Sunday, December 24, 2017

ლიბანში დიპლომატი შესაძლოა მოკლე ქვედაბოლოს გამო მოკლეს

ლიბანში 30 წლის ბრიტანელი დიპლომატი შესაძლოა მოკლე ქვედაბოლოს ტარების გამო მოკლეს. ამის შესახებ Mirror-ი წერს.
გამოცემის ცნობით, პირი, რომელიც დიპლომატის მკვლელობისთვის არის დაკავებული Uber-ის ტაქსოპარკში მძღოლად მუშაობდა. დაკავებულმა პოლიციას უთხრა, რომ რებეკა დიკი მის სამიზნედ მოკლე ქვედაბოლოს ტარების გამო იქცა. 
რებეკა დიკის ცხედარი ლიბანის პოლიციამ ჩქაროსნულ მაგისტრალთან ახლოს, გზისპირას 17 დეკემბერს იპოვა. მის მკვლელობაში ბრალდებული კი პოლიციამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დააკავეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment