც სინუსებზე ცუდად ვხდებოდი. არც ისტორია მიყვარდა, რადგან ეს ჩემთვის არასასიამოვნო ზღაპარია. სამაგიეროდ, ლიტერატურაზე ვგიჟდებოდი. დედაჩემი მიმალავდა ხოლმე წიგნებს. 24 საათი შემეძლო მეკითხა. ჩავწერდი ხოლმე ჩემს დაკრულს და მეცადინეობა რომ მეზარებოდა, იმას ჩავრთავდი, რომ დედაჩემს ჰგონებოდა, ვუკრავდი, ამ დროს კი ვკითხულობდი.

– დაკვრაც გეზარებოდათ?
– დიახ. ერთადერთი, კითხვა და ფეხბურთის თამაში არ მეზარებოდა, დანარჩენი – ყველაფერი.

– რუსულად კითხულობდით?
– დიახ, რუსულად. 4 წლის ასაკში უკვე ვკითხულობდი. მახსოვს, საკმაოდ პატარამ კუპრინი გადავიკითხე მთლიანად. მომწონდა, როცა ავად ვხდებოდი, რადგან კითხვის საშუალება მეძლეოდა. ჩეხოვის ყველაფერი მაქვს წაკითხული. ცვაიგიც ძალიან მიყვარს. სკოლაში რასაც გვასწავლიდნენ, ბევრად, სამჯერ მეტს მაინც ვკითხულობდი.

– ქართულადაც კითხულობთ?
– მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ეშინოდათ ჩემი გარუსების და ქართული კითხვაც შევიყვარე მერე. სახლში სულ ქართულად ვლაპრაკობდით, მაგრამ იქ ქართული სკოლა არ იყო. ქართული ლექსები, წერაც და კითხვაც მშობლებმა მასწავლეს და დღეს რომ ქართულად ლაპარაკის პრობლემა არ მაქვს, მათი დამსახურებაა.

– დაკვრა როდის დაიწყეთ?
– დაკვრაც დაახლოებით 4 წლიდან. სულ რაღაცას ვაწყობდი ფორტეპიანოზე და ვიცოდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მეკეთებინა. სხვა სპეციალობას ვერ ნახავთ, რომელსაც 18 წელი სჭირდება სწავლა. თუ ხატავ, დაამთავრებ სკოლას და პირდაპირ შედიხარ აკადემიაში, ასევე სამსახიობოზე... მუსიკოსი 5 წლიდან სწავლობ. მერე შედიხარ კონსერვატორიაში და მერე დოქტურანტურაში. ეს არის უზარმაზარი შრომა. როცა რამეს დახატავ, პირდაპირ ჩანს შედეგი. ფორტეპიანოს კი საათობით უკრავ და შედეგი ან გესმის, ან არა. ბავშვი ძალიან ძლიერი უნდა იყოს შინაგანად, ამას რომ გაუძლოს, მაგრამ თუ ბავშვის ცხოვრებაში მუსიკა დიდ როლს თამაშობს და კარგი მსმენელია, ის უკვე სულ სხვა ადამიანია. ისე, როგორც ქართულ ცეკვას თუ ცეკვავენ, სულ სხვანაირები არიან, რადგან ამაში რაღაც კოდი დევს. მე რომ მკითხოთ, აუცილებელი უნდა იყოს სკოლაში ქართული ცეკვა, როგორც საგანი, ისე უნდა შეიტანონ. ყველაფერს უვითარებს ბავშვს.

– თქვენ ცეკვავთ?
– არა, სად ვისწავლიდი მოსკოვში?! უზომოდ მომწონს, ნეტავ ვიცოდე. ჩვენი ფოლკლორის ჰარმონია, ყველა ბავშვს სულ ყურში უნდა ესმოდეს. სხვაგვარი ქცევა აქვთ მოცეკვავეებს. მორალური კოდი დევს ამ ცეკვებში, ამავე დროს დემოკრატიული და თავისუფალი.

– სტუდენტებს ასწავლით. რას შეცვლიდით დღევანდელი განათლების სისტემაში?
– მე კონსერვატორიაში ვასწავლი და აქ ვუყურებ იმ შედეგს, რა განათლებით მოდიან სკოლიდან უმაღლეს სასწავლებელში. წარმოუდგენელია ამ ახალგაზრდების განათლებისა და კულტურის დონე.  უკიდურესად დაბალია. კი, ბატონო, მუსიკოსმა ბავშვმა ნუ იცის მათემატიკა, მაგრამ ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია აუცილებლად უნდა იცოდეს. წარმოდგენა არ აქვთ, სად რა არის... მათემატიკას იმიტომ გასწავლიან, რომ აზროვნება განგივითარდეს, ლოგიკა გქონდეს... მე რომ მათემატიკა არ მიყვარდა, ალბათ მასწავლებლის ბრალიც იყო. დიახ, ზუსტად ის საგნები არ მიყვარდა, რომელიც პედაგოგმა ვერ შემაყვარა.

ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ იყოს მხატვარი, მუსიკოსი, მსახიობი ფუნდამენტალურად განათლებული უნდა იყოს. რაღაცას რომ უკრავ და არ იცი, ის კომპოზიტორი როგორ ეპოქაში ცხოვრობდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ, რას უყურებდა და რა ემოციამ დააწერინა ეს ნაწარმოები, ფასი არ აქვს არც შენს დაკრულს და არც შენს დახატულს. უკულტურო კომპოზიტორი და შემსრულებელი, მე არ მინახავს. შეიძლება ნიჭი დააფერთხოს ვიღაცამ ზემოდან, მაგრამ 20–22 წლის მერე ეს ნიჭი ქრება, რადგან ვეღარ ვითარდება, მისი ფანტაზია იზღუდება. მსახიობი შექსპირს გენიალურად ვერ ითამაშებს, როცა წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა იმ ეპოქაში. რაღაც ნაწარმოებიდან ციტატას ამბობს და სტუდენტი შუშის თვალებით გიყურებს, ვერ ხვდება, რაზე ელაპარაკები, კავშირს ვერ გრძნობს და ეს კატასტროფაა. წიგნი თუ არ იკითხე და განათლება არ მიიღე, ყველანაირი ნიჭი ფერმკრთალდება.
etaloni.ge

მოზარდი, რომელიც მეზობლის დახმარებას შეეცადა და მეოთხე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა


15 წლის მოზარდი, გიორგი გორგაძე რომელიც 1-ლ მაისს, მეზობლის დასახმარებლად აივანზე აძვრა და გადავარდა, გვიან ღამით გარდაიცვალა. 
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.


გადმოვარდნის დროს მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო. ის თბილისის რეფერალურ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში კომაში იყო.
შემთხვევა 1-ლ მაისს მოხდა. სკოლიდან მოსულ გიორგის პატარა მეზობელი დახვდა ეზოში. საუბარში გაარკვია, რომ მას სახლის კარი ჩაეკეტა და სკოლიდან მოსული შინ ვერ შედიოდა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

გიორგი მეოთხე სართულზე მესამე სართულის აივნიდან აძვრა. უკვე ქვემოთ ჩამოსვლისას,  მოულოდნელად გადავარდა და მიწაზე ფეხებით დაეცა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მოზარდი უცებ გალურჯდა და გაითიშა.
etaloni.ge

„განათლების სისტემაში იგეგმება რეფორმები, რომლებიც შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი“ - მიხეილ ბატიაშვილი


„განათლების სისტემაში იგეგმება რეფორმები, რომლებიც შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, განათლების სფეროში ხუთივე საფეხურზე რეფორმების მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს:

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

„განათლების სისტემაში იგეგმება რეფორმები, რომელიც შემოდგომაზე იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით გასატარებელ რეფორმები. ჩვენი სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ითანაშრომლებს სფეროს ექსპერტებთან, ასევე პარლამენტთან, რათა რეფორმები, რომელსაც ვგეგმავთ, განათლების სისტემისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი იყოს. სამინისტროში ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ყველა მიმართულებით, მათ შორის სკოლამდელი აღზრდის, სკოლის, უმაღლესი განათლების, პროფესიული და მეცნიერების განვითარების კუთხით”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
etaloni.ge

აკაკი ზოიძე - მარიხუანას მოხმარება უნდა აეკრძალოს არასრულწლოვანს, ასევე აიკრძალოს საჯარო სამსახურში და იმ პროფესიებში, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული

საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ თქვენ აღარ გაქვთ საკანონმდებლო ბერკეტი, რომლითაც აღასრულებთ მარიხუანის აკრძალვის საკანონმდებლო ნორმას. საუბარია, რა თქმა უნდა, მოხმარებაზე, - ამის შეასხებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. 

მისი თქმით, მარიხუანით თრობა რეგულაციებში უნდა მოეწყოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, დახურულ შენობებში, ღია თავშეყრის ადგილებში, კონცერტი იქნება ეს, თუ სტადიონი, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ასეთ ლოკაციაზე შესაძლოა იმყოფებოდეს არასრულწლოვანი, რაც მათთვის ძალიან ცუდი მაგალითია. 

„ანუ საუბარია იმაზე, რომ ამას შეზღუდვები ყველა ვარიანტში უნდა ეხებოდეს. მით უმეტეს, რომ მარიხუანას კონკრეტული ზიანი გამოიხატება იმაში, რომ არასრულწლოვან ასაკში რეგულარული მოხმარების დაწყების შემთხვევაში შვიდჯერ იზრდება ბუნებრივი განვითარების შეფერხების საფრთხე უკვე ზრდასრულ ასაკში, ეს კვლევებით დამტკიცებულია. ამ კუთხითაც მეცნიერულად დასაბუთებულია, თუ რატომ უნდა დაწესდეს ასეთი ტიპის რეგულაცია. მე პირადად, ასეთი რეგულაციის მომხრე ვიქნები“, - განაცხადა ზოიძემ. 
 

დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განმარტა, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას გულისხმობს. „საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, რომ თქვენ აღარ გაქვთ საკანონმდებლო ბერკეტი, რომლითაც აღასრულებთ მარიხუანას აკრძალვის საკანონმდებლო ნორმას. საუბარია, რა თქმა უნდა, მოხმარებაზე, ანუ, შესაბამისად ფლობა, შესყიდვა იქნება დასჯადი, შესაბამისი სანქციებით, ოდენობის მიხედვით, განსაკუთრებით დიდი ოდენობა სისხლის სამართალია, ისევე, როგორც გასაღება. ანუ ისჯება საპატიმრო სასჯელით. რაც შეეხება 100 გრამზე ნაკლები ნაკლები ნედლი მარიხუანის და 70 გრამი გამომშრალი მარიხუანის ფლობას, ამ შემთხვევაში სასამართლო გცნობს დამნაშავედ, ოღონდ ჯარიმას ვერ დაგაკისრებს, ეს არის დღევანდელი მდგომარეობით. ხოლო, მოხმარების შემთხვევაში საერთოდ გათავისუფლებული ხართ ნებისმიერი სასჯელისგან. შესაბამისად, შეიქმნა საკანონდებლო ნორმა, რომლითაც, რეალურად საკმაოდ, სახიფათო ტენდენცია შეიძლება მივიღოთ. მაგალითად იმ კუთხით, რომ დღეს მარიხუანას მოხმარება ნაკლებ რეგულირებულია, ვიდრე იგივე თამბაქოს მოხმარება. მაგალითად, არასრულწლოვანთათვის მარიხუანას მოხმარება ამ შემთხვევაში, ისეთივე რეჟიმში იქნება, როგორც სრულწლოვანი მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც სასამართლომ გადაწყვიიტა, რომლითაც ისინი თავიანთი სხეულის თავისუფლებას ფლობენ, როგორც უნდა ისე მოქცნენ თავიანთ სხეულს, ჯანმრთელობასთან მიიმართებაში. მაგრამ იმავდროულად სასამართლომ ბრძანა, თუ ეს მესამე პირის სასიცოცხლო, ჯანმრთელობის თუ სხვა ინტერესებს აზიანებს, ასეთი შეზღუდვები დასაშვებია“, - განაცხადა ზოიძემ. 
 

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს კანონს, რომელიც გულისხმობს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებაში აიკრძალოს საერთოდ მოხმარება. „ასევე უნდა იყოს აკრძალული საჯარო სამსახურში და იმ პროფესიებში, რომელზეც ზოგჯერ ადამიანის სისცოცხლეა დამოკიდებული. მაგალითად, მძღოლო, მემანქანე, მფრინავი და ა.შ. მაგალითს აძლევს მათ შორის ექიმი, მოსამართლე, მასწავლებელი, ადვოკატი. გარდა ამისა, მკაცრად უნდა აიკრძალოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეკლამა. და კიდევ ერთი საკითხი, რაც ეხება, რომ მარიხუანის თრობის პირობებში საჭესთან ჯდომა ეს იქნება პოტენციური მკვლელობა“, - განაცხადა ზოიძემ. 
ipn.ge

Friday, July 27, 2018

“მრავალშვილიანობა პრესტიჟული უნდა იყოს და არა პირიქით” – რვაშვილიანი დედის ისტორია


საქართველოში მრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭათ. შესაბამისი ცვლილებები – “სამოქალაქო კოდექსში” შევიდა, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან.

ცვლილებებით განსაზღვრულია მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ოთხი ბავშვი ჰყავს, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10-10 ლარს.
www.sabavshvo.info  შემოგთავაზებთ ინტერვიუების ციკლს მრავალშვილიან ოჯახებთან. მათი ყოფა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს, რამდენად მიზერულია სახელმწიფოს „20 ლარიანი დახმარება“  მათთვის, ვისაც ქვეყანის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
www.sabavshvo.info-ს სტუმარი ამჟამად 8 შვილის დედა, ირმა სიგუა გახლავთ, რომელიც ამბობს, რომ დედობა ქალის უმთავრესი მისიაა. ქალბატონ ირმას პირველი შვილი ბექა უგრეხელიძე 26 წლისაა, ნაბოლარა გაბრიელი კი 7 წლის. წლების წინ ოჯახმა არსებობისთვის საცხოვრებელი სახლი გაყიდა. ამჟამად  ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ირმა სიგუა პროფესიით ფილოლოგია და საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. მრავალშვილიანი დედა 47 წლისაა და ცოტა ხნის წინ იგი ბებია გახდა. მისი უფროსი  შვილი, ბექა უგრეხელიძე პატარა ელენეს მამაა. ირმამ  ოჯახი 20 წლის ასაკში შექმნა და ერთ  წელიწადში, მისსავე დაბადების დღეზე, დედა გახდა. უკვე 27 წელია თავდაუზოგავად უძღვება  დიდ  ოჯახს და თვლის, რომ დედობა უმთავრესი მისიაა ქალის ცხოვრებაში.
– სტატუსი, მრავალშვილიანი დედა თქვენი მთავარი პროფესიაა?
– ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე, თუმცა ისე მოხდა, რომ ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის შემდეგ მთავარი პროფესიის ადგილი დედობამ დაიკავა, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შექმნისას გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მინდოდა ბევრი შვილის ყოლა, რაც მართლაც ამისრულდა.
– როგორი იყავით ადრე და როგორი ხართ ახლა, მარავალშვილანი დედა?
– შვილებთან ურთიერთობამ უფრო მეტი სიყვარული და სითბო შემძინა.
– დედა-შვილობა უპირობო სიყვარულია?
– თუ ადამიანს სიყვარულის უნარი გააჩნია, მას ვერანაირი პირობა და დაბრკოლება ვერ შეაჩარებს. თუმცა სიყვარული, ისევე როგორც გამოცდილება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ძლიერდება და ადამიანს გასწავლის სხვისთვის, ამ შემთხვევაში, შვილებისთვის ცხოვრებას და განიჭებს უსაზღვრო სიხარულს.
– მრავალშვილიანობამ საკუთარი „მე“ ხომ არ წაგართვათ?
– მრავალშვილიანობამ საკუთარი მე კი არ წამართვა, არამედ ეგოიზმზე მაღლა სიყვარულის დაყენების უნარი შემძინა. როდესაც მერვე შვილი გავაჩინე, მალევე  მომეცა შესაძლებლობა ჩემი ოცნება ამეხდინა და პედაგოგად დამეწყო მუშაობა. ქალზეა დამოკიდებული, თუ მოინდომებ, ვერავინ შეძლებს წაგართვას საკუთარი მე.
– როდესაც ოჯახს ქმნიდით, იცოდით რომ მრავალშვილიანი დედა გახდებოდით?
– ბავშვობაში ვოცნებობდი ოთხი შვილი მყოლოდა – ორი გოგო და ორი ბიჭი, ისევე როგორც ჩემს მეუღლეს სურდა თურმე იგივე. მართლაც, ღმერთმა მოგვცა 8 შვილი – 5 ბიჭი და 3 გოგონა. როდესაც მეექვსე გავაჩინე, იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, არ მეგონა თუ  კიდევ შევძლებდი ბავშვის არა თუ გაჩენას, არამედ ხელში აყვანასაც კი.  მაგრამ მეშვიდე შვილის გაჩენის შემდეგ ისეთი ძალა და ენერგია ვიგრძენი, მე თვითონ მიკვირდა. თითოეულ ბავშვს, თავისი ძალა, სიყვარული და ენერგია მოაქვს დედისთვის და ოჯახისთვის.
– ყველაზე მეტად რა გიძნელდებათ?
– დროის დეფიციტი. დრო არასოდესაა  საკმარისი. რვავე შვილს უნდა მოუსმინო, მოეფერო, მისცე სწორი რჩევა. ეს ძალიან რთულია. ერთი ხარ, ყველას უნდა ეყო.
– ყველაზე ძალიან რა სჭირდება მრავალშვილიან ოჯახს?
– პრობლემები, რა თქმა უნდა, გვაქვს, როგორც ნებისმიერ ოჯახს, თუმცა მრავალშილიანობიდან გამომდინარე, რთულია ფინანსურად გაწვდე ყველა შვილის ამა თუ იმ ნიჭის განვითარებისათვის საჭირო საშუალებებს. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი წრე, სპორტისა თუ ხელოვნების მიმართულებით, ფასიანია და არანაირი შეღავათი ჩვენთვის არ არსებობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის მრავალშვილიანი ოჯახი გაიგივებულია სოციალურად დაუცველებთან, რაც არასწორად მიმაჩნია, რადგან სოციალურად დაუცველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ოჯახი, სულადობის მიუხედავად. მრავალშვილიანი ოჯახი კი ჩვენნაირი დემოგრაფიული პრობლემების მქონე სახელმწიფოსთვის, ღირსეული და სამაგალითო უნდა იყოს. მრავალშვილიანობა პრესტიჟული უნდა იყოს და არა პირიქით… გაგიკვირდებათ, მაგრამ დღევანდელი კანონმდებლობით ჩვენ ოჯახს არ აქვს მრავალშვილიანის სტატუსი და არანაირი შეღავათი არაა გათვალისწინებული. მარტო ფინანსურ დახმარებაზე არ ვსაუბრობ. სახელმწიფომ სულ მცირე სტიმული მაინც უნდა მისცეს ადამიანებს, რომ ახალდაქორწინებულმა წყვილმა  გამრავლებაზე და ბევრი შვილის გაჩენაზე იფიქროს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.
– როგორ ახერხებთ ამდენი პრობლემის მოგვარებას?
–  ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება. თავიდანვე ერთად ვზრდით ბავშვებს, ის მაძლევს უდიდეს ძალას და ენერგიას. ასევე მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები და მათი უანგარო თანადგომით მივუყვებით ამ ცხოვრების რთულ, მაგრამ მომავლის იმედით აღსავსე გზას.
 ესაუბრა: ნინო ფაჩუაშვილი
sabavshvo.info