Wednesday, December 27, 2017

ვაკანსია განათლების სახლში - ჟურნალისტი (ანაზღაურებადი სტაჟირება)


განათლების სახლი აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის ანაზღაურებად სტაჟირებაზე დასაქმების პერსპექტივით.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

-ჟურნალისტიკის საფუძვლების ცოდნა

 -შესაბამისი პრატიკული საქმიანობის განსახორციელებისთვის მზაობა;

-უპირატესობა მიენიჭება სოციალურ მედიასთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირს

სტაჟირება სამთვიანია, მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს შესაბამისი შინაარსის სერტიფიკატს.

წარსადგენი დოკუმენტები:

• CV
• სამოტივაციო წერილი
• განათლების საკითხების გაშუქების ნიმუში

კონკურსანტმა დოკუმენტაცია 15 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hedu.ge@gmail.com და სასათაურე ველში მიუთითოს დასახელება – ,,სტაჟირების ვაკანსია” გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაურებისთვის შერჩუელ კანდიდატებთან.

-განათლების სახლის ადმინსტრაცია

No comments:

Post a Comment