კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა
"ვაზვრატების" მოთხოვნის მიზნით კიბერშეტევები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით. ახლახანს ვიხილეთ ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე განხორციელებული თავდასხმა თანხის მოთხოვნით, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის კრიზისი მთელ რიგ შტატებში; ასეთივე ხასიათის იყო თავდასხმა Apple-ზე.
FBI-ის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
კიბერკრიმინალს უკვე მოჰყვა ნეგატიური შედეგები, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეფერხდა. პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ "ბერკეტები", რომ შეაჩერონ ასეთი თავდასხმები.
აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერკრიმინალი განსახილველ საკითხებს შორისაა.
ტექნოლოგიების განვითარება იწვევს კიბერსამყაროს წიაღიდან მომდინარე საფრთხეების ზრდას. დიდი ქვეყნებისთვისაც კი დაუძლეველ ამოცანად რჩება იდუმალებით მოცული დაჯგუფებების შეტევებისგან თავდაცვა. საინტერესოა, ჩაანაცვლებს თუ არა ჰიბრიდული კომპლექსური ძლიერება ბირთვულს?!
ასევე იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=iTPIl...
#კიბერომი #კიბერკრიმინალი
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება