Tuesday, March 5, 2019

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 40 მილიონი ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების დღევანდელ აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 67 000 000 ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.760 პროცენტით, მაქსიმალური 6.890 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.876 პროცენტით განისაზღვრა.
imedinews.ge

სამ წელიწადში საქართველოში 37 892 განქორწინების ფაქტი აღირიცხა

2015-2018 წლებში განქორწინების 37 ათას 892 შემთხვევა დაფიქსირდა. კვლევა „ახალგაზრდა
ადვოკატებმა“ ჩაატარეს. კვლევის თანახმად, განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით თბილისი, შემდეგ კი იმერეთის რეგიონი ლიდერობს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განქორწინებების სტატისტიკა საქართველოში 2015-2018 წლებში:
2015 წელი -  9 082;
2016 წელი 9 513;
2017 წელი 10 452;
2018 წელი 8 845;
„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს. არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია.
ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.
„მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორითაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია“ -აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“. 
ცნობისთვის: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. 
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვარაუდობენ, რომ რეალური სურათი გაცილებით მძიმეა. ხშირია შემთხვევები, როცა მხარეები არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს არ მიმართავენ. შესაბამისად განქორწინების ზუსტი რიცხვის გამოთვლა, შეუძლებელია.
imedinews.ge

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლების მეორე პრემიერმინისტრი პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიციას დაიკავებს და ამ თანამდებობაზე გია ვოლსკის შეცვლის.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ამის შესახებ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე იყო. ბოლო დროს ის ჩინური CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა და პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მონაწილეობდა, თუ არ ჩავთვლით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის მეორე ტურის წინაც ღარიბაშვილმა Facebook-ზე საზოგადოებას მოუწოდა მხარი არ დაეჭირათ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის.
„პირველი თაობის“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხელისუფლებაში 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოვიდა. მანამდე ის სხვადასხვა დროს ბანკ „ქართუში“, სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფში“ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. „ოცნების“ კაბინეტში ის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, 2015 წლის ნოემბერში კი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, 2014 წლის 27 ივნისს, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას. ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს შეიქმნა სოლიდარობის ფონდი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორიდან ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ემსახურება.
ღარიბაშვილი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ხისტი რიტორიკით გამოირჩეოდა. მისი პრემიერმინისტრობის პერიოდს უკავშირდება ასევე კონფლიქტი მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა, რასაც „ოცნების“ სახელისუფლებო კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა მოჰყვა. 
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან თავისი წარმატებების პიკზე მყოფი წავიდა და ორი წლის განმავლობაში ძალიან წარმატებულად საქმიანობდა, თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელევიზიო ინტერვიუში თავისი ფავორიტის მართვის ხარვეზებზე საჯაროდ ილაპარაკა და თქვა რომ ღარიბაშვილს ჰქონდა გამოწვევები ნათესავებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი გაათავისუფლა თანამდებობებიდან და საბოლოო ჯამში ამ პრობლემას გაუმკლავდა.   
პრემიერმინისტრის თანამდებობზე ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
2018 წელს, კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებამდე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა. შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ის ამომრჩეველს მმართველ გუნდში პოზიტიურ ცვლილებებს დაჰპირდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით დაწყებული აზრთა სხვადასხვაობის გამო „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ექვსმა ადამიანმა, მათ შორის მმართველი პარტიის ოთხმა წევრმა დატოვა.
imedinews.ge

გორის რაიონულ სასამართლოში სმიტების მკვლელობის საქმის განხილვა იწყება

გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დღეიდან იწყება.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა. განხილვის ადგილად კი გორის რაიონული სასამართლო შეირჩა.
როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომები ყოველდღიურად გაიმართება. გორის რაიონულ სასამართლოსთან იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება. 
მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ბრალდების მხარეს ზუსტად ერთი თვე რჩება იმისთვის, რომ დაკავებულს ბრალი დაუმტკიცოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურას ერთი თვე რჩება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დასამტკიცებლად, სასამართლო პროცესები ინტენსიურ რეჟიმში ყოველდღიურად დაინიშნა. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია“, - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
გორის რაიონულ სასამართლოსთან იმყოფებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებიც. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება.
სმითების მკვლელობაში ბრალდებულს ვერდიქტი მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა და 12-მა მსაჯულმა უნდა გამოუტანონ. ამ საქმეზე განაჩენი მარტის ბოლომდე გამოცხადდება, რადგან 9-თვიანი ვადა სწორედ 9 აპრილს იწურება.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გამოიკითხა. "იმედის კვირამ" კადრები მოიპოვა, რომელიც 2018 წლის 8 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ზუსტად იმ დროს არის გადაღებული, როცა მალხაზ კობაურმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენება მისცა.
imedinews.ge

კოსტა-რიკაში პოლიციამ 1 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო

კოსტა-რიკას პოლიციამ სპეცოპერაციისას 1,065 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო. სამართალდამცველებმა ექვსი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დაკავებულებს შორის ხუთი კოსტა-რიკელია. მათი ასაკი 22-39 წელია. სპეცოპერაციისას 53 წლის ერთი კოლუმბიელიც დააკავეს. კონტრაბანდული ტვირთი პოლიციამ სამი ავტომობილიდან ამოიღო. 
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლიციამ კოსტა-რიკაში კონტრაბანდული საშუალება ამოიღო. 1 მარტს სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 1,2 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
კოსტა-რიკაში 2018 წელს რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება. 32 ტონა და 591 კილოგრამი ამოღეს, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდს აჭარბებს
imedinews.ge

Monday, March 4, 2019

მხოლოდ 10 წუთში - 8 ბუნებრივი ხერხი მაღალი წნევის დასაწევად და დასარეგულირებლად

დაიმასაჟეთ ყურები და კისერი, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები, კისერი ზემოდან ქვემოთ, ხოლო ყურები წრიულად და ორი სანტიმეტრით მოშორებით მათგან, ეს მოძრაოლბები გააკეთეთ 10-ჯერ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


7. სცადეთ თავის მასაჟი
ხელების თავზე მოჭერით, ცერა თუთები უნდა ეხებოდეს იმ წერტილებს, რომელიც სურათზეა ნაჩვენები, 5-ჯერ გააჩერეთ მოძრაობა და მოუჭირეთ ხელები თავს.


6. სცადეთ მარცხენა ნესტოთი სუნთქვის დარეგულირება
დაჯექით სკამზე ან იატაკზე მოხერხებულად. მარცხენა ხელი გააჩერეთ მუცელზე, დახურეთ მარჯბენა ნესტო თქვენი მარჯვენა ხელის ცერა თითით და ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად 3 წუთის განმავლობაში.

5. დახუჭეთ თვალები და სცადეთ გამოუშვათ ხმები დაკუმული პირიდან
ამ დროს თითებით უნდა დაიცოთ ყურები და თან ღრმად ისუნთქოთ
4. მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას
 ეცადეთ განტვირთვა სევასანას დახმარებით
ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, გაწვეთ იატაკზე, ხელები გაათავისუფლოთ და ღრმად ისუნთქოთ.უნდა ეცადოთ ყველა თქვენი კუნთის გათავისუფლება, დახუჭეთ თვალები და მოდუნდით.

1. ჩააწყვეთ ფეხები ცხელ წყალში
intermedia.ge

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის პროცედურა განისაზღვრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 6 მარტს წარდგება. ეს ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში პირველი მოხსენება იქნება. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის პროცედურა განსაზღვრა. კერძოდ, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით 4 გამომსვლელი გამოვა. ესენი იქნებიან: უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერები და ორი ფრაქციის თავმჯდომარეები, რომლებიც  უმცირესობასა და უმრავლესობაში არ შედიან.
ფრაქციების თავმჯდომარეებს გამოსვლისთვის 10-10 წუთი, ხოლო ლიდერებს 15-15 წუთი ექნებათ.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი მოხსენების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს არ უპასუხებს.
ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გასული წლის 16 დეკემბერს გაიმართა, მას წლიური ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზეც მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა გიორგი მარგველაშვილს ეკავა
imedinews.ge