Saturday, January 25, 2014

გთავაზობთ ელექტრონული ჟურნალის ,,გამოსაშვები გამოცდების” 1,2,3,4 ნომერს

ჟურნალი "გამოსაშვები გამოცდები" განკუთვნილია მე-11 და მე-12 კლასელებისათვის, მათი მშბოლებისა და პედაგოგებისთვის:

გთავაზობთ უ ფ ა ს ო კონსულტაციებს

გ ა ნ ა თ ლ ე ბ ი ს სახლი ახორციელებს პროექტს "ჩემი სწორი არჩევანი" – 27 იანვრიდან 27 თებერვლამდე, ყოველი კვირის სამშაბათს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე გთავაზობთ უ ფ ა ს ო კონსულტაციებს საატესტატო, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან, ქართულ და უცხოურ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და საუნივერსიტეტო განათლებასთან, ასევე - პროფესიის/სპეციალობის შერჩევასთან დაკავშირებით.

კონსულტაციისათვის სავალდებულოა რეგისტრაცია/ჩაწერა:
ტელ.: 214 8024, 599 201096;
ელ–ფოსტა: hedu.ge@gmail.com

Friday, January 24, 2014

გიორგი გურეშიძე: იეილის უნივერსიტეტის სტუდენტი

გიორგი გურეშიძეგიორგი გურეშიძე
ტექსტის ზომა 
უცხოეთში საქართველოდან სასწავლებლად და სამეცნიერო ხარისხის მისაღებად წასული ახალგაზრდები განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ იმის მიხედვით, სად არიან, რას სწავლობენ, როგორი ხასიათი აქვთ და რა გარემოში მოხვდებიან. ამ მრავალფეროვანი გამოცდილებისა და ცხოვრების ჩვენება გადავწყვიტეთ „უხილავ ფარდაში“. დღეს შევხვდებით აშშ-ის იეილის უნივერსიტეტის სტუდენტს, 20 წლის გიორგი გურეშიძეს. იეილის უნივერსიტეტი მსოფლიოში სახელგანთქმული უმაღლესი სასწავლებელია, ის სიძველით მესამეა შტატებში, მისი დიპლომი აქვს ან იქ უმუშავია 49 ნობელიანტს და აშშ-ის 5 პრეზიდენტს. იეილის უნივერსიტეტში სწავლობენ საქართველოდან წასული სტუდენტებიც. გიორგი გურეშიძე ერთ-ერთია, მას ტელეფონით ვესაუბრეთ სემინარის წინ, რომელზეც ის ამ ინტერვიუს დასაწყისშივე გვიამბობს.



საუბარი გიორგი გურეშიძესთან


    radiotavisupleba.ge

„ განათლების მსოფლიო ფორუმი 2014“

20 იანვრიდან ლონდონში „ განათლების მსოფლიო ფორუმი 2014“ მიმდინარეობს. ფორუმს 133 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება. ფორუმზე იმყოფებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭომ უზრუნველყო. ფორუმის მიზანია განისაზღვროს თანამედროვე მსოფლიოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკა. ფორუმის ფარგლებში ის საკითხები განიხილება, რომელიც საერთო გამოწვევას წარმოადგენს და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას საჭიროებს. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნებში განათლების
საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფორუმის მიმდინარეობას. თამარ სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მსოფლიო ფორუმში, სადაც განიხილება თემები, რომელზედაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს. განსახილველ თემებს შორისაა: მასწავლებლის პროფესიული განვითარება; თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; განათლების ლიდერთა გააქტიურება და განვითარება; სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სხვ. ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ფორუმის ფორმატი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართონ, ქართული პროექტები გააცნონ, მათი შეფასებები და რჩევები მოისმინონ.
Ministry of Education and Science of Georgia

Thursday, January 23, 2014

კიევის დაპირისპირების ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო 31 ფოტო


Uariot01 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
1.
Uariot02 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
2.
Uariot03 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
3.
Uariot04 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
4.
Uariot05 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
5.
Uariot06 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
6.
Uariot07 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
7.
Uariot08 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
8.
Uariot09 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
9.
Uariot10 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
10.
Uariot11 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
11.
Uariot12 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
12.
Uariot13 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
13.
Uariot14 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
14.
Uariot15 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
15.
Uariot16 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
16.
Uariot17 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
17.
Uariot18 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
18.
Uariot19 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
19.
Uariot20 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
20.
Uariot21 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
21.
Uariot22 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
22.
Uariot23 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
23.
Uariot24 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
24.
Uariot25 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
25.
Uariot26 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
26.
Uariot27 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
27.
Uariot28 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
28.
Uariot29 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
29.
Uariot30 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
30.

Uariot31 Самые невероятные и удивительные фотографии противостояния в Украине
31.

ძველი სუხიშვილების დიეტა-მარტივი და ეფექტური

პირველი დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. ნაბეღლავი
მეორე დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. ნაბეღლავი
მესამე დღე: 500 გრ. არაჟანი და 1 ლ. ნაბეღლავი
მეოთხე დღე: 1,5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. ნაბეღლავი
მეხუთე დღე: 1,5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. ნაბეღლავი
მეექვსე დღე: 1,5 კგ. ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ. ნაბეღლავი
მეშვიდე დღე: 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. ნაბეღლავი
მერვე დღე: 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. ნაბეღლავი
მეცხრე დღე: 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ. ნაბეღლავი
დიეტის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ არაფერი გარდა ზემოჩამოთვლილი პროდუქტებისა, მათ შორის არც ჩაი და ყავა. მეათე დღისთვის კი გარანტირებული გაქვთ 5-7 კილოგრამის მოკლება.
droni.ge

Tuesday, January 21, 2014

პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელს თურქეთში თავს დაესხნენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს სოფო ჯაჯანაშვილს თურქეთში თავს დაესხნენ.

ინციდენტი ვიზიტის დროს მოხდა და სოფო ჯაჯანაშვილს მოსაცდელში თავს უცნობი, ზურგჩანთიანი ქალბატონი დაესხა, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სავარაუდოდ, ქალბატონს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის საერთოდ არ იცნობდა ჯაჯანაშვილს.

თურქული მედია წერს, რომ ქალბატონი პრეზიდენტის სასახლეში თურქეთის პრეზიდენტისთვის დახმარების სათხოვნელად იყო მისული. სიტუაციის განმუხტვაში სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ჩაერივნენ, ქალბატონი Berat Düzgüner დააკავეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

თურქული მედიის ცნობით, დაზარალებული პრესმდივანი ჩივილს არ აპირებს.

ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თურქულმა მედიამ გაავრცელა.