საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები ქვეყნის მასშტაბით 30 დეკემბერს დაიწყება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სკოლის მოსწავლეებისთვის არდადეგები პარასკევ დღეს 30 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი ორშაბათს, 16 იანვარს განახლდება. შესაბამისად, სკოლის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები ორ კვირაზე მეტი დროით გაუხანგრძლივდებათ.
საბავშვო ბაგა–ბაღებში არდადეგების დაწყებისა და დასრულების ვადები ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჯერ არ განსაზღვრულა.
რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს ისინი თავად განსაზღვრავენ.
edu.aris.ge