Tuesday, December 26, 2017

განახლებული შემადგენლობით მთავრობის პირველი სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. ეს სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ პირველი სხდომაა, რომელსაც მთავრობის ახალი შემადგენლობა ესწრება, ასევე ეს არის მთავრობის წლის ბოლო სხდომა.
დღეს პრემიერმინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად 2017 წელს შეაჯამებს, ასევე იმსჯელებენ სხვადასხვა პროექტების 2018 წელს გაგრძელების შესახებ.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 52 საკითხი, მათ შორის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხილვა, ასევე, დღევანდელ სხდომაზე მთავრობა „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესსა და პირობებს“ დაადგენს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment