„ჩემი, როგორც მეწარმის წარმატება, მამაჩემის ერთი რჩევის შედეგია“ - ამბობს ინდოელი ბჰავინ ტურაქია, რომელმაც ტექნოლოგიური კომპანიების დაარსება ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში დაიწყო. 1990-იან წლებში, როდესაც ინდოეთში ინტერნეტის მოხმარების „ბუმი“ დაიწყო, ძმასთან ერთად რამდენიმე მილიონი გამოიმუშავა - ისინი მომხმარებლებს ვებ ჰოსტინგისა და დომეინის სახელის რეგისტრაციას სთავაზობდნენ. „მამაჩემი ყოველ დღე დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე მუშაობდა, რომ როგორმე თავი გვერჩინა. ყველაფერი, რაც ახლა გამაჩნია, მამაჩემის მნიშვნელოვანი დამსახურებაა. ის ბავშვობაში მუდმივად მიმეორებდა ერთ რჩევას - იმდენად ხშირად, რომ ვპასუხობდით „ვიცით, მამა!“ რჩევა ძალიან მარტივი იყო, სულ ერთი წინადადება - „ყველაფერს მიაღწევ, თუ გონებაში კარგად ჩაიბეჭდავ, რისი გაკეთებაც გინდა“. თუ ამის გათავისებას მოახერხებთ, მაშინვე თავდაჯერებული გახდებით, ფიზიკის ფუნდამენტური კანონების დარღვევის გარდა ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ გონებას შესაბამისად განაწყობ“, - ამბობს ტურაქია.
კოდირება მან 10 წლის ასაკში ისწავლა. საჭირო წიგნებით მამა ამარაგებდა. „საგანი ერთი ნახვით შემიყვარდა, უამრავ დროს ვატარებდი კომპიუტერის ოთახში სკოლაში, მაშინ არ გვქონდა საშუალება, კომპიუტერი სახლში გვქონოდა.“ პირველი დეველოპერული კომპანია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს შექმნა. „როდესაც სრულიად ახალ იდეაზე ვიწყებ მუშაობას სულ სხვა სივრცესა და ინდუსტრიაში, რომელზეც წარმოდგენაც კი არ მაქვს, ყოველთვის მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ყველაფერს მივაღწევ, თუ გონებას შესაბამისად განვაწყობ“. საკუთარი დაარსებული კომპანიების გაყიდვის შედეგად ტურაქიამ 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ახლა ის ორი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.
ambebi.ge