Sunday, December 24, 2017

ზვიად რატიანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა

პოეტი ზვიად რატიანი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა. საქმე შეეხება რატიანის დაკავების პროცესში პოლიციელების მიერ მის ცემის სავარაუდო ფაქტს, რომლის შესახებაც თავად პოეტი აცხადებს.
შსს-მ მომხდარზე დღეს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველებს მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც.
მომხდარს აპროტესტებენ მწერლები, პოეტები და საზოგადოების ნაწილი. ისინი პროკურატურასთან არიან შეკრებილები. 
დღეს ცნობილი გახდა, რომ საპოლიციო რეიდების დროს სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. ადვოკატის თქმით, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე და ფეხებზე. რატიანი ხელწერილის საფუძველზე დღეს გაათავისუფლეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment