Saturday, December 23, 2017

ბათუმში დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დაჭრილი მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, მათ სხეულის ზედაპირზე მრავლობითი ჭრილობები აქვთ. 
“ჭრილობები შემავალი არ არის. მიმდინარეობს პაციენტებზე დაკვირვება. რამდენიმე ჭრილობა აქვთ გულმკერდის, მუცლისა და ბარძაყების მიდამოებში, სიცოcხლისთვის შეუთავსებელი არცერთი არ არის. კონტაქტურები არიან.“- განაცხადა რუსუდან ქამადაძემ.
მისივე თქმით, არაა გამორიცხული, 39 და 19 წლის კაცები კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერონ.
ბათუმში, ბენზეს დასახლებში მამა-შვილი დღეს საღამოს დაჭრეს. ახლობლები მოტივებზე არ საუბრობენ. შს-ს განცხადებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრად მძიმე დაზინებას გულისხმობს. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment