Saturday, September 2, 2017

რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

მას შემდეგ, რაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა და შენიშვნებიც გამოითქვა, გეგმის ავტორები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მნიშვნელობის ამ დოკუმენტის თემატური განხილვებისთვის ემზადებიან. როგორც ამბობენ, შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა, ქალაქის განვითარების მთავარ კონცეფციას ეს არ შეხებია. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, თბილისი სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც გენგეგმის ავტორები გვთავაზობენ. რა შეიცვლება თბილისში გენერალური გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა?

- ამ შეკითხვებით მივმართეთ როგორც გენგეგმის ავტორებს, ისე არქიტექტორებსა და ურბანისტებს. გასაგები მიზეზების გამო, ისინი პროგნოზების გაკეთებას თავს არიდებენ, თუმცა, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც ყურადღების მიქცევა უდავოდ ღირს.

საქმეში ჩახედული პირები არ უარყოფენ, რომ თუ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა ამ სახით ამოქმედდება, თბილისში, შესაძლოა, 

უბნების პრესტიჟულობა და უძრავი ქონების ფასები შეიცვალოს. ჩვენი რესპონდენტები ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ, რაც, შესაძლოა, ამ ცვლილებების მიზეზი გახდეს. მათ შორის არის გენგეგმის ხედვა, რომ თბილისი კომპაქტური ქალაქი უნდა გახდეს და მისი განვითარება აღარ გაგრძელდეს ახალი უბნების შემოერთების ხარჯზე. გარდა ამისა, ლაპარაკია სარეკრეაციო ზონებისა და სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაზე, რაც ასევე გაზრდის მიმდებარე უბნებში უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ფასს. 

მერაბ ბოლქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი: "ქალაქის არაგონივრულად შემჭიდროებამ უძრავი ქონების ფასების რყევა განაპირობა. ბუნებრივია, როცა განაშენიანების სიმჭიდროვე ნორმებს დიდად აჭარბებს, იქ ცხოვრების ხარისხი ქვეითდება და დროთა განმავლობაში, უძრავი ქონების ფასიც. 
მაგალითად, მიღებულია, რომ ჰექტარზე ქალაქში, ყველაზე ბევრი, 240-250 კაცი უნდა ცხოვრობდეს, ჩვენთან კი ცალკეულ უბნებში, მათ შორის ყიფშიძის ქუჩაზე, დოლიძისა და ბალანჩივაძის მონაკვეთებში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ჰექტარზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე გაცილებით მეტია. ცხადია, აქ ხალხის დატევა კი არ იგულისხმება, არამედ ყოველი მოსახლისთვის აუცილებელი მწვანე საფარი, ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები, ავტოსადგომი და სხვ. თბილისში კი გაჩნდა უბნები, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს ან არასაკმარისია, რამაც საცხოვრებელი პირობები მეტად დაამძიმა.
უცხოეთში ბინას არავინ იქირავებს, თუ გვერდით დიდი პარკი არ არის. თბილისში ამ თვალსაზრისით პრობლემებია, ამიტომ, სადაც განაშენიანება ნორმაზე მაღალია, მეტად აღარ უნდა გაიზარდოს. არსებობს ვითარების შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, ასეთ არეალებში მწვანე რეკრეაციული სივრცეების გაჩენა - როგორც განაშენიანებებს შორის, ისე თვით განაშენიანებებშიც.

ჩვენ თბილისის მთავრობას შევთავაზეთ რამდენიმე საქალაქო, საუბნო და უბნისშიდა პარკების მოწყობა. გენერალური გეგმა ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, პირველივე ეტაპზე დავაყენეთ კონკრეტული წინადადებები. მაგალითად, 

საქალაქო პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, სადაც დასასვენებლად მოსახლეობა ქალაქის სხვა უბნებიდანაც ივლის, როგორც ახლა ადიან მთაწმინდის პარკში. ავტომატურად, პარკის გაშენება იქ უძრავი ქონების ფასს გაზრდის; ასევე, ფონიჭალასთანაც შესაძლებელია მოეწყოს საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, კრწანისის ტყეპარკს შეუერთდეს; საუბნო პარკი თემქის ორ განაშენიანებას შორის, ხევძმარას ხევის მიმდებარედ და საფეხმავლო ხიდებით მათი დაკავშირება. აქ შესაძლებელია მდინარე ხევძმარას გახსნა, სადაც შეიქმნება წყლის სარკე, რამდენიმე კასკადი, მოეწყობა ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები და სხვ. ამით გაუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო და ეს ღირებულებასაც გაზრდის. დიღომში დაბეტონებულია ორ მიკრორაიონს შორის ჩამომავალი წოწორასხევი. შესაძლებელია მისი გახსნა და მწვანე საფრის მოწყობა. 

რეკრეაციული სივრცეების გაჩენითა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებით თბილისში მთელი რიგი უბნების პრესტიჟულობა შესაძლებელია შეიცვალოს. ამას ხელს შეუწყობს პოლიცენტრული არეალების შექმნა. ჩვენ ხუთი ასეთი არეალი მოვნიშნეთ, რათა ქალაქის ცენტრი არ გადაიტვირთოს და მოსახლეობას გარეუბნებშიც ჰქონდეს ინფრასტრუქტურა: ერთი ასეთი ადგილი დიდი დიღმის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივნისა და გლდანი-დიღმის გადასასვლელის კვეთაზე მოვნიშნეთ, 45-დან 60 ჰექტარამდე ტერიტორიაზე, რომელიც ინვესტიციის მოზიდვის არეალიც უნდა გახდეს. ასეთ ადგილებში მოქალაქე ყველანაირ სერვისს მიიღებს, გარდა ცალკეული უნიკალური ობიექტისა, როგორიც არის, მაგალითად, ოპერისა და ბალეტის თეატრში სტუმრობა. ასეთი ცენტრების არსებობაც აამაღლებს ცხოვრების ხარისხს და, ბუნებრივია, იმ რაიონებში უძრავი ქონების ფასს გაზრდის; ადგილები მოვნიშნეთ გლდანი-მუხიანი-თემქის კვანძში, საბურთალოზე, სადაც ახლა ბაზრობა, "გუდვილი" და ტროლეიბუსების პარკია, "სამგორის" მეტროს ტერიტორიაზე - აქ ყოფილი საწარმოს ტერიტორიები ხელახალ განვითარებას ითხოვს, და კიდევ "ისტ პოინტის" მიმდებარედ, სადაც დამატებით სავაჭრო და მომსახურების კომპლექსი უნდა განვითარდეს". 

ნიკო კახეთელიძე, ურბანისტი: "წლების წინ აგრარული უნივერსიტეტის მოპირდაპირედ 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთს 3 ათას დოლარად მთავაზობდნენ. უარი ვუთხარი, რადგან იქაურობა ერთი დიდი ტაფობი იყო. ამ ამბიდან დაახლოებით ორი წელიწადი გავიდა და იქ ახლა 1 კვმ 100-120 დოლარი ღირს. მსგავსი რამ მოხდა თბილისის ზღვასთან - იქ 1 კვმ მიწას 3-6 დოლარად ვერ ყიდდნენ, ახლა კი 60 დოლარი ღირს. უძრავი ქონების ფასისა და მასზე მოთხოვნის ცვლილება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითარდება კონკრეტული ტერიტორია. თუმცა, 

თბილისში კიდევ ერთი გარემოება მოქმედებს უბნების პრესტიჟულობაზე - ვინ წავა საცხოვრებლად ამ უბანში. ქართველებს აქვთ ეს მომენტი. რომ დაინახავენ, ვინმე "ისეთი" დასახლდა ახალ უბანში, ამით იზრდება მისი პრესტიჟულობა და შესაბამისად, ფასი. ვაკეშიც ასეა, თორემ ვაკე, როგორც საცხოვრებელი უბანი, უვარგისია.

ასე ყალიბდება ჩვენთან კონკრეტული უბნის ღირებულება. შემდეგ მოდის კრიტერიუმები: როგორ განვითარდება ინფრასტრუქტურა, რამდენად ახლოს არის სუპერმარკეტი, სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვ. ზოგიერთ უბანში სახლი სახლზეა მიმდგარი, ავტომობილს ვერსად გააჩერებ, ღმერთმა ნუ ქნას და, ხანძრის დროს სახანძრო მანქანა ვერ მიუდგება. წესით, ასეთ უბანში ბინას არავინ უნდა ყიდულობდეს, მაგრამ მყიდველი მაინც ჰყავს. არის მყიდველი, ვინც ასეთ რამეს ყურადღებას არ აქცევს და დეველოპერსაც სწორედ მათზეა აქვს გათვლილი ყველაფერი. 
უნივერსალური ფორმულაა - როგორც კი ერთ აგურს დადებ მიწაზე შენობის ასაშენებლად, მისი ფასი მყისიერად იზრდება. შესაბამისად, თუ გენგეგმას ამ სახით მიიღებენ, ეს ავტომატურად იმოქმედებს ფასებზე შესაბამის უბნებში.

ასევე დიდ ცვლილებებს გამოიწვევს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მაგალითად, ექვსზოლიანი საავტომობილო გზით რუსთავი და თბილისი, ფაქტობრივად, ერთმანეთს შეუერთდება, რადგან ერთი ქალაქიდან მეორეში მოხვედრა უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, ამ ორ ქალაქს შორის ტერიტორიაც ინტენსიურად განაშენიანდება და მიწასაც ფასი დაედება. სატრანსპორტო კორიდორი ურბანისტულ განვითარებას ყოველთვის ცვლის". 
დავით აბულაძე, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე: "ქალაქგეგმარების დოკუმენტის მთავარი ამოცანა ქალაქში ცხოვრების ხარისხის გაზრდაა. თბილისში მიწა, უძრავი ქონება უფრო ღირებული უნდა გახდეს, სადღაც უფრო მეტად ან ნაკლებად, მაგრამ ყველგან უნდა გაუმჯობესდეს უძრავი ქონების ხარისხობრივი მაჩვენებელი. გენერალური გეგმა ზოგ ტერიტორიას უფრო განავითარებს, შემდეგ ეს ირიბად დანარჩენ სივრცეზეც დადებითად იმოქმედებს. ქალაქში ცხოვრების ხარისხი ამაღლდება. ვეთანხმები, რომ თბილისი არსებულ ფარგლებში უნდა განვითარდეს და არა ახალი ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე. ტერიტორიების მექანიკური შემოერთება პროფესიულ საზოგადოებაში ცუდ გადაწყვეტილებად არის მიჩნეული. შეიძლება, ამან გაზარდა მიწისა და უძრავი ქონების ფასი, მაგრამ განაშენიანების ტიპი შეცვალა, სოფლისა და სააგარაკო ტიპის ნაცვლად მივიღეთ ურბანული პროექტები. სოფლისა და სააგარაკო განაშენიანების ადგილებში იმიტომ სახლობენ, რომ სურთ, დასახლებას არსებული იერი შეუნარჩუნონ და ამ დროს ცხვირწინ კორპუსებს უშენებენ. 
როცა ქალაქი ახალი ტერიტორიების ხარჯზე იზრდება, მაშინ სულ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება სარეკონსტრუქციო ტერიტორიები, რადგან ინვესტორისთვის აქ ფულის დაბანდება არ არის მომგებიანი და ცარიელ ტერიტორიებს ამჯობინებს. ქალაქს კი აქვს სარეკონსტრუქციო ტერიტორიების დიდი რესურსი და ამის ხარჯზე უნდა განვითარდეს, მათ შორის არის რესურსი ნაძალადევის რაიონში, ავლაბრის გარე უბნებში, დიდუბეში და სხვ. ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხის მიღწევით ამ უბნების პრესტიჟულობაც გაიზრდება".

"ტრასებად ქცეული სანაპიროები სარეკრეაციო სივრცედ გარდაიქმნება" 


"თბილისი მდინარის გას­წვრივ განვითარებული ქალაქია. ისტორიულად, მტკვრის ნაპირები ხალხმრავალი და ქალაქის ცხოვრებასთან მჭიდროდ დაკავშირებული სივრცეები იყო. თუმცა, გასულ საუკუნეში მდინარე ჯებირებში მოექცა და ნაპირები გადატვირთულ საავტომობილო ტრასებად გარდაიქმნა. მტკვარმა დაკარგა ადამიანების თავშეყრის, დასვენების, ქალაქის განიავებისა და გაგრილების ფუნქციები", - ნათქვამია გენგეგმაში. მის ავტორებს მოჰყავთ სხვა ქალაქების მაგალითები, სადაც საავტომობილო ტრასებად ქცეული მდინარის ნაპირები სარეკრეაციო სივრცედ გარდაიქმნა. 
მტკვრის გასწვრივ, ქალაქის მთელ სიგრძეზე, უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით. ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშთაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები - ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად. დედაენის პარკში, რიყისა და 300 არაგველის მონუმენტთან მდინარის ჯებირებისგან გათავისუფლებით უშუალოდ მტკვრის ნაპირთან დასვენება გახდება შესაძლებელი. გათვალისწინებულია მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, ურბანული სარეკრეაციო სივრცეების შესაქმნელად.

პრესტიჟული სამეული...

წლების განმავლობაში თბილისში ყველაზე პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ უბნებად ვაკე, ვერა და საბურთალო ითვლებოდა. უძრავი ქონების ლაბორატორიის კვლევების თანახმად, რომელიც 2017 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებს მოიცავს, უძრავი ქონების ფასებით ყველაზე ძვირი რაიონი მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი გლდანი და სამგორია. გაყიდვების საშუალო ფასი 1 კვმ-ზე ყველაზე ძვირი (1.061 დოლარი) მთაწმინდაზე, ყველაზე დაბალი (553 დოლარი) კი სამგორში იყო.
პოპულარობით სხვა უბნებს ვაკე, საბურთალო და სამგორი უსწრებდა: ყველაზე მეტი ტრანზაქცია (1 759 ერთეული) ვაკეში აღირიცხა, თბილისის გაყიდვების 19%. მეორე და მესამე ადგილებზე არიან საბურთალო 1 585 ერთეულითა და სამგორი - 819 ერთეულით.

ზოლები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის

გენგეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას საჯარო ტრანსპორტის გამხოლოებული ხაზი, როგორც ავტობუსისთვის, ისე მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტისთვის, სადაც სხვა მანქანა ვერ შევა. როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუბრკოლებლად და კომფორტულად იმოძრავებს, თბილისელების უმეტესობაც ამ ტრანსპორტში გადაჯდება. გენგეგმაში განხილულია ასეთი სამი მარშრუტი:
ხაზი 1. იწყება დიდ დიღომში, კვეთს დიდუბეს და გრძელდება საბურთალოზე მეტროსადგურ "უნივერსიტეტამდე". ხაზი აერთიანებს მჭიდროდ დასახლებულ არეალებს დიღომში. მოისაზრება მისი გაგრძელება ზაჰესის სარკინიგზო სადგურამდე. 

ხაზი 2. იწყება საბურთალოზე მეტროსადგურ "უნივერსიტეტთან", ვაკის გავლით მიუყვება ჭავჭავაძის გამზირს ფილარმონიამდე და კვეთს ვარდების მოედანს, რის შემდეგაც მიუყვება რუსთაველის გამზირს. თავისუფლების მოედნიდან ძველ ქალაქს უერთდება. შემდგომ ხაზი მიუყვება კოტე აფხაზის ქუჩას და გამოდის მარჯვენა სანაპიროსთან ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, სადაც გულიას მოედნის ხიდის გადაღმა სრულდება. 

ხაზი 3. იყენებს ახალ გრძივ ღერძს, რომელიც რკინიგზას ჩაანაცვლებს და დიდუბისა და სამგორის სადგურებს გააერთიანებს. განიხილება ხაზის განვრცობა კახეთის გზატკეცილის გასწვრივაც. 

@ემა ტუხიაშვილი

kvirispalitra.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



მოსკოვთან ახლოს, ავიაშოუს დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა


მოსკოვთან ახლოს, ავიაშოუს დროს თვითმფრინავი Ан-2 ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო ТАСС იუწყება. „თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე იყო. მფრინავმა მართვა დაკარგა, რის შედეგადაც Ан-2 ჩამოვარდა. თვითმფრინავში მყოფი ორივე ადამიანი დაიღუპა“, - განუცხადეს სააგენტოს ავიაშოუს წარმომადგენლებმა. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვერსიად ეკიპაჟის მიერ დაშვებული შეცდომა სახელდება. 
ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

რუსეთმა ჩრდილო კორეის საზღვრიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო!

ჩრდილო კორეის მიერ ბოლო სარაკეტო გამოცდების შემდეგ, ვითარება ისევ მკვეთრად გაუარესდა კორეის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოელების მიერ ყოველი მომდევნო სარაკეტო გამოცდა, სულ უფრო წარმატებული და ამავე დროს, საშიში ხდება, როგორც სამხრეთ კორეისთვის, ისე იაპონიისა და აშშ-ისთვის.

29 აგვისტოს, იაპონიის მიმართულებით გაშვებული ორი რაკეტიდან ერთი კონტინენტსა და იაპონიას შორის ჩავარდა ზღვაში, მეორემ კი იაპონიის ტერიტორიას გადაუფრინა და ღია ზღვაში ჩავარდა. 1998 წლის შემდეგ, მიუხედავად უამრავი სარაკეტო გამოცდისა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილო კორეულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა. ამ ინციდენტს მოჰყვა იაპონიის საგანგაშო სისტემის ამოქმედება და მოსახლეობამ უმალ მიიღო შეტყობინება სარაკეტო საფრთხის თაობაზე, რომელსაც თან ახლდა მოწოდება თავშესაფრებში გადასვლის შესახებ. ჩრდილოელების სარაკეტო გამოცდას, სამხრეთელების მხრიდან მოჰყვა დემონსტრაციული საჰაერო მანევრები, რომლის დროსაც ჩრდილოეთთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე პოლიგონზე, სამხრეთ კორეულმა ბომბდამშენებმა რვა საავიაციო ჭურვი ჩამოაგდეს.

რუსულმა მედიამ გაავრცელა კიმ ჩენ ინის განცხადება, რომელშიც ის ბოლო სარაკეტო გამოცდებს ამერიკულ კუნძულ გუამზე თავდასხმის "პრელუდიად" აფასებს, ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ჩრდილოელებმა შორს მოქმედების ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს (წყარო), რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული რაკეტა "ჰვანსონ-12"-ს აქვს შესაძლებლობა კუნძულ გუამამდე მიაღწიოს. 

ამ ფონზე, რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიის მხარის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ჩრდილოეთ კორეას ესაზღვრება, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ევაკუაციის შესახებ, ადგილობრივმა სამსახურებმა სიტყვიერი ბრძანება, ოლქის საგანგებო სიტუაციათა ადგილობრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელობისგან მიიღეს, რომლის მიხედვით, ადგილობრივმა სამსახურებმა უნდა უზრუნველყონ 1500 ადამიანის განსახლება, უსაფრთხო ადგილებში?!

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი კორეის ნახევარკუნძულზე საბრძოლო მოქმედებების დაწყებას, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კიმ ჩენ ინის უშუალო გარემოცვაში, რუსეთის ФСБ-ს ოფიცრები არიან და პრაქტიკულად ისინი უზრუნველყოფენ კიმის უსაფრთხოებას, დიდია ალბათობა, რომ ისინი ატყობინებდნენ "ცენტრს" შესაძლო ესკალაციის შესახებ. პრინციპში, არც ამის გარეშე აქვთ რუსებს კიმის რეჟიმთან პირდაპირ კომუნიკაციაში ყოფნის პრობლემა და ალბათ პირველწყაროდან იღებდნენ ინფორმაციას. შესაბამისად, რუსების ეს ევაკუაცია, ვითარების ესკალაციის თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმპტომს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ყურადსაღებია.

რუსების გარდა, საინტერესო და ასევე მნიშვნელოვანი ინდიკატორია, ჩინელების ქცევა. ამ დრომდე ჩინეთიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა, გარდა დღის პირველ ნახევარში გავრცელებული განცხადებისა, რომელშიც ჩინეთი ორივე კორეას, თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
ის, თუ რა მოხდება კორეის ნახევარკუნძულზე ამ ინციდენტებისა და სიმპტომების შემდეგ, უფრო ნათელი 30 აგვისტოს, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, ანუ მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების სხდომა დასრულდება და დიპლომატიური მოქმედებებისთვის გარკვეული დრო იქნება გამოყოფილი, გადაწყვეტილებები მივა ადრესატებამდე და ისინი საპასუხო განცხადებებს გაავრცელებენ.

kvirispalitra.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება




Friday, September 1, 2017

სტუდენტთა სია, რომლებმაც 2017 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი



გთავაზობთ იმ სტუდენტთა სიას, რომლებმაც 2017 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი

თიანეთში, მამაკაცი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს


თიანეთში მკვლელობა მოხდა. პირველი არხის ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული მისივე მამაა.  
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, დაახლოებით, ორი საათის წინ, თიანეთში მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს. 
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გყულისხხმობს.
1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში

სრულად ელექტრონული სისტემით ერთიანი ეროვნული გამოცდები არც მომდევნო წელს ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამაზე მუშაობს, მის მზაობის შემთხვევაშიც კი ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ამისათვის მზად აბიტურიენტები არ არიან.

როგორც გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე მორალურად არ აქვთ უფლება ახალგაზრდებს რადიკალურად განსხვავებული სისტემა შესთავაზონ. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს გამოცდების ტექნიკურ მხარეში გარკვეული კომპონენტები შეიცვალოს.

“პირდაპირ გეტყვით, რომ მზადაც რომ ვიყოთ, სრულად ელექტრონულ სისტემაზე მაინც ვერ გადავალთ. ამას თავისი პრობლემები აქვს. სულ სხვაა წერა და სულ სხვაა ბეჭდვა. სულ სხვაა ფიზიკაში, ქიმიაში თუ მათემატიკაში ამოცანის ამოხსნა, ფორმულისა თუ ნახაზის გაკეთება ფურცელზე და სხვაა იგივეს გაკეთება ელექტრონულად. ამას თავისი მომზადება სჭირდება.

“აუცილებლად დადგება ის დრო, როცა დარწმუნებულები ვიქნებით, რომ სკოლებში ამას კარგად ასწავლიან. ეს ბარიერი არ უნდა იყოს. მე თუ ამოცანას ამოვხსნი, მაგრამ ფორმულის აკრეფას ერთი საათი მოვუნდი, სწორი არ იქნება. ამიტომ, საკითხი მარტივი არაა. მზად რომც ვიყოთ, მორალური უფლება არ გვექნება ეს გავაკეთოთ.

“თუმცა, მეორე ნაბიჯი აუცილებლად იქნება ის, რომ ე.წ. დახურულ დავალებებში ელექტრონული სისტემა შევთავაზოთ. ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლისათვის ეს შესაძლებელია. თუმცა აზრი ამ საკითხზეც ორადაა გაყოფილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმათი აზრი, ვისაც ვემსახურებით. არის აბიტურიენტებისა და პედაგოგების კატეგორია, რომელსაც არ უნდა ეკრანზე კითხვა, ქაღალდი ურჩევნია. ასევე არის კატეგორია, რომელიც ჩხუბობს, რომ პასუხების ქაღალდზე მონიშვნა აღარ უნდა და კომპიუტერში მონიშვნას ითხოვს. ყველას ერთდროულად ვერ ასიამოვნებ”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ აპლიკანტებს არჩევანის საშუალება მიეცეთ და თავად გადაწყვიტონ ელექტრონულად ურჩევნიათ ტესტის წერა თუ ფურცლებზე? – მიმინოშვილი გვპასუხობს, რომ ეს ძალიან რთული იქნება. მისი თქმით, სისტემა უნდა აეწყოს ისე, რომ ან პროგრამულად გაასწროს ელექტრონულად მონიშნული პასუხები, ან ფურცლები გასწორდეს.

“შემოდგომაზე ამ თემაზე საუბარს აუცილებლად დავიწყებთ – დავაპირებთ თუ არა აბიტურიენტებისათვის რაიმეს შეთავაზებას 2018 წელს. ამას თავისი სერიოზული პლუსი აქვს და, ვფიქრობ, იმათთვის, ვინც სკეპტიკურადაა განწყობილი, თუნდაც დახურულბოლოიანი დავალებების სრულად ელექტრონული სისტემით დაწერაზე, პასუხი გვაქვს – გასაგებია, შეიძლება შენთვის ეს ცოტა დისკომფორტია, მაგრამ სამწუხაროდ უნარებში პასუხს გამოცდის დამთავრდებისთანავე გაიგებ და არა ივლისის ბოლოს. ეს უდაოდ დიდი პლუსია”, – დასძინა მაია მიმინოშვილმა.
edu.aris.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

ვ ი დ ე ო: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ - რა ვითარებაა სკოლებში



საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ. ოკუპირებულ ახალგორში პირველ  სექტემბერს ჩაკეტილი საზღვრებით ხვდებიან, რის გამოც 12 პედაგოგი და მოსწავლეთა ნაწილი რაიონში შესვლას კვლავ ვერ ახერხებს. 
რეგიონში ქართულ ენაზე სწავლა იკრძალება, უქმდება ქართული ბაგა-ბაღიების ნაწილი. დაწყებით კლასებში სწავლა მთლიანად რუსულ ენაზე გადადის, ქართული სკოლები კი დე ფაქტო რესპუბლიკის შემუშავებულ პროგრამას დაექვემდებარებიან. 
ოკუპირებულ ცხინვალში რუსულენოვანი სახელმძღვანელოები უკვე ჩაიტანეს, თუმცა არასაკმარისი რაოდენობით.კვლავ მოუწესრიგებელია სასკოლო ინფრასტრუქტურა,მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. წელს რეგიონის სკოლები 800 პირველკლასელს მიიღებს. 
ოკუპირებული აფხაზეთი კი სასწავლო წელს 4 სექტემბერს დაიწყებს, წელს აქ  2938-მდე პირველკლასელს ელოდებიან.  დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში  27 ათასი მოსწავლე სწავლობს, 156 სკოლიდან კი 59 აფხაზური, 46 რუსული, 15 აფხაზურ-რუსული, 25 სომხური და მხოლოდ 11 ქართულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც სწავლა ნაწილობრივ რუსულად მიმდინარეობს.

1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება