თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის 2017 წლის ბოლო სხდომაზე, მერიის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიამ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
უფრო კონკრეტულად, კალაძემ სხდომაზე ისაუბრა ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ 132 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები. მისივე თქმით, დღეს კიდევ 35 ოჯახს გადაეცემა ფართები წყნეთში.
კალაძემ ასევე ისაუბრა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბიუროკრატიის შემცირების მიზნით გაუქმდა 19 კომისია და ე.წ. ზონალური საბჭო.
როგორც კალაძემ განაცხადა, "მერიას არ უნდა მოერიდოს პასუხისმგებლობის აღება და რეფორმების განხორციელება"კალაძის ინფორმაციით, პროექტი 52 მილიონი ლარი ჯდება და 2000 ადამიანი იქნება დასაქმებული.
გარდა ამისა, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კალაძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო ნორმები მკაცრდება. მისი ინფორმაციით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 216 მითითება გასცა, ასევე, გამოვლენილია უნებართვო მშენებლობის 500 ობიექტი, აქედან 270 ობიექტზე საქმის წარმოება დაიწყო.
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ არც ერთი ნებართვა არ უნდა გაიცეს ისეთ მშენებლობებზე, სადაც სამშენებლო მოედნებზე არ იქნება მოწყობილი სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა.
ასევე, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა ქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზეც და აღნიშნა, რომ სწორედ ამას ემსახურება საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღამით გატანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. როგორც კალაძემ აღნიშნა, 1-ელი მარტიდან, 32 ქუჩაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს 22:00 საათიდან გაიტანენ.
თბილისის მერია დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გეგმაზე მუშაობს
მისი ინფორმაციით, ქალაქის საცობებისგან განსატვირთად მერია ასევე იწყებს კიდევ ერთ პროექტს, რომლის თანახმად, ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები რამდენიმე ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ.
თბილისში ყვითელი სამარშრუტო ტაქსები 14 ქუჩაზე მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ
რაც შეეხება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მერის თქმით, ამ კუთხით უკვე დაწყებულია სამართლებრივი ცვლილებების მომზდება, რომელიც მწვანე ნარგავების ჭრის საკომპენსაციო თანხების გაზრდას ეხება. ასევე, სამშენებლო კომპანიებს დაეკისრებათ ვალდებულება ნარგავების გადარგვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.
თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელიც მიულოცა და აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში სამ ლოკაციაზე - გლდანში, ვარკეთილსა და ძველ თბილისში გაიმართება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამით მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
allnews.ge
No comments:
Post a Comment