Thursday, August 22, 2019

ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. წლის დასაწყიდან იქ 74-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. 
ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრების უმრავლესობა განზრახ გააჩინეს, ბრაზილიის პრეზიდენტი კი  ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს.
20 აგვისტოს ხანძრის კვამლმა ქალაქ სან-პაულუს მიაღწია. ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო მთელი მსოფლიო განიცდის, Twitter-ზე ჰეშთეგი #PrayforAmazonia შეიქმნა, ჰოლივუდის მსახიობმა ლეონარდი დიკაპრიომ კი ამ ფაქტს Instagram-ზე პოსტი მიუძღვნა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მუდმივად დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

შეხვედრისას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლიეტუვას  მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ სურვილი დაეხმარონ საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.
“დარწმუნებული იყავით რომ ლიეტუვა მუდმივად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, გააქტიურონ ეკონომიკური პროცესები, შეძლონ სამართლებრივი რეფორმების განხორციელება, რათა მიაღწიონ მეტ პროგრესს სასამართლო სისტემაში. ამრიგად, ვფიქრობ რომ საუკეთესო გზა საზოგადოება დაარწმუნო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მნიშვნელოვანებაში არის პირველი, ძალიან კონკრეტული შედეგის ჩვენება. თუ ხალხი დაინახავს, რომ ამ პროცესს მოაქვს გარკვეული სარგებელი, ისინი იქნებიან მოტივირებულები რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესის წინ წამოწევას და სავარაუდოდ ეს დაეხმარება რუსეთის მხრიდან რისკებისა და ქმედებების შეჩერებასა თუ მათგან თავის დაღწევაში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ვნებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა ლიეტუვას აქვს დიდი პოტენციალი რომ გაზარდოს ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან”.
imedinews.ge

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა – 2019 წელი

2019 წლის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების (ე.წ. უფასო ფაკულტეტების) სია ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით, 18:00 საათამდე ეძლევათ.
edu.aris.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ოცნებებს რომ აგიხდენს, ისეთი ადამიანი მყავს მე..." - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის "პარიზული არდადეგები"

მსა­ხი­ო­ბე­ბი - ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია წე­ლი­წად­ზე მე­ტია ერ­თად არი­ან და გრძნო­ბებს არც სა­ჯა­როდ მა­ლა­ვენ. მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნას და თბილ სი­ტყვებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ ერი­დე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ახ­ლა­ხან ანი ბე­ბი­ამ "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მისი და ილოს ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა - წყვი­ლი ზა­ფხულ­ში პა­რი­ზულ არ­და­დე­გებს იწყობს.
ოც­ნე­ბებს რომ აგიხ­დენს, ისე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს მე... სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი! სი­ტყვე­ბით რომ ვერ გად­მო­ცემ, ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ეს ბიჭი ადა­მი­ა­ნია" - წერს ანი ბე­ბია ერ­თობ­ლივ ფო­ტო­ზე.
კო­მენ­ტა­რებ­ში მსა­ხი­ო­ბე­ბის წყვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და წე­რენ, რომ ანი და ილო ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან უხ­დე­ბი­ან.
ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია წარ­სულ­ში იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა მათი წინა ქორ­წი­ნე­ბე­ბი დას­რულ­და. ბე­როშ­ვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან. ბავ­შვებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ანი ბე­ბი­ა­საც და მათ ფო­ტო­ებ­საც ხში­რად ათავ­სებს "ინ­სტაგ­რამ­ზე"
მახ­სოვს, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უზ­რდე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გან სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთი ამომ­ხე­და და ისევ ტე­ლე­ფონ­ში ჩარ­გო თავი. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის... მე­გობ­რო­ბის სტრა­ტე­გია აირ­ჩია და შემ­დეგ შე­მაყ­ვა­რა თავი... ძა­ლი­ან კარ­გი, მშვი­დი და დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი ეტა­პია ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობთ თავს", - ამ­ბობს ანი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში
ambebi,ge

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
საკონკურსო პროცესს ერთი კანდიდატი შოთა ზოიძე გამოეთიშა. პროცესს უნდობლობა გამოუცხადა ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა ფირუზ ბოლქვაძემ. მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, ბორდი დაითხოვოს.
ერთ-ერთმა კანდიდატმა მერაბ წულუკიძემ კი პროცეს კომიკური უწოდა და საკუთარი ხედვა და კონცეფცია ბორდს მესამედ აღარ წარუდგინა.
წულუკიძე წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან ორივეჯერ 2 ხმა მიიღო. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, ბორდმა ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადაყენა. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტრამპი დანიის პრემიერს: აშშ-ს ასე არ უნდა ესაუბრო

აშშ-ის პრეზიდენტმა დანიის პრემიერმინისტრს განცხადება დაუწუნა.  

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეტე ფრედერიქსენის ფრაზა, რომლის თანახმად აშშ-ის მიერ გრენლანდიის შეძენის იდეას „აბსურდი“ უწოდა, არასასიამოვნო და ცუდი შეფასება იყო.
„უბრალოდ უნდა ეთქვა - არა და ჩვენ არ დავინტერესდებოდით. ის არა მე, არამედ ესაუბრება აშშ-ს. აშშ-სთან კი ასე საუბრის უფლება არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში ჩემი პრეზიდენტობის დროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის შესაძლო გაყიდვის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას პომპეომ დანიასთან როგორც ამერიკის მოკავშირესთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა. 
თავის მხრივ, დანიელი დიპლომატი მეგობრულ და კონსტრუქციულ საუბარს მიესალმა. 
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იუწყება, რომ პომპეოს და კოფოდს დანიაში ტრამპის ვიზიტის გადადების შესახებ მეგობრული საუბარი ჰქონდათ. 
დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს. 
დონალდ ტრამპმა დანიაში 2 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც მეტე ფრედერიქსენმა ტრამპის იდეას გრენლანდიის ყიდვის შესახებ აბსურდული უწოდა. 
აშშ-ის პრეზიდენტის გრენლანდიის შესყიდვის სურვილზე გასულ კვირას The Wall Street Journal-მა დაწერა. სტატიას დანიელი პოლიტიკოსების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი Reuters-თან  განაცხადა, რომ „ქვეყანა ბიზნესისთვის ღიაა, მაგრამ - არ იყიდება“.
imedinews.ge

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი ანგარიში დაბლოკა

Facebook-მა მიანმარში 200-ზე მეტი გვერდი დახურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით კომპანიაში აცხადებენ, რომ საეჭვო გვერდები მფლობელები საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ. 
კერძოდ, საუბარია 89 პირად ანგარიშზე, 107 გვერდზე და 15 ჯგუფზე. ზოგ მათგანს ასობით ათასი გამომწერი ჰყავდა. 
"იმის მიუხედავად, რომ ამ ანგარიშების მფლობელები თავიანთი ვინაობის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზოგი მათგანი მიანმარის სამხედრო ძალებთან არის კავშირში", - ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში. 
Facebook-მა მიანმარში ანგარიშები ადრეც გააუქმა. მაშინ სოციალური ქსელი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ აგორებული სიძულვილის კამპანია ვერ მოთოკა. 2017 წელს შეიარაღებულ ძალებთან კონფლიქტის შედეგად მიანმარიდან 730 000 როჰინჯა მუსლიმი ბანგლადეშში გაიქცა. 
გასულ კვირას კი ქვეყნის ჩრდილოეთ შტატში სახელმწიფო ჯარის და ამბოხებულების შეტაკებისას 19 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტს კი სახლების დატოვება მოუწია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში