Friday, January 4, 2019

მართვის მოწმობების ნაწილს იურიდიული ძალა ეკარგება

2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში.
ამასთან, ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.
მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის  მოწმობა.
მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.
მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
ის მოქალაქეები, რომლებიც 2019 წლის 1 მარტამდე ვერ შეცვლიან მართვის მოწმობას, მართვის უფლების აღდგენას შეძლებენ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე.
საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში 2014 წლის 1 
მარტიდან შევიდა, რის შემდეგაც C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E მართვის 
მოწმობები 5 წლიანი ვადით გაიცემა.
imedinews.ge

საქართველოში H1N1-ით რვა ადამიანი გარდაიცვალა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, H1N1-ით ე.წ "ღორის გრიპით" რვა ადამიანი გარდაიცვალა. როგორც, ეროვნულ ცენტრში ამბობენ, ყველა შემთხვევაში, H1N1-ის ვირუსი სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა, სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა კი დაგვიანებული იყო.

„რვიდან ერთი იყო ორსული ქალი, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მძიმე პნევმონია ჰქონდა და სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართა, ხოლო დანარჩენ ექვს H1N1-ის ვირუსი ქრონიკულ დაავადებასთან ერთად ჰქონდა (სიმსივნე, გულის მწვავე ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ)”, - განაცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  

მისი განცხადებით, უახლოეს ორი კვირის განმავლობაში გრიპის ვირუსის გავრცელების მკვეთრად ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი საახალწლო არდადეგების გამო ჯერ კიდევ არ განახლებულა.
sknews.ge

როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ


ღო­რის გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზეც არ ცხრე­ბა. გრი­პის გარ­თუ­ლე­ბი­სა და ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის უკვე რამ­დე­ნი­მე შემ­თხვევა აღი­ნიშ­ნა.
mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს:
- მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს გრი­პის პნევ­მო­ნი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ამი­ტომ მო­დით კი­დევ ერთხელ გა­დავ­ხე­დოთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გრი­პის კლი­ნი­კას და მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს. ად­რინ­დელ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში უკვე გი­ამ­ბეთ ღო­რის გრი­პის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ა­სა და კლი­ნი­კურ ნიშ­ნებ­ზე. თუმ­ცა ამ­ჯე­რად მოკ­ლედ ჩა­მოვ­თვა­ლოთ გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ღო­რის გრი­პის სიმპტო­მე­ბი:
  • ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 38-39 გრა­დუ­სამ­დე;
  • გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა (რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან) მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე, დი­ა­რეა (აღე­ნიშ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტთა 45%-ს);
  • თვით­შეგ­რძნე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, სი­სუს­ტე, მო­დუ­ნე­ბა;
  • კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი;
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია ხვე­ლით, ყელ­ში ფხაჭ­ნის შეგ­რძნე­ბით, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბით;
H1N1 გრი­პის მძი­მე ფორ­მის ნიშ­ნე­ბი
ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მი, რო­მე­ლიც მძი­მე ფორ­მის H1N1 გრი­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, არის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. ეს გახ­ლავთ:
  • ტკი­ვი­ლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია შუბ­ლის არე­ში, წარ­ბე­ბის რკა­ლე­ბის ზე­მოთ;
  • ტკივ­ლი ძლი­ერ­დე­ბა ამ არე­ში კუნ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას (თვა­ლე­ბის ხამ­ხა­მი­სას, მი­მი­კის შეც­ვლი­სას);
  • ზოგ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ნათ­ლის ში­შიც;
  • აღი­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის კაკ­ლე­ბის ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე ღო­რის გრიპს თან ახ­ლავს გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა: პა­ცი­ენტს არ ჰყოფ­ნის ჰა­ე­რი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი აქვს სუნ­თქვა, აქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ფილ­ტვე­ბი ჰა­ე­რით ბო­ლომ­დე არ ივ­სე­ბა (უჭირს ღრმად ჩა­სუნ­თქვა).
H1N1 გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი
ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ა­ვა­დე­ბის ლე­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. H1N1 გრი­პის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბაა პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი) პნევ­მო­ნია. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ღო­რის გრი­პის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ H1N1 ვირუ­სით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ანუ იყოს ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­თაც, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ვირუ­სულ-ბაქ­ტე­რი­უ­ლი ანუ შე­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი.
პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სუ­ლი) პნევ­მო­ნია ღო­რის გრი­პის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­შია. იგი და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3 დღე­ში ვი­თარ­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით 2-3 ჯერ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნორ­მა­ში ახალ­შო­ბი­ლის სუნ­თქვის სიხ­ში­რე წუთ­ში 44-ია, 6 წლის ბავ­შვი­სა - 26, 15-25 წლის ახალ­გაზ­რდი­სა კი - 18-20), სუნ­თქვა ხდე­ბა ზე­და­პი­რუ­ლი, მას­ში ჩარ­თუ­ლია დი­აფ­რაგ­მის კუნ­თე­ბი, მუც­ლის პრე­სი, აღი­ნიშ­ნე­ბა ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბიც (ცი­ა­ნო­ზი, ცხვირ-ტუ­ჩის სამ­კუ­თხე­დის სი­ლურ­ჯე, ასე­ვე ცი­ა­ნო­ზუ­რი ხდე­ბა ხე­ლი­სა და ფე­ხის თი­თე­ბი), ქო­ში­ნი, მშრა­ლი ხვე­ლა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გამჭვირ­ვა­ლე ნახ­ვე­ლით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან, სწორედ (ადამიანების 95% სამედიცინო ნიღაბს არასწორედ ატარებს)


როგორც ცნობილია, სამედიცინო ნიღაბს მაშინ იკეთებენ, როდესაც მიკრობებისგან და ბაქტერიებისგან თავის დაცვა უნდათ ან იმისთვის, რომ სხვებს არ გადასდონ ვირუსი. მაგრამ, როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის, თუ სწორედ როგორ უნდა გაიკეთოს ის. შესაძლებელია, ამ ნიღბის მოხმარება პოზიტიურად კი არა, ნეგატიურად აისახოს პირზე, რომელსაც ის უკეთია – ამტკიცებენ ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები.

ვისაც ეს ნიღაბი ერთხელ მაინც გამოუყენებია, უთუოდ იცის, რომ მისი შიდა მხარე თეთრია, ხოლო გარედან – ცისფერია. თითქოს ყველაფერი ცხადზე ცხადია – თეთრი ფერი შიგნით უნდა იყოს, ხოლო ცისფერი გარეთ. მაშინ შეცდომა რაში მდგომარეობს?

გაირკვა, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის: თუ ავად გახდით და არ გინდათ სხვას გადასდოთ, ნიღაბი პირისკენ თეთრი ფერით უნდა გაიკეთოთ ანუ ისე, როგორც აქამდე იკეთებდით – უკუღმა შიგნით, წაღმა გარეთ. მაგრამ, თუ თქვენს სიახლოვეს ავადმყოფი იმყოფება და ვირუსის გადადების საშიშროება არსებობს, მაშინ ნიღაბი უკუღმა უნდა გაიკეთოთ – თეთრი მხარე გარეთ უნდა იყოს, ხოლო ცისფერი პირისკენ!

სამედიცინო ნიღბის შიდა (თეთრი) მხარე ფილტრია, რომელიც ვირუსებს გავრცელების საშუალებას არ აძლევს, ხოლო სპეციალური ანტიბაქტერიული ხსნარით დამუშავებული ფერადი (ამ შემთხვევაში, ცისფერი) ქსოვილი, ფილტრის გარეშე, არც ისე კარგი დამცავია.
http://intermedia.ge

“აპარატზეა შეერთებული იქნებ მოხდეს სასწაული” – ია ფარულავა დახმარებას ითხოვს


მსახიობი ია ფარულავა კომპოზიტორ მანანა იმედაძის ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ირკვევა, მანანა იმედაძის ქალიშვილს ვირუსი გაურთულდა და რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება.

„სალომე გაიმარჯვებს სიკვდილთან ჭიდილში !!!! გთხოვთ დავეხმაროთ ამ ახალგაზრდა ქალს ჩვენი ლოცვით და ენერგიით!!!!! მოიხსენეთ ლოცვებში სალომე ქემაშვილი გთხოვთ!!!! აპარატზეა შეერთებული იქნებ მოხდეს სასწაული !!!!“ - წერს ია ფარულავა.
newposts.ge

[ვიდეო] "სასწრაფოს დაურეკეთ! ხალხია მოყოლილი!" - საშინელი პანიკა ბათუმში, როცა ქარისგან მოგლეჯილი სახურავი ადამიანებს დაეცა


დამანგრეველი ქარიშხალი ბათუმში - სტიქიამ ქუჩებში პანიკა გამოიწვია. ვიდეომასალა აღებულია ადგილობრივი "ფეისბუკგვერდის", "ბათუმის" პირდაპირი ეთერიდან. 


ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.


ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ვიდეო

palitravideo.ge

ბავშვი საბანში გაახვია და ფანჯრიდან გადასვა, ქალი ადგილზე დაიღუპა – ტრაგედია სენაკში


ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუპოსტი” ავრცელებს.
ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც მამაკაცმა საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა.
ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება მამაკაცს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული.