კახეთში აფეთქების შედეგად 11 წლის ბიჭი გარდაიცვალა
სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო. შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ipn.ge
No comments:
Post a Comment