Friday, August 25, 2017

ეეგ 2017 - სტატისტიკური ანალიზი და ინფორმაცია გათანაბრების შესახებ

 
აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ მოხდება. ამის გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთაც გამსვლელი "ნედლი" ქულა ვერ მიიღეს, მაგრამ მათი გათანაბრებული ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე მეტი აღმოჩნდა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ)  


სტატისტიკური ანალიზი:




გთავაზობთ გათანაბრებულ ქულებს:

naec.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2017 - მინიმალური გამსვლელი ქულები ტესტების ვარიანტების მიხედვით





იხილეთ ბმული:
გთავაზობთ მინიმალურ გამსვლელ ქულებს ტესტების ვარიანტების მიხედვით

naec.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

ვ ი დ ე ო - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები “აკროპოლისის თასის” გამარჯვებულია


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები “აკროპოლისის თასის” გამარჯვებულია. ილიას ზუროსის გუნდმა ათენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონობა ვადაზე ადრე მოიპოვა. 
ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის დამარცხების შემდეგ სერბეთს 68:66 მოუგეს. მეორე ტურის დასკვნით შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრებმა კი იტალიას ოვერტაიმში 73-70 სძლია. 
ამ შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, „აკროპოლისის თასის“ გამრჯვებული გახდა. 
საქართველოსა და სერბეთის დაპირისპირებაში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით, 14 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით თორნიკე შენგელია იყო. 
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ტურნირის ბოლო შეხვედრას დღეს იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.  
1tv.ge
 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

Thursday, August 24, 2017

გიორგი კვირიკაშვილი - დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ჩართულიყო საჯარისო ნაწილი


„ამ ეტაპზე, უკვე დადგა საჭიროება, უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა.
მისი თქმით, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივიდნენ იმ მომენტამდე, რომ ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან შესაძლებელია.
„1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა.
თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება, უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ, ალბათ, უკვე მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვეულებრივად ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას.
​ მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ, წუხელ საღამოს იყო ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება, პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, არავის საფრთხე არ ემუქრება. 
დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ გარდავტეხავთ საბოლოოდ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. 
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული. 
გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდნენ.
სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
1tv.ge
 

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - ფოტოამბავი


ინფორმაციით, ბორჯომის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, 1500-მდე ადამიანია ჩართული. 

მათი ინფორმაციით, ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. 


დილიდან მუშაობა განაახლა 6-მა ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიანი რეჟიმით აგრძელებენ. 
რა ვითარებაა სტიქიის ზონაში - ფოტოამბავი.








1tv.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის კონკურსი

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.

ადვოკატირების კამპანია - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - უნდა განხორციელდეს კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.

კონკურსის მიზანი:

ადვოკატირების კამპანიამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარებას.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში დააფინანსებს შემდეგ საქმიანობებს:

** ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან შეხვედრები ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** მშობლებთან შეხვედრები სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის საკითხებზე;
** ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრა სასკოლო სისტემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ;
** სხვადასხვა სახის საინფორმაციო მულტიმედია პროდუქტების შექმნა;
** სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშების საზოგადოებისთვის წარდგინება;
** და ა.შ.

თითოეული ადვოკატირების კამპანიის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ თვითორგანიზებულ ჯგუფებს.

კონსულტაციები

დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე და გამოგზავნონ განაცხადთან დაკავშირებული კითხვები 2017 წლის 18 აგვისტომდე. დასმულ კითხვებზე პასუხები გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე 2017 წლის 22 აგვისტოს და გამოგიგზავნით რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ მისამართზე.

განაცხადები წარმოადგინეთ ელექტრონულ მისამართზე civicdevelopmentinstitute2005@gmail.com

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29 აგვისტო, 2017

სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ: "ადვოკატირება - ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის".

განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს:

1. ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (არაუმეტეს სამასი სიტყვისა);
2. ადვოკატირებაში მონაწილე პირების CV-ები;
3. განხორციელებული ადვოკატირების, ახალგაზრდული პროექტის და/ან სხვა ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ მოკლე ინფორმაცია (არაუმეტეს სამასი სიტყვისა);
http://cdi.org.ge

Wednesday, August 23, 2017

მორიგი ცვლილებები განხორციელდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში

‼️


მორიგი ცვლილებები განხორციელდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში:
➡️        1. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება: ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას;
➡️        2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში უსდ-ს ავტორიზაციის პროცესში სავალდებულო გახდა საერთაშორისო ექსპერტისა და სტუდენტის მონაწილეობა;
➡️        3. განახლდა აკრედიტაციის პროცესი, დაემატა მნიშვნელოვანი ეტაპები;
➡️       4. სტუდენტის მონაწილეობა სააკრედიტაციო ვიზიტებში გახდა სავალდებულო;
➡️       5. განისაზღვრა უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების წესი;
➡️       6. განისაზღვრა აკრედიტებულ პროგრამაში სააკრედიტაციო პერიოდში განსახორციელებელი ცვლილებების ფარგლები.
დოკუმენტები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება