დავით და ირაკლი ბერიშვილებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ე.წ. გაყიდული თამაშების საქმეზე ბრალდებულ დანარჩენ 3 პირს კი პატიმრობა.
მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე
საქმის არსებითი განხილვა 8 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართება.
დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. მათ კომერციულ მოსყიდვაში ედებათ ბრალი. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი თავს დამნაშავედ ცნობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამი მსაჯისა და ორი მწვრთნელის დაკავება საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი მატჩის ჩაწყობას უკავშირდება.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, მსაჯებმა და მწვრთნელებმა აღნიშნული თამაშების კონკრეტული შედეგებით დასრულების სანაცვლოდ ჯამში, 36000 ლარი აიღეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment