Sunday, August 5, 2018

მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს


ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. 



მისი ცხედარი მოსკოვში, ბინაში იპოვეს, სადაც კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.
ipn.ge

„ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს


შსს-მ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში, თაღლითური ჯგუფის 4 წევრი დააკავა.
 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩადენილი დანაშაული 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: ცოლ-ქმარი - 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ძ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ., ასევე, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.გ. და 1987 წელს დაბადებული კ.თ. 
 
                           💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე ლარზე მეტი შედგინა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ipn.ge

Thursday, August 2, 2018

ვინ არის ერთადერთი აბიტურიენტი, რომელმაც ზოგად უნარებში უმაღლესი ქულა მიიღო

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაზე ერთადერთი უმაღლესი ქულა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონს 55-ე საჯარო სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, დევი ონიანმა მიიღო.
დევი ონიანი ოლიმპიადების აქტიური მონაწილეა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ის სხვადსხვა პრიზების მფლობელია ინტელექტუალურ კონკურსებში.
წელს 38 ათასი აბიტურიენტიდან, ბარიერი ზოგად უნარებში 13%-მა ვერ გადალახა.


2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდაში რთულ ვარიანტად II ვარიანტი დასახელდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველაზე რთულად II ვარიანტი გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამატება ან წაშლა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კიდევ ერთი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
აბიტურიენტებს ქულების ნახვა შეუძლიათ როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებით.
ვებგვერდის შემთხვევაში, აბიტურიენტს შედეგის ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge-ზე შეუძლია.
რაც შეეხება მოკლე ტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი).
imedinews.ge

ზოგად უნარებში 80 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო – სოფო დოლიძე 2018 წლის უნარების გამოცდის შედეგებზე

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია. დღესვე გასაჯაროვდება სტატისტიკური ანალიზი. ასევე, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავიანთი ნაშრომები ნახონ და სწორ პასუხებს შეადარონ. დაიწერა თუ არა უმაღლესი ქულა წლევანდელ გამოცდაზე და რამდენად მომზადებულები იყვნენ წელს აბიტურიენტები? – ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე ესაუბრა.


სოფო დოლიძე: საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად ჩაიარა უნარების გამოცდამ, შედეგები ამას გვიჩვენებს. შედეგები არ არის რადიკალურად განსხვავებული წინა წლებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ უკეთესიც არის ზოგიერთ ვარიანტში, გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე უფრო ადვილიც კი არის, ეს არის ტესტის მე–3 ვარიანტი. საშუალოზე ოდნავ უფრო მარტივი გამოვიდა ეს ვერსია. გვაქვს ერთი ვერსია, რომელიც ზუსტად საშუალო სირთულის არის და ორი ვერსია, რომლებიც საშუალოზე ოდნავ რთულია, როგორც წინა წლებში იყო სხვა ვერსიები. ყველაზე რთული არის II ვერსია და ისიც საშუალო სირთულისად ითვლება, 45%–ზე მაღალია მისი საშუალო სირთულე. ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ.
–დაიწერა თუ არა უმაღლესი ქულა ზოგად უნარებში და რომელი ვარიანტის ტესტში?
–რაც შეეხება უმაღლეს ქულას, ძალიან გვიხარია, რომ გვყავს აბიტურიენტი, რომელმაც მიიღო 80–ვე ქულა. ასეთი აბიტურიენტი არის ერთი და მან მე–IV ვარიანტის ტესტი წერა.  მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, მაგალითად, I და II ვარიანტში 77, 78 ქულების მიღება იმავეს ნიშნავს (გათანაბრების შემდეგ), რაც 80–ია, მაინც სხვანაირი აღნიშვნის ღირსია, რომ აბიტურიენტმა 80–ვე დავალება სწორად შეასრულა. ვულოცავ ამ აბიტურიენტს და მართლას განსაკუთრებული უნარების პატრონია. ასეთივე განსაკუთრებულები არიან ისინი, ვინც 77, 78, 79 ქულა დაიმსახურა და თუნდაც 75 სხვა ვერსიებში. ასეთი შედეგის გაგება ძალიან დიდი წარმატებაა.
–რაც შეეხება სტატისტიკურ ანალიზს და საბოლოო შედეგებს?
–საბოლოო შედეგი ჯერ ცოტა ადრეა. სტატისტიკურ მონაცემებს დღესვე მივაწვდით აბიტურიენტებს. ეს იქნება პირველადი, ისევე როგორც შედეგებია პირველადი, ვინაიდან წინ გვაქვს სააპელაციო პროცესი. ეს სტატისტიკური ანალიზიც არის პირველადი და ესეც შეიძლება, ოდნავ ალბათ შეიცვალოს.
–აბიტურიენტებს აქვთ შემდეგი კითხვა: უნარებში რთული ვარიანტის გამოცხადების შემდეგ ქულა მოემატება თუ ბარიერი დააკლდება, რას უპასუხებდით მათ, როგორ უნდა გაიგონ აღნიშნული?
–როდესაც ვარიანტი არის რთული, ჩვენ ამას საშუალო სირთულით ვამბობთ ხოლმე, რომ რომელიღაც ვარიანტი არის რთული, თორემ, სხვადასხვა ვარიანტი ქულების სხვადასხვა სეგმენტში, შეიძლება იყოს უფრო რთული, ან უფრო მარტივი. მაგალითად, შეიძლება, რომელიღაც ვარიანტში არ იყოს ძალიან ადვილი დავალებების ბლოკი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი საშუალო დავალება იყოს, რომელიღაც ვარიანტში კი პირიქით იყოს, ძალიან ადვილი დავალება ბევრი იყოს და საშუალო ნაკლები და ა.შ. ამიტომ, სირთულეებს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ, სირთულეებს ვითვლით ყველა სეგმენტში. თუმცა, როდესაც სტატისტიკურ ანალიზს ნახავენ ჩვენი აბიტურიენტები, იქ იქნება საშუალოდ, საშუალო ქულის მიხედვით დათვლილი სირთულე.
რაც შეეხება მინიმალურ ბარიერს, ის განისაზღვრება ყველაზე მარტივი ვარიანტიდან, ანუ რომელმა ვარიანტმა ჩაჭრა ყველაზე ცოტა აბიტურიენტი. ასე ისმება შეკითხვა 24 ქულის შემთხვევაში. ეს აღმოჩნდა წელს მესამე ვარიანტი. ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა არის 24 და მან სამწუხაროდ ჩაჭრა აბიტურიენტთა გარკვეული პროცენტი. შემდეგ ვერსიებში ვეძებთ ქულას, რომელმაც დაახლოებით იგივე პროცენტი ჩაჭრა აბიტურიენტებისა და ის ხდება გამსვლელი ქულა. ასეთი პირველ და მეოთხე ვარიანტებში ეს იქნება 23 და მეორე ვარიანტში ეს იქნება 22 ქულა.
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) – 24 ქულა და მეტი;
6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) – 22 ქულა და მეტი.
edu.aris.ge

"მამა ყვიროდა, ბავშვი ზევით არისო" - ვინ არის 24 წლის გმირი მაშველი, რომელმაც ჩვილი სიკვდილს გადაარჩინა

დღის გმირი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ალმოდებული სახლიდან 11 თვის ჩვილი გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალგაზრდა თანამშრომელი, მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანია.

ალექსანდრე 24 წლის არის, თუმცა უკვე 5 წელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ახალგაზრდა 19 წლიდან ხალხის სამსახურშია. 
თვითმხილველთა თქმით, საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანების გამო სამაშველო სამსახური დღეს დილით გამოიძახეს.
ადგილზე დროულად მისულმა მაშველებმა კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს, მათ შორის ერთ-ერთი საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვები.
"ხანძარი მეორე სართულზე იყო, მესამე, მეოთხზე და მეხუთე სართულებზე კი ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა, ძალიან შავი ბოლი იყო, მაგრამ აირწინაღებით მოვახერხეთ საცხოვრებელ ბინებში შესვლა და ბავშვების გამოყვანა.
მამა ყვიროდა, მე-6 სართულზე არის ბავშვო. დედასთან ერთად იყო,დედა ტიროდა დედა, შეშინებული. მამა ზევით ვერ ადიოდა, ძალიან შავი ბოლი იყო. ცდილობდნენ ასვლას, მაგრამ ვერ შეძლეს, ძალიან ცუდი ვითარება იყო.
ერთი პატარა მე გამოვიყვანე, ერთი გადაარჩინეს" - ამბობს ალექსნდრე "ნიუპოსტთან" საუბრისას.

ადგილობრივების თქმით, ალექქსანდრე შუკვანმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პატარა საცხივრებელიდან უვნებლად გამოიყვანა. არც პატარას და არც კორპუსში მცხოვრებ სხვა პირებს საშიშროება არ ემუქრებათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
newpost.ge

Wednesday, August 1, 2018

„საგამოცდო ცენტრებთან ნაგვის ურნები ფლაერებით ივსება“,- მოქმედებს თუ არა აბიტურიენტზე სასწავლებლების „თავგამოდებული პიარი“

ერთიანი ეროვნული გამოცდები წყვეტს არამხლოდ აბიტურიენტების, არამედ უმაღლესი სასწავლებლების ბედსაც. დიდი კონკურენციაა, როგორც სკოლადამთავრებულებს, ისე სასწავლებლებს შორის და გასაკვირი არაა, რომ უნივერსიტეტები პოპულარიზაციას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. წელს მათ რეკლამის ახალ გზას მიმართეს და  ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღიდან  საქართველოს თითქმის ყველა საგამოცდო ცენტრის წინ თავინთი სასწავლებლის, უნივიერსიტეტისა თუ ბანკის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას და გასული წლების მსგავსად, ფლაერებსაც უხვად არიგებდნენ.
თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის წინ ფლაერების დარიგება გამოცდების დაწყებამდე, 08:00 საათიდან იწყებოდა და გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტებს ფლაერებს უწვდიდნენ, რომელზეც სხვადასხვა უნივერსიტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების სლოგანებს წაიკითხავდით. ყველა მათგანს ერთი შინაარსი აერთიანებდა – „ისწავლე ჩვენთან!“
გამოცდის დაწყების შემდეგ კი პრომო გოგონების სამიზნეები ხდებოდნენ გარეთ დარჩენილი, სიცხისგან შეწუხებული აბიტურიენტების ახლობლები. ისინი მომღიმარ ახალგაზრდებს დაზარებით ართმევენ, რომელთა ნაწილსაც მარაოს ფორმა ჰქონდა და ქალბატონებიც ამავე დანიშნულებით იყენებდნენ იქამდე, ვიდრე მათი შვილი გამოცდიდან გამოვიდოდა, შემდეგ კი ბუკლეტების ნავსაყუდელად იქცეოდა ან ნაგვის ურნა, ან საგამოცდო ცენტრის ტერიტორია.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სარეკლამო ფლაერებს შორის ნახავდით თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტის, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების ბროშურებს.
შედარებით გულისხმიერები აღმოჩნდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც სიცხისგან შეწუხებულ საზოგადოებას, ფლაერებთან ერთად, წყალსაც ურიგებდნენ.
საგამოცდო ცენტრებთან კრედო ბანკის წარმომადგენლებსაც იხილავდით, რომელთა სამიზნე აუდიტორია აბიტურიენტების მშობლებია. მათ ისინი პირადი მონაცემების დატოვებას სთხოვდნენ და სტუდენტურ სესხს სთავაზობდნენ.
177-ე სკოლის წინ „მოფუსფუსე“ პრომო გოგონებს შორის „ყველაზე კრეატიულები“ ევროპული განათლების სახლის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებიც აბიტურიენტების გამოცდიდან გამოსვლას პირდაპირ ჭიშკართან ელოდნენ და ხელში ბუკლეტს უწოდებდნენ თვალისმომჭრელი წარწერით – „გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!“.

პრომო გოგონებს არ ჰქონდათ პასუხი აბიტურიენტების კითხვაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ მათ მიერ შემოთავაზებული სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ, როგორც ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრომო გოგონამ თქვა, უნივერსიტეტმა სარეკლამო სააგენტოს მიმართა და  ფლაერების დარიგება კონკრეტულ დროსა და ადგილზე სთხოვა.  ამასთან, გამავრცელებლები დანამდვილებით პასუხებს ვერ სცემენ აბიტურიენტების კითხვებს და სთავაზობენ, რომ ინფორმაცია  ფლაერზე მითითებულ ნომრებზე გადაამოწმონ.
EDU.ARIS.GE შესაბამის ნომერზე ინფორმაციის მოპოვებას სწორედ აბიტურიენტის სტატუსით შეეცადა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს კი ევროპული განათლების სახლის წარმომადგენელი მობილურ ტელეფონზე საუბრისას ეუბნება, რომ  სტუდენტის სტატუსის მისაღებად საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა. სხვა დეტალების გასარკვევად კი ადგილზე მისვლას ურჩევს. კითხვებს, აქვს თუ არა მათ მიერ შეთავაზებულ სასწავლებელს ავტორიზაცია, აღიარებს თუ არა გაცემულ დიპლომს სახელმწიფო და ექნება თუ არა კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება, ასევე, რამდენად დაშვებულია სახელმწიფოსგან ასეთი ბიზნესის წარმოება ან რეკლამირება, სასწავლებლის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ უმჯობესია სიტუაციაში ადგილზე გავერკვეთ და ამბობს, რომ სტუდენტს შეუძლია 1 სემესტრი ისწავლოს მათთან, შემდეგ კი გამოცდების გარეშე ნებისმიერ აკრედიტებულ უნივერსიტეტში გადავიდეს.
„სახელმწიფო ორგანოებთან არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ჩვენი საქმიანობა კანონიერია,  ყველაფერი გათვალისწინებულია“, – გვპასუხობენ დაწესებულებაში, თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საუბრის შემდეგ გაარკვია, ასეთი ორგანიზაციები ცრუობენ და ამგვარი საქმიანობა აკრძალულია!
ხარისხის განვითარების სამსახურს ვკითხეთ, რამდენად რეგულირდება კანონმდებლობით ზემოხსენებული ორგანიზაციების მხრიდან ამ ტიპის ბიზნესსაქმიანობა და პირდაპირი რეკლამირება:
„სახელმწიფო ამას სისხლის სამართლის კოდექსის მეშვეობით არეგულირებს. ეს საკითხი სისხლის სამართლის კოდექსშია გაწერილი და იზღუდება. ასევე არის ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიც. ეს გახლავთ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა“, – განგვიმარტეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ამგვარი რეგულირებისა, ფაქტია, რომ ასეთი ქმედების ფაქტობრივი აღკვეთა, კანონის ჩარჩოებში მოქცევა ვერ ხორციელდება და ზემოაღნიშნული ორგანიზაციები სტუდენტებს სწავლას უმეტესად უკრაინასა და აზერბაიჯანში სთავაზობენ. უმაღლესში უგამოცდოდ ჩაბარების შეთავაზებას აბიტურიენტები გასული წლების განმავლობაშიც იღებდნენ.
წელს სასწავლებლები ფლაერებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც არიგებდნენ. რეგიონებში გავიდნენ დედაქალაქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. როგორც EDU.ARIS.GE –სთან საუბრისას  თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიგი გიგიტელაშვილი  ამბობს, პრომო გოგონამ, უნივერსიტეტის გაპიარების მიზნით, შენობა აღუწერა და უთხრა, რომ მათი უპირატესობა სწორედ მაღალ შენობაშია.  გიგის თქმით, ფლაერებით მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებენ. ის  აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ყველა აბიტურიენტს მიღებული აქვს და ფლაერებით გავლენას ვეღარავისზე მოახდენენ.
„ერთ-ერთი უნივერსიტეტის (სეუ-ს ) პრომო გოგონამ  თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულს მამცნო: ჩვენი უნივერსიტეტი იმიტომ არის კარგი, რომ მაღალი შენობა აქვსო. ვფიქრობ, აბიტურიენტებზე, რომლებიც ორიენტირებული არიან მაღალი ხარისხის სწავლის მიღებაზე, ფლაერი ვერანაირ გავლენას ვერ მოხდენს. მე გადაწყვეტილი მაქვს სად ჩავაბარებ და რაც უნდა ფლაერი და ბრჭვიალა ბლოკნოტი მაჩუქოს სხვა უნივერსიტეტმა, ვერ გადამაფიქრებინებენ. მე უპირატესობას ვანიჭებ სწავლის ხარისხს, სწავლის თანამედროვე მეთოდებს და ლექტორებს. ვფიქრობ, ის უნივერსიტეტია კარგი, სადაც ნაკლები კომუნისტი ასწავლის. ფლაერები ვიზულაურ გავლენას ახდენენ აბიტურენტებზე.  მსგავსი ეფექტი აქვს ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებასაც. შესაბამისად, მათი შრომა ფუჭია. ჯობია, უნივერსიტეტები მოეშვან ფლაერების ბეჭვდას და სწავლების დონის აწევაზე იფიქრონ“, – ამბობს გიგი.
ქუთაისელი აბიტურიენტი დათო სახელაშვილი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ასეთ გააქტიურებას გამაღიზიანებლად მიიჩნევს. ამბობს, რომ აბიტურიენტებს უკვე ყველა უნივერსიტეტზე აქვთ გარკვეული წარმოდგენა და გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებულია:
„არ მგონია ფლაერიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ვინმეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუნდეს. ყველამ კარგად იცის სად როგორი სწავლაა და თავგამოდებული პიარი აღარაფერს უშველის. უკვე გამაღიაზიანებელიც კია  მსგავსი, გადამეტებული აქტიურობა. საგამოცდო ცენტრებთან ნაგვის ურნები მარტო ამ ფლაერებით ივსება“,- ამბობს დათო.
ბავშვთა ფსიქოლოგ სოფო ბარამიძის თქმით, გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტზე გავლენას ვერ მოახდეს ფლაერი წარწერით „სწავლა გამოცდების გარეშე“. ბარამიძის თქმით, გამავრცელებლებს ფლაერების დარიგების უფლება აქვთ, თუმცა მთავარია მათ ხალხის მოტყუების საშუალება არ მიეცეთ:
„გამოცდაზე მისული ბავშვი ამას ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას, მოტივაციაზე ამ კონკრეტულ მომენტში, არ იმიქმედებს. გამავრცელებლებს აქვთ ამის უფლება და გამოცდით ჩარიცხავენ თუ უგამოცდოდ მათი საქმეა. მთავარია, როგორი ხარისხის განათლებას შესთავაზებენ და ესაა საეჭვო, ამას უნდა მუდმივი კონტროლი, რომ ხალხის მოტყუების საშუალება არ მიეცეთ“, – ამბობს სოფო ბარამიძე.
edu.aris.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდებ


ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, სავარაუდოდ, ხვალ გამოქვეყნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
 

მათივე ინფორმაციით, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ხვალ დილიდან ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდება. 

 💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ რიგში ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება და შემდეგ, ეტაპობრივად გახდება ცნობილი სხვა საგნების შედგებიც.
ipn.ge