გთავაზობთ 27 და 28 დეკემბერს ჩატარებული ტესტირების საბოლოო შედეგებს.
შედეგები მუნიციპალიტეტისათვის(მონაწილეთა შედეგები)
შედეგები აპლიკანტისათვის (დავალებები და მათი პასუხები)
სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება
Sunday, January 11, 2015
"სტუდენტები თვითმმართველობისათვის" - ტრენინგების ცხრილი
გთავაზობთ ტრენინგების ცხრილს.
ორი დღე დაეთმობა თვითმმართველობის საკითხებს, ერთი დღე - კვლევისა და შეფასების საკითხებს.
ტრენინგები ჩატარდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის გასავლელად მობრძანდით ნახევარი საათით ადრე (09:30).
მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

Thursday, January 8, 2015
საქართველო წიგნიერების მაჩვენებლით საგანგაშო ზღვარს მიღმა – რა არის პრობლემის მთავარი მიზეზი
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველ ბავშვებს წიგნიერების კუთხით საშუალოზე დაბალი მიღწევები აქვთ. ამის შესახებ თავის დროზე ინფორმაცია განათლების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანები მონაწილეობდნენ, მათ შორის მეორედ იყო საქართველოც.
როგორც ცნობილია, აღნიშნული კვლევები რამდენიმე მიმართულებით ჩატარდა. კვლევით 9-10 წლის ასაკის მე-4 კლასელების კითხვის უნარები და ის ფაქტორები შეფასდა, რომლებიც მოსწავლის წიგნიერებაზე ახდენს გავლენას. ამ მიზნით საქართველოში 174 სკოლის დაახლოებით 4 800-მდე მოსწავლე შეფასდა. მსოფლიოს 45 ქვეყნას შორის, ქართველ ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი - 488 მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებლებს.
წიგნიერებაში მოსწავლეთა მიღწევების მიხედვით, პირველ ადგილზე ჰონკონგია 571 ქულით, შემდეგ რუსეთი - 568, იგივე მაჩვენებელი აქვს ფინეთსაც. კვლევამ აჩვენა, რომ 2006 წელთან შედარებით, წიგნიერებაში ქართველი მოსწავლეების მიღწევები უმნიშვნელოდ, მხოლოდ 17 ქულით გაუმჯობესდა.
Aris.ge–განათლება შეეცადა გაერკვია, რა არის საგანგაშო მაჩვენებლების გამომწვევი მიზეზი და აქვს თუ არა შემუშავებული საპრევენციო სტრატეგია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
როგორც თამარ სანიკიძემ Aris.ge–განათლებას განუცხადა, წიგნიერების დაბალი მაჩვენებლის ერთ–ერთი მიზეზი განათლების სფეროში ხშირი ცვლილებებია. მისი თქმით, აღნიშნულ სფეროში ექსპერიმენტები უკუშედეგს იძლევა.
"ამ შეთხვევაში 2009 და 2011 წლის კვლევის შედეგებზე ვსაუბრობთ. ასეთი კვლევის ჩატარება საქართველოს რეალობისთვის გარკვეული სიახლე იყო, თუმცა ასეთი შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო. გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული წინა წლებში, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა შედეგების გაუმჯობესებას, რადგან ეს უბრალოდ, კვლევევის აღარ ჩატარება იყო. ჩვენ დავბრუნდით ამ კვლევაში და ამ კუთხით ძალიან ბევრი გამოსწორებადი ნაბიჯი გადაიდგა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ეს კვლევა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით. კვლევის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ 5 თვის განმავლობაში, რეგიონებში გაკვეთილებზე დასწრება 30% იყო. ეს მონაცემები ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ მაღალმთიან რეგიონებში მოსწავლეებს სკოლამდე ძალიან დიდი გზის გავლა უწევდათ ფეხით, ან იმიტომ ვერ ესწრებოდნენ გაკვეთილებს, რომ არ ჰქონდათ საგანმანათლებლო რესურსი. ეს პრობლემები უკვე დაძლეულია. ასევე დაძლეულია ის პრობლემები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგს შეეხებოდა. პირველად და რეალურად ეს 2013 წელს განხორციელდა",– განუცხადა Aris.ge–განათლებას თამარ სანიკიძემ.
სანიკიძე ასევე აღნიშნავს, რომ წიგნიერების დაბალ დონეზე საუბრისას, გასათვალსიწინებელია პედაგოგების კვალიფიკაციის საკითხიც და ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.
რაც შეეხება წიგნიერების დონის დასადგენად მიმდინარე კვლევის შედეგს, თამარ სანიკიძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მონაცემები წინამორბედთან შედარებით გაუმჯობესებული იქნება. მინისტრი ასევე მიიჩნევს, რომ თუ ახალ კვლევაში საქართველო არ დაწინაურდება, ისიც მისასალმებელი იქნება, თუკი განახლებულ მონაცემებში უკუსვლა არ დაფიქსირდება და ძველი მაჩვენებლები შენარჩუნდება.
"მე პროგნოზი მაქვს გაკეთებული, რომ შედეგები უნდა იყოს გაუმჯობესებული, მაგრამ თუკი ჩვენ ვნახავთ, რომ ტენდენცია უკან არ მიდის და არ უარესდება, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ნაბიჯები სწორად იდგმევა, და ძალიან მალე დავძლევთ ამ პრობლემას",- ამბობს მინისტრი.
პრობლემას სერიოზულს უწოდებს, თუმცა განგაშის საფუძველს ვერ ხედავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ქართველოლოგიური სკოლის დირექტორი.
როგორც ელგუჯა ხინთიბაძემ Aris.ge–განათლებასთან საუბრისას განმარტა, დღევანდელი ახალგაზრდების ორ ნაწილად იყოფიან – ისინი, ვინც კარგ განათლებას იღებენ და ისინი, რომლებსაც განათლება არ აქვთ, თუმცა კარგად ფლობენ კომპიუტერულ პროგრამებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და უცხო ენებს. ხინთიბაძე მიიჩნევს, რომ ორივე შემთხვევაში ახალგაზრდების გონებრივი შესაძლებლობები რეალობის ადეკვატურია.
"ჩვენში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ახალგაზრდობა ნაკლებად სწავლობს, ნაკლებად განათლებულია. ძნელია ამ აზრს ბოლომდე დაეთანხმო. იმიტომ, რომ მე პირადად უნივერსიტეტის ლექტორი ვარ და შიგადაშიგ, შესანიშნავად მომზადებული ახალგაზრდებიც მოდიან დიდი ენთუზიაზმით, დიდი თავდადებით, მაგრამ მეცნიერების განვითარებაში ისინი ნაკლებად რჩებიან ჩვენი საქმის გამგრძელებლებად, ძირითადად საზღვარგარეთ მიდიან. არიან ახალგაზრდები, ვინც ბევრს კითხულობს და წიგნიერების პრობლემა არ აქვთ და არის ასევე კატეგორია, რომელიც არ კითხულობს ბევრს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა სკოლაში უნდა ვეძიოთ, სადაც ბავშვებისთვის განათლების მიღებისკენ სწრაფვის გამომუშავება უნდა ხდებოდეს. მაგრამ მეორე მხრივ თანამედროვე ტექნიკაში, კომპიუტერულ ცოდნაში, უცხო ენებში მათი განათლება არც თუ ისე ცუდია. ბევრია გამოსასწორებელი. პირველ რიგში სკოლაში და ამავე დროს, საჭიროა ჩვენ ტრადიციულ ეროვნულ მეცნიერებას მომავალი ნაკადი მივცეთ",– განუცხადა Aris.ge–განათლებას ელგუჯა ხინთიბაძემ.
იმის თაობაზე, რომ წიგინიერების დონის საგანგაშო მაჩვენებლის მიზეზები პირველ რიგში სასკოლო განათლების პროცესში უნდა ვეძიოთ, კერძო სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და განათლების საკითხების სპეციალისტს გია მურღულია Aris.ge-განათლებასთან დეტალურად საუბრობს.
მურღულია ამბობს, რომ მოსწავლეები სკოლაში სათანადო ცოდნას ვერ იღებენ და ამის ერთ–ერთი მიზეზი პედაგოგთა დაბალკვალიფიციურობაა, რაზეც მისივე თქმით, სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებიც ნათლად მეტყველებს.
"ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა. განათლების დონის დაბალი ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, განათლების ხარისხი სწავლების ხარისხზეა მიბმული, ანუ მასწავლებელთა კომპეტენციაზე, შესაბამისი გარემოს შექმნასა და სკოლებისთვის საჭირო ინსფრასტრუქტურის მოწყობაზე. ამ თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები გვაქვს, რაც მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესმაც ძალიან თვალნათლივ დაგვანახა. ჩემთვის ეს ისედაც არ იყო უცხო, სერტიფიცირების გარეშეც ვიცოდი, რა პრობლემები ჰქონდათ კომპეტენციის თვალსაზრისით პედაგოგებს. ერთი კომპონენტია მასწავლებელთა კომპეტენცია, რომელსაც თან ახლავს მოტივაცია და მეორე - ინფრასტრუქტურა, სასკოლო გარემო. ძალიან მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე ტექნოლობიები დაინერგოს ჩვენ სკოლებში და ჩვენი მასწავლებლები მზად იყონ მათ ასათვისებლად და გამოსაყენებლად,"-ამბობს მურღულია.
განათლების ხარისხის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მურღულია მოსწავლის მიერ სწავლის სურვილს მიიჩნევს.
"რაც ჩამოვთვალეთ არის ერთი მხარე განათლების ხარისხისა. მეორე არის სწავლის ხარისხი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს უნდა უნდოდეთ სწავლა, უნდა აცნობიერებდნენ, ხედავდნენ სწავლის მნიშვნელობას და უნდა ხედავდნენ იმას, რომ ნასწავლი ადამიანის ცხოვრების წესი და მისი შრომის ანაზღაურება დაფასებულია ჩვენ ქვეყანაში. ჯერჯერობით ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდება და ვერ გადაწყდა. ძალიან რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, იმიტომ, რომ ითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს განათლების სფეროში. განათლების სფეროში ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოს უჭირს. თუმცა ამის გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია, რომ მოსწავლის მოტივაცია ამაღლდეს და განათლებამ საზოგადოებაში დაიჭიროს ის ადგილი, რც მას ეკუთვნის. ეს არის ორი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. განათლების ხარისხს ქმნის ერთი მხრივ როგორ ასწავლი, და მეორე მხრივ - როგორ უნდა, თავად მოსწავლეს, რომ ისწავლოს",– განუცხადა Aris.ge–განათლებას გია მურღულიამ.
წიგნიერების დონის დაბალი მაჩვენებლის ერთ–ერთ მიზეზად, სასკოლო ასაკის სასწავლო პროგრამას ასახელებს განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი.
როგორც მან Aris.ge–განათლებას განუცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარების სამოქმედო გეგმებზე და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
"ჩვენ ვლაპარაკობთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის ერთიან სტრატეგიაზე, სადაც განათლების ყველა საფეხური არის გათვლილი და ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ინტერვენციები, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბარი იყოს ყველა მოქალაქისთვის. განათლების დაბალი ხარისხის გნმაპირობებელი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ამ კონტექსტში, ალბათ, აღსანიშნავია პოლიტიკა, რომელიც არ იყო თანმიმდევრული და ძირითადად ხანმოკლე ეფექტებზე იყო გათვლილი. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვაღიაროთ რომ განათლებას სჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკა. აუცილებლად უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა. უნდა გავიაზროთ რომ განათლებაში შედეგის მიღწევას წლები სჭირდება. ამ ყველაფრისთვის საჭიროა კონცენტრირებული ინტერვენციები, რესურსების მობილიზაცია, სწორად დანახული სამოქმედო გეგმა და სწორად გაგადგმული ნაბიჯები",– განუცხადა Aris.ge–განათლებას ქეთევან ნატრიაშვილმა.
რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, და ამაღლდება თუ არა ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე, ამას მომდევნო კვლევები გვიჩვენებს.
გიორგი არის© ხურცია

Tuesday, January 6, 2015
ილია II-ის საშობაო ეპისტოლე
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა
და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
,,მოხედნა ღმერთმა და ყო ხსნა "სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა ერისა თვისისა" (ლკ.I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ.I,14).
დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო.
ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.
წმიდა ქალწულმა მარიამმა, "ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თვისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ.7.4), _ გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თასთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესია და თავი თავისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი;
ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს.
როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მეს"-გან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე.
დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად".
ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ ,,მეს" და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია.
თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან;
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან.
2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწეყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება.
3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია.
საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის.
4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა.
რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების…... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრულ ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: ,,მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული.
5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4).
სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, _ მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით,… ვალებით ...… გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა, მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია.
ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.
დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.
ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული ,,ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.
წმინდა ილია მართალი წერს:
,,ქართველებისთვის ,,დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც ,,დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, -,,დედა-ქალაქს," – მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - ,,დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, ,,დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, - ,,დედა-აზრს," გუთნის განმგებელი მამაკაცს კი - ,,გუთნის-დედას".
რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა! "
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.
ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება.
აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ.
ყველამ, _ ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, _ სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: ემმანუელ, – ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთს ებარებოდეთ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი.
Sunday, January 4, 2015
მსოფლიოს პირველი მილიარდერის სიმდიდრის წესები
ჯონ როკფელერი: უმთავრესი ოცნებაა
ჯონ როკფელერი ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი იყო. ადამიანი, რომლის სახელიც სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ის პირველი მილიარდერია კაცობრიობის ისტორიაში.
1839 წლის 8 ივლისს დაიბადა ამერიკაში. 1870 წელს დააარსა კომპანია standard oil-ი და მართავდა პენსიაში გასვლამდე. ამ საქმეში მას თავისი ძმა და კომპანიონები ეხმარებოდნენ. რაკი ბენზინსა და ნავთზე მოთხოვნა გაიზარდა, როკფელერების სიმდიდრეც გაათმაგდა და ჯონ როკფელერი თავისი დროის უმდიდრეს ადამიანად იქცა, - სიცოცხლის მიწურულს (1937 წელს) მისი ქონება 1,4 მლრდ დოლარს შეადგენდა.
როკფელერი აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ფილანთროპიც იყო. მან დააარსა როკფელერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისთვის, განათლებისთვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის. მანვე დააარსა ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტები.
ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები:
1. ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის (მმართველზე, დირექტორზე)! სინამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.
2. იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაშია.
3. თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
4. უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავლის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრებით.
5. მოიფიქრეთ, როგორ იშოვოთ 50 ათასი დოლარი თვეში, ნაკლები - არა. მეტი - შეიძლება.
(ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდებული - საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავენ).
6. მეტი ურთიერთობა - ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.
7. ღარიბი გარემოცვა გამუდმებით სიღარიბისკენ გიბიძგებთ. ყველაზე მდიდარ ადამიანსაც კი ჰყავს ნათესავები, მეგობრები და სხვა მთხოვნელები, რომლებიც, თუ დროულად არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, მალე გამოგიცარიელებენ ჯიბეებს, მიზნებსა და ოცნებებს. თუ ჯერ კიდევ ღარიბი ხართ, თქვენს გარემოცვაში, ალბათ, არ უყვართ მდიდრები, ალბათ, ეზიზღებათ კიდეც. ყოველთვის გქონდეთ ურთიერთობა მხოლოდ გამარჯვებულებსა და ოპტიმისტებთან.
8. სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი თავის გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამ წუთას მიზნისკენ სვლა.
9. საუკეთესოებისგან ისწავლეთ. გაეცანით მდიდარი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქცევებს, აზროვნებას.
10. ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.
11. დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10% საქველმოქმედოდ გაიღეთ.
12. შექმენით ბიზნესსისტემები, დატკბით ცხოვრებით, ნაშოვნი ფულით.

Subscribe to:
Posts (Atom)