Sunday, August 7, 2016

განათლების სახლი "ბათუმი" აცხადებს კონკურსს პედაგოგების შესარჩევად

განათლების სახლი "ბათუმი" აცხადებს კონკურსს პედაგოგების შესარჩევად შემდეგ საგნებში:

1.  ქართული ენა და ლიტერატურა
2.  მათემატიკა
3.  ინგლისური ენა
4.  ფრანგული ენა
5.  გერმანული ენა
6.  რუსული ენა
7.  თურქული ენა
8.  ჩინური ენა
9.  ისტორია
10.  გეოგრაფია
11.  ბიოლოგია
12. ქიმია
13. ფიზიკა
14. ზოგადი უნარები

სავალდებულო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• შესაბამისი მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;

დაინტერესებულ მასწავლებლებს ვთხოვთ გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1 გვერდი)
• წერილის საგნად (Subject) მიუთითეთ შესაბამისი საგნის დასახელება (მაგ.: მათემატიკის პედაგოგი)

ტელ.: (032) 2 14 80 24, 599 201096, 597 809993
ელფოსტა: hedu.ge@gmail.com
მის.: ბათუმი, ნიკო ფიროსმანის ქ. #8 (სასტუმრო "ოთო", პირველი სართული)

Saturday, August 6, 2016

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს ბესლან მურდანოვს დაუპირისპირდება


რიოს ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს ძიუდოში -60 კგ. წონით კატეგორიაში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც ქართველი ძიუდოისტი, ამირან პაპინაშვილი ასპარეზობს.
ამირან პაპინაშვილმა პირველ წრეში დაისვენა, ხოლო მეორე წრეში კანადელ სერჟიო პესოას დაუპირისპირდა, რომელიც ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა.
მერვედფინალში პაპინაშვილი ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალში პაპინაშვილმა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იპონელი ნაოისა ტაკატო იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუს ბესლან მურდანოვს დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

Thursday, August 4, 2016

ისტორიის გამოცდის შედეგები

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის, ისტორიის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელსისტორიის გამოცდაზე 12 064 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
ამით დასრულდა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება. 5 აგვისტოს კი დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება. დეტალური ინფორმაციისა საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება.

Tuesday, August 2, 2016

10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე, გონებაზე, მეხსიერებაზე.

1. ორაგული. ეს თევზი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით კი ომეგა-3-ს, რომელიც ტვინის ფუნქციისთვის განსაკუთრებით აუცილებელია. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულთან, გარნირთან, შემწვარი ან მოხარშული.
2. კვერცხი. გული შეიცავს ქოლინს, ელემენტს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს. სკოლის მოსწავლეს შეგიძლიათ სადილზე აჭამოთ მოხარშული, შემწვარი ან ომლეტების სახით. 
3. არაქისის კარაქი და არაქისი (არა მარილიანი). არაქისი E ვიტამინის წყაროა, ანტიოქსიდანტის, რომელიც ტვინში ნერვულ მემბრანებს იცავს. არამარილიანი არაქისი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, არაქისის კარაქი კი ძალიან უხდება ახალ პურს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი, ნიგოზი, ნუში.
4. ხორბალი. ადამიანის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის გარკვეული რაოდენობის გლუკოზა სჭირდება. ხორბალი შეიცავს გლუკოზასაც და უჯრედისსაც (რომელიც ჰლუკოზის სისხლში მოხვედრას არეგულირებს), ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვულ სისტემას კვებავენ. იყიდეთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვის მსხვილმარცვლიანი პური ან სულაც სახლში აცხვეთ. 
5. შვრია. შვრია საუკეთესო საუზმეა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს E, B ვიტამინებს, თუთიას. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. შვრია
შეგიძლიათ, ღვეზელში, ოლადებშიც კი გაურიოთ, ფაფებად დაამზადოთ, თხილეულთან ერთად უბრალოდ მოშუშოთ მშრალ ტაფაზე და იოგურტით ან რძით მიირთვას პატარამ. 
6. კენკრა. მარწყვი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სიმსივნურ დაავადებებს აღუდგებიან წინ. კვლევებ,ა უჩვენა, რომ მარწყვი და მოცვი მეხსიერებას აუმჯობესებს, ხოლო ჟოლოს, მარწყვის მაყვლის თესლები მდიდარია ომეგა-3-ით. ცოცხალი კენკრა შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, ბოსტნეულის კერძებში, უმად მიირთვათ, წვენი დაამზადოთ ან მურაბეული.
7. პარკოსნები. ძალიან სასარგებლოა ლობიო, ბარდა, ოსპი. მათში ბევრი პროტეინი და ე.წ. რთული ნახშირწყლებია (რომლებიც ოდნავ ამაღლებენ შაქრის დონეს სისხლში) და უჯრედისები, პლუს ვიტამინები და მინერალები. პარკოსნების მირთმევა შეიძლება როგორც გარნირი, სალათის დანამატი ან ცალკე კერძი.
8. სხვადასხვაფერის ბოსტნეული. პომიდორი, ბროკოლი, ბადრიჯანი, გოგრა, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, სიმინდი, ისპანახი, კიტრი – მკვეზტრი ნაჯერი ფერის ბოსტნეული ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომლებიც დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ. მიეცით ბავშვებს დაჭრილი ბოსტნეული, მოუმზადეთ სოუსები, სალათები სხვადასხვა ბოსტნეულით. 
9. რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, არაჟანი. რძის პროდუქტები მდიდარია პროტეინებით და B ჯგუფის ვიტამინებით, ეს ვიტამინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ტვინის ქსოვილის ზრდისთვის. უყიდეთ ბავშვს რძის ნაწარმი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, ყველი, კეფირი.
10. ნაკლებ ცხიმიანი ძროხის ხორცი. ნაკლებ ცხიმიანი ხორცი რკინისა და თუთიის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის გაუმჯობესებას. C ვიტამინით მდიდარ საკვებთან (პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, მარწყვი) მისი მიღება ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში ეხმარება. 
mshoblebi.ge

ქიმიის გამოცდის შედეგები

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნის, ქიმიის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე:
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს ქიმიის გამოცდაზე სულ 1706 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

Monday, August 1, 2016

ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფიზიკისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.
შედეგების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი (საგამოცდო ბარათის ნომერი) უნდა გაგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრია.
წელს ქართული ენისა და ლიტერატირის გამოცდაზე 36 973 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ფიზიკის გამოცდაზე კი 657 აპლიკანტი.

2017 წელს საქართველოში 26 სპორტული კომპლექსი აშენდება

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას 28 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა დაუჭირა მხარი.
2017 წელს სპორტული კომპლექსები აშენდება თბილისსა და რეგიონებში:
• მრავალფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლეები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში;
• ჭიდაობის სახლი და სპორტული მედიცინის ცენტრი თბილისში (მშენებლობა დაიწყება 2017 წლის თებერვალში მთავრობასთან შეთანხმებით);
• 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში სპორტული ობიექტების მშენებლობას იწყებს. უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსახლეობის გაჯანსაღებაში. კანადური და სლოვაკური ინვესტიციით მშენებლობა გაგრძელდება 1 წელი და დასრულდება 2017 წლის ივნისში. თანხის გადახდა განხორციელდება 2016-2021 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად. სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა აშენდეს კონტრაქტორის სახსრებით 2017 წლის მაისამდე. მშენებლობებზე დასაქმდება 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სპორტულ ობიექტებზე გაჩნდება სამუშაო ადგილები.

2017 წელს, საქართველო არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს რაგბიში, ასევე მსოფლიოს 19- წლამდელთა ჩემპიონატს ხელბურთში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს ფეხბურთში და სხვა. განხორციელებული ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებების მაღალ დონეზე მასპინძლობას, ასევე საქართველოში სპორტული ტურიზმის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე, სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიების მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ქართული სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. შედეგად, სპორტული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზების თვალსაზრისით, საქართველო პრაქტიკულად ჩამოყალიბდა წამყვან სპორტულ რეგიონულ ცენტრად.