Monday, December 25, 2017

დევნილთა სამინისტრო 120 ეკომიგრანტს სახლს შეუძენს

დღეს დევნილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიამ მაღალქულიანი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.
დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 208 წელს სახლს ეკომიგრანტების 120 ოჯახს შეუძენენ. 
მიმდინარე წელს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში უკვე გადაეცათ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment