ლუქსემბურგში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამართულ ტურნირში ქართველმა სპორტსმენმა მხატვრულ ტანვარჯიშში ქეთი არბოლიშვილმა სამ საპრიზო კატეგორიაში გაიმარჯვა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
არბოლიშვილის მწვრთნელის, ბელა კობალაძის ინფორმაციით, სპორტსმენმა ფინალში გურზებით პირველი ადგილი აიღო, მეორე ადგილი ბაფთაში, ხოლო მესამე ადგილი ბურთით გამოსვლაში დაიკავა. ამავე ტურნირზე არბოლიშვილმა 3 ოქროს მედალი ინდივიდუალურ შეჯიბრში მოიპოვა.
ქეთი არბოლიშვილი ოლიმპიური შეჯიბრებისათვის ემზადება, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირი თებერვალში, მოსკოვში ჩატარდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment