Saturday, April 16, 2016

ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტური დავალებების გამსწორებელთა კონკურსი

ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის გამსწორებელთა კონკურსი 5 ვაკანტურ თანამდებობაზე ცხადდება. 

კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • ჰქონდეს მათემატიკოსის ან მათემატიკის მასწავლებლის დიპლომი და/ან ჩაბარებული მათემატიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო/საგნის გამოცდა (კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში);
  • ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებგვერდზე 7-13 მაისს (სასურველი ბრაუზერი: Mozila Firefox და Google Chrome).

კონკურსი ჩატარდება ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით 15 მაისს 11:00 საათიდან 15:00 საათის ჩათვლით. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ სახლიდან შეასრულონ 310 დავალება და გამოავლინონ საკუთარი კომპეტენცია.

გამოცდის დაწყებამდე, 7-13 მაისს მონაწილეებს საშუალება მიეცემათ ივარჯიშონ - გაასწორონ ნაშრომები ელექტრონული პროგრამის საშუალებით.


არაუგვინეს 5 ივნისისა კონკურსის შედეგების მიხედვით შედგება რეიტინგული სია და გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 3 მაისიდან დაიწყება

ტესტირების მიზანი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.

მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლის და სკოლის მიღწევების შესახებ. 

შეფასების შედეგები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ის ეფექტურად შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ქმედითი ღონისძიებების დასაგეგმად. 

რეგისტრაციის პროცესი 16 მაისს დასრულდება.

ტესტირება კომპიუტერულად, 2-დან 10 ივნისის ჩათვლით ჩატარდება შემდეგ საგნებში:

მე-6 კლასი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული, როგორც მეორე ენა;
  • მათემატიკა;
  • ინგლისური ენა.

მე-9 კლასი:

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • ქართული, როგორც მეორე ენა;
  • მათემატიკა;
  • უცხოური ენა (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული);
  • ისტორია;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია;
  • ხელოვნება.

ტესტირებაში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია. კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ მონაწილე სკოლისათვის.


დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.

Thursday, April 14, 2016

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში!

განათლების სახლი - დელისზე და დიდ დიღომში! 
(+995 32) 2 14 80 24
მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად:
✔ სასურველ საგნებში, 
✔ ს ა ა ტ ე ს ტ ა ტ ო
✔ ერთიანი ე რ ო ვ ნ უ ლ ი,
✔ გ რ ა ნ ტ ი ს გაუმჯობესების/მოპოვების,
✔ ს ა მ ა გ ი ს ტ რ ო
✔ რ ე ზ ი დ ე ნ ტ უ რ ი ს გამოცდებისთვის!
✔ სკოლაში შემსვლელი ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს პროგრამა!
გამოცხადდა ახალი ნაკადის მიღება სასერტიფიკატო კურსებზე:
✔ იყავი წარმატებული
✔ მე ვქმნი ჩემს წარმატებულ ბიზნესს
✔ ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტი - პირველი დონე
✔ მე ვქმნი ვებგვერდს

1-2-3-4 კაციანი ჯგუფები!
საუკეთესო პროფესორ-მასწავლებლები!
ყველა ჩვენი კურსდამთავრებული წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი ა!

დარეკეთ და გახდით წარმატებული:

განათლების სახლი - დ ე ლ ი ს ზ ე
T.: 2 14 80 24, 599 201096
მის.: ვაჟა-ფშაველას 43, კაბინეტი #215
მეტრო დელისთან (პროფ.კულტურის ცენტრი)

განათლების სახლი - დიდ დ ი ღ ო მ შ ი
T.: 2 14 80 24, 593 997917
მის.: იოანე პეტრიწის #3

შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/1CXl-MPutkG9Ith5k4i025Yq-mnKRLeOvqd9u4IichqA/viewform

დაგვიმეგობრდით: www.FACEBOOK.com/www.Hedu.Ge;
ბლოგი: www.iHEDUge.blogspot.com
ვებგვერდი: www.Hedu.Ge.

H ause of EDU cation
#იყავიწარმატებული #BeSuccessful#განათლებისსახლი

Tuesday, April 12, 2016

გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ

2015-2016 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) მოსწავლეთა დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს. 
იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.

2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.
naec.ge

Sunday, April 3, 2016

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პედაგოგების ხელფასები იზრდება

ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან, პედაგოგების ხელფასები იზრდება. პედაგოგების ხელფასების ზრდის მიზნით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარია გამოყოფილი.

როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე განმარტავს, მინიმალური კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების ანაზღაურება 405 ლარი გახდება, კვალიფიკაციის მატებასთან ერთად ხელფასი და დანამატიც იზრდება და მაქსიმუმ 1000 ლარამდე ადის.

"ეს არაა უბრალოდ ხელფასების ზრდა, რომელიც წლიდან წლამდე, ან სემესტრიდან სემესტრამდე რაღაც პროცენტულობით იზრდება. ეს მიბმულია სქემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებლები მიღწეული შედეგით გადადიან ამა თუ იმ სახელფასო დონეზე. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დეტალებში ჩასვლას ნამდვილად საჭიროებს," - ამბობს საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.


პედაგოგების ხელფასებზე სამ ეტაპიანი ზრდის მეორე ეტაპის ამოქმედება სწორედ 2016 წლის აპრილისათვის იგეგმებოდა.
kutaisipost.ge

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალურ/მინიმალურ გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე საგნისათვის საგამოცდო დრო გაიზარდა. ეს ის გამოცდებია, რომელთა ტესტურ დავალებებზე მუშაობამაც, ახალი ფორმატის გათვალისწინებით, შესაძლოა, ოდნავ მეტი დრო მოითხოვოს.
საყურადღებოა, რომ ორი გამოცდის დრო არ გაზრდილა, რადგანაც ბიოლოგიის ტესტში დავალებების რაოდნობა შემცირდა და, შესაბამისად, დროის გაზრდაც აღარ გახდა აუცილებელი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ტესტური დავალებები კი ისეა აგებული, რომ დროის ცვლილებას არ საჭიროებს, რაც აპრობაციის შედეგებმაც დაადასტურა.

საერთო სამაგისტრო გამოცდის წაკითხულის გააზრებას და რაოდენობრივ მსჯელობას დაემატა 5-5 წუთი, ხოლო ანალიტიკური წერისა და ლოგიკის დრო დარჩა უცვლელი.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდას დაემატა 5 წუთი 


2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნის მაქსიმალური/მინიმალური გამსვლელი ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა


გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა მსუბუქი ავტომობილის დატუმბვის დროს მოხდა. აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგურის ოპერატორი და ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ.


საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნლოვანი ზარალი გამოიწვია.
ipn.ge